პირველი ლიგის ორივე ჯგუფში 2-2 გადადებული შეხვედრა გაიმართა. ‘ყაზბეგმა’ მორიგი გამარჯვებით პულში პირველობა დაიბევა, თუმცა დიდი 10-ის საგზურის ერთ-ერთ მთავარ მაძიებელს, მეორე ჯგუფურ ეტაპზე მაქსიმალური ქულებით გადასასვლელად, დარჩენილ შეხვედრებში მოტივაცია შერჩა.
‘ა’ ჯგუფი
პირველი...
თბილისის ‘აკადემიამ’ ჯგუფის აუტსაიდერი ‘ვეფხვები’ უპრობლემოდ, 46:17 დაამარცხა და დაგეგმილი ბონუსიც აიღო.
მასპინძლებმა პირველსავე ტაიმში შეძლეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. თირნიკე ზოიძის წყვილ და გიორგი გოგლიძის ერთ ლელოს, დავით მოძღვრიშვილმა სამივე გარდასახვა და ორი ჯარიმა...
‘ბათუმმა’ მარნეულის ‘არმაზს’ მეორე ტაიმში ოთხი ლელო გაუტანა, 31:10 გამარჯვებით ბონუსიც მიითვალა და „ბ“ ჯგუფში ლიდერთა სამეული გამოკვეთა.
„შევარდენზე“ გამართულ მატჩში ‘არმაზი’ რეზი ჯინჭველაშვილის ჯარიმით დაწინაურდა და მთელი 25 წუთი მატჩის სადავეებს ფლობდა, მაგრამ მერე სტუმრებმა იმ...
ქუთაისის ‘აიამ’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ „რაგბი პლატოზე“ პრობლემების გარეშე, დიდი სხვაობით სძლია და „ბ“ ჯგუფში პირველ ადგილზე გამაგრდა.
სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და ის ხელიდან აღარც გაუშვიათ. ქუთაისელები ხელდახელ, მაღალ სისწრაფეზე უტევდნენ და 13 წუთში სამი ლელო გაიტანეს,...
ქუთაისის ‘არესმა’ გორში ‘ჯიქს’ 23:10 აჯობა და მოწინავე სამეულში შესვლის შანსი შეინარჩუნა.
სტუმრები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ გამარჯვების დაბევება მხოლოდ უკანასკნელ წუთზე მოახერხა.
ქუთაისელებს უპირატესობა ჰქონდათ ძალისმიერ თამაშ...
დედაქალაქურ დერბიში ‘ლოკომოტივმა’ ‘ლელო-სარასენსი’ ჯარიმების წყალობით 27:19 დაამარცხა და მესამე ადგილზე აღზევდა.
‘ლელომ’ სამი ლელო გაიტანა და გაწითლებულ დროზე გარდასახვა რომ გამოეყენებინა, ბონუს ქულას აიღებდა, რითაც მესამე ადგილს შეინარჩუნებდა.
თამაშის დებიუტში ლელოელები დისციპლი...
ქუთაისის ‘აიამ’ მე-6 ტურის გადადებულ მატჩში ‘არმაზს’ დაგეგმილი ბონუსით, 33:13 სძლია და „ბ“ ჯგუფში პირველ ადგილზე დაბრუნდა.
თამაში მასპინძლების უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ანგარიში ‘არმაზმა’ მე-10 წუთზე ჯარიმით გახსნა. ‘აიამ’ კიდევ უფრო უმატა ტემპს, ჯარიმების კარში დარტყმაზე უარი ...
რუსთავის ‘ხარებმა’ მე-4 ტურის გადადებულ მატჩში პატარძეულის ‘ვეფხვები’ დაგეგმილი ბონუსით, 28:13 დაამარცხა და „ა“ ჯგუფის მოწინავე სამეულში შესვლის შანსი დაიბრუნა.
„შევარდენზე“ გამართული მატჩი ნომინალური მასპინძლების, ‘ვეფხვების’ შეტევებით დაიწყო, მაგრამ სტუმრებმა თავი დაიცვეს. 15 წ...
პირველი ლიგის ჩემპიონატი ‘ა’ ჯგუფის ორი გადადებული შეხვედრით განახლდა. სრკ-ს საშეჯიბრო კომიტეტი ჯერ კალენდარს „გაასწორებს“, თებერვლის შუაწელამდე ყველა გადადებული მატჩი გაიმართება, რის შემდგომ გუნდები პირველი ჯგუფური ეტაპის დარჩენილი ორი ტურის შეხვედრებს ჩაატარებენ.
დიდი 10-ის საგ...
2020/2021 წლების დიდი 10-ის გარდამავალი სეზონი შაბათ-კვირას ორი გადადებული მატჩით განახლდება.
16 იანვარს პატარძეულის ‘ვეფხვები’ რუსთავის ‘ხარებს’ „ა“ ჯგუფის მე-4 ტურის გადადებულ მატჩში „შევარდენზე“ მასპინძლობს. ჯგუფის აუტსაიდერების ჯახი 14 საათზე დაიწყება და დამარცხებული მოწინავე...
ბოლნისის ‘ყოჩებმა’ მარნეულის ‘არმაზს’ ერთის წილ რვა ლელო გაუტანა, 60:10 დაამარცხა და ახალ წელს „ბ“ ჯგუფის ლიდერად ხვდება.
სამი ლელო ბორჯღალოსანი გიორგი ბეგაძის ანგარიშზეა, რომელიც თამაშს უნარიანად უძღვებოდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
დებიუტში რეზი ჯინჭველაშვილმა და ...
თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ რვა უპასუხო ლელო გაუტანა და 46:0 დაამარცხა.
დიდ დიღომში გამართულ მატჩში მასპინძლები პირველიდან ბოლო წუთამდე ფლობდნენ უპირატესობას და ჩემპიონატის სტარტზე განცდილი მარცხისთვის ღირსეული რევანში აიღეს.
თამაში დაიწყო თუ არა თბილისელებმ...
‘ბათუმმა’ მეოთხე ტურის გადადებულ მატჩში გორის ‘ჯიქს’ ხუთი უპასუხო ლელო გაუტანა და ბონუსით, 31:0 გაიმარჯვა.
დურმიშხან ჯაბნიძემ და ვაჟა თაგაურმა დუბლი შეასრულეს, ერთი ლელო კი ბაჩი გრიგოლიას ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ თაგაურს ზედიზედ მეორე მატჩია წყვილი ლელო გააქვს.
მასპინძლები მ...
ამ უქმეებზე დიდი 10-ის სამი გადადებული შეხვედრა გაიმართება და ჩემპიონატი სამი კვირით საახალწლო არდადეგებზე გავა.
26 დეკემბერს ბათუმში, 15:30 საათზე ‘ბათუმი’ გორის ‘ჯიქს’ მე-4 ტურის გადადებულ მატჩში მასპინძლობს, რის შემდეგაც ორივე გუნდისთვის კალენდარი გასწორდება. მართალია ეს გუნდე...
თბილისის ‘აკადემიამ’ კიკეთის ‘იუნკერებს’ მეექვსე ტურის მატჩში კომფორტული სხვაობით, 36:11 სძლია, ბონუსიც აიღო და „ა“ ჯგუფში ლიდერობა დაიბრუნა.
მეორე წრის პირველი ტურის ცენტრალურ მატჩში, „რაგბი პლატოზე“ რამაზ ხარაზიშვილმა სტუმრები ჯარიმით დააწინაურა, მაგრამ „მხატვრებმა“ მე-7 წუთზე,...
ბოლნისის ‘ყოჩებმა’ პირველი ეტაპის მეორე წრის პირველ ტურში, გორში ადგილობრივ ‘ჯიქს’ 34:6 სძლია და „ბ“ ჯგუფის მოწინავე სამეულში პოზიციები გაიმყარა.
პირველი ტაიმი თვალსასეირო საყურებელი გამოდგა და გუნდებმა ქულების უმეტესობა ამ ნახევარში მოიპოვეს.
ანგარიში მე-4 წუთზე იოსებ გუშარაშვილ...
