2024-25 სეზონის სარეგისტრაციო/სატრანსფერო ვადები

2024-25 წლის სეზონზე, კაცთა ლიგებში (დიდი 10, პირველი ლიგა, რეგიონული ლიგა) მოთამაშეთა რეგისტრაციის (მათ შორის ტრანსფერების) პერიოდი განისაზღვროს 2024 წლის 28 ივნისიდან – კონკრეტული ლიგის დაწყებამდე 30 დღით ადრე.

რეგისტრაცია/ტრანსფერის ბოლო ვადა ლიგების მიხედვით:

დიდი 10: 07/08/2024 -ჩათვლით
პირველი ლიგა: 14/08/2024 -ჩათვლით
რეგიონული ლიგა: 27/08/2024 -ჩათვლით

კლუბები ვალდებულნი არიან “რეგულაცია მოთამაშეთა სტატუსი, კონტრაქტები, ტრანსფერი და რეგისტრაცია. 2024-2025 სათამაშო სეზონი”-მიხედვით გუნდში დაარეგისტრირონ ამ დებულებით განსაზღვრული მოთამაშეთა მინიმალური რაოდენობა – 32,
დუბლებში მონაწილეობის შემთხვევაში – 45, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი შეჯიბრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს!

2024-25 წლის სეზონზე, ჭაბუკთა ლიგებში (ა & ბ) მოთამაშეთა რეგისტრაციის (მათ შორის ტრანსფერების) პერიოდი განისაზღვროს 2024 წლის 8 აგვისტოდან 2024 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით.

ამასთანავე, ჭაბუკთა ლიგებში (‘‘ და ‘‘) კლუბები ვალდებულნი არიან “რეგულაცია მოთამაშეთა სტატუსი, კონტრაქტები, ტრანსფერი და რეგისტრაცია. 2024-2025 სათამაშო სეზონი”-მიხედვით გუნდში დაარეგისტრირონ ამ დებულებით განსაზღვრული მოთამაშეთა მინიმალური რაოდენობა – 25, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი შეჯიბრებაში ვერ მიიღებს მონაწილეობას!

ყველა კლუბი ვალდებულია თითოუელ მოთამაშეზე წარმოადგინოს:
(1) სრკ-ს მოთამაშის რეგისტრაციის ფორმა

ტრანსფერის შემთხვევაში:
(2) სრკ-ს მოთამაშის სრკ-ს წევრ სუბიექტებს შორის ტრანსფერის ფორმა
(3) სრკ-ს წევრი სუბიექტიდან მოთამაშის განთავისუფლების ცნობა

უცხოეთიდან ტრანსფერის შემთხვევაში:
(4) World Rugby-ის საერთაშორისო განთავისუფლების ფორმა

განათხოვრების შემთხვევაში (მხოლოდ პროფესიონალის შემთხვევაში):
(5) სრკ-ს მოთამაშის სრკ-ს წევრ სუბიექტებს შორის განათხოვრების ფორმა

კაცთა ლიგებში (მოთამაშის სტატუსის შესაბამისი):
(6) სრკ-ს პროფესიონალი მოთამაშის სტანდარტული კონტრაქტის ფორმა
(7) სრკ-ს მოყვარული მოთამაშის სტანდარტული კონტრაქტის ფორმა

ყველა ლიგაში:
(8) ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100)
(9) ფოტოსურათი (ელექტრონულად)

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად – Siebi@rugby.ge-ზე, სხვანაირი ფორმით დოკუმენტები არ მიიღება!