უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მატჩის დასკვნით 5 წუთში ორი გარდასახული ლელო მიიღეს, რამაც ინგლისს „ავჭალაზე“ გამართული პირველი საკონტროლო მატჩი 41:36 მოაგებინა.
მანამდე, თითქმის მთელი 75 წუთი, მასპინძლები დომინირებდნენ და ისტორიულ შედეგთან ძალიან ახლოს იყვნენ. 15-კაცა რაგბში საქართველოს...
უმცროსი ბორჯღალოსნები ინგლისთან ისტორიულ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ დასკვნით წუთებში გამოცდილება არ ეყოთ, მღელვარებას ვერ სძლიეს და დასკვნით 5 წუთში ორი გარდასახული ლელო გაუშვეს – 36:41.
15-კაცა რაგბიში ინგლისის ნაკრები აქამდე არცერთ ასაკობრივ დონეზე არ დაგვ...
27 მაისს უმცროსი ბორჯღალოსნები „ავჭალის“ სარაგბო სტადიონზე ისტორიულ თამაშს გამართავენ. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ბორჯღალოსნებთან სათამაშოდ ინგლისი პირველი გუნდით ჩამოვიდა!
აქამდე საქართველოს სხვადასხვა ფორმაციის ნაკრებს ინგლისის საგრაფოების, ან რომელიმე კლუბის ახალგაზრდუ...
ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ პლეი ოფის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები უშეღავათო ბრძოლით გამოირჩა. გამონაკლისი მხოლოდ ჩემპიონ ‘ლელოს’ დამაჯერებელმა გამარჯვება იყო. ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი მატჩები დებულების თანახმად უარეს ნომრიანი გუნდების არენებზე გაიმართა. პლეი ოფის ...
სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, ლადო კილასონიას შეგირდები ქართველი ქომაგის წინაშე ორ ტესტ-მატჩს გამართავენ. 27 მაისსა და 1 ივნისს, თბილისში, „ავჭალაზე“, მათი მეტოქე ინგლისის 20-წლამდელთა გუნდი იქნება, რომელიც საქართველოს უძლიერესი შემადგე...
საქართველოს 7-ქალა და 7-კაცა გუნდები, ოფიციალური თამაშების წინ 27-28 მაისს მეორე მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებენ.
ერთი კვირის წინ 7-კაცამ პარიზის ცენტრალ7 მოიგო, 7-ქალა კი ფინალში გავიდა. ორივე გუნდი საფრანგეთში დარჩა, 1-კვირიანი შეკრება გაიარა და მომავალ უქმეებზე ტურის 7-კაცას ი...
ნინო ელოშვილი პირველი ქართველი ქალბატონია, რომლისთვისაც 7-ქალას რაგბი ევროპის ჩემპიონატის კარი გაიხსნა. ის ჩემპიონატის პირველ, ალგარვეს ეტაპზეა მიწვეული.
36 წლის რეფერი, რომელიც 8 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს 7-ქალას სახელს, 2014 წელს მიზანთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მაში...
ამ უიქენდზე ‘გლაზგოს’, ‘ტულონის’, ‘ლენსთერისა’ და ‘ლა როშელის’ სარაგბო კლუბების მაისურებში გამოწყობილმა გულშემატკივრებმა დუბლინი გადააჭრელეს. ოფიციალური მონაცემებით, 12 ქვეყნიდან ირლანდიაში რაგბის 50 ათასზე მეტი გულშემატკივარი ჩავიდა ჩელენჯ თასისა და ჩემპიონთა თასის ფინალებზე და...
პირველი ლიგის მომავალი სეზონის დასკვნით მონაწილეს თეთრიწყაროს ‘იუნკერები’-ფოთის ‘კოლხი რაინდების’ 2-მატჩა დაპირისპირება არკვევს. მართალია, ‘იუნკერებმა’ პირველ ლიგაში სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა, თუმცა გარისელებს ლიგაში პირდაპირ დასარჩენად 1 ქულა, ხოლო პლეი ოფში მოსახვედრად სულ 3...
დიდი 10-ის მომავალი სეზონის დასკვნით მონაწილეს ‘აკადემია’-‘არმიას’ ორრაუნდიანი დედაქალაქური დერბი არკვევს. ‘აკადემიამ’ დიდი 10-ის სეზონი ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე ჩაამთავრა, ‘არმიამ’ კი დიდ 10-ში ასვლა/დარჩენაზე თამაშის უფლება პირველი ლიგის ფინალში განცდილი მარცხის შედეგად მიიღო. მ...
ბორჯღალოსანი ბექა გიგაშვილი ევროპის ჩელენჯ თასის ჩემპიონია! მისმა ‘ტულონმა’ ფინალში ‘გლაზგო უორიორსი’ „ავივა სთედიუმზე“ 43:19 დაამარცხა.
ჩელენჯ თასი მეორე დონის საკლუბო ევროტურნირია ჩემპიონთა თასის შემდეგ. ევროპის პროფესიული კლუბების რაგბი (EPCR) მათ 1996 წლიდან ატარებს. ჩელენჯ თ...
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, რომელიც მსოფლიო რაგბის 2023 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება, საფრანგეთში პირველი საკონტროლი თამაში გამართა.
რადგან ორივე გუნდს მოთამაშეთა საქმეში ხილვა სურდა, თამაში ოთხ ბლოკად დაიყო და გუნდებმა 20-20 წუთიანი ტაიმები ითამაშეს, ორი ტაიმის შემდეგ დიდი შესვენე...
თბილისის მერის, კახი კალაძის გადაწყვეტილებით და მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოს რაგბის კავშირს დიდ დიღომში, გ. ბრწყინვალეს ქუჩაზე მდებარე, ყოფილი სარაგბო ბაზის ტერიტორია უბრუნდება.
16 წლის წინათ, სანამ 2 ჰექტარი ფართობის ტერიტორია გასხვისდებოდა, იქ რაგბის კლუბი ‘ლელო...
საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებებმა პარიზის „ცენტრალ 7“-ის მოსამზადებელი ტურნირი წარმატებით ჩაატარეს და ვაჟებმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს, გოგონებმა კი ერთადერთი შეხვედრა ფინალში დათმეს. ეს არის პირველი შემთხვევა ქართული რაგბის ისტორიაში, როდესაც 7-კაცამ და 7-ქალამ ერთიდაიმავ...
თბილისის მერიამ საქართველოს რაგბის კავშირს დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს N49-ში 19226 კვ. მ მიწის ნაკვეთი გადასცა. ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება დღეს თბილისის საკრებულოში გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და საქართველოს რაგბის კა...
რუსთავის მერიისა და საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით, რუსთავის ცენტრალურ პარკში ‘ხარების’ ჩემპიონობასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა.
ღონისძიებას, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, საქ...
უმცროსი ბორჯღალოსნები, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, საფრანგეთში მასპინძელ თანატოლებთან პირველ საკონტროლო თამაშს გამართავენ.
რადგან ორივე მხარეს სურს საქმეში რაც შეიძლება მეტი კანდიდატი იხილოს, შეხვედრა ოთხ ნაწილად დაი...
საქართველოს 15-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის ‘აკადემია’ გახდა, რომელმაც დაძაბულ ფინალში ‘ლელო’ ერთი გარდასახვით, 14:12 დაამარცხა.
საქართველოში სარაგბო ფესტივალები გაზაფხულსა და შემოდგომაზე ოთხ ასაკობრივ ჯგუფში იმართება. უმცროს საფესტივალო ასაკში 9, 11 და 13-წ...
მსოფლიო რაგბმა 2023 წლის ოთხი ერისა და მსოფლიო თასამდე გასახურებელი მატჩების მსაჯები და ოფიციალური პირები დაამტკიცა.
ბორჯღალოსნები საფრანგეთში გამგზავრებამდე სამ ტესტ-მატჩს გამართავენ – ორს თბილისში და ერთსაც ედინბურგში, მასპინძელ შოტლანდიასთან. ზაფხულში 4 თამაშში ვიხილავთ ...
უმცროსი ბორჯღალოსნები, რომელიც კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ აღდგენილი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, დღეს გამთენიისას სპარინგ-მატჩის გასამართად საფრანგეთში გაემგზავრნენ.
2023 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატს 24 ივნისიდან 14 ივლი...
საქართველოს 7-ქალა ნაკრები დღეს გამთენიისას საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც რაგბი ევროპის „ალაფის“ ოფიციალურ თამაშებამდე, ორ მოსამზადებელ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
პარიზის „ცენტრალ 7“ 17-18 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც გოგონები საფრანგეთში დარჩებიან და 26-28 მაისს ტურის 7-ქა...
საქართველოს 7-კაცა ნაკრები, ზაფხულში გასამართ ოფიციალურ ჩემპიონატამდე საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ორ მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებს.
გუნდი პარიზში 15 მაისს გაფრინდა, სადაც 17-18-ში პარიზის „ცენტრალ 7“-ს ითამაშებს, რის შემდეგაც ტურში გადაინაცვლებს და 26-28 მაისს ტურის 7-კაცაში მ...
„საქართველოს 2023 წლის მსოფლიო თასზე ნიკაზე უკეთესი ელჩი არ ეყოლება“ – ასე აფასებს 28 წლის ნიკა ამაშუკელის მსოფლიო თასზე მიწვევას მისი პირადი მასწავლებელი, წარსულში ცნობილი მსაჯი ირლანდიელი დევიდ მაკქიუ, რომელსაც ქართული სამსაჯო სექტორის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვი...
2023 წლის მსოფლიო თასი გარდამტეხი იქნება ქართული და ზოგადად ტიერ 2 სარაგბო ქვეყნებისთვის.
1987 წლიდან დღემდე, მსოფლიო თასი მე-10-ედ ტარდება და აქამდე არასდროს მომხდარა, რომ იქ ტიერ 2 სარაგბო ქვეყნის წარმომადგენელს ემსაჯა. ეს „ტრადიცია“ ჩვენმა ნიკა ამაშუკელმა დაუღალავი შრომით დაარ...
საქართველოს ორი უდიდესი ბრენდი – ქართული ღვინო და ქართული რაგბი პარტნიორობაზე თანხმდებიან, რომლის მიზანი რაგბის ინდუსტრიისთვის, რომელიც 1.1 მილიარდ მომხმარებელს მოიცავს, ქართული სპორტის და ღვინის წარდგენაა. პირველი პრეზენტაცია-დეგუსტაცია და კონცერტები მსოფლიო ჩემპიონატის პა...
პირველი ქართულ-ინგლისური სარაგბო გამოცემის – Rugby World Georgia-ს ორგანიზებითა და საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორობით, 19 აპრილს გორის სარაგბო სტადიონზე საერთაშორისო სარაგბო ფესტივალი გაიმართა და გამარჯვებული გუნდი პრინცესა შარლენის ფონდის მიერ ორგანიზებულ მონაკოს საე...
საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“, მის მიერ აშენებული სარაგბო ინფრასტრუქტურა ქართულ რაგბს ოფიციალურად გადასცა, რწმენით, რომ კავშირის ადმინისტრაცია ამ უზარმაზარ პოტენციალს შემდგომშიც სათანადოდ წარმართავს და ახალ ისტორიულ გამარჯვებებს მოუტანს საქართველოს.
„ქართუმ“ რაგბის მხარდაჭერის პრ...
საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’, დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშების გასავრდნ ფინალში, ქუთაისში ‘აიას’ 9:6 სძლია და ფინალის საგზურისთვის 30 აპრილს ‘ლელო-სარასენსს’ ერკინება.
„აია არენაზე“ გამართული შეხვედრა, ისევე, როგორც 2021 წლის ფინალი, დაძაბული გამოდგა. დაძაბულობამ მატჩის სანახა...
რეგიონული ლიგის შეჯიბრება 2-რაუნდიანი ნახევარფინალებით გაგრძელდა. წყვილებში წარმატებული გუნდები ლიგის ჩემპიონს ნეიტრალურ მოედანზე გასამართ ფინალში გამოავლენენ. ჩემპიონი მთავარ პრიზთან ერთად, მომავალ სეზონში პირველ ლიგაში თამაშის უფლებასაც ირგუნებს. ფინალში ხელმოცარული გუნდი კი კლ...
‘არწივები’-‘არმიას’ შესარჩევ ფინალს ოზურგეთის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა. გურულებს რეგულარულ სეზონში ყველა შეხვედრა ქონდათ მოგებული და პრინციპულ მეტოქესთან მოედნის უპირატესობით სარგებლობდნენ. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ქომაგიც უხვად მოიზიდა. მეტოქეთა დამრიგებლების...
რუსთავის ‘ხარებმა’ თბილისის ‘ლელო-სარასენსს’ შესარჩევ ფინალში 26:17 სძლია და 6 მაისს „ავჭალაზე“, 2023 წლის საქართველოს ჩემპიონის სახელის მოსახვეჭად იბრძოლებს.
2019 წლის შემდეგ, ‘ხარები’ ფინალში მეორედ ითამაშებს. 4 წლის წინ რუსთაველები ‘ბათუმთან’ დამარცხდნენ, გასული სეზონი კი მესა...
‘შავმა ლომმა’ სამხრეთ ამერიკული ტურნეს ფარგლებში, მონტევიდეოს გარეთ დაგეგმილი ერთადერთი მატჩი არგენტინაში, ‘პამპასთან’ გამართა, რომელიც არგენტინის მეორე-მესამე ნაკრების ნაზავს წარმოადგენს.
ბუენოს აირესში გამართული შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ‘შავი ლომი’ პირველ ტაიმ...
რაგბი ევროპამ 7-კაცა და 7-ქალა რაგბში 2023 წლის ჩემპიონატის, ალაფისა და კონფერენც დივიზიონის მასპინძელი ქალაქები და ეტაპების ვადები განსაზღვრა.
7-კაცა ჩემპიონატი ორ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპს 9-11 ივნისს ალგარვე (პორტუგალია), ხოლო მეორეს ჰამბურგი (გერმანია) 7-9 ივლისს უმასპი...
‘შავი ლომისა’ და არგენტინული ‘პამპასის’ შეხვედრის დაწყების დრო შეიცვალა. თამაში საქართველოს დროით 21 აპრილს, 22 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტელე-რეპორტაჟი რაგბი ტვ-ზე შედგება.
სამხრეთ ამერიკული ტურნე
21 აპრილი. ბუენოს აირესი. დეპორტივა ფრანცესა 22:00 (საქ. დრო)
შავი ლომი (ს...
პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’, სამხრეთ ამერიკული ტურნეს ფარგლებში თავის მესამე თამაშს საქართველოს დროით 21 აპრილს, 22 საათზე ბუენოს აირესში, ადგილობრივ ‘პამპასთან’ გამართავს.
ეს ერთადერთი თამაშია, რომელსაც ‘შავი ლომი’ ურუგვაის ფარგლებს გარეთ ჩაატარებს. გუნდი მო...
ჭაბუკთა ‘ბ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მე-12 ტური ლიდერთათვის წარუმატებელი გამოდგა. ‘ხვამლმა’ მეორე მარცხს გაუსინჯა გემო, ‘ლელომ’ და ‘ბათუმმა’ კი ერთურთში სეზონის პირველი ფრე დააფიქსირეს. ამის მიუხედავად, ლიდერმა ‘ლელომ’ მდევარ ‘ხვამლთან’ უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა. ‘აიამ’ კი მესამე ...
„სამხრეთ ამერიკაში განსხვავებულ მოწინააღმდეგეებთან განსხვავებული თამაშები გვაქვს. გუნდებს არ ვიცნობთ, რაც ერთგვარი გამოწვევა და X ფაქტორია“ – ამბობს ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომლის გუნდმა მონტევიდეოში (ურუგვაი) უკვე მოიპოვა ორი გამარჯვება.
პირველ შეხ...
რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსმა და ბორჯღალოსნების მთავარმა ექიმმა ნუცა შამათავამ, დიდი 10-ის კლუბების კაპიტნებს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი ჩაუტარა.
მიზეზი მარტივია. როდესაც მოთამაშე მოედანზე ეცემა, ექიმის მისვლამდე მის დახმარებას თანაგუნდელები ცდილობენ. ა...
‘შავმა ლომმა’ მატჩის მიწურულს გატანილი ლელოთი ჩილეს ‘სელკნემს’ 33:30 სძლია და სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ერთი კვირის წინანდელი მატჩისგან განსხვავებით (არგენტინულ ‘დოგოსთან’ 75:19), ეს შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა პირველ ტაიმში შე...
‘შავი ლომის’ შემადგენლობაში, რომელიც დღეს, ჩვენი დროით 22 საათზე ჩილეს ‘სელკნამთან’ ამხანაგურ მატჩს გამართავს ცვლილებებია.
ბოლო ვარჯიშზე მცირე დაზიანებები მიიღეს ფულბეკმა სოსო მათიაშვილმა და ფრთა სანდრო თოდუამ. მწვრთნელებმა არ გარისკეს და სასტარტო შემადგენლობაში მარქაფიდან ორი მო...
კოვიდ პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი პაუზის შემდეგ, წელს ივნისში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი აღდგება, სადაც საქართველომ 2016 წელს მოიპოვა თამაშის უფლება და მას შემდეგ ელიტაში ადგილს წარმატებით ინარჩუნებს.
ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ჩატარ...
სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე მყოფი ‘შავი ლომი’ 14 აპრილს, საქართველოს დროით 22 საათზე მეორე ამხანაგურ თამაშს გამართავს. მონტევიდეოში, „ჩარუას“ სტადიონზე ამჯერად მისი მეტოქე ჩილეს ‘სელკნამი’ იქნება, რომლის 90% პრაქტიკულად ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს წარმოადგენს.
‘სელკნამი’ სამხრეთ ამერიკი...
ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში ლიდერმა ‘ლელომ’ მიჯრით მეორე შეხვედრაში მეტოქე სამატჩო ქულების გარეშე დატოვა. პირველობის განახლებიდან ჩემპიონი ერთადერთი გუნდია, რომელმაც სამივე შეხვედრა პრემიით მოიგო და მდევარ ‘ხვამლს’ უკვე 8 ქულით გაუსწრო. მართალია, მუხიანელებმა ლიდერის მსგავსა...
საქართველოს 7-კაცა ნაკრები, 2023 წლის ოფიციალური ტურნირებისთვის მზადების აქტიურ ფაზას იწყებს. ბესიკ ხამაშურიძემ და გია ლაბაძემ სააღდგომო პაუზით (დიდ 10-ში და პირველ ლიგაში) ისარგებლეს და კანდიდატები მარტყოფში 4 დღით შეკრიბეს.
ჩვენი 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის გარდა 2024 წლის...
საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’, დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის ფლეი ოფის პირველ ეტაპზე ბოლნისის ‘ყოჩები’ 17:13 დაამარცხა და ტიტულის დაცვას აგრძელებს.
ზღვისპირეთში გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და დაძაბული გამოდგა. მასპინძლები მეტოქეზე მეტხანს აკონტროლებდნენ ბუ...
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, პირველი ლიგის ჩემპიონი და მეორე ადგილოსანი დიდი-10-ის მსგავსი პლეი ოფით გამოვლინდება. სრკ-ს გამგეობამ პირველ ლიგაში მიმდინარე სეზონის ფორმატი უშუალოდ ლიგაში მონაწილე გუნდების ერთსულოვანი თხოვნის საფუძველზე დაამტკიცა.
პლეი ოფი ტრადიციულად მესამედ...
რეგიონული ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტური ამერ-იმერის ლიდერთათვის ფინალის დარი გამოდგა. აღმოსავლეთის გამარჯვებულს ‘წიქარასა’ და ‘რუსთავის’ შეხვედრა არკვევდა. ლიდერი ‘წიქარა’, ზედა ექვსეულის ბოლო ტურის წინ ‘რუსთავს’ 2 ქულით უსწრებდა და თან გიორგი ბარნოვის ბიჭებს ქვემო ქართლელე...