დიდი 10-ის გარდამავალი სეზონის პირველი ეტაპის მეორე წრის პირველ მატჩში, ‘ბათუმმა’ ქუთაისის ‘არესს’ ბონუსით, 43:10 სძლია და მოწინავე სამეულს მიუახლოვდა.
ჩანაფიქრი ისეთი იყო, რომ მეორე წრის დასრულებამდე გუნდებს პირველი წრის გადადებული თამაშები უნდა მოელიათ, მაგრამ პანდემია დალაგებუ...
ქვეყანაში შექმნილი უაღრესად მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ბოლო ორი კვირის მანძილზე პირველ ლიგაში სულ ორი შეხვედრის ჩატარება მოხერხდა.
ვირუსი მეტ-ნაკლებად ყველა გუნდს შეეხო. გარდა ამისა, სრკ-ს სამედიცინო სამსახურმა COVID-19-თან მიმართებაში პრევენციული ზომები კიდევ უფრო გა...
„ა“ ჯგუფის მეხუთე ტურის გადადებულ მატჩში, ‘აკადემიამ’ „რაგბი პლატოზე“ დედაქალაქურ დერბიში ‘ლოკომოტივს’ 25:19 სძლია.
პირველ ტაიმში რკინიგზელებმა ორი ლელო გაიტანეს. დებიუტში ანგარიში გიორგი შკინინმა გახსნა, 32-ე წუთზე კი თავი ირაკლი ქვათაძემ გამოიჩინა და ბექა წიკლაურმა გარდასახა.
დ...
კოვიდ-პანდემიით გამოწვეული სამკვირიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, 2020/2021 წლის დიდი 10-ის გარდამავალი ჩემპიონატი გადადებული მატჩით განახლდა.
„ბ“ ჯგუფის ლიდერმა ქუთაისის ‘აიამ’, 2019 წლის ჩემპიონ ‘ბათუმს’ „აია არენაზე“ უმასპინძლა და სანახაობრივ მატჩში 27:19 დაამარცხა. მეტოქეებ...
კოვიდ-პანდემიით გამოწვეული სამკვირიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, დიდი 10 მე-5 ტურის ორი გადადებული მატჩით ბრუნდება.
ვირუსით ‘ბათუმი’ განსაკუთრებით „დაიჩაგრა“. 2019 წლის საქართველოს ჩემპიონმა სეზონი არცთუ კარგად დაიწყო და სტარტზე ჩატარებული სამი მატჩიდან ორი მცირედი სხვაობით და...
რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტს ‘ხვამლი’-‘არმიას’ ტურის გამორჩეულ შეხვედრასთან ერთად, კიდევ 2 მატჩის გადავადება მოუხდა. კოვიდ-ვირუსის გამო არმიელთა რამდენიმე მოთამაშეს თვითიზოლაციაში გადასვლა მოუწია, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი დროულად და მშვიდობიანად მოგვარდა.
‘არმიამ’ უკვე ს...
რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის და სამედიცინო სამსახურის გადაწყვეტილებით, გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ჭაბუკთა ‘ა’და ‘ბ’ ლიგის გათამაშებები (მინიმუმ) თებერვლამდე შეჩერდა.
„გამომდინარე იქიდან, რაც ქვეყანაში ხდება, მივიღეთ გადაწყვეტილება ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგ...
კიკეთის ‘იუნკერებმა’ პატარძეულის ‘ვეფხვები’ ბონუსით, 35:8 დაამარცხა და 18 სატურნირო ქულით, „ა“ ჯგუფის სათავეში მოექცა.
მეხუთე ტურის გადადებულ მატჩში ‘იუნკერებმა’ მიჯრით მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და მე-10 წუთზე გიორგი მჭედლიშვილის ლელოთი დაწინაურდნე...
დიდი 10-ის მე-4 ტურის გადადებულ მატჩში, დებიუტანტმა ‘არესმა’ ქუთაისურ დერბიში ‘აიას’ 20:19 სძლია და „ბ“ ჯგუფის სატურნირო ცხრილში მის კვალდაკვალ, მეორე ადგილზე აღზევდა.
‘აიას’ სამი სადებიუტო თამაში მოგებული ჰქონდა, თუმცა მერე ზედიზედ ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწია და ჩემპიონატს ს...
COVID-19-თან დაკავშირებული, რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის მიერ დაწესებული რეგულაციების გამო, ლიგამ მეექვსე ტურში ორი შეხვედრა მოისაკლისა. ‘ა’ ჯგუფში, ‘ბაგრატი’-‘ივერია’, ‘ბ’ ჯგუფში კი- ‘არწივები’- ‘დევები’. ‘დევების’ ორი მოთამაშის ტესტმა ვირუსზე დადებითი პასუხი დააფიქსირა...
გორის ‘ჯიქმა’ მარნეულის ‘არმაზს’ ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით 21:19 სძლია და დიდი 10-ის გარდამავალ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
გორში გამართული მატჩის პირველ ტაიმში სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ. დებიუტში რეზი ჯინჭველაშვილმა და საბა ნიკოლავამ ჯარიმები გაცვალეს, მე-10 წუთზე...
დიდი 10-ის გარდამავალი სეზონის მეხუთე ტურშე რუსთავის ‘ხარებმა’ პირველი გამარჯვება მოიპოვა. მათ საკუთარ მოედანზე თბილისის ‘ლელო-სარასენსი’ მიიღეს და 19:11 დაამარცხეს.
მართალია მე-6 წუთზე საბა ნიკოლაშვილმა სტუმრები ჯარიმით დააწინაურა, მაგრამ მალევე მასპინძლებმა მოლი ააგორეს და ირაკ...
ქუთაისის ‘არესმა’ ბოლნისის ‘ყოჩების’ უდისციპლინობით ისარგებლა და მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელთა სამ ლელოს მხოლოდ ერთით უპასუხა, შეხვედრა ფრედ – 19:19 დაასრულა.
დიდი 10-ის გარდამავალ სეზონში ეს მეორე ფრეა და მოწინააღმდეგესთან ქულები ორივეჯერ დებიუტანტმა, ქუთაისის ‘არესმა’...
საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის განცხადება
2020-2021 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება 2020 წლის 16 ნოემბერს და დაიხურება 2021 წლის 15 იანვარს 18:00 საათზე.
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში განხორციელებული ტრანსფერის დროს მორაგბეები საქართველოს ჩემპიონ...
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, თორნიკე გოგებაშვილის და საშეჯიბრო კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, აგრეთვე მთავრობის რეკომენტაციით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიის გავრცელების მკვეთრი გაუარესების გამო, გადაწყდა 2020-21 წლის ჩემპიონატების შეწყვეტა...
ქვეყანაში მკვეთრად გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, პირველი ლიგის მეხუთე ტურში ექვსივე შეხვედრის გამართვა მოხერხდა. პირველი ჯგუფური ეტაპის შუალედურ ფინიშზე ლიდერების გარდა ყურადღებას მოწინავე სამეულში ადგილის მოსაპოვებლად მებრძოლი გუნდების ურთიერთდაპირისპირებაც ი...
კიკეთის ‘იუნკერებმა’ დიდი 10-ის გარდამავალ ტურნირში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში 13 ქულით ლიდერ ‘აკადემიას’ გაუტოლდა, რომელთანაც პირველ ტურში მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
კიკეთელები თბილისის ‘ლოკომოტივს’ სტუმრის სტატუსით „ავჭალაზე“ ეთამაშნენ და 31:24 ს...
დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირის მეოთხე ტურში მეოთხე თამაში გადაიდო.
პატარძეულის ‘ვეფხვებს’ რუსთავის ‘ხარებისთვის’ 8 ნოემბერს „შევარდენზე“ უნდა ემასპინძლა, თუმცა პატარძეულელთა ერთ-ერთ მორაგბეს კორონა-ვირუსი დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, ამავე მიზეზით „ბ“ ჯგუფის მეოთხე ტურის სამივე შეხ...
თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ დიდი 10-ის გარდამავალი ჩემპიონატის მეოთხე ტურში თბილისის ‘აკადემიას’ 27:6 სძლია და სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა.
‘აკადემია’ მეოთხე ტურამდე დაუმარცხებლად მოვიდა და ჯერჯერობით პირველ ადგილს ინარჩუნებს.
შეხვედრა აკადემიელების შეტევებით დაიწყო, მათ ხელდ...
დიდ 10-ის გარდამავალი ჩემპიონატის მეოთხე ტურში, დაგეგმილ ვადებში მხოლოდ „ა“ ჯგუფის შეხვედრები გაიმართება.
„ბ“ ჯგუფის სამ გუნდში – ‘ბათუმში’, ‘არმაზსა’ და ‘არესში’ კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, რის გამოც არმაზი-ყოჩების, ბათუმი-ჯიქისა და არესი- აიას მატჩები გადაიდო.
„...
დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირის მეორე და მესამე ტურის გადადებული შეხვედრები ახლახანს გაიმართა, მაგრამ კოვიდ-ინფექციამ კიდევ სამ გუნდში შეაღწია და „ბ“ ჯგუფის მე-4 ტური სრულად გადაიდო.
Covid19 დადასტურდა ‘ბათუმში’, მარნეულის ‘არმაზსა’ და ქუთაისის ‘არესში’. შედეგად, გადაიდო 6 ნოემბე...
ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, პირველი ლიგის ტური ამჯერზეც არასრული გამოდგა. ‘ყაზბეგს’ მიჯრით მეორე შეხვედრა გაუცდა, თუმცა ორივე შემთხვევაში ვირუსი მოხევეთა მეტოქეების მოთამაშეებს დაუდგინდათ.
‘დევების’ კვალ, ვირუსმა ამჯერად ‘ოზურგეთის ‘არწივების’ ბანაკში შეაღწია. გურულებმა ინფი...
პირველობის ლიდერი და მთავარი ფავორიტი ‘ლელო’ დამაჯერებელ გამარჯვებათა სერიას წარმატებით აგრძელებს. ჩემპიონმა, ქუთაისის ‘არესს’ მესამე მასივში უმასპინძლა და რიონისპირელები 106:3 დაამარცხა. თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდებმა სეზონის რამდენიმე რეკორდი დაამყარეს. ყველაზე მეტი ლელო გა...
ქუთაისის ‘აიამ’ გორში ‘ჯიქს’ პრობლემების გარეშე, 44:3 სძლია და „ბ“ ჯგუფს დაუმარცხებლად ლიდერობს, ‘ჯიქი’ კი კვლავაც პირველი მოგების მოლოდინშია.
საწყის 10 წუთში გიორგი ბაბუნაშვილმა და საბა ნიკოლავამ ჯარიმები გაცვალეს, მერე კი სტუმრებმა 6 ლელო გაიტანეს. ‘ჯიქმა’ 34-ე წუთამდე გაძლო. ა...
კიკეთის ‘იუნკერებმა’ რუსთავში ადგილობრივ ‘ხარებს’ დაძაბულ ბრძოლაში 20:17 აჯობა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის დებიუტში ვაჟა ხუციშვილმა გასატანი ჯარიმა ააცილა. მე-9 წუთზე რამაზ ხარაზიშვილმა ჯარიმა კარის წინიდან გაიტანა და ‘იუნკერები’ დააწინაურა. ‘ხარები’ სათამაშო უპირ...
‘ლელო-სარასენსმა’ მატჩის მიწურულს გატანილი ჯარიმით ‘ლოკომოტივი’ 19:17 დაამარცხა და დიდი 10-ის ახალ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა.
ეს იყო მეორე ტურის გადადებული მატჩი. დედაქალაქური დერბი კარგი საყურებელი გამოდგა. ორივე გუნდი ცდილობდა მაღალ ტემპში ეთამაშა. შეხვედრა ‘ლელოს’ შეტე...
ქართულ კლუბებში მოთამაშე ბორჯღალოსნები, თავიანთ გუნდებს დიდი 10-ის მომავალ მატჩებში ვერ დაეხმარებიან. “ექვსი ერის” ტესტირებების ზედამხედველობის ჯგუფის (TOG) რეკომენდაციით, ისინი „შემოდგომის ერთა თასის“ დაწყებამდე „შევარდენის“ ბაზაზე რჩებიან.
ბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელ ლევან მ...
რადგან 1 ნოემბერს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრა აღარ გაიმართება, კალენდარში თავისუფალი კვირა გამოჩნდა და 1 და 2 ნოემბერს დიდი 10-ის გარდამავალი ჩემპიონატის სამივე გადადებული შეხვედრა ჩატარდება.
კოვიდ-ინფექციის დაფიქსირების გამო, „ა“ ჯგუფის მეორე ტურის ორი შეხვედრა გ...
მესამე ტური არასრული გამოდგა. COVID-19-ის პრევენციული ზომების პროტოკოლის თანახმად, მოთამაშეთა უსაფრთხოების მიზნით სრკ-ს საშეჯიბრო კომიტეტს მარნეულის ‘არმაზისა’ და ბათუმის ‘ბათუმის’ მატჩის გადავადება მოუხდა.
ტური, ავჭალაში დედაქალაქური დერბით, ‘ლოკომოტივისა’ და ‘ლელოს’ დაპირისპირე...
დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირის მესამე ტურის დასკვნით მატჩში მორიგი დრამა გათამაშდა. კიკეთის ‘იუნკერებმა’ თბილისის ‘ლელო-სარასენსთან’ დასკვნით 10 წუთში 11-ქულიანი ჩამორჩენა „ამოქაჩა“ და 23:22 გაიმარჯვა.
„ავჭალაზე“ თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო. სტუმრები ხშირად ჯარიმდებოდნე...
ბოლნისის ‘ყოჩებმა’ ‘ბათუმს’ ორი ლელოს საპასუხოდ ხუთი ჯარიმა გაუტანა და დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირის მესამე ტურში 15:12 გაიმარჯვა.
2019 წლის საქართველოს ჩემპიონი ახალ სეზონს საუკეთესო ფორმაში ვერ შეხვდა. ზღვისპირელებმა სამი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს და ისიც დასკვნით წუთებში, ...
თბილისის ‘აკადემიამ’ დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და 13 ქულით „ა“ ჯგუფის ლიდერია.
მესამე ტურში „მხატვრები“ „რაგბი პლატოზე“ რუსთავის ‘ხარებს’ მასპინძლობდნენ. ორივე გუნდი ცდილობდა, რომ სწრაფი, შემტევი რაგბი ეთამაშა და ლამაზი ლელოებიც გავიდა.
‘აკადემია’ დ...
მარნეულის ‘არმაზმა’ „შევარდენზე“ ქუთაისის ‘არესს’ 26:14 სძლია და დიდი 10-ის გარდამავალ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ეს იყო მესამე ტურის პირველი მატჩი „ბ“ ჯგუფში, რადგან გორის ‘ჯიქსა’ და ქუთაისის ‘აიას’ შორის გუშინ გასამართი შეხვედრა, კოვიდ-პანდემიის გამო გადაიდო.
დებიუტანტ...
თბილისის ‘ლოკომოტივმა’ დიდი 10-ის გარდამავალი სეზონის მესამე ტურში პატარძეულის ‘ვეფხვებს’ „ავჭალაზე“ უმასპინძლა და ბონუსით, 31:7 დაამარცხა.
რკინიგზელებს მეორე ტურში გუნდში კოვიდ-ინფექციის დაფიქსირების გამო არ უთამაშიათ. ამრიგად, მათ ორიდან ორი მოგება აქვთ და ჯამში 9 ქულით „ა“ ჯგ...
კიკეთის ‘იუნკერებმა’ და თბილისის ‘ლოკომოტივმა’, კლუბში დაფიქსირებული კოვიდ-ინფექციის შემდეგ კარანტინი დაასრულეს და ჩემპიონატს აგრძელებენ.
სამაგიეროდ, ამჯერად ვირუსი გორის ‘ჯიქში’ დაფიქსირდა და 23 ოქტომბერს ის ქუთაისის ‘აიას’ ვეღარ დაუხვდება. „ბ“ ჯგუფში ეს პირველი გადადებული თამაშ...