‘შავმა ლომმა’ სამხრეთ ამერიკული ტურნეს პირველ მატჩში სუპერ ლიგის ლიდერს, არგენტინულ ‘დოგოს XV’-ს 11 ლელო გაუტანა და დიდი სხვაობით, 75:19 დაამარცხა.
ეს არ იყო ის თამაში, რისი მოლოდინიც გვქონდა. მეტოქემ გადახალისებული შემადგენლობა დაგვიყენა, რომელმაც სტუმრებს ღირსეული წინააღმდეგობა...
ქუთაისურ დერბიში ‘აიამ’ ‘არესი’ 16:6 დაამარცხა და დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის ფლეი ოფის მეორე ეტაპზე გავიდა.
რეგულარული გათამაშება ‘აიამ’ მე-3 ადგილზე დაასრულა, ‘არესმა’ კი მეექვსეზე, თუმცა რადგან „აია არენა“ ორივე გუნდისთვის მშობლიურია, ‘აია’ მასპინძლის სტატუსით პირობითად სარგე...
8 აპრილს, საქართველოს დროით 22 საათზე ‘შავი ლომი’ სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე პირველ თამაშს გამართავს. რაგბი ევროპის სუპერ თასის ორგზის მფლობელი, სამხრეთ ამერიკის სუპერ ლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერს, არგენტინულ დოგოს XV-ს შეხვდება.
‘შავი ლომი’ ურუგვაიში, მონტევიდეოში 5 დღის წინ...
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, ქართული რაგბის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საზოგადო მოღვაწისა და ქართული სპორტის მოამაგის, „ღირსების ორდენოსანი“ ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო.
„ბატონი ჯამლეტი უზომოდ იყო შეყვარებული სამშობლოზე, ქართულ სპორტზე და სიცოცხლის უკ...
ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში, მე-10 ტურის შემდეგ ‘ლელომ’ ლიდერობა განიმტკიცა. ჩემპიონმა მდევარ ‘ხვამლთან’ სხვაობა 7-ქულამდე გაზარდა. მუხიანელებმა, დიდ დიღმელთა მსგავსად პირველობაზე 9 შეხვედრა მოიგეს, თუმცა პაატა მაისურაძის ბიჭებმა მეტოქეზე 7-ით მეტი ბონუს-ქულა აიღეს (სეზონის...
‘შავი ლომი’ რამდენიმე დღეა ურუგვაიში, მონტევიდეოში დაბინავდა და სამხრეთ ამერიკული ტურნეს ფარგლებში, ამერიკის სუპერ ლიგის მონაწილეებთან კონკურს გარეშე 5 თამაშს გამართავს.
აქამდე გარკვეული იყო ჩვენი გუნდი რომელ დღეს რომელ მეტოქესთან და სად ითამაშებდა, ახლა კი მატჩების დაწყების დროც...
ყველაზე სწრაფი ქართველი რეფერი სულხან ჩიხლაძე ზაფხულში ახალ გამოცდილებას შეიძენს. 21 ივნისიდან 2 ივლისამდე, პოლონეთის ქალაქი კრაკოვი ევროპულ თამაშებს მასპინძლობს და ქართული რაგბი 7-კაცა ნაკრების გარდა იქ მსაჯითაც იქნება წარმოდგენილი.
7-კაცას ევროპული თამაშებში 25-27 ივნისს გაიმარ...
ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალურ ეტაპზე ცენტრალური მატჩის მთავარი მსაჯია.
7 აპრილს, საქართველოს დროით 23 საათზე დუბლინში, „ავივა სთედიუმზე“ ირლანდიური ‘ლენსთერი’ ინგლისურ ‘ლესთერ თაიგერსს’ ერკინება. ჩემპიონთა თასის გასულ გათამაშებაში, ამაშუკელი ნახევარფი...
2 აპრილს „რაგბი პლატოზე“ ქალთა თაგ-რაგბის მასშტაბური ფესტივალი გაიმართა. მსგავსი ტიპის ღონისძიება საქართველოში პირველად შედგა, თუმცა პოზიტიური შედეგებიდან გამომდინარე, ასეთი აქტივობა მომავალშიც აუცილებლად ჩატარდება.
„გამუდმებით ვფიქრობთ საქართველოში ქალთა რაგბის განვითარებაზე. არ...
2022/2023 წლების დიდი 10-ის რეგულარული გათამაშება დასრულდა. ჩემპიონის გამოსავლენად ფლეი ოფის ექვსი შეხვედრაღა დარჩა. კიდევ ორი თამაში დიდი 10-ის მომავალი სეზონის მონაწილეს გამოავლენს. უძლიერესთა შორის დარჩენისთვის მე-9 ადგილოსანი თბილისის ‘აკადემია’ პირველი ლიგის მეორეადგილოსანთა...
პირველი ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნითმა ტურმა პლეი ოფისა და პლეი აუტის მონაწილენი გამოავლინა. ‘ვეფხვებთან’ აღებულმა ნუგეშ-ქულამ ‘არმაზს’ ცხრილში მესამე ადგილი შეუნარჩუნა. პლეი ოფის ბოლო, ვაკანტურის საგზურის მფლობელი, მარცხის მიუხედავად ‘გორი’ გახდა. აღსანიშნავია, რომ მე-6 ადგ...
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრები პარასკევს ბორჯღალოსნების მწვრთნელებს შეხვდნენ და გასული ერთი წლის ანგარიში მოისმინეს.
რადგან გამგეობის სხდომა სრულად დაეთმო მაღალ სპორტულ მიღწევებს, მას რაგბის კავშირის ხელმძღვანელობისა და გამგეობის წევრების გარდა მაღალი მიღწევების კო...
ბორჯღალოსანი მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, ერთწლიანი პაუზის შემდეგ მოედანს უბრუნდება და ‘შავი ლომის’ შემადგენლობაში სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე ითამაშებს.
32 წლის მორაგბე 2010-2022 წლებში ტოპ 14-ის ‘მონპელიეში’ თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა ტრავმებმა მისი კარიერ...
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის დიდ ფინალს „ავჭალა არენამ“ უმასპინძლა. რეგულარული სეზონის გამარჯვებული ‘ლელო’ და მოქმედი ჩემპიონი ‘აია’ გადამწყვეტ შეხვედრაში ტიტულის მფლობელს, ბოლო 7 ჩემპიონატიდან, მეექვსედ არკვევდნენ. დიდ დიღმელთა ჰეგემონიის შეჩერება რიონისპირელებმა გასულ წელს, დრამატულ ფინალ...
„ჩვენი მიზანია ხარისხიანი სათამაშო პრაქტიკა მივიღოთ, ასევე გამოვცადოთ საკუთარი თავი სხვა ფორმატისა და შესაძლებლობების ტურნირში. რაგბი ევროპის სუპერ თასზე მასიური, ფიზიკურობაზე ორიენტირებული გუნდები თამაშობენ, სამხრეთ ამერიკაში კი უფრო ლაღი და სწრაფი თამაში მიდის. სწორედ ამ სტილზე...
პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’ სამხრეთ ამერიკაში მიემგზავრება, სადაც ამერიკის სუპერ ლიგის მონაწილეებთან ხუთ თამაშს გამართავს.
რადგან ‘შავი ლომი’ ბორჯღალოსნების ბირთვს წარმოადგენს, სამხრეთ ამერიკული ტურნე 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების ნაწილია. გაფართოებულ,...
საქართველოს რაგბის კავშირის სწავლებისა და განათლების ცენტრის ფიზ. მომზადების მიმართულების ხელმძღვანელი, მსოფლიო რაგბის ტრეინერი გიორგი მაისურაძე 19-20 აპრილს, ფოთში და ბათუმში მსოფლიო რაგბის ფიზ. მომზადების პირველი დონის სემინარს გამართავს.
კურსზე დასწრების მსურველები უნდა დარეგი...
‘შავი ლომის’ კვაჭი შალვა მამუკაშვილი დარწმუნებულია, რომ სამხრეთ ამერიკული ტურნეს ფარგლებში გუნდს მაღალი დონის თამაშები ელის და ეს გუნდის წევრებს 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადებაში დაეხმარება.
რაგბი ევროპის სუპერ თასის ორგზის ჩემპიონი ‘შავი ლომი’ ურუგვაიში შაბათს გამთენიისას მი...
საშეჯიბრო რეგლამენტით გათვალისწინებული 3,5-თვიანი პაუზის შემდეგ ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში პირველობა მოწინავე კვარტეტში მყოფი გუნდების გამარჯვებით განახლდა. პრემიალური ქულა მხოლოდ ‘ლელომ’ მოიპოვა, რითაც ჩემპიონმა და ლიდერმა მდევრებთან: ‘ხვამლთან’ და ‘ბათუმთან’ უპირატესობა შ...
რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსმა და ბორჯღალოსნების მთავარმა ექიმმა ნუცა შამათავამ, სანაკრებო ვერტიკალის სამედიცინო სამსახურის პერსონალისთვის ორი 2-დღიანი, მსოფლიო რაგბის მეორე დონის სემინარი გამართა.
შამათავამ ამა წლის იანვარში, ქუთაისში, მსოფლიო რაგბის სწავლა-განათლ...
ბორჯღალოსანი მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, რომელმაც შემოდგომაზე ორი ოპერაცია გაიკეთა (კოჭზე და მუხლზე) მოედანს უბრუნდება და ‘შავი ლომის’ შემადგენლობაში ითამაშებს.
32 წლის მორაგბემ თითქმის მთელი კარიერა ‘მონპელიეში’ გაატარა და კლუბის მაისურით 200-ზე მეტი თამაში ჩაატარა, თუმცა ...
ბორჯღალოსნებისა და ‘ლიონის’ ახალგაზრდა ვარსკვლავი, 20 წლის უკანახაზელი დავით ნინიაშვილი, პოპულარულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა Midi Olympique-მ „ოსკარით“ დააჯილდოვა.
გამოცემის მიერ ორგანიზებული წლის საუკეთესო მორაგბის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია 70-ედ გაიმართა. ამ პერიოდში ტი...
მსოფლიო რაგბის ფიზ. მომზადების მასტერ ტრეინერმა, ინგლისელმა რობინ ჯაილსმა, ქართველი სპეციალისტებისთვის მარტყოფის სარაგბო ბაზაზე მსოფლიო რაგბის მეორე დონის სემინარი ჩაატარა.
როგორც წესი, მსგავსი სემინარები რეგიონალური პრინციპით იმართება, თუმცა ჯაილსმა სწავლების კურსი მხოლოდ ქართვე...
თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ დიდი 10-ის რეგულარული გათამაშება დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ფლეი ოფის პირველ ეტაპზე დაისვენებს და მეორე ეტაპზე ქუთაისის ‘აიას’, ან რუსთავის ‘ხარებს’ თბილისში უმასპინძლებს.
მე-17 ტურის დასკვნით მატჩში დიდ დიღმელებმა სტეფანწ...
23-24 მარტს დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ სამედიცინო ტრეინინგის მორიგი ეტაპი გაიმართა, რომლის მიზანი მაღალი დონის ქართველი ფიზიო-თერაპევტების მომზადებაა.
ტრადიციულად, მას ნიდერლანდური სამედიცინო კომპანია S3 Sportservices-ის ხელმძღვანელი დევიდ შერმანი უძღვებოდა, რომელიც ამავდროულად ...
ქუთაისის ‘არესმა’ დიდი 10-ის რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა ტურში „რაგბი პლატოზე“ თბილისის ‘აკადემიას’ 34:29 სძლია და საფლეიოფო ექვსეულში შესვლის შანსი შეინარჩუნა.
‘არესი’ 3 წელია დიდ 10-ში თამაშობს აქამდე თბილისში ერთი თამაშიც არ მოეგო. შანსი იმისა, რომ ეს ტრადიცია გაგრძელებულ...
შესარჩევი ფინალის მონაწილეთა ვინაობა ჯერ კიდევ წინა ტურში გაირკვა. დიდი ფინალის საგზურის პირველ მფლობელს ოზურგეთში, ‘არწივებისა’ და ‘არმიას’ შეხვედრა გაარკვევს. რეგულარული სეზონის მესამე ადგილოსანს კი დასკვნით ტურში ‘არმაზი’-‘ვეფხვების’ დაპირისპირება გამოავლენს, რომლის წარმატებულ...
ბოლნისის ‘ყოჩებმა’ თბილისის ‘ხვამლს’ 43:29 სძლია და საფლეიოფო ექვსეულისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ბოლნისელები რეგულარული გათამაშების ბოლო ტურის წინ 42 ქულით მე-5 ადგილზე არიან, თუმცა მის მდევრებს – ‘ყაზბეგს’ (40) და ‘არესს’ (37) მე-17 ტურის თამაშები ჯერ არ ჩაუტარებიათ. რაც შე...
რუსთავის ‘ხარებმა’ მოქმედი ჩემპიონი ‘ბათუმი’ დიდი 10-ის რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა ტურში 20:12 დაამარცხა.
ამ გამარჯვების შემდეგ, ‘ხარები’ მეორე ადგილზე მყოფ ‘აიას’ ქულებით გაუტოლდა და მას მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა. დასკვნით ტურში რუსთაველები ‘ყაზბეგს’ სტუმრობე...
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, ორი დღის განმავლობაში მსოფლიო რაგბის მწვრთნელთა და მსაჯთა სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.
მსოფლიო თასის ყველა მონაწილე გუნდის მთავარი მწვრთნელი და ელიტური პანელის მსაჯები ლონდონში შე...
ქუთაისის ‘აიამ’ თბილისის ‘ლოკომოტივის’ წინააღმდეგობა დასკვნით ნახევარ საათში დაძლია, ოთხი გარდასახული ლელოთი 28 უპასუხო ქულა აიღო და ბონუსით, 35:10 გაიმარჯვა.
‘აიამ’ 2023 წელს ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა და კვლავ შეინარჩუნა „სარბიელის სინი“. ამასთან, ქუთაისელებმა 52 საცხრი...
მსოფლიო რაგბი ბორჯღალოსნების კაპიტან მერაბ შარიქაძეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მეექვსედ მოგების შემდეგ ესაუბრა.
World Rugby: „საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე თვლის, რომ უელსთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ წარმატების რ...
„წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატში თამაშიდან თამაშამდე ვუმატებდით და ფაქტიც სახეზეა – პორტუგალიის ძალიან კარგ გუნდთან, ფინალში საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ და დამაჯერებელი ანგარიშით, 38:11 მოვიგეთ“ – ამბობს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი 19 მარტს ბა...
ქართული რაგბი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 77 წლის ასაკში გარდაიცვალა ვეტერანი მორაგბე თენგიზ გულვერდაშვილი.
ბატონმა თენგიზმა რაგბის თამაში გასული საუკუნის 60-იან წყებში, ქუთაისში დაიწყო და ‘აიას’ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.
1969 წელს, ის ქუთაისის გუნდთან ერთად საქართველ...
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, ბორჯღალოსნები მსოფლიოს რეიტინგში ისტორიულ მაქსიმუმს, მე-11 პოზიციას დაუბრუნდნენ, რომელსაც ბოლოს 2019 წლის სექტემბრის ბოლოს იკავებდნენ.
ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გამართულ ფინალში, 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი...
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ლიგის ფინალში ‘ლელო’ და აია’ ბოლო 7 სეზონის მანძილზე მეექვსედ შეიყრებიან. 2015 წლიდან მოყოლებული, დიდ დიღმელთა და რიონისპირელთა საჩემპიონო დავაში ჩარევა ერთხელ ‘ხვამლმა’ მოახერხა, თუმცა მუხიანელები მაშინ ტიტულს ვერ შეწვდნენ. ხსენებულ პერიოდში ‘ლელომ’ ტიტ...
ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე მიიჩნევს, რომ გუნდმა 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა და ტიტულის მე-15-ედ მოგება დაიმსახურა.
ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გამართულ გადამწყვეტ მატჩში, საქართველომ პორტუგალიას 6 ლელო გაუტანა და 38:11 სძლია.
„ამ თამაშს რამდე...
ბორჯღალოსნებმა „ლობუშის“ წინააღმდეგობა მეორე ნახევარში დაძლიეს, პირველ ტაიმში გატანილ ორ ლელოს 4 შემატეს და 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია დამაჯერებლად – 38:11 დაამარცხეს.
ეს იყო საქართველოს მე-100 გამარჯვება ტურნირზე, 2000 წლიდან დღემდე ჩატარებულ 11...
რეგიონული ლიგის რეგულარულ სეზონში გასარკვევი მხოლოდ აღმოსავლეთისა და დასავლეთის გამარჯვებულთა ვინაობა რჩება. მართალია, დასავლეთში ‘დინოზავრსა’ და ‘კოლხი რაინდებს’ ჯგუფური ეტაპის დამთავრებამდე 3-3 შეხვედრა რჩებათ ჩასატარებელი, თუმცა იმერლებიც და კოლხებიც მდევართათვის განვლილი ტური...
საქართველოს რაგბის კავშირი წუხილს გამოთქვამს პოლიტიკურ-პარტიულ დაპირისპირებაში ქართული რაგბის ჩათრევის სისტემური და მიზანმიმართული მცდელობის გამო.
ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო რაც ქართულმა რაგბიმ მსოფლიო ასპარეზზე ისტორიულ გამარჯვებებს მიაღწია: პირველად შეძლო 6 ერის წევრი ქვეყნებ...
1995 წელს, რაგბის პროფესიულ რელსებზე გადასვლის შემდეგ, როგორც მსოფლიო რაგბიმ, ასევე კონტინენტურმა ორგანიზაციებმა და მათ შორის ევროპულმა, ტურნირების რეორგანიზაცია დაიწყო.
გარდამავალი პერიოდის შემდეგ, 2000 წელს 6-გუნდა ევროპის ერთა თასი დაარსდა, რომელიც სხვანაირად, არაოფიციალურად „...
მოგიწოდებთ ყველას ვინც ცდილობთ ახალგაზრდების, მათ შორის ახალგაზრდა მორაგბეების ქუჩის აქციებში ჩართვას, მცდარი განცხადებებით გამოყვანას, მათ პატრიოტულ გრძნობებზე თამაშს სახელმწიფო თუ სხვა საფრთხეების გამოგონებით, – შეჩერდით, ცეცხლს ეთამაშებით, ეს ცუდად დაგიბრუნდებათ; სჯობს ა...
ფრანგული ტოპ 14-ის ‘პოს’ კაპიტანმა ბექა გორგაძემ ტრავმა მოიშუშა და 19 მარტს ბადახოსში (ესპანეთი) პორტუგალიასთან გასამართი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩისთვის ბორჯღალოსნებთან ერთად ემზადება.
27 წლის მორაგბე სანაკრებო შეკრებაზე თბილისში, ჯერ კიდევ თებერვალში ნიდერლანდებთა...
2023 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე, საქართველო სამ გასახურებელ ტესტ-მატჩს გამართავს – ორს თბილისში და ერთსაც ედინბურგში.
შოტლანდიაში და მერე საფრანგეთში, მიჯრით მეექვსე მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე ქართველ ქომაგს ბორჯღალოსნების გაცილების ორი შანსი ექნება: მზადების დასკვნით ...
ბორჯღალოსნების 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე 19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, პორტუგალიასთან საინტერესო თამაშის მოლოდინშია.
პირველად რაგბი ევროპის ჩემპიონატის 23-წლიან ისტორიაში, ჩემპიონი ფინალურ ჯახში გამოვლინდება, რომელიც 15-ათასიან „ნუევო ვივეროზე“ საქართველოს დროით 23 საათზე დ...
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ პლეი ოფის 1-მატჩა მეოთხედ-ფინალური ეტაპი რეგულარული სეზონის მოწინავე სამეულმა (‘ლელო’, ‘აია’, ‘ბათუმი’) წარმატებით დაძლია. აღსანიშნავია, რომ რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა და ტურნირის მთავარმა ფავორიტმა ‘ლელომ’ მიმდინარე სეზონში სამნიშნა ციფრითა და „მშ...
19 მარტს ბორჯღალოსნები პორტუგალიის საზღვართან მდებარე ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას ერკინებიან და თასის მე-15-ედ მოპოვებას ეცდებიან.