პირველი ლიგის მესამე ტური არასრული გამოდგა. საქართველოში მკვეთრად გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, სამწუხაროდ, ვერც სარაგბო სამყარო გადაურჩა.
რამდენიმე მორაგბის კოვიდ-ტესტის პასუხი დადებითი გამოდგა, რის გამოც რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურისა და საშეჯიბრო კომიტეტის მიერ ...
დიდი 10-ის 2020/2021 წლების გარდამავალ სეზონში პირველი ფრე დაფიქსირდა. დებიუტანტმა ‘არესმა’ გორის ‘ჯიქს’ ქუთაისში უმასპინძლა და 65-ე წუთისთვის 17 ქულის სხვაობით ამარცხებდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ფრეს დასჯერდა – 20:20.
„აია არენაზე“ თამაში მასპინძლების უპირატესობით დაიწყო. ...
ქუთაისის ‘აიამ’ ბოლნისის ‘ყოჩები’ პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჯაბნა და მატჩის მიწურულს გატანილი წყვილი ლელოთი, ბონუსიც მოიპოვა – 35:10.
ქუთაისელებისთვის ეს იყო მიჯრით მეორე გამარჯვება და ისინი „ბ“ ჯგუფს 9 ქულით ლიდერობენ, ხოლო ‘ყოჩები’ 5 ქულით მეორე ადგილზე რჩება.
„აია ...
თბილისის ‘აკადემიამ’ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ ადრეული ლელოს საპასუხოდ 7 გაუტანა და დიდი 10-ის გარდამავალი სეზონის მეორე ტურში, თელავში, „კავკასიონი არენაზე“ ბონუსით, 50:13 დაამარცხა.
27-ე წამზე ლაშა გურგენიძემ არეკნით გახსნა ანგარიში, ხოლო მე-5 წუთზე ‘ვეფხვებმა’ საკუთარ 22-ში კარგა...
‘ბათუმმა’ დიდი 10-ის ახალ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. „ბ“ ჯგუფის მეორე ტურში, ზღვისპირელებმა მარნეულის ‘არმაზს’ ფოთში უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 23:22 მოუგეს.
საწყისი 20-25 წუთი სტუმრების იყო. ისინი კარგად ირჯებოდნენ დაცვაში, რეზი ჯინჭველაშვილმა კი, სამი ჯარიმიდან სა...
მიუხედავად პრევენციის ზომებისა, COVID-19-მა ქართულ კლუბებში შეაღწია და დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირის მეორე ტურში ორი მატჩი გადაიდო.
კიკეთის ‘იუნკერები’ და თბილისის ‘ლოკომოტივი’ თვითიზოლაციაში გადავიდნენ და შეესაბამისად, პირველი რუსთავში ‘ხარებთან’, ხოლო მეორე თბილისში ‘ლელო-სარ...
დიდი 10-ის ორი და პირველი ლიგის ერთი კლუბის თითო-თითო მორაგბეს COVID-19 დაუდგინდა, რის გამოც ამ კვირაში გასამართი სამი თამაში გადაიდო.
გადადებულია დიდი 10-ის „ა“ ჯგუფის მეორე ტურის ორი შეხვედრა – ‘ხარებს’ რუსთავში კიკეთის ‘იუნკერებისთვის’ 16 ოქტომბერს, ხოლო ‘ლელო-სარასენსს’...
COVID-19 პრევენციული ზომები
(განახლებული ვერსია)
ქვეყანაში შექმნილი უაღრესად კრიტიკული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საფრთხის ქვეშ აყენებს ჩემპიონატის გაგრძელების შესაძლებლობას. ამის გამო, ყოველი ჩვენთაგანის მოვალეობაა ვიზრუნოთ საერთო საქმის გადარჩენაზე. ამის გათვალისწინებით სა...
„ა“ ჯგუფის და სრულიად მეორე ტურის გამორჩეულ შეხვედრაში, ავჭალაში ‘არმია’ და ‘ხვამლი’ დაუპირისპირდნენ. ელიტას საგზურის მაძიებლებმა ფიცხელი ბრძოლა გააჩაღეს, სადაც გუნდები თავს და ერთმანეთსაც არ ზოგავდნენ და ვნებათაღელვა პერიოდულად თამაშის სპორტულ მხარესაც ჭარბობდა.
‘ჯარი’ უპირატესო...
საქართველოს რაგბის კავშირი გაცნობებთ, რომ მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც შექმინლია აჭარაში Covid-19-თან დაკავშირებით, რაგბის კავშირის ეგიდით, ქ. ბათუმში, დაგეგმილი ყველა ღონისძიება – კონკრეტულად ეს შეეხება როგორც დიდი-10 ის მატჩებს, ასევე „ა“, “ბ“ ლი...
მეორე ტური მუხიანში ‘ხვამლისა’ და ‘ბათუმის’ შეხვედრით დაიწყო. ელიტაში რომ სუსტი გუნდები არ არსებობენ, განვლილმა შეხვედრამაც ნათლად ცხადყო. მართალია, ფავორიტ მუხიანელებს პრემიით გამარჯვების მოპოვება არ გაჭირვებიათ, თუმცა მეტოქის შეუფასებლობის ფაქტორიდან გამომდინარე, საკუთარი თამაშ...
თბილისის ‘ლოკომოტივმა’ დასკვნით წუთებში რუსთავის ‘ხარების’ იერიშები მოიგერია და დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირი 16:11 მოგებით დაიწყო.
ეს იყო „ა“ ჯგუფის და ზოგადად პირველი ტურის ბოლო შეხვედრა. რუსთავის ‘ხარები’ ხელდახელ. სწრაფი იერიშებით ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას და მე-8 წუთზ...
ბოლნისის ‘ყოჩები’ გახდა პირველი გუნდი დიდი 10-ის ახალ, გარდამავალ სეზონში, რომლებმაც შეტევის ბონუსი აიღეს. მათ „ბ“ ჯგუფის პირველი ტურის ბოლო შეხვედრაში გორის ‘ჯიქი’ 44:7 დაამარცხეს.
სწრაფად, ხელდახელ მოთამაშე ‘ყოჩებმა’ მატჩის ბედი საწყის 11 წუთში გადაწყვიტა. მათ ამ პერიოდში ოთხი ...
კიკეთის ‘იუნკერებმა’ გაწითლებულ დროზე ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და თბილისის ‘აკადემიამ’ 2020/2021 წლების სეზონის პირველ მატჩში გამარჯვება მოიპოვა – 21:20.
ეს იყო „ა“ ჯგუფის მეორე მატჩი, რომელსაც „ავჭალამ“ უმასპინძლა. გუნდებმა სწრაფი, ხელდახელ რაგბი ითამაშ...
2020/2021 წლების დიდი 10-ის „ა“ ჯგუფის სადებიუტო მატჩში, უძლიერესთა შორის დაბრუნებულმა პატარძეულის ‘ვეფხვებმა’, თბილისის ‘ლელო-სარასენსთან’ 12-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და სენსაციური გამარჯვება მოიპოვა – 20:15.
ამრიგად, ახალი სეზონის პირველ მატჩებში, პირველი ლიგიდან დაწინ...
ქუთაისის ‘არესმა’ დიდ 10-ში ჩატარებული სადებიუტო შეხვედრა მოქმედი ჩემპიონის, ‘ბათუმის’ 17:15 ძლევით აღნიშნა.
2020/2021 წლების სეზონის გარდამავალ ჩემპიონატში, ‘არესი’ და ‘ბათუმი’ „ბ“ ჯგუფში, ქუთაისის ‘აიასთან’, მარნეულის ‘არმაზთან’, გორის ‘ჯიქთან’ და ბოლნისის ‘ყოჩებთან’ მოხვდნენ. ...
დიდი 10-ის ახალი, გარდამავალი სეზონი „რაგბი პლატოზე“, მარნეულის ‘არმაზისა’ და ქუთაისის ‘აიას’ შეხვედრით გაიხსნა.
შეგახსენებთ, 2020/2021 წლების სეზონში, 12 გუნდი ორ ჯგუფში არის განაწილებული და პირველ ეტაპზე ორ წრედ თამაშობენ. ‘არმაზი’ და ‘აია’ ქუთაისის ‘არესთან’, ‘ბათუმთან’, გორის...