წელს პირველად, თასის მოსაპოვებლად ლევან მაისაშვილის შეგირდებს ფინალის მოგება მოუწევთ. ისე მოხდ...
ქუთაისურ დერბიში ‘აიამ’ ‘არესთან’ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმის პირველ 20 წუთში მოიპოვა და „სარბიელის სინი“ შეინარჩუნა.
‘აიამ’ სინი წლის პირველ მატჩში, რუსთავის ‘ხარების’ დამარცხებით მოიპოვა და მას მეოთხე ტურია ინარჩუნებს. ზაალ გიგინეიშვილის ხსოვნის საპატივსაცემოდ აღდგენილ...
თბილისის ‘აკადემიამ’ დიდი 10-ის მე-16 ტურში სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ 22:19 სძლია და რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, საფლეიოფო ექვსეულში მოხვედრის თეორიულ შანსს ინარჩუნებს.
„მხატვრებს“ 30 ქულა აქვთ და კვლავ ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზე რჩებიან, თუმცა მე-6 ადგილს 8 ...
ოზურგეთის ‘არწივებმა’ სეზონის მე-16 შეხვედრაც მოიგო (მათ შორის 14 ბონუსით) და რეგულარულ სეზონში პირველი ადგილი შეჯიბრების დამთავრებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა. დებულების თანახმად, ჯგუფური ეტაპის გამარჯვებული ‘არწივები’ შესარჩევ ფინალს მეორე ადგილოსანი ‘არმიას’ წინააღმდეგ საკუთარ ა...
რეგიონული ლიგის აღმოსავლეთის ზედა ექვსეულში რეგლამენტით გათვალისწინებულმა 3-კვირიანმა პაუზამ დაისადგურა. დასავლეთში კი 2 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შედეგებმა იმერიდან პლეი ოფის მონაწილენი პრაქტიკულად გამოავლინა. ლიდერი ‘დინოზავრი’ ტრადიციას არ არღვევს და ყველა შეხვედრას ბო...
დედაქალაქურ დერბიში ‘ხვამლმა’ აუტსაიდერი ‘ლოკომოტივი’ 25:15 დაამარცხა და საფლეიოფო ექვსეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.
მუხიანელებს 16 თამაშიდან 35 ქულა აქვთ, მე-8 ადგილზე არიან და მე-6-ზე მყოფ ‘ყოჩებს’ 3 ქულით ჩამორჩებიან (მომდევნო ტურში ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებიან). ‘ლოკომოტ...
ბორჯღალოსნებისა და ‘შავი ლომის’ მარცხენა ბურჯი ნიკა აბულაძე კარიერას ინგლისის პრემიერშიფის ‘ექსეთერ ჩიფსში’ გააგრძელებს.
27 წლის მორაგბე ბრიტანეთში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ ჩავა და გუნდში მიმდინარე სეზონის გარდა, მომდევნო ორ წელსაც გაატარებს. აბულაძე პირვე...
საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ დიდი 10-ის მე-16 ტურში ლიდერი ‘ლელო-სარასენსი’ 32:19 დაამარცხა და ქუთაისურ დერბამდე (ხვალ არესი – აია) სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დაწინაურდა.
ზღვისპირელებს 44 ქულა მოუგროვდათ და 4-ით ჩამორჩებიან რუსთავის ‘ხარებს’, ‘აიას’ კი ჯერჯერობით 1...
პირველად რაგბი ევროპის ჩემპიონატის (და მისი წინამორბედი ევროპის ერთა თასის) 23-წლიან ისტორიაში, გამარჯვებულის გამოსავლენად ფინალური შეხვედრა გაიმართება. 19 მარტს, პორტუგალიის საზღვართან მდებარე ესპანურ ქალაქ ბადახოსში ბორჯღალოსნები პორტუგალიას ერკინებიან.
თამაში საქართველოს დროით...
ბექა საღინაძე დარწმუნებულია, რომ საქართველო 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ხარისხიან თამაშს აჩვენებს და პორტუგალიის დამარცხებით თასს მე-15-ედ შემართავს.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი (და მისი წინამორბედი ევროპის ერთა თასი) 2000 წლიდან იმართება და მისი ფორმატი რამდენჯერმე ...
მთელი 1 საათით კაცნაკლულად მოთამაშე ბოლნისის ‘ყოჩებმა’, ქვემო ქართლის დერბიში რუსთავის ‘ხარები’ 26:17 დაამარცხა და საფლეიოფო ექვსეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.
დიდი 10-ის მე-16 ტურში ‘ყოჩები’ ‘ხარებს’ „რაგბი პლატოზე“ დაუხვდა. დაძაბულ ბრძოლაში გარკვეული დროით ორივე გუნდი დარჩა ...
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატამდე, რომელსაც სამხრეთ აფრიკა 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს, უმცროსი ბორჯღალოსნები საფრანგეთისა და ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ.
მნიშვნელოვანია, რომ როგორც ფრანგები, ასევე ინგლისელები, საქართველოს უძლიე...
ინგლისისა და საფრანგეთის ძირითადი შემადგენლობის ახალგაზრდული ნაკრებები უმცროს ბორჯღალოსნებთან (20 წ,) 4 თამაშს გამართავენ, რაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ ძალიან მნიშვნელოვანია. თამაშები მაისსა და ივნისში გაიმართება, საფრანგეთთან საფრანგეთში, ინგლისთან კი – საქართველოში.
იოსებ ...
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარული სეზონი ‘ლელომ’ მოიგო, რაც იმის მანიშნებელია, რომ 1-მატჩა პლეი ოფის ყველა ეტაპზე (ფინალური შეხვედრის ჩათვლით) თორნიკე ბუბუტეიშვილის ბიჭები მოედნის უპირატესობით ისარგებლებენ. ‘ლელომ’ სეზონის განმავლობაში 1 მატჩი დათმო, პრემიალური ქულის აღ...
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველომ რუმინეთი გართულებების გარეშე, 31:7 დაამარცხა და 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის, 19 მარტს ესპანეთში, ბადახოსში პორტუგალიას ერკინება.
გუნდების რაოდენობის ზრდისა და ფორმატის ცვლილების მიუხედავად, ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ დაამტკიც...
დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშების ლიდერმა ‘ლელო-სარასენსმა’, ბოლნისის ‘ყოჩებს’ დასკვნით 7 წუთში სამი უპასუხო ლელო გაუტანა და დაძაბულ მატჩში 38:34 იმარჯვა.
„შევარდენის“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე ნაღდი სარაგბო, ქართული დერბი გაიმართა. ორი პრინციპული მეტოქის დაპირისპირება ტრადიციულად...
„შარშან რუმინელები მომზადებულები დაგვხვდნენ, სიურპრიზები შემოგვთავაზეს და ცოტა გაგვირთულდა თამაში. ამიტომ მათთვის მთელ რიგ კომპონენტებში პასუხი გვაქვს გასაცემი“ – ამბობს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი რუმინეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე.
საქართველო რაგბი ე...
თბილისის ‘ლოკომოტივმა’ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა „რკინიგზელების“ გამოფხიზლება დაგვიანებულია.
საწყის 14 მატჩში განცდილი მარცხების ფონზე, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი დარჩენილ 4 მატჩში უმოტივაციოდაა დარჩენილი, რადგან ბოლო ადგილს და შესაბამისად, პირ...
რუსთავის ‘ხარებმა’ თბილისის ‘ხვამლს’ საკუთარ მოედანზე, დაძაბულ ბრძოლაში 20:15 სძლია და 48 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს ინარჩუნებს.
„ხარები არენაზე“ გუნდებმა 3-3 ლელო გაიტანეს, თუმცა ძლიერმა ქარმა დამრტყმელებს ქულების აღებაში ხელი შეუშალა. ქარის გამო შეცდომები იყო ფეხით ტა...
პირველობის ლიდერ ოზურგეთის ‘არწივებს’ პირველი ადგილის დასაკავებლად და შესაბამისად, შესარჩევი ფინალის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად, დარჩენილ შეხვედრებში ხელს 1 ფრეც აძლევს. გურულებმა სეზონის 15-ივე მატჩი მოიგეს და ბონუსის აღება მხოლოდ 3 შეხვედრაში ვერ მოახერხეს. მეორე ადგილზე...
ქუთაისის ‘აიამ’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ მეორე ტაიმში 17 უპასუხო ქულა გაუტანა, 14-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და დიდი 10-ის მე-15 ტურში 17:14 გაიმარჯვა.
‘აიამ’ ამ მოგებით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი, ასევე 2023 წლის დასაწყისში მოპოვებული „სარბიელის სინი“ შეინარჩუნა. ‘ყაზბეგი’ ...
საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ თბილისში ‘აკადემიას’ ბონუსით, 28:7 სძლია და სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-4 ადგილამდე აღზევდა.
‘აკადემიას’ საფლეიოფო ექვსეულში მოხვედრის შანსი პრაქტიკულად აღარ აქვს, თუმცა მიზანი ჯერ კიდევ შერჩა. „მხატვრებს“ შეუძლიათ მე-9 ადგილს თავი დააღწიონ და გა...
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 5 მარტს რუმინეთთან „ანთიმოზ ივერიელის თასისა“ და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზურის მოპოვებისთვის იბრძოლებს.
საქართველო პირველად თამაშობს ფლეი ოფს. აქამდე რაგბი ევროპის ჩემპიონი ერთწრიანი (5 ტური) ტურნირ...
რუმინეთთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის წინ, ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილებაა. 33-კაციან რაზმს ტრავმის გამო მირიან მოდებაძე გამოაკლდა, მის ნაცვლად კი შეკრებაზე 18 წლის ლუკა ხორბალაძე შევიდა.
ლუკა ხორბალაძე ქართული რაგბის ქომაგ...
ბორჯღალოსნებმა, რომლებიც 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის ემზადებიან, დღეს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრებისა და ჟურნალისტებისთვის ღია ვარჯიში გამართეს.
შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფორმატი წელს შეიცვალა და გუნდებს პირველად მოუ...
ბორჯღალოსნები 33 კაცის შემადგენლობით „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბნენ და 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის განახლებული ფორმატის თანახმად, 8-გუნდიანი ტურნირის ნახევარფინალისტები ჯგუფური ეტაპის დასრულ...
თბილისის ‘ხვამლმა’ მე-14 ტურის დასკვნით შეხვედრაში ქუთაისის ‘არესს’ 37:28 სძლია და საფლეიოფო ექვსეულს მიუახლოვდა.
მუხიანელებს 30 ქულა აქვთ, მე-8 ადგილზე არიან და 5 ქულა აშორებთ მეექვსეზე მყოფ ‘ბათუმს’, ხოლო ‘არესს’ 36 ქულა აქვს მე-5 პოზიციაზეა. გარდა ამისა, ‘ხვამლი’ 4 ქულით უსწრე...
რეგიონული ლიგის აღმოსავლეთში პლეი ოფში მონაწილეთა ვინაობა ზედა ექვსეულის ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაირკვა. მართალია, ‘სოხუმი’ ქვემო ქართლელებთან ცხრილში გატოლების თეორიულ შანსს ინარჩუნებს, თუმცა რუსთაველები მეტოქეს პირისპირ ბალანსით აღემატებიან და ამად ჯგუფში სულ მცირე ...
დიდი 10-ის მე-14 ტურში, ლიდერების დაპირისპირება უხვქულიანი გამოდგა. გუნდებმა ჯამში 11 ლელო გაიტანეს, საიდანაც 6 სტუმრების, თბილისის ‘ლელო-სარასენსის’ ანგარიშზეა და მათ რუსთავში ‘ხარები’ 42:30 დაამარცხეს.
‘ლელოს’ 14-იდან 11 თამაში აქვს მოგებული, 49 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილ...
ქუთაისის ‘აიამ’ ბათუმში საქართველოს ჩემპიონი 26:13 დაამარცხა და მე-14 ტურის დასრულებამდე მე-3 ადგილზე აღზევდა.
ქუთაისელებს 39 ქულა მოუგროვდათ, ‘ბათუმი’ კი 35 ქულით კვლავ მე-6 პოზიციაზე რჩება, თუმცა მდევრები ფლეი ოფში მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ. ბათუმის ხელოვნურსაფარიან...
ნუცუბიძის დერბიში, „რაგბი პლატოზე“, თბილისის ‘აკადემიამ’ დრამატულ მატჩში ბოლნისის ‘ყოჩებს’ 28:26 სძლია და საფლეიოფო ექვსეულთან ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა.
„მხატვრების“ გამარჯვება საბოლოო განაჩენი აღმოჩნდა თბილისის ‘ლოკომოტივისთვის’. აუტსაიდერი ‘აკადემიას’ 22-ი ქულით ჩამორჩა, რი...
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარული სეზონის დასკვნითი ტურის წინ სატურნირო ცხრილს სათავეში ერთპიროვნულად ‘ლელო’ ჩაუდგა, რომელმაც მოქმედ ჩემპიონ ‘აიას’ 1 ქულით გაუსწრო. ჯგუფური ეტაპის გამარჯვებული ბოლო ტურში, მომავალ უქმეებზე ქუთაისში, ‘აიასა’ და ‘ლელოს’ დაპირისპირებაში გაი...
თბილისის ‘ლოკომოტივი’ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვებასთან ახლოს იყო, მაგრამ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ შეცდომები არ აპატია და დაძაბულ მატჩში 36:32 დაამარცხა.
„რკინიგზელებმა“ განვლილ 14 მატჩში მეოთხედ აიღეს ნუგეშ-ქულა, თუმცა წინა საფეხურზე მყოფ ‘აკადემიას’, რომელიც ტუ...
რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’ შეიკრიბება და სამხრეთ ამერიკული ტურნესთვის მზადებას შეუდგება.
რადგან ‘შავი ლომი’ ბორჯღალოსნების ბირთვს წარმოადგენს, სამხრეთ ამერიკული ტურნე 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების ნაწილია. ...
ქართული რაგბი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული რაგბის აღორძინების ერთ-ერთი მესაძირკვლე, სპორტის ოსტატი ბატონი გიორგი (გოგი) ტონია.
გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან, გოგი ტონია, მის განუყრელ მეგობარ, აწ გარდაცვლილ ნოდარ ყიფიანთან ერთად, საოცარი ენთ...
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთთან 41:3 გამარჯვების შემდეგ, გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ესპანეთის სტუმრად სარეკორდო სხვაობით დამარცხებაც შეეძლო, მაგრამ ირლანდიელმ...
რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტს დიდთოვლობისა და უამინდობის გამო დასავლეთის მე-9 ტურის გადავადება 1 კვირით მოუხდა. აღმოსავლეთ ჯგუფის ზედა ექვსეულში კი მეორე ტურის (სულ 5 ტურია ჩასატარებელი) შეხვედრები გაიმართა, სადაც პლეი ოფის ორი ვაკანტური საგზურისათვის მებრძოლმა სამეულმა ბონუ...
ბორჯღალოსნებმა ესპანეთს ტორელავეგაში 7 უპასუხო ლელო გაუტანეს, 41:3 დაამარცხეს და ჯგუფური ეტაპი პირველ ადგიზე დაასრულეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 4, ან 5 მარტს ნახევარფინალურ შეხვედრას საკუთარი ქომაგის წინაშე გამართავენ.
ვინ იქნება საქართველოს მეტოქე დღეს, ლისაბონში გაირკვევა. „ბ“ ჯგ...
დღეს საღამოს, საქართველოს დროით 22 საათზე ბორჯღალოსნები 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს ტორელავეგაში, მასპინელ ესპანეთთან გამართავენ.
ნახევარფინალის საგზური ორივე გუნდს განაღდებული აქვს, თუმცა ამ თამაშმა უნდა გადაწყვიტოს ვინ დაიკავებს პირველ ადგი...
ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე 18 თებერვალს, ესპანეთთან ბრუნდება. მან სუპერ თასის ფინალური შეხვედრის შემდეგ მიღებული დისკვალიფიკაცია მოიხადა და „ლომებთან“ მატჩში გუნდს 43-ედ წარუძღვება.
საქართველო 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ესპანეთს ტ...
რაგბის კავშირი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო GITA და მისი ბენეფიციარი, წარმატებული ქართული სტარტაპი „ნეიროპილოტი“ რაგბიში ქართული მაღალი ტექნოლოგიების დანერგვას იწყებენ.
თანამშრომლობის მემორანდუმს დღეს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგება...
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრაში, ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდებს ამსტერდამში 6 ლელო გაუტანეს და 32 ქულის სხვაობით – 40:8 დაამარცხეს.
მაგრამ როგორც მწვრთნელები, ასევე თავად მორაგბეები და გულშემატკივრები თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩნენ, ჩვენთვის კი ტიტული...
ბორჯღალოსანთა კვაჭმა გიორგი ჭყოიძემ, 11 თებერვალს ამსტერდამში, ნიდერლანდებს მეორე ტაიმის დასაწყისში, 8 წუთის ინტერვალით ორი ლელო გაუტანა.
52-ე წუთზე ის მოლს დროულად მოწყდა და დუბლი გაიფორმა. ეს მატჩში საქართველოს მე-4 ლელო იყო და მე-500-ე რაგბი ევროპის ჩემპიონატში (და მის წინამორ...
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე შეხვედრას ბორჯღალოსნები 18 თებერვალს, საქართველოს დროით 22 საათზე ესპანეთთან, ტორელავეგაში გამართავენ.
მონაწილეთა 8-მდე გაზრდილ და სახეცვლილ ტურნირში, ეს ჯგუფური ეტაპის დასკვნითი თამაშია. უკვე ცნობილია, რომ „ა“ ჯგუფიდან თასის ნახევარფინა...
პირველი ლიგის მე-14 ტურის შემდეგ ‘არწივებმა’ რეგულარულ სეზონში პირველი ადგილი თითქმის გაინაღდეს. დაუმარცხებელმა გურულებმა მეორე ადგილზე მყოფ ‘არმიასთან’ უპირატესობა 13-ქულამდე გაზარდეს. ლიდერმა პირველობის 14-ივე შეხვედრა მოიგო და ბონუს-ქულის აღება მხოლოდ 3 მატჩში ვერ მოახერხა. ‘ა...
თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი ‘ხვამლი’ ბონუსით – 43:21 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდა.
„ლელო არენაზე“ თამაში კარგი საყურებელი გამოდგა. მასპინძლებმა დებიუტშივე სწრაფი შეტევები აირჩიეს და 20 წუთში სამი ლამაზი ლელო გაიტანეს. მე-4...
‘ბათუმმა’ დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის მეორე წრეში მიჯრით ოთხი თამაში მოიგო და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საფლეიოფო ექვსეულში დაბრუნდა.
მე-13 ტურში საქართველოს ჩემპიონი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, ამჟამად მძიმე კრიზისში მყოფ ‘ლოკომოტივს’ თბილისში, „ავჭალაზე“ ეწვია, 9 ლელო გაუტ...
„ზოგმა საქართველოს დროშა წამოიღო, რომელიც აქაურ ქართველებს, ყველას გვაქვს სახლში, ზოგმა კეპი, ზოგმაც შარფი ქართული დროშით და საკმაოდ ხმამაღალი გულშემატკივრობაც გამოგვივიდა“ – ამბობს მიხეილ ლობჟანიძე, რომელიც 30 წელია ჰოლანდიაში ცხოვრობს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩისთვ...
საქართველომ ნიდერლანდებს ამსტერდამში 6 ლელო გაუტანა და 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში მეორე გამარჯვება მოიპოვა – 40:8.
მასპინძელთა თავგამოდებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ბორჯღალოსნებმა დაგეგმილი ბონუსიც აიღეს და „ა“ ჯგუფს ქულათა მაქსიმუმით (10) ლიდერობენ. მათ უკვე გა...
ქუთაისის ‘არესმა’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ 31:20 სძლია და საფლეიოფო ექვსეულში პოზიციები გაიმყარა.
„აია არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, პირველ ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და 3 უპასუხო ლელო გაიტანეს, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში მეოთხე შემატეს (28:3). მაგრამ ‘ყაზბეგ...
რუსთავის ‘ხარებმა’ თბილისის ‘აკადემიას’ „რაგბი პლატოზე“ 35:13 სძლია, ხუთი ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო და მინიმუმ მე-13 ტურის დასრულებამდე პირველ ადგილზე დაბრუნდა.
თამაში თოვლის ფონზე გაიმართა. ხშირი იყო ტექნიკური წუნი, განსაკუთრებით მასპინძელთა მხრიდან დერეფანში. სტუმრები უპირ...
ქუთაისის ‘აიამ’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ დიდი 10-ის მე-13 ტურში 28:26 სძლია და ერთი კვირის წინ რუსთავში მოპოვებული „სარბიელის სინი“ მინიმუმ ერთი კვირით შეინარჩუნა.
ქუთაისელებმა წელს ზედიზედ მეორე თამაში მოიგეს, რამაც სატურნირო ცხრილში მესამე ადგილამდე დაწინაურების შესაძლებლობა მისცა, თუ...
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარული სეზონი მოწინავე სამეულის დამაჯერებელი გამარჯვებებით განახლდა. ‘ლელომ’, რუსთავის ‘ხარებს’ სამნიშნა ციფრით მოუგო და ქულებით ტოლ-სწორად მყოფ ‘აიასთან’ ჭიდილში ცხრილის პირველი საფეხური უკეთესი პირისპირ ბალანსით შეინარჩუნა. ‘ბათუმმა’ 2 შეხვე...
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 11 თებერვალს ნიდერლანდებთან ამსტერდამში გასამართი მატჩისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა. შეხვედრა საქართველოს დროით 16:15 საათზე დაიწყება.
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატს ლევან მაისაშვილი შემოდგომაზე საფრანგეთში გასამართი მსოფლიო თასის მო...
ნიდერლანდებში გამგზავრებამდე ბორჯღალოსნებმა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე დასკვნითი ვარჯიში გამართეს.
გუნდთან ერთად არ უვარჯიშია ბექა გორგაძეს, რომელმაც ტოპ 14-ში ‘რასინგ 92’-თან მოგებული მატჩისას მცირე ტრავმა მიიღო, თუმცა საშიში არაფერია და ის მწყობრში მალე ჩადგება.
ინტენსიური ვ...
გერმანიასთან 75:12 გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნებმა ერთი დღე აღდგენას დაუთმეს და „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრებისთვის მზადება განაგრძეს, რომელიც საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპიცაა.
წლის პირველი შეხვედრის შე...
საქართველოს რაგბის კავშირის სასწავლო ცენტრი 17 თებერვალს მსოფლიო რაგბის პირველი დონის ფიზ. მომზადების კურსს გამართავს.
ფიზ. მომზადების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე:
Training and Education Registration Form – S&C Level 1 (jotform.com)
განაცხადების მიღების ბოლო ...
როგორც მოსალოდნელი იყო, სახეცვლილი რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველომ გერმანია დიდი ანგარიშით, 75:12 დაამარცხა. ეს იყო 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების კუთხით გადადგმული პირველი ნაბიჯი, რომელსაც შემოდგომაზე საფრანგეთი უმასპინძლებს და რომლის დაწყებამდე ბორჯღალ...
‘არწივების’ მდევარმა ‘არმიამ’ სეზონში მეორე მარცხი იწვნია, რის შემდგომ პირველობის ყველა მატჩის მომგებმა ლიდერმა გურულებმა „არმიელებს“ 8 ქულით გაუსწრეს და რეგულარული სეზონის პირველი გუნდის სტატუსის ოფიციალურ გაფორმებას ბევრი აღარაფერი აშორებთ. მორიგ ტურში ლიდერები ერთმანეთს დედაქა...
საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’, დიდი 10-ის მე-12 ტურის დასკვნით შეხვედრაში ‘არესს’ 27:10 სძლია, ბონუსიც აიღო და მოწინავე ექვსეულს ერთ ქულამდე მიუახლოვდა.
„ბათუმი არენაზე“ გამართული მატჩი სტუმრებისთვის კარგად დაიწყო და მათ 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ მე-17 წუთის შემდე...
ერთი წელი გავიდა, რაც ვერაგმა ვირუსმა ქართულ რაგბს მემატიანე, ზაალ გიგინეიშვილი, მეგობრებისთვის უბრალოდ ზალიკო, 60 წლის ასაკში გამოაცალა…
მანამდე ზალიკომ ქართულ რაგბს უამრავი სიკეთე გაუკეთა: რამდენჯერმე გამოსცა ქართული რაგბის ისტორიის და წესების წიგნი, აწარმოებდა ფასდაუდებე...
სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ თბილისის ‘ხვამლს’ ბოლოსწინა წუთზე გატანილი ლელოთი 17:14 სძლია და მოწინავეთა შორის პოზიციები გაიმყარა.
ორივე გუნდს ეტყობოდა, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ საუკეთესო სათამაშო ფორმისგან შორს იყვნენ. თამაშმა დაბალ ტემპში ჩაიარა და გუნდები მხოლოდ ეპიზოდურად...
2023 წლის პირველ მატჩამდე 24 საათით ადრე, ბორჯღალოსნებმა „შევარდენზე“ დასკვნითი, კაპიტნის ვარჯიში გამართეს.
სამატჩო შემადგენლობამ ერთი საათის განმავლობაში კიდევ ერთხელ გადაიმეორა კომბინაციები და სარაგბო უნარები, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა განაცხადა:
„წლის ...
დედაქალაქურ დერბიში ‘ლელო-სარასენსმა’ ‘აკადემია’ დაძაბულ ბრძოლაში 29:26 დაამარცხა და განახლებულ ჩემპიონატში ცხრილის სათავეში მოექცა.
დიდ დიღმელებმა უკვე იცოდნენ, რომ ‘ხარებს’ რუსთავში ფეხი დაუცდათ და გამარჯვების შემთხვევაში ლიდერები ხდებოდნენ. თავის მხრივ, ბოლოდროინდელმა შედეგებმ...
ქუთაისის ‘აიამ’ ლიდერ ‘ხარებს’ 20:7 სძლია და „სარბიელის სინი“ გადაიბარა. „ხარები არენაზე“ განცდილი საშინაო მარცხის შემდეგ რუსთაველებმა ლიდერობაც დაკარგეს.
სეზონის სტარტმა და ქარმა მატჩზე გავლენა აქაც იქონია. ხშირი იყო ტექნიკური წუნი და მორაგბეებმა ქულების აღების რამდენიმე შანსი გ...
2023 წლის პირველ მატჩში, ბოლნისის ‘ყოჩებმა’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ 31:5 სძლია და დაგეგმილი ბონუსიც აიღო.
მე-12 ტური „რაგბი პლატოზე“ გაიხსნა. ზამთრის შესვენება თამაშის ხარისხზეც აისახა. ორივე გუნდი უშვებდა უნებლიე შეცდომებს, რითაც მასპინძლებმა უკეთ ისარგებლეს და სათამაშო უპრატესობა...
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციან განაცხადში გაფართოებულ შემადგენლობაში მყოფი სამივე დებიუტანტი შეიყვანა.
ფრთა ოთარ ლაშხი თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს, კვაჭი თენგიზ ზამთარაძე და ბურჯი სერგო აბრამიშვილი კი მარქაფაში არიან. სამივე მორაგბეს სამწვრთნელო შტაბი დიდი ...
მირიან თავზარაშვილი რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი სათამაშო კვირის სადისციპლინო პანელზე წარმომადგენლობით შემადგენლობაში დაასახელეს.
ყოველ სათამაშო კვირაში, რაგბი ევროპა 3-3 კაციანი შემადგენლობით სადისციპლინო კომისიას ნიშნავს. კომისიის მოვალეობაა, რომ ინციდენტის შემთხვევაში (მა...
ბორჯღალოსნების წლის პირველ თამაშამდე ორი დღით ადრე გულშემატკივრებს გასახურებლად შიდა ჩემპიონატის შეხვედრები ელით. საქართველოს 23-ე ჩემპიონატი, დიდი 10 3-4 თებერვალს მე-12 ტურის თამაშებით განახლდება.
კალენდარი ისე დაიგეგმა, რომ შიდა ჩემპიონატის შეხვედრები სანაკრებოსას არ დაემთხვეს...
ბორჯღალოსნებმა წლის პირველ მატჩამდე ტრადიციული ღია ვარჯიში გამართეს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ რაუნდში საქართველო 5 თებერვალს, 13 საათზე, გერმანიას „ავჭალაზე“ მასპინძლობს.
მეტოქე კარგად ნაცნობი გუნდია. ბორჯღალოსნებს მათ წინააღმდეგ 8-ჯერ აქვთ ნათამაშები და ყველა გამარჯვებით...
საბა აბულაშვილი მესამე ქართველი რეფერია, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩს განსჯის.
აქამდე ტურნირზე ქართველი რეფერებიდან ცენტრალურ მსაჯად მხოლოდ ნიკა ამაშუკელს და შოთა თევზაძეს უმუშავია, აბულაშვილი კი, სხვა ქართველ მსაჯებთან ერთად მათ კიდეებიდან ეხმარებოდა. პარალელურად, მან...
რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე და აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი ბორჯღალოსნებს შეხვდნენ, რომლებიც წლის პირველი ვარჯიშისთვის „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბნენ.
პრეზიდენტმა მორაგბეებს კიდევ ერთხელ მიულოცა ისტორიული გამარჯვებებით გამორჩეული გასული წელ...
7-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველომ მსოფლიო რაგბის სწავლა-განათლების „სუპერ კვირას“ უმასპინძლა, რამაც ქართველ ედუკატორებსა და ტრეინერებს დამატებითი ცოდნა შესძინა.
4-დღიანი სწავლება ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა, სადაც ასეთი მასშტაბური ღონისძიებისთვის ყველა პირობაა და ქართველებ...
რეგიონული ლიგის აღმოსავლეთში მეორე ეტაპზე პლეი ოფის ორი საგზურისთვის ბრძოლას ზედა ექვსეული ერთ წრედ აგრძელებს. გუნდებს პირველ ეტაპზე დაგროვილი ქულები სრულად გადაჰყვათ. წყვილში მასპინძლობის უფლებით პირველ ეტაპზე მეტოქესთან სტუმრად მყოფი გუნდი სარგებლობს. თანაბარი ქულების დაგროვები...
ოზურგეთის ‘არწივებმა’ პირველობის მე-12 შეხვედრაც თავის სასარგებლოდ დაასრულა, თუმცა ამ ჯერზე ბონუსის გარეშე იმარჯვა, რამაც მდევარ ‘არმიას’ ლიდერ გურულებთან ჩამორჩენა 4-ქულამდე შეამცირებინა. ‘ტაო’ და ‘არმაზი’ მხოლოდ ნუგეშ-ქულას დაჯერდნენ. ცხრილში ტოლ-სწორად მყოფ მეტოქეთა ჭიდილში მე...
ბორჯღალოსნები 29 იანვარს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე სრული შემადგენლობით შეიკრიბებიან და 30-იდან 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი თამაშისთვის მზადებას შეუდგებიან, რომელსაც 5 თებერვალს „ავჭალაზე“, 13 საათზე გერმანიის წინააღმდეგ გამართავენ.
ფორმატის ცვლილების მიუხედავა...
ამერიკის შტატის – ჯორჯიის რაგბის კავშირი 2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს უქომაგებს. ამის შესახებ „ჯორჯია რაგბიმ“ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
„ვიმედოვნებთ, რომ ბორჯღალოსნები და ჩვენი მეგობრები საქართველოს რაგბის კავშირიდან, ჩვენს შეძახილებს ოკეანის გაღმიდანაც გაიგონებე...
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
ახალი ფორმატი
შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატმა ტრანსფორმაცია განიცადა და მონაწილეთა რაოდენობა 6-იდან 8 გუნდამდე გაიზარდა, რომლებიც პირ...
უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მნიშვნელობაზე საუბრობს, რომელიც კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ივნის-ივლისში სამხრეთ აფრიკაში ბრუნდება.
„ეს სასიხარულო სიახლეა, რადგან 20-წლამდელთა მსოფლი...
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკა, კეიპტაუნი უმასპინძლებს.
უმცროსი ბორჯღალოსნები „გ“ ჯგუფში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის, არგენტინის და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებენ. „ა“ ჯგუფში ჩემპიონი საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია და იაპონი...
ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი ჩემპიონთა თასისთვის, ექვსი კი ჩელენჯ თასისთვის განაგრძობს ბრძოლას. გასულ უქმეებზე საკლუბო ევროტურნირების ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა და გიორგი ცუცქირიძემ ‘სტად ფრანსეს’ კვართით პირველი ლელო გაიტანა.
ჩემპიონთა თასი
„ა“ ჯგუფიდან ჩემ...
საქართველო, როგორც აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ცენტრი, ტრეინერების, ედუკატორებისა და მწვრთნელების სწავლება-განათლების 4-დღიან საერთაშორისო კურსს უმასპინძლებს.
მსოფლიო რაგბის სწავლება-განათლების “სუპერ-კვირას” მსოფლიო რაგბის რეგიონული ტრეინინგ-მენეჯერი ევროპაში, დიდი ...
უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ბრუნდება.
საქართველომ განვითარებისთვის ესოდენ საჭირო ტურნირის საგზური „ალაფის“ მოგებით 2015 წელს მოიპოვა და ელიტაში ადგილი ზედიზედ ოთხ...
საქართველოს 7-კაცა 2023 წლის ევროპულ თამაშებზე, პოლონეთში იასპარეზებს.
ნაახალწლევს რაგბი ევროპამ დაადასტურა, რომ რაგბი7 ოფიციალურად გახდა ევროპული თამაშების ნაწილი, რომლის ორგანიზატორი ევროპის ოლიმპიური კომიტეტია.
ევროპული თამაშები 2015 წლიდან იმართება და 4 წელიწადში ერთხელ ტარდე...
ქართულმა რაგბმა 12 იანვარს გასული, 2022 წელი შეაჯამა და სხვადასხვა ნომინაციებში გამორჩეულები დააჯილდოვა.
მასშტაბურ ღონისძიებას ყველა თაობის მორაგბეები ესწრებოდნენ, ასევე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
ნომინანტთა ნაწილი გულშემატ...
2023 წლის მსოფლიო თასის წინ, ბორჯღალოსნები გასახურებელ ტესტ-მატჩს 26 აგვისტოს, ედინბურგში შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ.
თამაში ლეგენდარულ „მარიფილდზე“ გაიმართება,, რომელც 1925 წელს აშენდა და 67 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს. ბორჯღალოსნები ამ არენაზე მესამედ, შოტლანდიასთან კი ჯა...
საახალწლო არდადეგების შემდეგ ‘შავი ლომი’ ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა.
რაგბი ევროპის სუპერ თასის ზედიზედ მეორედ მოგების შემდეგ, ბიჭებმა რამდენიმე დღე დაისვენეს, ახალი წელი იზეიმეს და „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ვარჯიშები განაახლეს.
უახლოეს პერიოდში გაცნობებთ რა საერთაშორის...
ახალი წლების წინა და მომდევნო დღეეებში ტოპ 14-ში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა და როგორც მე-14, ასევე მე-15 ტურში, ლელოებით თავი ქართველმა პირველხაზელებმა გამოიჩინეს.
ტოპ 14. მე-14 ტური
30 დეკემბერს ‘ბორდომ’ ‘მონპელიეს’ უმასპინძლა და ბონუსით, 40:10 დაამარცხა. ჟირონდელთა რიგებშ...
რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსი და ბორჯღალოსნების მთავარი ექიმი ნუცა შამათავა, საქართველოს წლის საუკეთესო ექიმია!
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ, შამათავასთან ერთად ვეტერანი ბორჯღალოსანი, რაგბის კავშირის მოთამაშეთა კეთილდღეობის დირექტორი ნონო ანდღულაძეც და...
პირველობის ლიდერმა ოზურგეთის ‘არწივებმა’ მიმდინარე სეზონის 11-ივე შეხვედრა მოიგო და ზამთრის ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ გურულებმა 53 საცხრილო ქულა დააგროვეს, მხოლოდ 2 შეხვედრაში ვერ მოახერხეს ბონუსის აღება და საშობაო არდადეგების წინ მდევარ ‘არმიასთან’ უპირატესობა 5-ქულამდე ...
23 დეკემბერს თბილისი „მარიოტში“ საქართველოს რაგბის კავშირის საანგარიშო საერთო კრება გაიმართა, რომელსაც 34 ნამდვილი წევრიდან 31, ასევე გამგეობის წევრები დაესწრნენ.
კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა და გამგეობის თავმჯდომარე დავით ...
ქართული რაგბისა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პარტნიორობით, მოქმედი და დამწყები სპორტული ექიმების, ფიზიო-თერაპევტებისა და სტუდენტებისთვის, ტრავმების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაგეგმვის მორიგი ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგს ნიდერლანდური სამედიცინო კომპანია S3 Sportservices-ის ხელმძღვა...
ნიკა ამაშუკელი 2023 წლის 26 თებერვალს საფრანგეთსა და შოტლანდიას შორის ექვსი ერის მესამე ტურის შეხვედრას განსჯის. 28 წლის ქართველ რეფერის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უძველეს საერთაშორისო რაგბის ტურნირზე ზედიზედ მეორე წელია იწვევენ.
ექვსი ერის წინამორბედი ტურნირი 1882 წელს დაარსდა და პი...
სრკ-ს გადაწყვეტილებით, დიდი 10-ის სატიტულო შეხვედრის მსგავსად, პირველი ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებულის ვინაობა „ავჭალა არენაზე“ გაირკვევა. ლიგის მომგები გუნდი დიდ 10-ში თამაშის უფლებას მოიპოვებს, ფინალში ხელმოცარული კოლექტივი კი ელიტაში ასვლაზე, დიდი 10-ის მე-9 ადგილოსანთან...
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მიმდინარე პირველობას სათავეში ‘ლელო’ ჩაუდგა. თორნიკე ბუბუტეიშვილის ბიჭები ცხრილში ქულებით ‘აიას’ გაუტოლდნენ და უკეთესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო დიდ დიღმელებმა ლიდერობა სეზონში ხელთ პირველად იგდეს.
ჩემპიონატში განცდილი მეოთხე მარცხის მიუხედავად...
ბორჯღალოსნებისა და ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ოთხშაბათს, 21 დეკემბერს, კაცთა გუნდების მწვრთნელებისთვის სემინარს გამართავს.
სემინარს, რომელზე დასწრებაც დიდი 10-ის, პირველი და რეგიონული ლიგის გუნდების მწვრთნელთათვის თავისუფალია „ავჭალის“ საპრესკონფერენციო დარბა...
‘შავმა ლომმა’ რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალში, ისრაელის ‘თელავივ ჰითი’ 29:17 დაამარცხა და თასი ზედიზედ მეორედ ჩაიბარა.
ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირი შარშან დაარსდა და პირველ ფინალს ლისაბონმა უმასპინძლა. მაშინ ქართულმა ფრენჩაიზმა პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ 17:14 დაამარცხა...
საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, 2022/2023 წლების პირველი ლიგის გათამაშების ფინალური შეხვედრა, ისევე, როგორც დიდი 10-ის, „ავჭალის“ რაგბის სტადიონზე გაიმართება.
პირველი ლიგის მიმდინარე სეზონის მეორე წრე ხვალ იწყება. რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, 6 მოწინავე ფ...
„საკუთარ მოედანზე თამაშის მთელი ეშხი სწორედ ისაა, რომ ტრიბუნაზე გულშემატკივარი მოდის. ეს გაძლევს ენერგიას, ხალისს, მოტივაციას, ატმოსფეროს ქმნის… მოედანზე რომ გადიხარ, მზად ხარ თავი გაწირო და როდესაც ხედავ ხალხი არ მოდის, საწყენია“ – განაცხადა რაგბის ევროპის სუპერ თასი...
‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 17 დეკემბერს რაგბი ევროპის სუპერ თასის ტიტულს „ავჭალაზე“ დაიცავს. მათი მეტოქე ისრაელის ‘თელავივ ჰითი’ იქნება და შეხვედრა 16 საათზე დაიწყება.
‘ჰითი’ ერთადერთი გუნდია, რომელთანაც ‘შავ ლომს’ არ მოუგია და ახლა ამის კა...
თუმცა, ჯილდო ჩემპიონატში მონაწილე 12-ვე გუნდის ყველა მოთამაშეს გადაეცა.
თაგ რაგბის 2022-2023 სასკოლო ლიგის გამარჯვებული თბილისის წმინდა გიორგის სახელობის სკოლის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ ოთაბრძოლაში 192-ე სკოლის გუნდს 11:4 სძლია; ფინალური მატჩი 15 დეკემბერს „რაგბი პლატოზე“ გა...
‘შავმა ლომმა’, რომელიც 17 დეკემბერს „ავჭალაზე“ გასამართი რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალური შეხვედრისთვის ემზადება, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრებისა და ქომაგებისთვის ღია ვარჯიში გამართა.
ჩვენი გუნდი ტიტულს ისრაელის ‘თელავივ ჰითთან’ დაიცავს, რომელიც ძირითადად სამხრე...
გლობალ ბენქინგ ენდ ფაინენსმა მსოფლიოში სამედიცინო დაზღვევის საუკეთესო პროდუქტისთვის ჯილდო კომპანია ბენეფიტს მიანიჭა, რომელიც მეორე წელია ქართული რაგბის მზღვეველია. გლობალ ბენქინგ ენდ ფაინანსის წლიური რეიტინგები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია და საბანკო-საფინანსო სფეროს სრ...
‘შავი ლომი’ „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბა და რაგბი ევროპის სუპერ თასის გადამწყვეტი მატჩისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე გადავიდა.
ჩვენი გუნდი მაისში მოპოვებულ ტიტულს 17 დეკემბერს 16 საათზე, „ავჭალაზე“ დაიცავს და მისი მეტოქე ‘თელავივ ჰითი’ იქნება. სუპერ თასი მეორედ თამაშდე...
რაგბის კავშირის გამგეობამ გაითვალისწინა რა კლუბების დიდი უმრავლესობის თხოვნა, საქართველოს ჩემპიონატის რეფორმა 1 წლით გადაავადა, თუმცა პირველი ლიგის მიმდინარე პირველობის ფორმატში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა. ლიგაში მონაწილე გუნდების თხოვნის საფუძველზე, დიდი 10-ის მსგავსად, გაი...
თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ 2022 წლის დიდი 10-ის ბოლო მატჩში ‘აიას’ ქუთაისში 21:12 სძლია და წელიწადი გამარჯვებით დაასრულა.
დიდ დიღმელებისთვის ეს მიჯრით მე-5 გამარჯვვება იყო. ‘ლელოს’ 11 თამაშიდან 8 მოგება მოუგროვდა, ჯამში 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ‘აიამ’ ზედ...
რუსთავის ‘ხარებმა’ XI ტურში თბილისის ‘ლოკომოტივი’ „რაგბი პლატოზე“ 40:3 დაამარცხა და 2022 წელი გამარჯვებით დაასრულა.
რუსთაველებისთვის ეს ზედიზედ მე-8 გამარჯვება იყო, მე-9 11 მატჩში, რამაც მათ წლის სატურნირო ცხრილის სათავეში დასრულების შესაძლებლობა მისცა. ‘ხარებს’ 39 ქულა აქვს 3-ით...
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მეათე ტური, ტიტულის მთავარი მაძიებლების ‘ლელოსა’ და ‘აიას’ დამაჯერებელი გამარჯვებებით აღინიშნა. დიდ დიღმელებმაც და რიონისპირელებმაც ბონუსით მოიგეს და შესაბამისად ჩემპიონმა ცხრილში მეტოქესთან 1-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.
სეზონში მესამე მარცხი...
დედაქალაქურ დერბიში ‘აკადემიამ’ ‘ხვამლი’ დრამატულ მატჩში 36:34 დაამარცხა, წელი გამარჯვებით დაასრულა და ექვსეულში შესვლის კარგი შანსი შეინარჩუნა.
„რაგბი პლატოზე“ ლიდერი 7-ჯერ შეიცვალა და ორჯერ ანგარიში გათანაბრდა. „მხატვრებმა“ წლის ბოლოს ზედიზედ მესამე თამაში მოიგეს, ჯამში მეოთხე ...
ქუთაისის ‘არესმა’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ 23:15 სძლია და წელი გამარჯვებით დაასრულა.
XI ტურის მეორე შეხვედრას „აია არენას“ ხელოვნურსაფარიანმა მოედანმა უმასპინძლა. მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, რაზეც დასკვნით 15 წუთში სტუმრებმა სამი ლელოთი უპასუხეს, მაგრამ გარდასახვები არა...
საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ დიდი 10-ის მე-11 ტურის პირველ შეხვედრაში სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ 45:7 დაამარცხა და პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო.
ჩემპიონმა მეტოქეს 6 ლელო გაუტანა, ბონუსიც აიღო და 25 ქულით მე-7 ადგილზე აღზევდა, თუმცა ტურის დანარჩენი შ...
რაგბი ევროპის სუპერ თასის მფლობელი ‘შავი ლომი’ ტიტულს 17 დეკემბერს თბილისში, „ავჭალაზე“ ისრაელის ‘თელავივ ჰითთან’ დაიცავს. ფინალური შეხვედრა 16 საათზე დაიწყება.
პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა სუპერ თასის პირველი გათამაშება მოიგო. მაშინ ‘შავმა ლომმა’ გადამწყვეტ შეხვედრაშ...
რეგიონული ლიგის აღმოსავლეთში, პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურს, ‘წიქარა’-‘დევების’ არშემდგარ მატჩსზე სრკ-ს სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილება უძღვოდა. კავშირის ტრიბუნალმა, რაგბის პატიოსანი თამაშის პრინციპების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მთავარი ფაქტორების გათვალისწინებით...
თბილისის ‘აკადემიამ’ დიდი 10-ის მე-10 ტურის დასკვნით შეხვედრაში ქუთაისის ‘აიას’ 23:3 სძლია და სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა.
„მხატვრებმა“ „რაგბი პლატოზე“ 3 უპასუხო ლელო გაიტანეს და ბონუსიც აიღეს. შედეგად, მათ 17 ქულა მოუგროვდათ და ჯერ კიდევ მე-9 პოზიციაზე რჩებიან, თუმცა ‘ბათუ...
‘შავმა ლომმა’ რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალში ესპანური ‘იბერიანსი’ დიდი უპირატესობით, 41:9 დაამარცხა და ტიტულს ფინალში, პორტუგალიურ ‘ლუზიტანუშთან’, ან ისრაელის ‘თელავივ ჰითთან’ დაიცავს.
სუპერ თასის პირველი გათამაშების ნახევარფინალშიც ქართული ფრენჩაიზი ესპანურ გუნდს დაუხვ...
დედაქალაქურ დერბიში ‘ლელო-სარასენსმა’ „რაგბი პლატოს“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე ‘ლოკომოტივს’ 38:25 სძლია და დაგეგმილი 4 ქულა ჩაიწერა, თუმცა ბონუსის აღება ვერ მოახერხა.
ამ გამარჯვების შემდეგ ‘ლელოს’ 32 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაწინაურდა. ‘ლოკომოტივი’ კვლა...
რუსთავის ‘ხარებმა’ ქუთაისის ‘არესს’ 17:6 სძლია და ლიდერობასთან ერთად „სარბიელის სინიც“ შეინარჩუნა.
„ხარები არენაზე“ გამართული შეხვედრა ერთ-ერთი ცენტრალური იყო დიდი 10-ის მეორე წრის პირველ ტურში. თამაში დაძაბული გამოდგა. ხშირი იყო შეცდომები და პირველ ტაიმში გუნდები ჯამში მხოლოდ 3 ...
საქართველოს 7-კაცამ დუბაის საერთაშორისო ღია ტურნირის ფინალში ‘ვაილდ დოგს რაგბი’ 22:21 დაამარცხა და თასის მფლობელი გახდა.
სასიხარულოა, რომ ბორჯღალოსნების წარმატებების ფონზე 7-კაცაც ვითარდება და მსოფლიო სერიის შესარჩევი ტურნირის ფინალში გასვლის შემდეგ, დუბაიში პირველობა არავის დაუთ...
ერთთვიანი შესვენების შემდეგ, ‘შავი ლომი’ რაგბი ევროპის სუპერ თასის დაცვას განაგრძობს და ერთრაუნდიან ნახევარფინალში ხვალ, 4 დეკემბერს (16 საათი) ესპანურ ‘იბერიანსს’ „ავჭალაზე“ მასპინძლობს.
ჯგუფური ეტაპი ოქტომბრის ბოლოს დასრულდა და ‘შავმა ლომმა’ 23 ქულით აღმოსავლეთ კონფერენცია მოიგ...
სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ უშუალო კონკურენტი ბოლნისის ‘ყოჩები’ მისსავე მოედანზე, „რაგბი პლატოზე“ 23:13 დაამარცხა და მოწინავე ექვსეულში პოზიციები გაიმყარა.
სტეფანწმინდელებს 10 თამაშიდან 29 ქულა აქვთ და X ტურის დასრულებამდე სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არიან. ‘ყოჩებს’ 26 ქულა მოუგ...
საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებებმა დუბაის საერთაშორისო ღია ტურნირის ჯგუფური ეტაპი წარმატებით გადალახეს და ხვალ თასის მეოთხედფინალში ითამაშებენ.
7-კაცას პირველ დღეს ორი თამაში ჰქონდა მოგებული და ჯგუფური ეტაპი სამხრეთ აფრიკის SA ALL STARS 7S ACADEMY-სთან დაასრულა. მართალია გამ...
დიდი 10-ის რეგულარული გათამაშების მეორე წრის პირველ მატჩში, საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ დებიუტანტ ‘ხვამლს’ 8:6 სძლია და 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
პირველი ტურის მსგავსად, დებიუტანტმა მუხიანელებმა მეტოქეს მედგარი ბრძოლა გაუმართეს და გამარჯვებამდე ცოტა დააკლდათ. ‘ხვამ...
საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, 2022/2023 წლების დიდი 10-ის ფინალი „ავჭალის“ რაგბის სტადიონზე გაიმართება.
დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის მეორე წრე ხვალ, ბათუმში დაიწყება. რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, 6 მოწინავე ფლეი ოფში გავა და ის ოთხ ეტაპად ჩატარდება. პირ...
საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა დუბაის საერთაშორისო ღია ტურნირი ორი გამარჯვებით გახსნა.
ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა, პირველ სათამაშო დღეს NORTH WEST BARBARIANS 31:0, ხოლო MAURITIUS RUGBY 31:19 დაამარცხეს და ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ხვალ, 2 დეკემბერს SA ALL S...
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ერთთვიანი შესვენების შემდეგ, რაგბი ევროპის სუპერ თასი ნახევარფინალური შეხვედრებით გვიბრუნდება.
სუპერ თასის პირველი გათამაშების გამარჯვებული ‘შავი ლომი’ კვირას, 4 დეკემბერს ესპანურ ‘იბერიანსს’ 16 საათზე „ავჭალაზე“ ეთამაშება. ამავე დღეს მეორე ფინალისტი...
19 ნოემბერს კარდიფში, „ფრინციფალითიზე“ უელსთან ისტორიულ გამარჯვებაში ქართულმა შერკინებამ უდიდესი როლი ითამაშა.
2017 წელს, როდესაც ქართული შერკინების სიძლიერის შესახებ მთელი მსოფლიო საუბრობდა, უელსმა მატჩის მიწურულს დანიშნულ 5-მეტრიან შერკინებაში ხრიკს მიმართა და ბორჯღალოსნებს საჯ...
კარდიფში უელსთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსანი ლეგიონერები თავ-თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ.
ტოპ 14-ის მე-11 ტურში ლელო ორმა ჩვენებურმა გაიტანა – ბექა გიგაშვილმა და დავით ნინიაშვილმა, პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა Midi Olympique-მ კი, გიგაშვილთან და ...
რეგიონული ლიგის აღმოსავლეთში, პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის წინ ‘წიქარამ’ და ‘რუსთავმა’ თანალიდერობა შეინარჩუნეს. ლიდერთა დუეტს 2 ქულით ‘სოხუმი’ ჩამორჩება. მოწინავე კვარტეტში ადგილი ‘გარდასახვამ’ გაიმყარა და რეგულარული სეზონის შუალედური ფინიშის დასკვნით ტურში გამორჩეული ...
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში მორიგი, მეცხრე ტურის შემდეგ ლიდერთა მდგომარეობა უცვლელი დარჩა. პირველობის მთავარმა ფავორიტებმა ‘აიამ’ და ‘ლელომ’ ბონუსით იმარჯვეს, რამაც რიონისპირელებს ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა შეუნარჩუნა. მრავალგზის ჩემპიონი ‘ლელო’ ლიდერს 1 ქულით ჩამორჩება დ...
დედაქალაქურ დერბიში ‘აკადემიამ’ ‘ლოკომოტივი’ 16:9 დაამარცხა და უშუალო კონკურენტთან მნიშვნელოვანი ჰანდიკაპი მოიპოვა.
დიდი 10-ის პირველი წრე „რაგბი პლატოზე“ აუტსაიდერთა ჯახით დასრულდა. დაძაბულ და ნერვულ მატჩში „მხატვრებმა“ საკუთარი შესაძლებლობები უკეთ გამოიყენეს, პირველ ტაიმში მოპო...
თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ ქუთაისის ‘არესს’ ბონუსით, 39:12 აჯობა და სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა.
დიდი დიღმელებისთვის ეს მიჯრით მესამე გამარჯვება იყო, ჩემპიონატში მეექვსე და პირველად მოახერხეს პრემიალური ქულის აღება. მისი წყალობით ‘ლელო’ სატურნირო ცხრილში 28 ქულით ‘არესს’ გა...
თბილისის ‘ხვამლმა’ ქუთაისის ‘აიას’ პირველ ტაიმში 18 უპასუხო ქულა გაუტანა, შესვენების შემდეგ მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და სეზონში მეოთხე გამარჯვება იზეიმა – 18:17.
მუხიანელებისთვის ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა, სულ კი დიდი 10-ის პირველ წრეში 4 შეხვედრა მოიგეს და 23 ...
რუსთავის ‘ხარებმა’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ დაძაბულ ბრძოლაში 23:20 სძლია და 9 თამაშიდან 30 ქულით, სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
თუ დღეს ‘არესმა’ ‘ლელო-სარასენსს’ დიდ დიღომში ვერ მოუგო, რუსთაველები დიდი 10-ის რეგულარული გათამაშების პირველ წრეს პირველ ადგილზე დაასრულებენ. ‘ყაზბ...
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ უარყო უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მიმდინარეობს მოლაპარაკება ინგლისის ნაკრების ავსტრალიელ მთავარ მწვრთნელ ედი ჯონსთან და მან შესაძლოა ბორჯღალოსნები ჩაიბაროს.
„საიდან გაჩნდა მედიაში ეს ინფორმაც...
ბოლნისის ‘ყოჩებმა’ ჩემპიონ ‘ბათუმს’ „რაგბი პლატოზე“ დაძაბულ მატჩში 24:21 აჯობა და დიდი 10-ის გასული სეზონის ფინალში განცდილი მარცხისთვის ერთგვარი რევანში აიღო.
თამაშში ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. თავიდან ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ და სანდრო ფურცხვანიძის ორი ჯარიმით დაწინა...
საქართველოს რაგბის კავშირმა და თიბისი ბანკმა სასპონსორო, საპარტნიორო ურთიერთობა განაახლეს და ახალ, შესაბამის 4 წლიან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
ხელშეკრულების ფარგლებში თიბისი რაგბის პოპულარიზაციაზე იზრუნებს როგორც შიდა ჩემპიონატის, ასევე საერთაშორისო ასპარეზობების ფორმატში, ფინა...
უელსთან საქართველოს ისტორიული გამარჯვების კვალად საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, სოსო ტყემალაძე და მისი მრჩეველი, ნიკა ალავიძე მაღალი დონის შეხვედრებზე ინგლისში მიიწვიეს. მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა, ბილ ბომონტმა, ინგლისის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, ბილ სვინმა, ასევე 6 ე...
კარდიფში უელსზე ისტორიული გამარჯვება ბორჯღალოსნებმა ტრადიციული მესამე ტაიმით თბილისში, არატრადიციულად აღნიშნა, – პირველად, ამ საზეიმო თავყრილობაზე კარი რაგბის ქომაგთა კლუბის ასობით წევრს გაუხსნა და კითხვებზე პასუხებისა და ავტოგრაფების მიღების საშუალება მისცა, გადაიღეს სამახ...
თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ გაწითლებულ დროზე გამარჯვების ჯარიმა გაუტანა და დრამატულ მატჩში 19:17 დაამარცხა.
სეზონში მოპოვებული მე-5 გამარჯვების შემდეგ, ‘ლელოს’ 23 ქულა მოუგროვდა, მე-5 ადგილზეა და 1 ქულით ჩამორჩება ‘ყაზბეგს’.
მართალია ნომინალური მასპინძლები ...
ქუთაისის ‘არესმა’ თბილისის ‘აკადემია’ დასკვნით წუთებში გატეხა, „აია არენაზე“ დაგეგმილი ბონუსით – 33:14 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა.
‘არესი’ 28 ქულით ლიდერობს და 2-ით უსწრებს ქუთაისის კიდევ ერთ გუნდს ‘აიას’, ასევე რუსთავის ‘ხარებს’. ‘აკადემია’ 8 ქულით ბო...
პირველი ლიგის მე-8 ტურის შემდეგ ‘არწივებმა’ ლიდერობა განიმტკიცა და მდევარ ‘არმიას’ 4 ქულით გაუსწრო. ‘ვეფხვებმა’ და ‘არმაზმა’ მოწინავე კვარტეტში აინაცვლეს. მესამე ადგილზე მყოფი გარე კახელები „არმიელებს“ 11 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო ქვემო ქართლელებს 3 ქულით უსწრებენ. ‘ტაოს’ ბოლო პერი...
რეგიონული ლიგის აღმოსავლეთ ჯგუფში 9 ტურის შემდეგ ორხელისუფლებიანობა დამყარდა. რეგლამენტით ტურში თამაშისგან თავისუფალ ლიდერ ‘რუსთავს’, ცხრილში ქულებით ‘წიქარა’ გაუტოლდა. უკეთესი პირისპირ ბალანსის მქონე ‘წიქარა’ ცხრილის სათავეში მოექცა. ლიდერთა მსგავსად 7 შეხვედრის მომგები ‘სოხუმი’...
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარული სეზონის მეორე წრე ტიტულის მთავარ მაძიებელთა დამაჯერებელი გამარჯვებებით დაიწყო, რის შემდგომ პირველობის ლიდერმა ‘აიამ’ მდევარ ‘ლელოსთან’ 1-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. ‘ბათუმი’-1-მა მიჯრით მე-4 მოგებით მესამე ადგილზე აინაცვლა. აჭარლებმ...
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, კარდიფში, ლეგენდარულ „ფრინციფალითიზე“ უელსის 13:12 დამარცხების შემდეგ ემოციებს ვერ მალავდა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ უელსი დაამარცხა. ასევე, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბორჯღალოსნებმა ტიერ1-ის გუ...
„ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო, პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენისთვის. შეკრების დაწყების პირველ დღეს ბიჭებს ვუთხარი – იტალიასთან მოგებით თქვენ თამასა მაღლა აწიეთ, ახლა იფიქრეთ იმაზე, რომ ის კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ“ – განაცხადა უელსთან 13:12 მოგების შემდეგ ბორჯღ...
ბორჯღალოსნებმა 2022 წელი აღმატებულ ნოტაზე დაამთავრეს. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, მათ ტიერ1-ის გუნდი უელსი სტუმრად, კარდიფში დაამარცხეს.