დიდი 10 ახალ, გარდამავალ სეზონს სიახლით ხვდება.
მიმდინარე სეზონის ყველა მატჩში გამოვლინდება საუკეთესო მოთამაშე, ასევე ტურის საუკეთესო მოთამაშე, საუკეთესო მწვრთნელი, მსაჯი და დასახელდება ტურის თხუთმეტეული.
კვლავ გრძელდება ტურის საუკეთესო მელელოვის შერჩევა.
...
COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის გამო 7 თვით შეწყვეტილი დიდი 10, ახალი სეზონით და სახეცვლილი ფორმატით 7 ოქტომბერს ბრუნდება.
შეგახსენებთ, რადგან გასული სეზონი პანდემიის გამო ვერ დასრულდა, დიდი 10-ის გუნდებს პირველი ლიგიდან ორი მოწინავე (სეზონის შეწყვეტის მომენტში არსებული სატურნირო მ...
პირველი ლიგის 2020/21 წლების ჩემპიონატი დროებით სახეშეცვლილი ფორმატით ტარდება. პანდემიის გამო გაუქმებულ წინა პირველობაზე მონაწილე გუნდებს 4 დებიუტანტი – ’ხვამლი’; თელავის ‘ჭადარი’; წყალტუბოს ‘დინოზავრი’ და ჭიათურას ‘იმერეთი’ დაემატნენ. ტურნირში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს...
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის ‘ოქროს’ ჯგუფის პირველობა უცვლელი ფორმატით ტარდება. პირველ ეტაპზე 8 მონაწილე გუნდი 2 წრედ ითამაშებს, წარმატებული ექვსეული პლეი-ოფში გადაინაცვლებს, 2 აუტსაიდერი კი ‘ვერცხლის’ ჯგუფის გუნდებთან პაექრობაში ელიტაში ადგილის შენარჩუნებას ეცდება.
გაისად, გაზაფხულზე ტიტულ...
საქართველოს რაგბის კავშირი, სრულად ითვალისწინებს ეპიდემიოლოგების და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს და ჯერჯერობით, შიდა ჩემპიონატის მატჩები, ყველა დივიზიონში, მაყურებელთა დასწრების გარეშე ჩატარდება.
მთავრობის დადგენილებით, ღია სივრცეში არაუმეტეს 200 კაცის შ...
დიდი 10-ის ახალი, გარდამავალი სეზონის დაწყებამდე 10 დღე რჩება. გუნდებმა უკვე დაასრულეს შემადგენლობების დაკომპლექტება და პირველი ოფიციალური მატჩებისთვის ემზადებიან.
შეგახსენებთ, COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის გამო, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, სპორტული ღონისძიებები მარტში აიკრძალ...
COVID-19-ით გამოწვეული ექვსთვიანი, იძულებითი შესვენების შემდეგ, საქართველოში რაგბი რეგიონალ-ლიგის გათამაშებით ბრუნდება.
რანგით მესამე დივიზიონში წელს რვა გუნდი ითამაშებს და ისინი დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებად არ დაიყოფიან. გუნდები ორ წრედ ითამაშებენ და პირველ ადგილზე გასული გუნდ...
26 სექტემბერს, 21 საათზე, საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსი (სრკ-ს COVID-მენეჯერი), ბესიკ ჩადუნელი გამართავს ვებინარს საქართველოს ჩემპიონატების ყველა ლიგებში მონაწილე კლუბის COVID მენეჯერებისთვის.
ვებინარზე დასწრება ზემოაღნიშნული კლუბების COVID-მენეჯერებისთ...
დიდი 10-ის 2020/2021 წლების გარდამავალი, 12-გუნდიანი ტურნირი 9 ოქტომბერს დაიწყება, ქვეყნის ჩემპიონი კი მაისში გამოვლინდება.
COVID-19-ის პანდემიის გამო შეწყვეტილი შარშანდელი ჩემპიონატის შემდეგ, დიდ 10-ში გუნდების რაოდენობა ერთი წლით 12-მდე გაიზარდა. ისინი 2019/2020 წლების სეზონის ...
2020 წლის 9 სექტემბრიდან – 18 სექტემბრამდე ცხადდება განაცხადების შემოტანის ვადები, დიდი 10-ის, პირველი, რეგიონალური, ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგებში მოასპარეზე კლუბებისთვის.
2020 წლის 19 სექტემბრიდან განაცხადები აღარ მიიღება. მითითებულ ვადებში განცხადებების არ შემომტ...
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ, 2019-2020 წლების საქართველოს კაცთა და ჭაბუკთა ლიგების ჩემპიონატების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, საჭირო გახდა საშეჯიბრო დებულებაში დროებითი ცვლილებების შეტანა, რომლებიც ერთი წელი იმოქმედებს.
2020-2021 წლების სეზონში დიდ 10-ს ...
საქართველოს ჩემპიონატის ყველა ლიგებში მონაწილე კლუბების საყურადღებოს:
2020/21 წლების სეზონში მონაწილეობის განცხადებების წარსადგენად განისაზღვრა შემდეგი ვადები: 2020 წლის 21 აგვისტოდან 28 აგვისტომდე;
ყველა ლიგებში სატრანსფერო ვადებად განისაზღვრა შემდეგი ვადები: 2020 წლის 24 აგვისტ...
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ოფიციალური გვერდის ფეისბუქ-ჩართვისას დიდი 10-ის განახლების შესაძლებლობაზე ისაუბრა:
„დიდი 10-ის დაწყება ბევრ რამეზეა დამოკიდებული, პირველ რიგში კლუბების ფინანსურ მდგომარეობაზე. გამგეობას კლუბებთან ინტენსიური კონსულტაციები აქვთ...
„ჩემი სახლიდან „ვარკეთილის“ მეტრომდე დაახლოებით 2 კილომეტრს ფეხით მივდიოდი, მერე კი „რუსთაველის“ მეტროდან ფიზკულტურის ინსტიტუტამდე ისევ ფეხით. არ იყო გასახდელები, საშხაპეები და ვარჯიშის შემდეგ იგივე გზა უკან იყო გასავლელი. ხშირად შუქი ქრებოდა და მეტრო ითიშებოდა, მაგრამ ვარჯიში არ...
მარნეულის ‘არმაზის’ 24 წლის კაპიტანი გოგა ხუროშვილი დარწმუნებულია, რომ გუნდი არსებულ სირთულეებს გადალახავს და დიდ 10-ში კუთვნილ ადგილს დაიბრუნებს.
ადრეულ ბავშვობაში ის ცეკვაზე, ცურვაზე და ფეხბურთზე, ასევე დაახლოებით 1 თვე რაგბზეც დადიოდა. მოგვიანებით, 13 წლის გოგა რაგბს უფროსი მე...
‘იუნკერების’ კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი რაგბში საკმაოდ გვიან, 21 წლის მივიდა, თუმცა მიზანდასახულმა სპორტსმენმა 3-ჯერ იზეიმა საქართველოს ჩემპიონობა, უკვე მე-8 წელია საქართველოს 7-კაცა ნაკრების წევრია და კლუბის გარდა, მისი კაპიტნობაც დაიმსახურა.
30 წლის მორაგბის სპორტული კარიერა ფე...
ბოლნისის ‘ყოჩების’ კაპიტანს, ბორჯღალოსან თემო სოხაძეს დღეს 35 წელი შეუსრულდა. ვეტერანი მორაგბე, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართით 11-ჯერ უთამაშია სხვადასხვა დროს საფრანგეთში, უკრაინაში, რუსეთში, პოლონეთში და ‘ბათუმში’ თამაშობდა, თუმცა მისი გული მუდამ მშობლიურ გუნდს ე...
რუსთავის „ხარების“ კაპიტანმა გიორგი ბასილაიამ განვლილი ცხოვრების ნახევარი მშობლიურ კლუბში გაატარა. 27 წლის მგეზავი 13-14 წლის იყო, როდესაც ძმის მეგობრების რჩევით რაგბზე მივიდა და დაახლოებით 1 კვირაში ისე „მოიწამლა“, მას შემდეგ რაგბისა და „ხარების“ გარეშე დღეც არ გაუტარებია.
როცა ...
საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2019/2020 წლების სეზონის დუბლშემადგენლობების, ჭაბუკთა და საფესტივალო ჩემპიონატები აღარ განახლდება, კაცთა ლიგებში კი, სავარაუდოდ, ტურნირები აგვისტოში განახლდება, მკაცრად გაწერილი და აუცილებლად შესასრულებელი პირობების...
30 წლის რატი ხუციშვილმა რაგბის თამაში ახლად დაარსებულ ‘ჯიქში’ დაიწყო, თუმცა 1 წელიწადში სხვა გუნდში მოუწია გადასვლა. მან ოთხ სხვადასხვა კლუბში ითამაშა და 2-ჯერ ‘ლოკომოტივთან’, ხოლო ერთხელ ‘ლელო-სარასენსთან’ ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. საბოლოოდ ის მშობლიურ ‘ჯიქს’ დაუბრუნდა დ...
დიდი 10-ის კლუბების კაპიტნების გაცნობას ქუთაისის ‘აიათი’ ვაგრძელებთ, რომელიც 14 ტურის შემდეგ 8 მოგებით, 2 ფრით და ჯამში 44 ქულით, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.
ახალგაზრდულ გუნდს კაპიტანიც ახალგაზრდა ყავს – 7-კაცა ნაკრების წევრი გიორგი ბაბუნაშვილი, რომელსაც 25 წელი 15 ნ...
6 მაისს რუსთავში მომხდარ ავტოკატასტროფაში, ტრაგიკულად გარდაიცვალა რუსთავის ხარების 23 წლის კვაჭი ნიკა კევლიშვილი.
ქართული სარაგბო თემის სახელით ვუსამძიმრებთ ნიკას ოჯაღს და ვიზიარებთ მათ ტკივილს
...
სანამ დიდი 10 მოედანს დაუბრუნდება, ვაგრძელებთ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბების კაპიტნების გაცნობას. 14 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში არსებული სიტუაციის მიხედვით, გავიცნოთ მეორე ადგილზე მყოფი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, ‘ბათუმის’ კაპიტანი ბექა ურჯუკაშვილი, რომლის სარაგბო...
სანამ პანდემია დასრულდება და მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს სპორტული ცხოვრება დაუბრუნდება, გავიცნოთ დიდი 10-ის კლუბების კაპიტნები.
რუბრიკას თბილისის ‘ლელო-სარასენსით’ ვიწყებთ, რომელიც ჩემპიონატის იძულების წესით შეჩერებამდე, 14 ტურში 10 მოგებით, 1 ფრით და 3 მარცხით, ჯამში 48 ქული...
იხილეთ რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის განცხადება/რეკომენდაციები
მსოფლიოში გავრცელებულ დღევანდელ ინფორმაციაზე დაყრდნობით და ასევე, ჩვენს უცხოელ კოლეგებთან კომუნიკაციის გათვალისწინებით გთავაზობთ რამდენიმე დამატებით რეკომენდაციას, რაც ჩვენს კონტექსტში მეტად საყურადღებოა:
მიუ...
საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით მოქმედი ყველა შეჯიბრი, როგორც ჭაბუკთა, ასევე კაცთა გუნდების მონაწილეობით, მინიმუმ აპრილის ბოლომდე არ განახლდება.
მსოფლიოსა და ქვეყანაში შექმნილი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამო, საშეჯიბრო კომიტეტმა ჯერ ჭაბუკთა ლიგების და ფესტივალების, ხო...
იმის გამო, რომ ქვეყანაში შეიქმნა კორონავირუსის (COVID – 19) ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული საშიშროება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ასევე პრემიერ მინისტრთან მოქმედი უწყებათშო...
პირველი ლიგის მე-15 ტური ფოთში, ‘პარკი არენაზე’ ოზურგეთის ‘არწივებისა’ და პატარძეულის ‘ვეფხვების’ შეხვედრით დაიწყო. მასპინძლის როლში დამხვდურმა გურულებმა ფავორიტს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. მატჩი გარე კახელებმა 81-0 მოიგეს და დაგეგმილი პრემიაც უპრობლემოდ აიღეს.
‘ვეფხვებ...
ბოლნისის ‘ყოჩებმა’ გორის ‘ჯიქს’ მეორე ტაიმში მოლით სამი ლელო გაუტანა, 30:14 დაამარცხა, ბონუსიც ჩაიწერა და საფლეიოფო ექვსეულში შესვლის შანსი დაიბრუნა.
2019 წლის ბოლოს, 11 ტურის შემდეგ, მოწინავე ექვსეულსა და დანარჩენ 4 გუნდს შორის დიდი სხვაობა დაფიქსირდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი გ...
თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ მოქმედ ჩემპიონ ‘ბათუმს’ სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით 21:18 აჯობა და სატურნირო ცხრილის სათავეში აღზევდა.
ზღისპირელებმა ბონუსი აიღეს და ‘ლელო-სარასენსის’ მსგავსად 48 ქულა აქვთ, მაგრამ პირველ წრეში ‘ბათუმმა’ თბილისში 2 ქულის სხვაობ...
თბილისის ‘აკადემიამ’ დიდი 10-ის მე-14 ტურში ‘იუნკერებს’ 25:16 სძლია და 2020 წელს პირველი გამარჯვება იზეიმა.
„მხატვრებს“ განვლილ სამ მატჩში ერთი ფრე და ორი მარცხი მოუგროვდათ, რის გამოც პოზიციები დათმეს, თუმცა ამ მოგების შემდეგ, მოწინავეთა შორის დარჩნენ და დარჩენილ ოთხ ტურში უკეთეს...
თბილისის ‘ლოკომოტივმა’ აუტსაიდერთა დავაში უშუალო კონკურენტი, მარნეულის ‘არმაზი’ 31:13 დაამარცხა, თანაც ბონუსი აიღო და გასავარდნ ბოლო ადგილზე მეტოქე გაისტუმრა.
ანგარიშის გახსნა მასპინძლებს ორჯერ შეეძლოთ, მაგრამ მათ მიერ შესრულებული ორი ჯარიმა არაზუსტი იყო. ‘ლოკომოტივმა’ მეტოქის სა...
ქუთაისის ‘აიამ’ რუსთავში ‘ხარებს’ გაწითლებულ დროზე გამარჯვების ლელო გაუტანა და უშუალო კონკურენტი დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად 24:20 დაამარცხა.
ქუთაისელებმა 2020 წელს ჩატარებული მესამე თამაშიც მოიგეს, გამარჯვებების სერია 4-მდე გაზარდეს და მინიმუმ კვირამდე მეორე ადგილზე აღზევდნენ. ‘ხარ...
იმის გამო, რომ ქვეყანაში შეიქმნა გრიპის ეპიდემიის გავრცელების საშიშროება, რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის რეკომენდაციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დროებით შეწყდეს საშეჯიბრო პროცესი შემდეგ ლიგებში:
საფესტივალო, ჭაბუკთა ‘ა’ და ‘ბ’
შეზღუდვა მოქმედებს 2020 წლის 2 მარტიდან...
საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’, გორში ადგილობრივ ‘ჯიქს’ 7 უპასუხო ლელო გაუტანა, ბონუსით, 45:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა.
სტუმრები სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და პირველ ტაიმში 4 გარდასახული ლელო გაიტანეს. ანგარიში ვანო ფუტკარაძემ მე-12 წუთზე გახსნა,...
ბოლნისის ‘ყოჩებმა’ თბილისის ‘აკადემიას’ დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 11:10 სძლია და გასავარდნ ზონას 6 ქულით დაშორდა.
შეხვედრა ძლიერი ქარის ფონზე წარიმართა და მან მატჩის მსვლელობაზე გავლენა იქონია. დებიუტში ‘ყოჩები’ უფრო აქტიურად უტევდნენ და თემურ სოხაძემ ორჯერ დაარტყა ჯა...