საქართველო უელსს 2017 წლიდან მეოთხედ ეთამაშა და მეტოქე პირველად დაამარცხა. „დრაკონები“ ექვსი ერის მეორე გუნდია, რომელსაც წელს ბორჯღალოსნ...
რუსთავის ‘ხარებმა’ საქართველოს ჩემპიონი ‘ბათუმი’ ზღვისპირეთში სენსაციურად, 29:5 დაამარცხა და ბონუს-ქულაც აიღო.
ამ წარმატების შემდეგ ‘ხარები’ 26 ქულით ლიდერ ‘აიას’ გაუტოლდნენ და მას მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით ჩამორჩებიან. ‘ბათუმი’ 15 ქულით მე-8 პოზიციაზე დარჩა და საფლეიფო ექვსე...
უელსთან მატჩის წინ ქართული რაგბის მესვეურებს კარდფიში ბიბისი ესაუბრა, ბიბისის შეფასებით, არსებული კლიშეს საწინააღმდეგოდ, ქართველ მორაგბეთა ძალა მათ ფიზიკურ მომზადებაში, ან თუნდაც გამძლეობაში კი არ არის, არამედ ტაქტიკურ და ტექნიკურ მომზადებაშიც – რაც ბოლო პერიოდში ძალიან შეს...
ქუთაისის ‘აიამ’ თბილისში ‘ლოკომოტივი’ 27:21 დაამარცხა და სანამ მისი კონკურენტები მე-8 ტურის შეხვედრებს გამართავენ, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აღზევდა.
„რაგბი პლატოზე“ „რკინიგზელებს“ კარგი დასაწყისი ქონდათ. მასპინძლებმა მე-13 წუთზე საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს და ამ ეპიზოდში ს...
დებიუტანტმა ‘ხვამლმა’ ბონუსით მიჯრით მეორე თამაში მოიგო. დიდი 10-ის მე-8 ტურის პირველ შეხვედრაში მუხიანელებმა ვიცე-ჩემპიონ ‘ყოჩებს; უმასპინძლეს, 7 ლელო გაუტანეს და 55:17 სძლიეს.
‘ხვამლისთვის’ ეს მესამე მოგება იყო და 19 ქულით ‘ლელო-სარასენსს’ გაუტოლდა, ოღონდ მეტოქეს ამ ტურში ჯერ ა...
ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის ჩემპიონი ‘ლელო’ არდადეგებზე ლიდერად წავიდა და მასსავით 7 შეხვედრის მომგებ მდევარ ‘ხვამლს’ 5 ქულით უსწრებს. ‘ხვამლი’, ჩემპიონს ესოდენ სოლიდური სხვაობით ბონუს-ქულათა სიმწირის ქონის გამო ჩამორჩა. მუხიანელებს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 პრემიალური ქულა...
2022 წლის დასკვნით შეხვედრას ბორჯღალოსნები 19 ნოემბერს კარდიფში, „დრაკონების“ წინააღმდეგ გამართავენ. „ფრინციფალითიზე“ საქართველოსა და უელსის მეოთხე ჯახი ჩვენი დროით 17 საათზე დაიწყება.
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა მომავალი შეხვედრისთვის უკვე დაასახელა სათამაშო შემადგენლობა. ...
უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში ბორჯღალოსნები „დრაკონებს“ მეექვსედ ერკინებიან. 2022 წლის შემოდგომის ტესტებს საქართველო 19 ნოემბერს, „ფრინციფალითიზე“ უელსთან ასრულებს. შეხვედრა ჩვენი დროით 17 საათზე დაიწყება.
უელსში რაგბის თამაში 172 წლის წინ (1850 წელს) დაიწყეს, ნაკრები კი პირველ...
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფს პირველი წრის შემდეგ დაუმარცხებელი არავინ შემორჩა. მართალია, სეზონში პირველი მარცხის მიუხედავად ‘აიამ’ ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა რიონისპირელები ტიტულის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ ‘ლელოს’ 1 ქულითღა უსწრებენ. მესამე ადგილზე მყოფი ‘ხარები’ ‘ბათუმს’ მხო...
დასავლეთ ჯგუფის პირველი წრის მიჯნაზე წყალტუბოს ‘დინოზავრი’ და ფოთის ‘კოლხი რაინდები’ ქულათა მაქსიმუმით მივიდნენ და ბუნებრივია ქუთაისში ლიდერთა დაპირისპირება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. მოედანზე მოსალოდნელისამებრ უკომპრომისო ბრძოლა გაჩაღდა, რომლის პირველი ნახევარი იმერლებმა მღ...
პირველობის ლიდერმა ოზურგეთის ‘არწივებმა’ მდევარ ‘არმიასთან’ 3-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა. ლიდერთა ორეული მეტოქეებს ცხრილში ქულათა სოლიდური ოდენობით მოწყდა. მართალია, ‘ტაო’ მესამე პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა მესხები „არმიელებს“ უკვე 11 ქულით ჩამორჩნენ და მე-7 ადგილზე ანაცვლებულ ‘...
ბორჯღალოსნებმა და მანუ სამოამ „დინამო არენაზე“ შეკრებილ 35 ათას მაყურებელს დიდი ბრძოლა შესთავაზეს. ეს იყო ორი თანაბარი, ღირსეული მეტოქის ომი, რომლის ბედი რაგბის ღმერთმა მატჩის მიწურულს სტუმრების სასარგებლოდ გადაწყვიტა – 19:20.
უაღრესად დაძაბულ მატჩში გამარჯვებას ორივე გუნდი...
12 ნოემბერს სამოასთან „დინამო არენაზე“ (18 საათი) გასამართი მატჩის წინ, ბორჯღალოსნებმა ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენცია გამართეს.
გასულ შაბათს სამოა იტალიასთან 17:49 დამარცხდა, თუმცა როგორც სამწვრთნელო შტაბი, ასევე მოთამაშეები დარწმუნებული არიან, რომ ხვალ ურთულესი თ...
ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარული სეზონის შუალედურ ფინიშზე დაუმარცხებელი არავინ დარჩა. ლიდერმა ‘ლელომ’ პირველი მარცხი იწვნია და სატურნირო ცხრილში მდევარ ‘ხვამლს’ 4 ქულით უსწრებს. მუხიანელებმა, ჩემპიონის მსგავსად პირველობაზე 6 მატჩი მოიგეს, თუმცა ლიდერზე 4-ით ნაკლები ბო...
გასულ კვირას ურუგვაისთან 34:18 მოგებული მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სამოასთან გასამართი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა. სამი ახალი სახეა მარქაფაში.
საქართველო სამოას 12 ნოემბერს, „დინამო არენაზე“ 18 საათზე ეთამაშება და გამარჯვებ...
ბორჯღალოსნები 12 ნოემბერს „დინამო არენაზე“ სამოასთან გასამართი მატჩისთვის „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ემზადებიან.
ურუგვაისთან 34:18 მოგებული მატჩის შემდეგ, მუხლის ტრავმა მიიღო და 1,5-2 თვე გაუცდება გიორგი კვესელაძეს. მცირე დაზიანება აქვს და სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს ბექა გ...
მანუ სამოა საქართველოს მეოთხედ ეწვევა და 12 ნოემბერს ბორჯღალოსნებთან ისტორიაში მეექვსედ ითამაშებს.
წლის ბოლო საშინაო შეხვედრა „დინამო არენაზე“ 18 საათზე დაიწყება.
სამოას კუნძულებზე რაგბის თამაში 1920 წელს დაიწყეს, მალე ნაკრებიც შეიქმნა და 1924 წელს ფიჯისთან პირველი შეხვედრა გამარ...
პირველი ლიგის მეექვსე ტურის შემდეგ ოზურგეთის ‘არწივებმა’ ლიდერობა და მდევარ ‘არმიასთან’ 3-ქულიანი „ჰანდიკაპი“ შეინარჩუნა. ‘ტაომ’ სეზონში პირველი მარცხი იწვნია და მესამე ადგილზე დარჩა. ‘იუნკერებმა’ კი პლეი ოფის ზონაში, მოწინავე კვარტეტში აინაცვლეს. ‘ბაგრატის’ მორიგმა გამარჯვებამ პ...
ნოემბრის ტესტ-მატჩების პირველ შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა ურუგვაი „დინამო არენაზე“, ლამაზ სტილში 34:18 დაამარცხეს.
ეს იყო ამ გუნდების მე-7 დაპირისპირება და საქართველომ ზედიზედ მეხუთედ მოახერხა სამხრეთელთა დამარცხება, რომელსაც ბოლო დროს დიდი პროგრესი აქვს და საფრანგეთის მსოფლიო თასი...
სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ „რაგბი პლატოზე“ ‘აკადემიას’ 15:10 სძლია და 7 ტურის შემდეგ, 23 ქულით ლიდერ ქუთაისის ‘არესს’ გაუტოლდა.
თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო, რასაც ჯარიმა მოყვა და ოთარ ტალახაძემ ანგარიში გახსნა. შეცდომების მიუხედავად, ‘აკადემიამ’ მე-17 წუთზე მოახერხა შედეგიანი...
რუსთავის ‘ხარებმა’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ დაძაბულ მატჩში 27:20 სძლია და თავად ექვსეულში პოზიციები გაიმყარა, მეტოქეს კი გალიდერების შანსი არ მისცა და „სარბიელის სინიც“ ჩამოართვა.
მოგეხსენებათ, აღდგენილ სინს მისი მფლობელი გუნდი დიდი 10-ის რეგულარული სეზონის ყველა მატჩში იცავს და შესაძლო...
თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ საქართველოს ჩემპიონი ‘ბათუმი’ 13:8 დაამარცხა და მოწინავე ექვსეულში პოზიცია გაიმყარა.
დიდი დიღმელების გამარჯვება მით უფრო დასაფასებელია, რომ ზღვისპირელები თბილისში უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდნენ. ‘ლელო’ 19 ქულით მე-6 პოზიციაზე დარჩა, თუმცა მდევარ ‘ბა...
„იტალიასთან გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრის მოლოდინი თუ გაიზარდა, ჩვენც დიდი მოლოდინი გვაქვს გულშემატკივრისგან და იმედი გვაქვს ხვალ სტადიონი სავსე იქნება. თუ სტადიონი არ გაივსო, გამოდის რომ გულშემატკივრის მოლოდინი არც ისე დიდი ყოფილა. არის 10 და 20 ლარიანი ბილეთები და იმედია მი...
წვიმიან ამინდში „აია არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართულ ქუთაისურ დერბიში, ‘აიამ’ ‘არესი’ პირწმინდად დაჯაბნა, ხაზი სუფთად არაერთხელ გაუჭრა და მიმდინარე გათამაშების ლიდერი ბონუსით, 40:10 დაამარცხა.
ამ მოგების შემდეგ ‘აიას’ 22 ქულა მოუგროვდა და სანამ მე-7 ტურის დარჩენილი სამ...
დებიუტანტმა ‘ხვამლმა’ დედაქალაქურ დერბიში ‘ლოკომოტივი’ ბონუსით, 39:15 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მოწინავე ექვსეულს მიუახლოვდა. მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე ანგარიში საყაიმო იყო, თუმცა მატჩის დასკვნითი წუთები მასპინძლებმა მაღალ დონეზე ჩაატარეს და 4 უპასუხო ლელო გაიტანეს.
...
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის ნოემბრის პირველი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
საქართველო 6 ნოემბერს, 18 საათზე, „დინამო არენაზე“ ურუგვაის მასპინძლობს, რომელმაც 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის საგზური ამერიკა1-ის სახელით მოიპოვა.
გაფართოებული რაზმის დასა...
2022 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები 6 ნოემბერს, ურუგვაისთან მატჩით იწყებენ, რომელმაც 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ტურნირში აშშ-ს სძლია და საფრანგეთში ამერიკა1-ის სახელით მიემგზავრება.
ურუგვაის ნაკრებმა, რომელსაც „ლოს ტეროსის“ სახელით იცნობენ პირველი თამაში 1948 წელს...
ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის პირველი წრის მიჯნაზე ‘ლელომ’ ლიდერობა განიმტკიცა და თან პირველობაზე მონაწილეთა შორის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად დარჩა. პაატა მაისურაძის ბიჭებმა პირველობის ექვსივე მატჩი მოიგეს, მხოლოდ 2-ჯერ ვერ მოახერხეს ბონუსის აღება და ჩემპიონატს 28 ქულით დამა...
ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკა ჩხეტიანმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ „შევარდენის“ სანაკრებო ბაზა დაათვალიერეს, რომლის სრული რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ 5 მილიონიანი დაფინანსებით განხორციელდა.
მოეწყო მოედნის ბუნებრივი და ხელოვნური საფარი, ...
ნოემბრის ტესტ-მატჩების დაწყებამდე სამი დღით ადრე, ბორჯღალოსნებმა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრებისთვის ტრადიციული ღია ვარჯიში გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
საქართველო პირველ თამაშს 6 ნოემბერს, 18 საათზე, „დინამო არენაზე“ ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს...
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რაგბის კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება უფლება მისცეს სოციალურ საწარმოებს რაგბის ქომაგებისთვის კავშირის ლოგოტიპის გამოყენებით შექმნან სამოსი და აქსესუარები, და, 6 და 12 ნოემბერს დაგეგმილ საერთაშორისო მატჩებზე სტადიონზე გაყიდონ, ხოლო მიღებული შემო...
6 და 12 ნოემბერს ბორჯღალოსნებს „დინამო არენაზე“ რაგბის მხარდამჭერი გუნდის – “ბორჯღალოსნების” ქომაგობა გარანტირებული ექნებათ. „ბორჯღალოსნების“ საბჭოს წევრის, ილია როდონაიას თქმით, გუნდის წვრები რამდენიმე საათით ადრე შეიკრიბებიან და ქალაქში შესაბამის ატმოსფეროს შექმნიან:
„ურუ...
ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში ‘ბრივის’ ქართველმა ლეგიონერმა ვასილ ლობჟანიძემ მეორე ლელო გაიტანა. მისმა გუნდმა მე-9 ტურში ‘რასინგ 92’-ს უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეზე ერთით მეტი – 5 ლელო გაიტანა 38:43 დამარცხდა.
ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, 56-ე წუთზე შ...
პირველი ლიგის მეხუთე ტური არასრული გამოდგა. ვაზისუბანში, ‘არმაზისა’ და ‘ტაოს’ შეხვედრის 14-ე წუთზე (იმ მომენტისთვის ანგარიში – 7:7) მოთამაშეთა შორის ატეხილი კინკლაობა ლიანგურ ჩხუბში გადაიზარდა, რამაც უმართავი ხასიათი მიიღო და შეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. მომხდარზე...
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში, მეექვსე ტურის შემდეგ ლიდერმა ‘აიამ’ მდევარ ‘ლელოსთან’ 6-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა და პირველი წრის დასკვნით ტურში ტიტულის მთავარი მაძიებლების, ‘ლელო’-‘აიას’ დედაქალაქში გასამართი შეხვედრა პირველობის საკულტო მატჩის სტატუსსაც იძენს. რიონისპირელებ...
დასავლეთის ჯგუფში მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა. ჯგუფის უპირობო ლიდერები: წყალტუბოს ‘დინოზავრი’ და ფოთის ‘კოლხი რაინდები’ პირველობას კვლავ მაქსიმალური შედეგით, 30-30 ქულით აგრძელებენ და პირველი წრის დასკვნით ტურში ფავორიტები ერთმანეთს იმერეთში დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია,...
‘შავმა ლომმა’ რაგბი ევროპის სუპერ თასის ქართულ დერბიში ‘ბათუმი’ 37:0 დაამარცხა და აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილი დაიკავა.
ნახევარფინალში ქართული ფრენჩაიზი დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანს, ესპანურ ‘იბერიანსს’ 3-4 დეკემბერს უმასპინძლებს. დასავლეთში პირველი ადგილი პორ...
ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში, მეხუთე ტურის შემდეგ ‘ლელოს’ და ხვამლის’ აქტივში 5-5 მოგებაა, თუმცა მუხიანელებმა პრემია მხოლოდ 1 შეხვედრაში აიღეს და ლიდერ ჩემპიონს ცხრილში კვლავ 3 ქულით ჩამორჩნენ. სეზონში მოპოვებული მესამე გამარჯვების შემდეგ ‘აკადემიამ’ ადგილი ‘ბათუმს’ გაუცვალა,...
რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე ქართული დერბი 29 ოქტომბერს თბილისში, „ავჭალაზე“ 16 საათზე დაიწყება. აღმოსავლეთ კონფერენციის დასკვნით ტურში ‘შავი ლომი’ ‘ბათუმს’ მასპინძლობს.
‘შავი ლომი’ 18 ქულით პირველ ადგილზეა და ნახევარფინალის საგზური გარანტირებული აქვს. ის ‘თელავივ ჰითს’ 4 ქული...
ნოემბრის სანაკრებო მატჩების მოახლოვებასთან ერთად, სულ უფრო საინტერესო ხდება რა ფორმაში არიან ქართველი ლეგიონერები. შედეგიანობის კუთხით ყველაფერი წესრიგშია. ტოპ 14-ის და პრო დე2-ის მე-8 ტურში სამმა მათგანმა ლელო გაიტანა, თედო აბჟანდაძემ კი გუნდს 16 ქულა შესძინა.
ლიონში, „სტად მატმ...
‘შავმა ლომმა’ რაგბი ევროპის სუპერ თასის ბოლოსწინა ტურში, ბუქარესტში რუმინული ‘ვულვზი’ ბონუსით – 49:6 დაამარცხა და ფლეი ოფის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა.
5 ტურის შემდეგ ქართულ ფრენჩაიზს 18 საცხრილო ქულა დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა. 29 ოქტომბერს ის ‘...
უქმეებზე, რეგიონულ ლიგაში მხოლოდ აღმოსავლეთ ჯგუფის გუნდებმა ითამაშეს. რეგულარულ სეზონში ამერის ბინადრები ჯერ 11 ტურად, 1-წრიან შეჯიბრებას მართავენ, რომლის დამთავრების შემდეგ აღმოსავლეთის ფინალში თამაშის უფლების მოსაპოვებლად ბრძოლას მოწინავე ექვსეული ასევე 1 წრედ განაგრძობს და თან...
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მეხუთე ტურში მხოლოდ 3 შეხვედრა გაიმართა. მარნეულის ‘არმაზმა’ ბათუმში ჩასვლა ვერ მოახერხა, რის გამოც დებულების თანახმად ‘ბათუმი’-1-ს ტექნიკური ანგარიშით – 30:0 მოგება პრემიალური ქულის თანხლებით გაუფორმდა. აჭარლებს 10 საცხრილო ქულა დაუგროვდათ ...
რაგბი ევროპის სუპერ თასის ბოლოსწინა ტურში, ‘ჰითმა’ ‘ბათუმს’ თელავივში 25:8 სძლია და საქართველოს ჩემპიონს მეორე ადგილზე აღზევების შესაძლებლობა არ მისცა.
ისევე, როგორც ერთი კვირის წინ ‘შავ ლომსა’ და ‘ჰითს’ შორის, ისრაელში გამართული შეხვედრა არასანახაობრივი გამოდგა. ორივე გუნდი მრავ...
ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე და ბურჯი ნიკა აბულაძე ‘შავ ლომს’ რაგბი ევროპის სუპერ თასის მეხუთე ტურში, ბუქარესტში რუმინულ ‘ვულვზთან’ გასამართ შეხვედრაში უბრუნდებიან.
შარიქაძემ ფეხი სწორედ რუმინელებთან, ქუთაისში გამართული მატჩის წინ დაიზიანა და ორი თამაში გამოტოვა. ის გუნ...
საქართველოს 11 რეგიონის 150 სკოლაში რაგბის გაკვეთილები 1 ნოემბრიდან ჩატარდება.
60 ინსტრუქტორი და 300 გადამზადებული მასწავლებელი გაკვეთილებს ჯამში 15 000 გოგონასა და ბიჭს ჩაუტარებს. უკონტაქტო და სრულიად უსაფრთხო ვარჯიშები მსოფლიო რაგბის პროექტის – „ჩაერთე რაგბიში“-ს მიხედვით...
ნინო ელოშვილი პირველი ქართველი ქალი მსაჯია, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე ჯერ 15-კაცა რაგბი იმსაჯა, ახლა კი 15-ქალას თამაშზე მთავარი მსაჯი იქნება.
ბოლო წლებში ქართველ ქალ მსაჯებს – ანა პოღოსიანს და ნინო ელოშვილს რაგბი ევროპა რეგულარულად იწვევდა 7-ქალა ტურნირების სამსაჯოდ ...
თითქმის მთელი თამაში კაცნაკლულად მობურთალმა ქუთაისის ‘აიამ’, სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ 4 უპასუხო ლელო გაუტანა და „რაგბი პლატოზე“ მშრალი ანგარიშით, 29:0 დაამარცხა.
უამინდობის გამო შეხვედრა ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. ნომინალურ მასპინძლებს – სტეფანწმინდელებს ამ დღეს არა...
რეგიონული ლიგის მეხუთე ტურში, ლიდერმა ‘რუსთავმა’ პრემიალური ქულის გარეშე პირველად მოიგო, რამაც ჯგუფის პოტენციურ ლიდერად ‘წიქარა’ აქცია. ‘წიქარამ’ ყველა მატჩი ბონუსით მოიგო, ქვემო ქართლელებს 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა ლიდერზე თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
‘სოხუმი’ მესამე პოზიციას...
რაგბი ევროპის სუპერ თასის მეოთხე ტურში, სამხრეთ აფრიკელი და ფიჯელი მორაგბეებით დაკომპლექტებულმა ‘ჰითმა’ ‘შავ ლომს’ თელავივში 24:18 სძლია.
ისრაელის გუნდი ქართული ფრენჩაიზისთვის კერკეტ კაკალად იქცა. მეტოქემ გამარჯვება არც პირველ წრეში, ქუთაისში დაგვანება (25:25), განმეორებით შეხვედ...
თბილისის ‘აკადემიამ’ ‘ბათუმის’ გადახალისებულ შემადგენლობას მეორე ტაიმში გამოცდილების და კლასის ხარჯზე აჯობა, ბონუსით, 43:17 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ბათუმში გამართული მატჩის პირველ ტაიმში მასპინძლები დომინირებდნენ და ლამაზ სტილში 3 ლელოც გაიტანეს...
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფს დამაჯერებლად და თან უდანაკარგოდ მოქმედი ჩემპიონი ‘აია’ ლიდერობს. რიონისპირელებმა ყველა შეხვედრა პრემიალური ქულით მოიგეს და მდევრებს: ვიცე-ჩემპიონ ‘ლელოსა’ და რუსთავის ‘ხარებს’ 6 ქულით უსწრებენ. სეზონში პირველმა მარცხმა ‘აკადემია’ ცხრილში ერთბაშად ...
დიდი 10-ის ლიდერმა ‘არესმა’, მე-6 ტურში აუტსაიდერ ‘ლოკომოტივს’ 34:13 სძლია და პოზიციები გაიმყარა. „აია არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მასპინძელთა კაპიტანმა ბექა ვარდანიძემ 10 წუთში სამი ლელო გაიტანა მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ხშირი იყო ტექნიკური წუნი, რამაც თამაშის სანახაობრი...
რაგბი ევროპის სუპერ თასზე ‘ბათუმმა’ ზედიზედ მეორე საშინაო შეხვედრა მოიგო. 3 კვირის წინ ისრაელის ‘ჰითის’ 19:11 ძლევის შემდეგ, ზღვისპირელებმა რუმინული ‘ვულვზი’ 23:3 დაამაცხეს და სამი უპასუხო ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც აიღეს.
შედეგად, საქართველოს ჩემპიონს 9 საცხრილო ქულა დაუგროვდ...
‘შავი ლომის’ ტრავმირებულ მოთამაშეთა ნაწილმა რეაბილიტაცია დაასრულა და გუნდს რაგბი ევროპის სუპერ თასის მე-4 ტურში, ისრაელში ‘თელავივ ჰითის’ წინააღმდეგ ითამაშებს.
‘ჰითი’ ერთადერთი გუნდია, რომელმაც ქართულ ფრენჩაიზს აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ წრეში ქულები აართვა. ქუთაისში ერთი თვი...
საქართველოს რაგბის კავშირსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საუნივერსიტეტო კლუბებისა და ტურნირების განვითარებას ითვალისწინებს.
პირველ ეტაპზე რაგბის კავშირი უნივერსიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე 2 სარაგბო მოედანს მოაწყობს, ასევე დაეხმარება უნივერ...
ბოლნისის ‘ყოჩებმა’ თბილისის ‘ლელო-სარასენსს’ „რაგბი პლატოზე“ 16:5 სძლია და 9 წლის წინ მოპოვებული „სარბიელის სინი“ შეინარჩუნა.
რაგბის კავშირმა მივიწყებული ტრადიცია დიდი 10-ის მე-6 ტურში აღადგინა და ამან თამაშს დამატებითი ელფერი შესძინა. მეტოქეები მონდომებით იბრძოდნენ და წარმატების...
გიორგი ბასილაიამ გაწითლებულ დროზე კარის წინიდან არეკნი უნაკლოდ შეასრულა და რუსთავის ‘ხარებს’ „ხვამლი არენაზე“ მასპინძლებთან 31:28 მოაგებინა.
დრამატულ მატჩში სტუმრები ბურთს მეტოქეზე დიდხანს აკონტროლებდნენ და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ‘ხვამლი’ უპირატესობას ბოლო წუთამდ...
14 ოქტომბერს, დიდი 10-ის მე-6 ტურში, შიდა ჩემპიონატში 9 წლის მივიწყებული „სარბიელის სინი“ ბრუნდება, რომლის დაარსება სრულად უკავშირდება რაგბის მემატიანე ზაალ გიგინეიშვილის სახელს.
„რაგბი პლატოზე“, 18 საათზე ბოლნისის ‘ყოჩები’ და თბილისის ‘ლელო-სარასენსი’ შეიბმებიან და რეგულარული ჩე...
რაგბში ქალების მიმართ ძალადობის შეტყობინება და რეაგირება სისტემურად მოხდება; ასეთი სისტემის შექმნაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს – განაცხადა თორნიკე გოგებაშვილმა, საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა შეხვედრაზე, რომელსაც ვან დერ პლასი, რაგბი ევროპის 18-წლამდე...
ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მეოთხე ტურის შემდეგ მოქმედმა ჩემპიონმა ‘ლელომ’ ლიდერობა განიმტკიცა. პაატა მაისურაძის ბიჭებმა მეოთხე მატჩიც პრემიალური ქულით მოიგეს და სატურნირო ცხრილს სათავეში მაქსიმალური შედეგით, 20 ქულით უდგანან და თან მეტოქეებს ყველა სამატჩო სტატისტიკური მაჩვე...
სამკვირიანი შესვენების შემდეგ, რაგბი ევროპის საკლუბო ტურნირის, სუპერ თასის ჯგუფური ეტაპის მეორე წრე ამ უქმეებზე დაიწყება.
აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის 4-4 გუნდი, მიჯრით სამი კვირა ითამაშებენ და ნახევარფინალისტების ვინაობას გაარკვევენ.
საქართველოს ჩემპიონი ‘ბათუმი’ 15 ოქტომ...
საფრანგეთის ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის მე-6 ტური წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისთვის. გასულ კვირაში ოთხმა მათგანმა ჯამში 5 ლელო გაიტანა.
ტოპ 14-ის მე-6 ტურში ‘სტად ფრანსემ’ ‘პერპინიანი’ მიიღო, 8 ლელო გაუტანა და ბონუსით დაამარცხა – 52:3. გიორგი მელიქიძე სასტარტო შემ...
პირველი ლიგის მეოთხე ტურში სამივე ლიდერმა (’ტაო’, ‘არწივები’, ‘არმია’) ბონუსით მოიგო და შესაბამისად, პირველობაზე სამხელისუფლებიანობა შენარჩუნდა. ლიდერებმა სოლიდური სხვაობით იმარჯვეს და 3-კვირიანი პაუზის შემდეგ, მეხუთე ტურში უდაოდ გამორჩეული ოზურგეთში, ‘არწივებისა’ და „არმიელთა“ შ...
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პორტუგალიელი თანატოლები 34:10 დაამარცხეს და ზედიზედ მეოთხედ მოიპოვეს ევროპის ჩემპიონის ტიტული.
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველომ პირველად უმასპინძლა და თამაშები თბილისსა (რაგბი პლატო) და რუსთავში გაიმართა. გადამწყვეტი თამაში „ხარები არენაზე“ გაიმ...
‘ბათუმმა’ ‘აიას’ ქუთაისში 5 უპასუხო ლელო გაუტანა და ბონუსით, 29:0 დაამარცხა.
ზღვისპირელებისთვის ეს მიმდინარე სეზონში მესამე მოგებაა და 14 ქულით მე-5 ადგილზე აღზევდა. ‘აიას’ 12 ქულა დარჩა და მე-7 პოზიციაზეა.
„აია არენაზე“ თამაში მასპინძელთა შეტევებით დაიწყო, მაგრამ სტუმრებმა კარგა...
სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ 8-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ თბილისის ‘ლოკომოტივს’ 4 უპასუხო ლელო გაუტანა და გორში ბონუსით, 26:8 გაიმარჯვა.
‘ყაზბეგმა’ განვლილი 5 თამაშიდან 4 მოიგო, ჯამში 19 ქულას მოუყარა თავი და ხუთი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. ‘ლოკომოტივი’ ჯერა...
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა.
2015 წლიდან დღემდე, საქართველო ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებს ფინალს (2020 წელს ტურნირი კოვიდ-პანდემიის გამო ვერ ჩატარდა). ბოლო სამ ჯერზე ევროპის ჩემპიო...
რუსთავის ‘ხარებმა’ ‘ლელო-სარასენსს’ დრამატულ მატჩში 28:25 სძლია. დიდ დიღომში გამართულ შეხვედრაში თავდაპირველად უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ, მეორე ნახევარში მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა ბოლოს კვლავ რუსთაველებმა იმძლავრეს.
‘ხარებისთვის’ ეს მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვება...
ქუთაისის ‘არესმა’ თბილისის ‘ხვამლს’ გაწითლებულ დროზე გატანილი გარდასახვით 24:22 სძლია და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე რჩება.
დიდი 10-ის მე-5 ტურში, დებიუტანტმა ‘ხვამლმა’ მეტოქეს ტრადიციულად დიდი ბრძოლა გაუმართა და მართალია მეოთხედ დამარცხდა, მაგრამ მესამედ მოახერხა ნუგეშ-ქული...
დიდი 10-ის მე-5 ტურში, ბოლნისის ‘ყოჩებმა’ თბილისის ‘აკადემიას’ 15:10 სძლია. „რაგბი პლატოზე“ გამართულ დერბიში ქვემო ქართლელებმა მეტოქის შეცდომებით უკეთ ისარგებლეს.
პირველი ტაიმის დასაწყისში ნომინალურმა სტუმრებმა ორჯერ დაარტყეს ჯარიმა კარში, სანდრო ფურცხვანიძემ ერთი 3 ქულად აქცია დ...
ქართული რაგბი და რაჭული ლორის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Native Racha დამეგობრდნენ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა და Native Racha-ს დამფუძნებელმა ვასილ ბაბლუანმა მოაწერეს.
თანამშრომლობა ერთწლიანია, თუმცა...
ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მესამე ტური ფიცხელი ბრძოლებით აღინიშნა. ხსენებული ტურის შემდეგ დაუმარცხებლად პირველობას ‘ლელო’ და ‘ხვამლი’ აგრძელებენ, თუმცა მუხიანელებმა ბონუსით მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგეს და რატი ურუშაძის ბიჭები მაქსიმალური შედეგის მქონე ლიდერს 2 ქულით ჩამორჩნენ.
...
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ბელგიას 14 უპასუხო ლელო გაუტანეს, 86:0 დაამარცხეს და 9 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონის ტიტულს პორტუგალიასთან დაიცავენ.
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველო ზედიზედ მე-7-ედ ითამაშებს. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა გადამწყვეტი თამაში ზედიზედ სამჯერ მოიგ...
2022 წლის ნოემბერში ბორჯღალოსნები სამ ერთმანეთზე მაგარ ტესტ-მატჩს გამართავენ – ორს შინ და ერთს კარდიფში.
მსოფლიო რაგბმა მომავალი შეხვედრებისთვის მსაჯთა ბრიგადები დანიშნა. აღსანიშნავია, რომ სამივე მოედნის მსაჯს საქართველოსთან შეხება აქამდეც ჰქონია.
6 ნოემბერს ბორჯღალოსნები უ...
ნიკა ამაშუკელს დახუნძლული ნოემბერი ელის. საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნოემბერში ტიერ1 გუნდების სამ ტესტ-მატჩს და მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ერთ შეხვედრას იმსაჯებს.
ნოემბრის ტესტები 29 ოქტომბერს ტოკიოში, იაპონიისა და „ოლ ბლექსის“ შეხვედრით იხსნება და თამაშს 28 წლის ქართველი რეფ...
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
1/4-ფინალში ჩეხეთის 76:0 დამარცხების შემდეგ, სასტარტო 15-ეულში 9 ცვლილებაა – 4 ხაზში და 5 შერკინებაში. პოზიცია შეიცვალა ორმა მორკინალმა.
ბელგიასთან...
საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის მე-5 ტურში სამმა ქართველმა ლეგიონერმა ლელო გაიტანა. მათგან ორის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა, ერთი კი ამ ლელოს წყალობით ნუგეშ-ქულას გამორჩა.
‘ბრივმა’ მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება ‘ბეიონთან’ იზეიმა – 25:22. მასპინძელთა შ...
ქართული რაგბის თემმა დიდი დანაკლისი განიცადა. 80 წლის ასაკში გამოჩენილი ქართველი მორაგბე ილია (ილო) იოვაძე გარდაიცვალა.
ილია იოვაძე ოვალით 21 წლის ასაკში მოიხიბლა და რაგბში პირველი ნაბიჯები 1963 წელს, ოთარ დოღონაძის თავკაცობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში გადადგა.
უ...
პირველი ლიგის მესამე ტურის შემდეგ 14 ქულით სათავეში ‘ტაო’, ‘არმია’, და ‘არწივები’ უდგანან. ლიდერთა სამეულმა პირველობაზე ჩატარებულ ყველა შეხვედრაში იმარჯვა, თუმცა განვლილ ტურში ბონუსის გარეშე დარჩენილ მესხებს გურულები და „არმიელები“ გაუთანაბრდნენ. ‘იუნკერებმა’ პირველი გამარჯვება ი...
რეგიონული ლიგის დასავლეთ ჯგუფში წყალტუბოს ‘დინოზავრმა’ და ფოთის ‘კოლხი რაინდებმა’ მეოთხე ტურში მეტოქეებთან საცხრილო უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. იმერლები და კოლხები ქულათა მაქსიმუმით (20-20 ქულა) დამაჯერებლად ლიდერობენ და დიდი ალბათობით დასავლეთის გამარჯვებული სწორედ ხსენებ...
საქართველოში მიმდინარე 2022 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფავორიტების გამარჯვებებით დაიწყო. საქართველომ, ესპანეთმა და პორტუგალიამ 1/4-ფინალურ ეტაპზე დიდი სხვაობებით გაიმარჯვეს. თასის ნახევარფინალშია ბელგიაც, რომელიც 5 ოქტომბერს უმცროს ბორჯღალოსნებს „რაგბი პლატოზე“, 16:15 ს...
დიდი 10-ის მე-4 ტურის დასკვნით მატჩში, ქუთაისის ‘არესმა’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით 13:12 აჯობა და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემა.
ამ მოგების შემდეგ ‘არესი’ ‘ყაზბეგს’ და ‘ლელო-სარასენსს’ საცხრილო ქულებით გაუტოლდა, მათ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრ...
საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’, დიდი 10-ის მე-4 ტურში თბილისის ‘ლოკომოტივს’ 7 უპასუხო ლელო გაუტანა და დიდი ანგარიშით, 45:0 დაამარცხა.
„ბათუმი არენაზე“ თამაში სტუმართა შეტევებით დაიწყო, მაგრამ ზღვისპირელებმა თავი კარგად დაიცვეს, მე-5 წუთზე ცენტრიდან კონტრშეტევა წამოიწყეს და ლამაზ...
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის მესამე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში მაქსიმალური შედეგით (15 ქულა) მოქმედი ჩემპიონი ‘აია’ უდგას. რიხით დაიწყო პირველობა ‘აკადემიამაც’. მეორე ადგილზე დამკვიდრებულმა „მხატვრებმა“ 2 პრიციპულ მეტოქესთან (‘ხვამლი’, ‘ხარები’) ბონუსით იმარჯვეს და ქულებით პოტე...
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა საქართველოში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო პირველად მასპინძლობს, მასში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ის ფლეი ოფის სისტემით გაიმართება. შე...
2022 წლის 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დირექტორებმა – ადრი ვან დერ პლასმა რაგბი ევროპიდან და ლექსო გუგავამ საქართველოდან, ტურნირი ოფიციალური პრესკონფერენციით გახსნეს და საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს.
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო პირველად მასპინძლ...
ბოლნისის ‘ყოჩებმა’ დიდი 10-ის მეოთხე ტურში ქუთაისის ‘აიას’ „რაგბი პლატოზე“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 23:20 დაამარცხა.
დროის უმეტესი ნაწილი ბოლნისელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ დისციპლინაში პრობლემები ჰქონდათ. პირველ ტაიმში მათ სინბინის გამო 10-10 წუთით 4 მორაგბე დაკარ...
რუსთავის ‘ხარებმა’ დიდი 10-ის მეოთხე ტურის მეორე მატჩში, თბილისის ‘აკადემიას’ დაძაბულ ბრძოლაში 20:15 სძლია და სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა.
სანახაობრივ შეხვედრაში ‘აკადემია’ თავისი პირველი გამარჯვებისთვის იბრძოდა, მაგრამ მასპინძლები მედგრად დაუხვდნენ და მხოლოდ პირველი, ნუგეში...
დიდი 10-ის მე-4 ტურის პირველი შეხვედრა სანახაობრივი გამოვიდა. „ხვამლი“ და „ლელო-სარასენსი“ ერთმანეთს ბურთაობაში „ხვამლი არენაზე“ ეჯიბრებოდნენ და მაყურებელმა ჯამში 8 ლამაზი ლელო იხილა.
დინამიური შეხვედრა ‘ლელოს’ გამარჯვებით დასრულდა – 29:27. სტუმრებმა 5 ლელო გაიტანეს და 3 გა...
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 26 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 1-10 ოქტომბერს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად იბრძოლებს.
რაზმში 14 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშეა.
აგვისტოში, პარიზში გამართული შეკრების შემდეგ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამშობლოში ორი 5-დ...
ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მეორე ტურის შემდეგ ‘ლელომ’ ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. ჩემპიონი, მონაწილეთა შორის ერთადერთი გუნდია, რომელმაც პირველობის ორივე სადებიუტო შეხვედრაში მოახერხა პრემიის აღება. ლელოს მსგავსად, ასევე 2-2 გამარჯვება ‘ხვამლმა’ და ‘ბათუმი-1’-მა მოიპოვ...
დღეს დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“, ქართული რაგბისა და ახალგაზრდობისთვის უმნიშვნელოვანესი დღე იყო. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.
...
20 წლის დავით ნინიაშვილმა ‘სტად ფრანსეს’ ორი ლელო და ერთი ჯარიმა გაუტანა და ‘ლიონს’ ტოპ 14-ის მეოთხე ტურში 33:27 მოაგებინა.
კლუბში მწვრთნელებმა ის პირველად დააყენეს ფულბეკის პოზიციაზე და ქართველმაც ისეთი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა, რომ CANAL+Sport-მა ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაა...