აუტსაიდერთა ჯახში ‘იუნკერებმა’ თბილისის ‘ლოკომოტივი’ „ავჭალაზე“ 54:7 დაამარცხა და უძლიერესთა შორის დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
სტუმრებმა მეტოქეს 7 ლელო გაუტანეს, ბონუსიც აიღეს და 20 ქულით მე-7 ადგილზე აღზევდნენ. ‘ლოკომოტივს’ 15 ქულა დარჩა და ბოლო საფეხურზე რჩება, თუმცა წინ კ...
ქუთაისის ‘აიამ’ მარნეულის ‘არმაზს’ 6 ლელო გაუტანა, 36:7 დაამარცხა და ბონუსიც ჩაიწერა.
„აია არენაზე“ თამაში მასპინძლების იერიშებით დაიწყო და 10 წუთში ანგარიში გაიხსნა. ფორვარდების რამდენიმე მიძალება მცველებმა დიდი ძალისხმევით შეაჩერეს, თუმცა რამაზ რუხაძემ ლელოს ხაზის გადაკვეთა მაი...
‘ლელო-სარასენსმა’ დიდ დიღომში რუსთავის ‘ხარები’ დაძაბულ ბრძოლაში 20:19 დაამარცხა და მინიმუმ ორი დღით სატურნირო ცხრილის თავში აღზევდა.
თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. გუნდებმა 3-3 ლელო გაიტანეს და 7-ჯერ შეიცვალა ლიდერი, საბოლოო სიტყვა კი, მასპინძლებმა თქვეს.
დებიუტში გუ...
პირველი ლიგის მე-14 ტური, ‘შევარდენზე’, არმიასა’ და ოზურგეთის ‘არწივების’ შეხვედრით დაიწყო. ტოლ-სწორი ბრძოლა მატჩის საწყისი 20 წუთი გაგრძელდა და გურულებმა ერთი ხანობა ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს.
შეხვედრის დებიუტში ‘არწივები’ დაცვაში მწყობრად ირჯებოდნენ და არმიელთა ჰუქერ შალ...
მატჩის ფოტოები
ქვეყნის ჩემპიონმა და მიმდინარე გათამაშების ლიდერმა ‘ბათუმმა’, დიდი 10-ის მე-12 ტურის მატჩში თბილისის ‘აკადემიას’ მეორე ტაიმში პირწმინდად აჯობა, ჯამში ერთის წილ 4 ლელო გაუტანა და 2020 წელი გამარჯვებით დაიწყო.
თამაში სტუმართა შეტევებით დაიწყო და ისინი მე-10 წუთზე დაწ...
დიდი 10-ის 2020 წლის პირველ მატჩში, ბოლნისის ‘ყოჩებმა’ თბილისის ‘იუნკერები’ 22:10 დაამარცხა და ბოლო ადგილს თავი დააღწია.
მე-12 ტური „ავჭალაზე“ განახლდა და სტუმრებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა. ‘ყოჩების’ შერკინებამ მე-6 წუთზე ჯარიმა გამოიმუშავა და თემურ სოხაძემ 40 მეტრიდან ანგ...
ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგის საქართველოს ჩემპიონატებში, რომლებიც მარტის თვიდან განახლდება, ლურჯი ბარათის საპილოტო პროექტი ამოქმედდება.
იხ. სტატია
ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, პროექტი დაიხვეწება და უკვე ახალი სეზონიდან, ის საქართველოს ყველა რანგის ჩემპიონატში დაინერგება.
აღნიშნულ...
დიდი 10-ის ზამთრის შესვენება დასასრულს უახლოვდება და მიმდინარე კვირაში 2019/2020 წლების გათამაშება მე-12 ტურის შეხვედრებით განახლდება.
წლის პირველი მატჩი პარასკევს, 14 თებერვალს 16 საათზე, ავჭალაში გაიმართება. ერთმანეთს აუტსაიდერები, კიკეთის ‘იუნკერები’ და ბოლნისის ‘ყოჩები’ სატურ...
ზამთრის მინი-არდადეგების შემდეგ, პირველი ლიგის მეცამეტე ტურში ერთპიროვნულმა ლიდერმა ქუთაისის ‘არესმა’ ფოთის ‘პარკი არენაზე’, მასპინძლის როლში დამხვდურ ოზურგეთის ‘არწივებს’ 14 ლელო გაუტანა და დაგეგმილი პრემიაც უპრობლემოდ აიღო 84:7.
რიონისპირელები პირველივე წუთებიდან დომინირებდნენ...
შეხსენება ზამთრის სატრანსფერო ვადების შესახებ:
საქართველოს რაგბის კავშირით ეგიდით მოასპარეზე კაცთა გუნდების საყურადღებოდ:
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა (მხოლოდ შემოდინება) მოქმედებს 2019 წლის 25 ნოემბერიდან 2020 წლის 7 თებერვლამდე.
საქართველოს რაგბის კავშირის
საშეჯიბრო კომიტეტი
...
2019 წლის დიდი 10-ის ბოლო მატჩში, თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ დედაქალაქურ დერბიში ‘ლოკომოტივი’ 37:19 დაამარცხა და ბონუსიც აიღო.
მასპინძლებმა გამარჯვება დასკვნით მეოთხედში გაიფორმა, მანამდე კი სტუმრები ლიდერობდნენ. დებიუტში ნიკა ასათიანმა და მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმები გაცვალეს, მ...
2019/2020 წლების დიდი 10-ის მე-11 ტურის ცენტრალურ მატჩში მეექვსე ფრე დაფიქსირდა. ლიდერთა ჯახში თბილისის ‘აკადემიამ’ რუსთავის ‘ხარებს’ „რაგბი პლატოზე“ უმასპინძლა – 27:27.
ანგარიში მე-17 წამზე გაიხსნა. ბურთი თამაშში ‘აკადემიამ’ შეიყვანა, მოიპოვა, თორნიკე ზოიძემ ხაზი სუფთად პი...
ქუთაისის ‘აიამ’ 2 თვისა და 9 დღის შემდეგ გამარჯვების გემო წლის ბოლო მატჩში გაიხსენა. მე-11 ტურში მათ დიდი 10-ის დებიუტანტ ‘იუნკერებს’ უმასპინძლეს და ბონუსით სძლიეს – 46:3.
აღსანიშნავია, რომ ‘იუნკერებმა’ დიდ 10-ში ბონუს-ქულით პირველი შეხვედრა დათმო და ზედიზედ მეორე შეხვედრაშ...
ბოლნისის ‘ყოჩებმა’ მოუგებელი მატჩების სერია 10-მდე გაზარდა და ახალ წელს 13 ქულით, დიდი 10-ის ბოლო ადგილზე ხვდება.
მე-11 ტურში ქვემოქართლელები ქვეყნის ჩემპიონს, ‘ბათუმს’ მასპინძლობდნენ და ანგარიში თემო სოხაძემ ჯარიმით გახსნა, თუმცა პასუხად სტუმრებმა ბურთი ფრთაზე გაშალეს და ნიკა ნი...
გორის ‘ჯიქმა’ დიდი 10-ის მე-11 ტურის პირველ მატჩში მარნეულის ‘არმაზი’ 24:12 დაამარცხა და წელი სამი გამარჯვებით დაასრულა.
მატჩი ‘არმაზის’ შეტევებით დაიწყო, თუმცა ანგარიში ‘ჯიქმა’ გახსნა – გიორგი კვესელაძემ საკუთარ 22-თან გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე ირბინა, ხოლო რეზი ჯინჭველაშვ...
საქართველოს რაგბის კავშირსა და ლიდერბეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი და დიდი 10-ის გენერალური სპონსორი გახდა.
ლიდერბეთსა და რაგბის კავშირს შორის თანამშრომლობა დაახლოებით 1,5 წლის წინ დაიწყო. მხარეები ამ თან...
დიდი 10-ის მე-10 ტურის დასკვნით მატჩში, რუსთავის ‘ხარებმა’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ 30:25 მოუგო და 33 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა.
მასპინძლებმა მეტოქეს 5 ლელო გაუტანეს – ლევან ნარიმანიძემ დუბლი შეასრულა, ბაქარ ზედგინიძემ, ლექსო მელიქიშვილმა და ბექა ბებიაშვილმა თავი თ...
თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ ქუთაისში, „აია არენაზე“ გამართულ მატჩში, 10-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და საბოლოოდ ‘აია’ 21:16 დაამარცხა.
აკაკი ტაბუცაძემ მეტოქეს ორი ლელო გაუტანა, ხოლო მერაბ კვირიკაშვილმა 3 ჯარიმით და ერთი გარდასახვით გუნდს 11 ქულა შესძინა.
ანგარიში მასპინძლებმა დები...
თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ ქუთაისში, „აია არენაზე“ გამართულ მატჩში, 10-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და საბოლოოდ ‘აია’ 21:16 დაამარცხა.
აკაკი ტაბუცაძემ მეტოქეს ორი ლელო გაუტანა, ხოლო მერაბ კვირიკაშვილმა 3 ჯარიმით და ერთი გარდასახვით გუნდს 11 ქულა შესძინა.
ანგარიში მასპინძლებმა დები...
თბილისის ‘აკადემიამ’ მარნეულის ‘არმაზს’ ექვსი ლელო გაუტანა, 40:6 დაამარცხა და ბონუს ქულაც აიღო, რითაც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილამდე აღზევდა.
„შევარდენზე“ გამართულ მატჩში „მხატვრები“ სტუმრები იყვნენ, თუმცა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს, თითო ტაიმში 3-3 ლელო გაუტანეს და გამ...
დიდი 10-ის მეორე წრის პირველ მატჩში, საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ დებიუტანტ ‘იუნკერებს’ უმასპინძლა და 20:8 იმარჯვა.
მაყურებელმა კარგი პირველი ტაიმი იხილა. ორივე გუნდი ახერხებდა ფაზების აკინძვას და ხელდახელ კარგად უტევდნენ. ამ პერიოდში ‘იუნკერებმა’ 5 ქულით დაწინაურება მოახერხა,...
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს ჯგუფის“ მეათე ტურში, პირველობის ლიდერმა ქუთაისის ‘აიამ’ თანაქალაქელ ‘არესთან’ დაგეგმილი პრემიის აღება ვერ მოახერხა, თუმცა ზამთრის არდადეგების წინ, სატურნირო ცხრილში პირველი საფეხური შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ 19-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე მივლინებულ ...
დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის პირველი წრის დასკვნით მატჩში ურთიერთობას აუტსაიდერები არკვევდნენ. მარნეულის ‘არმაზმა’ ბოლნისის ‘ყოჩები’ 18:8 დაამარცხა და ის ცხრილის ფსკერზე დატოვა.
‘არმაზი’ ნიკა ჭიკაიძის ჯარიმით დაწინაურდა, რაზეც ‘ყოჩებმა’ გიორგი მელაძის ლელოთი მე-10 წუთზე უპასუხა. ...
ქუთაისის ‘აიამ’ ოთხი გამარჯვების შემდეგ, 5-მატჩიანი მოუგებელი სერია (2 ფრე და 3 მარცხი) მიაწყო და ლიდერის პოზიცია ნელ-ნელა დათმო. მე-9 ტურში გორის ‘ჯიქი’ ‘აიას’ „აია არენაზე“ ეწვია და 19:15 დაამარცხა.
დაძაბულ მატჩში სტუმრებმა ანგარიში დებიუტშივე, დიტო კალანდაძის ლელოთი გახსნეს. გ...
თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და პირველი წრე ლიდერთა სიახლოვეს დაასრულა.
დიდი 10-ის დებიუტანტმა ‘იუნკერებმა’ პირველი წრის ყველა შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლა და მართალია 9-იდან 7 თამაშში დამარცხდა, მაგრამ ყველა მათგანში ნუ...
თბილისის ‘აკადემიამ’ დედაქალაქურ დერბიში ‘ლოკომოტივი’ 25:5 დაამარცხა და დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის პირველი წრე სატურნირო ცხრილის ზედა ნახევარში დაასრულა.
„მხატვრებმა“ განვლილი 9 თამაშიდან 6 მოიგეს, 26 ქულა მოაგროვეს და ლიდერს მხოლოდ 3 აშორებთ.
„ავჭალაზე“ გამართულ მატჩში ‘ლოკომო...
რუსთავის ‘ხარებმა’ ‘ბათუმს’ დიდი 10-ის IX ტურში 17:10 სძლია და გასული სეზონის ფინალურ მატჩში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.
ტური რუსთავში, ცენტრალური მატჩით გაიხსნა. მასპინძლებმა შეტევაში მეტოქეზე მეტი დრო გაატარეს და ერთით მეტი ლელო გაიტანეს. ორივე გუნდი თამაშს ხელდახელ ცდილ...
გორის ‘ჯიქმა’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ მეორე ტაიმის შუაში 3 ლელო გაუტანა, 32:26 დაამარცხა და ზედა ექვსეულში გამაგრდა.
თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო, მე-7 წუთზე დიტო კალანდაძე ფრთაზე მბოჭავს დაუსხლტა და ლელოთი ანგარიში გახსნა, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა. ...
პირველი ლიგის რეგულარული სეზონის მორიგი ტოპ-მატჩი ავჭალაში გაიმართა. ‘არმია’-‘პატარძეულს’ შორის ხელმოცარულ გუნდს დიდი 10-ის საგზურის პირდაპირ მოპოვების შანსი მკვეთრად უმცირდებოდა…
მატჩის მნიშვნელობით გამოწვეულმა მღელვარებამ შეხვედრას გარკვეული დააღი დაამჩნია. ორივე გუნდის მ...
დიდი 10-ის მერვე ტურის „დაბრუნებების“ სერია გორის ‘ჯიქმა’ ვეღარ გააგრძელა. მათ ‘ლელო-სარასენსს’ უმასპინძლეს და 16-ქულიანი ჩამორჩენა მხოლოდ 9-მდე დაიყვანეს – 10:19.
პირველ ტაიმში ირაკლი ყიასაშვილმა ორი ცდიდან ერთი ჯარიმა გაიტანა, რაზეც რეზი ჯინჭველაშვილმა ასევე ზუსტი დარტყმი...
დიდი 10-ის მერვე ტურის მეორე სათამაშო დღის სერია, კვირას ‘აკადემიამ’ გააგრძელა. ‘ლოკომოტივისა’ და ‘იუნკერების’ მსგავსად, მანაც გამარჯვება გაწითლებულ დროზე მოიპოვა – ‘აია’ 25:22 დაამარცხა.
პირველი ტაიმი სტუმრებისა იყო. ანგარიში მე-6 წუთზე გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმით გახსნა, ...
‘იუნკერებმა’ გაწითლებულ დროზე გატანილი ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, რამაზ ხარაზიშვილმა გარდასახა და დიდი 10-ის დებიუტანტმა ვიცე-ჩემპიონი რუსთავის ‘ხარები’ 30:28 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა ორჯერ შეძლეს ჯერ 14 და მერე 8-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა.
თამაში მასპინძლების შ...
თბილისის ‘ლოკომოტივი’ ბოლნისის ‘ყოჩებთან’ მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე 23 ქულას აგებდა, მაგრამ დასკვნით მეოთხედში 24 უპასუხო ქულის აღება მოახერხა და სეზონში მესამე გამარჯვება იზეიმა.
დიდი 10-ის VIII ტური „რაგბი პლატოზე“ აუტსაიდერების დაპირისპირებით გაგრძელდა. ლელოუხვი და და ...
‘ბათუმმა’ მარნეულის ‘არმაზთან’ მთელი 1 საათი კაცნაკლულმა ითამაშა, მაგრამ ეს არ შეიმჩნია და მეტოქე უპრობლემოდ, ბონუს-ქულით დაამარცხა.
ანგარიში სტუმრებმა ლუკა მატკავას ჯარიმით გახსნეს, მაგრამ ამის შემდეგ ქულაც ვერ აიღეს. ‘ბათუმი’ მე-6 წუთზე ზურაბ ერისთავის ლელოთი დაწინაურდა და ბექა...