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის მოქმედმა ჩემიონმა ‘აიამ’ მეორე ტურში მარნეულის ‘არმაზს’ უმასპინძლა და 40 უპასუხო ქულით მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. რიონისპირელები ქვემო ქართლელებს რაგბის ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ და ლელოთა გატანას ნებისმიერი ხერხით იოლად ახერხებდნენ.
‘აიას’ კ...
რეგიონული ლიგის მესამე ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით -15 ქულით, აღმოსავლეთში რუსთავი’ გალიდერდა, თუმცა ქვემო ქართლელებს დაკარგული ქულებით ‘პატარძეული’ და დედაქალაქური ‘წიქარა’ უტოლდებიან (2 თამაშში 10-10 ქულა). დასავლეთში კი სამივე შეხვედრის ბონუსით მოგება ‘დინოზავრმა’ და ‘კოლხი...
პირველი ლიგის 2 ტურის თავს ყველა შეხვედრის მოგება ‘ტაომ’, ‘არმიამ’, ‘არწივებმა’ და ‘არმაზმა’ მოახერხეს, თუმცა ხსენებული კვარტეტიდან ქულათა მაქსიმუმი მხოლოდ მესხებმა დააგროვეს, რამაც მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას შეგირდებს ერთპიროვნულად გალიდერების შესაძლებლობა მისცა.
მეორე ...
‘შავმა ლომმა’ რაგბი ევროპის სუპერ თასის მესამე ტურში რუმინულ ‘ვულვზს’ ორის წილ 7 ლელო გაუტანა, ბონუსით, 43:21 დაამარცხა და აღმოსავლეთ კონფერენციის სათავეში კომფორტული სხვაობით მოკალათდა.
მიმდინარე სეზონში ქართული ფრენჩაიზისთვის ეს მეორე გამარჯვება იყო, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრუ...
რაგბი ევროპის სუპერ თასის მესამე ტურში, წვიმიან ამინდში, ‘ბათუმმა’ „ბათუმი არენაზე“ ისრაელის ‘ჰითს’ 19:11 სძლია და ტურნირში პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
მასპინძლებმა მეტოქეს მეორე ტაიმში სამი ლელო გაუტანეს, თავად ერთი გაუშვეს და ბონუსი ვერ აიღეს. ‘ბათუმი’ 4 ქულით აღმოსა...
ხვალ, 25 სექტემბერს, ‘შავი ლომი’ რაგბი ევროპის სუპერ თასის მესამე ტურში რუმინულ ‘ვულვზს’ (მგლები) ქუთაისში, „აია არენაზე“ 16 საათზე უმასპინძლებს.
განვლილ ორ ტურში ჩვენმა მეტოქემ ისრაელის ‘ჰითთან’ 20:25 წააგო, ‘ბათუმს’ კი 37:25 სძლია და 5 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგი...
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი თავისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან ერთად 26 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ბოლო პერიოდში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და საქართველოს ნაკრების...
2022 წლის 1-იდან 10 ოქტომბრამდე, საქართველო 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ტურნირში ტრადიციულად 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ის ფლეი ოფის სისტემით გაიმართება. შეხვედრები თბილისში „რაგბი პლატოსა“ და რუსთავში „ხარები არენაზე“ ჩატარდება.
მონაწილე გუნდები არიან: საქ...
ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის მოქმედი ჩემპიონი ‘ლელო’ „ოქროს“ ჯგუფის რეგულარული სეზონის სადებიუტო შეხვედრაში ‘არმიას’ „რაგბი ჭალაში“ დაუპირისპირდა. გასული სეზონის შემდეგ ‘ლელოს’ შემადგენლობაში კარდინალური ცვლილებები განხორციელდა. ჩემპიონმა, ‘ლელოს’ უფროსი ასაკის ჭაბუკთა გუნდში არაერთი მორაგბ...
24 სექტემბერს, ვალიადოლიდში რაგბი ევროპის სუპერ თასის დასავლეთ კონფერენციაში ესპანური ‘იბერიანსი’ პორტუგალიურ ‘ლუზიტანუშს’ მასპინძლობს.
გუნდები 9-9 ქულით დასავლეთ კონფერენციის ლიდერები არიან და ურთიერთშეხვედრებში გადაწყდება ვინ დაიკავებს პირველ და ვინ მეორე ადგილს. პირველი ცენტრა...
სპორტული ტურიზმის ფარგლებში, გასულ კვირაში საქართველოს ისრაელის 7-ქალა გუნდი, ‘ბესი’ (ფუტკრები) ეწვია და მარტყოფის ბაზაზე ოთხთა ამხანაგური ტურნირი ითამაშა, რომელსაც ფესტივალის სახე ქონდა.
სასიამოვნოა, რომ ისრაელისა და საბერძნეთის კლუბების შემდეგ, ქართულ 7-ქალას ისრაელიდან კიდევ ე...
გასულ კვირაში საფრანგეთის ტოპ 14-სა და პრო დე2-ში სამი ქართული ლელო გავიდა. პირველ ელიტარულ დივიზიონში წლევანდელი სეზონის ანგარიში ბექა გიგაშვილმა გახსნა, მეორეში კი ლელოები გიორგი ჯავახიამ და ბექა შვანგირაძემ გახსნეს.
ზედიზედ მესამე მატჩია ბექა გიგაშვილი თამაშს ‘ტულონის’ ძირითად...
ქუთაისის ‘არესმა’ დიდი 10-ის მესამე ტურში ‘ბათუმს’ ბონუსით, 43:19 სძლია და სატურნირო ცხრილში 10 ქულით მესამე ადგილამდე აღზევდა.
შეხვედრა ‘არესის’ შეტევებით დაიწყო, მაგრამ შეცდომები მოსდიოდათ. სამაგიეროდ, მე-9 წუთზე ნიკა ძნელაძემ ჩაჭრა გადაცემა და ლელოთი ანგარიში გახსნა, ცოტნე კვე...
2023/24 წლების სეზონში დიდი 10-ის გუნდების ოდენობის შემცირების გადაწყვეტილებამ პირველი ლიგის გუნდებს მოტივაცია და პასუხისმგებლობა გაუორმაგა. რეგულარული სეზონის შემდეგ, მოწინავე კვარტეტი პლეი ოფით 2 წარმატებულ გუნდს გამოავლენს, რომლებსაც ელიტის საგზურისთვის დიდი 10-ის მე-8 და მე-7...
რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე ტურში ‘შავი ლომი’ ისრაელის ‘თელავივ ჰითს’ 25:25 დაუზავდა. ეს პირველი თამაშია, რომელიც ქართულმა ფრენჩაიზმა აღნიშნულ ტურნირში ფრედ დაასრულა.
ბათუმში ბონუსით, 29:3 მოგების შემდეგ, მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში 6 მოთამაშე შეცვალეს – სამი ხ...
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის 2022/23 წლების სეზონში 2004/05 წლებში დაბადებული მორაგბეები ითამაშებენ. ‘ბ’ ლიგაში კი ასპარეზობის უფლება 2006/07 წლებში დაბადებულ მოთამაშეებს ეძლევათ.
ჭაბუკთა ორივე, ‘ა’ და ‘ბ’ ლიგების „ოქროს“ ჯგუფთა ფორმატი უცვლელი დარჩა. ელიტაში, 8 გუნდის მონაწილეობით რეგულარუ...
ბოლნისის ‘ყოჩებმა’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ „რაგბი პლატოზე“ 32:18 სძლია და მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრა ნიკა რეხვიაშვილის ბენეფისად იქცა. მან სამი ლელო გაიტანა, მეოთხე კი მის წამოწყებულ შეტევას მოყვა. მიმდინარე სეზონში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთმა მორ...
საქართველოს ჩემპიონი ‘ბათუმი’, რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე ტურში,ბუქარესტში რუმინულ ‘ვულვზს’ 35 წუთის განმავლობაში ჯაბნიდა და 12-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ მეორე ტაიმში მეტოქის ფეხით თამაშს და საკუთარ შეცდომებს ვერაფერი მოუხერხა – 15:37.
ზღვისპირელებმა პირველი...
ქუთაისის ‘აიამ’ პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და დიდი 10-ის მესამე ტურში რუსთავის ‘ხარები’ 27:26 დაამარცხა.
სტეფანწმინდის ‘ყაზბეგთან’ და თბილისის ‘ლელო-სარასენსთან’ ერთად, ‘აია’ მიმდინარე ჩემპიონატში მესამე დაუმარცხებელი გუნდია და ის 11 ქულით მეორე ადგილზეა. ‘ხა...
რაგბი ევროპის სუპერ თასის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩისთვის ‘შავი ლომის’ სასტარტო შემადგენლობაში ექვსი ცვლილებაა – სამი ხაზში და სამიც შერკინებაში.
ჩვენი გუნდი ქუთაისში, „აია არენაზე“ ისრაელის ‘თელავივ ჰითსს’ მასპინძლობს. შეხვედრა 18 სექტემბერს, 16:30 საათზე დაიწყება და რადგა...
დედაქალაქურ დერბიში ‘ლელომ’ „რაგბი პლატოზე“ ‘აკადემიას’ 28:13 სძლია და გასულ ტურში ნათამაშები ფრის შემდეგ, დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა.
დაუმარცხებელი ‘ლელო’ 10 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ხოლო ‘აკადემია’ სამი ტურის შემდეგ კვლავაც უქულოდა...
სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა. მესამე ტურში ის ‘ხვამლს’ გორში დაუხვდა და ტაიმის 0:13 დათმობის შემდეგ, საბოლოოდ 33:13 იმარჯვა.
მასპინძლებმა ბონუს-ქულაც აიღეს და ჯამში 13-ით, სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. გორში შეკრებილმა მაყურ...
2023 წლიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატი ახალი ფორმატით და გუნდების გაზრდილი რაოდენობით ჩატარდება.
ექვსის ნაცვლად მონაწილეთა რაოდენობა 8 გუნდამდე იზრდება, რომლებიც ორ ოთხგუნდა ჯგუფში არიან განაწილებული. საქართველო ა ჯგუფში ესპანეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის ნაკრებებთან ითამაშებს,...
გასულ კვირაში საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონებში უკანახაზელებმა თითო-თითო ლელო გაიტანეს.
ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში ‘ლიონის’ ქართველ ლეგიონერებს ზედიზედ მეორე ტურია ლელო გააქვთ. თუ პირველ ტურში ბექა საღინაძე გამოირჩა, ამჯერად სეზონის პირველი 5 ქულა დავით ნინიაშვილმა მიითვალა. ‘ლა...
სეზონის წინ რეგიონულ ლიგაში მონაწილეთა რიცხვი სარეკორდოდ, 19 გუნდამდე გაიზარდა, რის გამოც საშეჯიბრო კომიტეტს პირველობის ფორმატში გარკვეული კორექტივების შეტანა მოუხდა. დასავლეთ ჯგუფში მონაწილე 8 გუნდი რეგულარულ სეზონში 2 წრედ (14 ტურად) იასპარეზებს და მოწინავე ორეული პლეი ოფში ითა...
რუსთავის ‘ხარებმა’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ 26:13 სძლია და დიდი 10-ის წლევანდელ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
„ხარები არენაზე“ გამართულ მატჩში მაყურებელმა საინტერესო სანახაობა იხილა. ორივე გუნდი ხელდახელ ბევრს უტევდა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა სტუმრები საკუთარი ...
რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველ ტურში ‘შავმა ლომმა’ ქართულ დერბიში ‘ბათუმი’ ბონუსით, 29:3 დაამარცხა.
საქართველოს ჩემპიონ ‘ბათუმს’ სუპერ თასზე სადებიუტო თამაში საკუთარ მოედანზე, „ბათუმი არენაზე“ ჰქონდა და მეტოქედ თასის მოქმედი ჩემპიონი ‘შავი ლომი’ ჰყავდა. ორივე გუნდს ეტყობოდა, რო...
დიდი 10-ის დებიუტანტმა ‘ხვამლმა’ უძლიერესთა შორის პირველი გამარჯვება მოიპოვა. მეორე ტურში მან დედაქალაქურ დერბიში ‘აკადემიას’ უმასპინძლა და 41:17 დაამარცხა.
‘ხვამლმა’ მეტოქეს ორის წილ 6 ლელო გაუტანა და ბონუს-ქულაც მოიპოვა. ის „მხატვრებს“ ჯაბნიდა როგორც ძალისმიერ, ასევე ხელდახელ თ...
დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში პირველი ფრე დაფიქსირდა. მეორე ტურში „ლელო არენაზე“ ‘ლელო სარასენსმა’ ქუთაისის ‘აიას’ უმასპინძლა და დაძაბულ მატჩში 25:25 დაუზავდა.
დრამატული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მაყურებელმა ეპრიზოდურად სწრაფი, ხელდახელ თამაში და ლამაზი ლელოები იხი...
რაგბი ევროპის სუპერ თასის ჩემპიონი ‘შავი ლომი’ ტიტულის დაცვას ქართული დერბით იწყებს. 11 სექტემბერს ის „ბათუმი არენაზე“ საქართველოს ჩემპიონ ‘ბათუმს’ 16:30 საათზე ეთამაშება.
2021/2022 წლების სუპერ თასის გამარჯვებული უკვე ბათუმშია. მანამდე გუნდმა 10-დღიანი შეკრება გაიარა „აია არენაზ...
ვიცე-ჩემპიონმა ბოლნისის ‘ყოჩებმა’ დიდი 10-ის ახალ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქუთაისის ‘არესთან’, მეორე ტაიმის დასაწყისში ისინი 31:0 დაწინაურდნენ და მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილ დროში ორი გარდასახული ლელო მიიღეს, სასურველი ანგარიში შეინარჩუნეს.
„რაგბი პლატოზე“ მასპინძლე...
სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’, ვიცე-ჩემპიონ ბოლნისის ‘ყოჩების’ შემდეგ, დიდი 10-ის ახალ სეზონში ჩემპიონი ‘ბათუმიც’ დაამარცხა და ორი თამაშიდან 8 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
თამაში ბათუმში, ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. ჩემპიონი სტუმრებს გადახალისებული შემადგენლობით და...
ბორჯღალოსნების გამოცდილი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე და უმცროსი ბორჯღალოსნების (20-წლამდე) მეორეხაზელი გიორგი კერვალიშვილი ‘შავ ლომს’ შეუერთდნენ.
35 წლის ბრეგვაძე სამშობლოში იაპონიიდან, ‘კუბოტადან’ დაბრუნდა. მის ანგარიშზე 70 სანაკრებო კეპი და 5 ლელოა. 19 წლის კერვალიშვილი თბილისის ‘ლოკომ...
საფრანგეთის ტოპ 14-ის 2022/2023 წლების პირველსავე ტურში ბექა საღინაძემ ‘ლიონის’ კვართით ლელო გაიტანა და საკუთარი გუნდის გამარჯვება განაპირობა.
მიმდინარე სეზონში ტოპ 14-ის 13 გუნდში 30 ქართველი ლეგიონერი ირიცხება, მათგან 12-ს ესპუარების კონტრაქტი აქვს და ერთ-ერთი დავით ნინიაშვილია...
დიდი 10-ის ახალი სეზონის დასკვნით მატჩში, ქუთაისის ‘აიამ’ თბილისის ‘აკადემია’ 36:8 დაამარცხა და ბონუს ქულაც ჩაიწერა.
„აია არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე თვალსასეირო თამაში გაიმართა. ორივე გუნდი მაღალ ტემპში, ხელდახელ ცდილობდა შეტევას. ხშირი იყო შეცდომები, რითაც მასპინძლებმა ის...
თბილისურ დერბიში ‘ლელომ’ ‘ლოკომოტივს’ ორის წილ 4 ლელო გაუტანა და 29:24 დაამარცხა. ნომინალური მასპინძლები რკინიგზელები იყვნენ, თუმცა კი შეხვედრა დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ გაიმართა.
თამაში ‘ლელოს’ შეტევებით დაიწყო, მაგრამ მე-5 წუთზე მათ წნეხის ქვეშ ფეხით გადაკიდებული ბურთი ვერ აი...
ქუთაისის ‘არესი’ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც 3-ით მეტი ლელოს გატანისთვის დიდი 10-ის ახალ სეზონში ბონუს-ქულა მიპოვა.
მასპინძლებმა რუსთავის ‘ხარებს’ 37:12 სძლიეს. სეზონოს პირველ მატჩში რუსთაველებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს და ამით ‘არესმა’ კარგად ისარგებლა.
საწყის 20 წუთში მასპინძელ...
2022/2023 წლების დიდი 10-ის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა კვირას, 4 სექტემბერს ქუთაისში გაიმართება. ‘აია’ „აია არენაზე“ თბილისის ‘აკადემიას’ 18 საათზე დაუხვდება.
2021 წლის ჩემპიონმა ‘აიამ’, გასული სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა. მას შემდეგ გუნდი 17-მა მოთამაშემ დატოვა და მთავ...
2022/2023 წლების დიდი 10-ის პირველსავე ტურში, მეორე შეხვედრაში სენსაცია დაფიქსირდა. სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ ვერცხლის პრიზიორ ბოლნისის ‘ყოჩებს’ გაწითლებულ დროზე ჯარიმა გაუტანა და 18:16 დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ თამაში ‘ყოჩების’ მოედანზე, „რაგბი პლატოზე“ გაიმართა, ნომინალურ...
საქართველოს 33-ე ეროვნული ჩემპიონატი „ხვამლი არენაზე“ დიდი 10-ის დებიუტანტ ‘ხვამლსა’ და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ‘ბათუმს’ შორის მატჩით გაიხსნა. დებიუტანტებმა ტიტულოვან მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართეს და პირველსავე ტურში პირველი საცხრილო ქულა მოიპოვეს მცირე სხვაობით მარცხისთვის –...
დიდი 10-ის 2022/2023 წლების პირველი ტურის მეოთხე მატჩში დედაქალაქური დერბია. დიდ დიღომში 18:30 საათზე, „ლელო არენაზე“ ‘ლოკომოტივი’ ‘ლელოს’ ეთამაშება.
გასული სეზონი რკინიგზელებმა მე-7 ადგილზე დაასრულეს და ფლეი ოფს მიღმა დარჩნენ. ზაფხულში გუნდი 12-მა მოთამაშემ დატოვა: რევაზ ხარაზიშ...
დიდი 10-ის ახალ, 2022/2023 წლების სეზონს ქუთაისის ‘არესი’ და რუსთავის ‘ხარები’ ქუთაისში, „აია არენაზე“ ხსნიან. თამაში 3 სექტემბერს 16:30 საათზე დაიწყება.
ქუთაისელებმა გასული გათამაშება მე-8 ადგილზე დაასრულეს. რადგან მომავალი წლიდან უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა 8-მდე შემცირდე...
2022/2023 წლების დიდი 10-ის პირველ ტურში, 2 სექტემბერს 18:30 საათზე, სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ მასპინძლის სტატუსით ეთამაშება.
‘ტაოსთან’ ორრაუნდიანი ბრძოლის შედეგად დიდ 10-ში ადგილის შენარჩუნების შემდეგ, ‘ყაზბეგი’ რამდენიმე გამოცდილმა მორაგბემ დატოვა – მერაბ ...
2022/ 2023 წლების დიდი 10-ის სეზონი ხვალ, 2 სექტემბერს „ხვამლი არენაზე“ გაიხსნება. დიდი 10-ის დებიუტანტი ‘ხვამლი’, 16:30 საათზე საქართველოს ჩემპიონ ‘ბათუმს’ მასპინძლობს.
მუხიანელებმა პირველი ლიგის მოგების შემდეგ მხოლოდ ორი კვირა დაისვენეს და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგნენ. გ...
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კლოდ სორელი და რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში ლევან ღვაბერიძე, პარიზში უმცროსი ბორჯღალოსნებისა (18-წლამდე) და ‘სტა...
რაგბი ევროპამ 2022 წლის სუპერ თასის თამაშების დაწყების დროები დააზუსტა.
მეორე ტურნირი, რომელშიც პირველის მსგავსად 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, 10 სექტემბერს დაიწყება. დასავლეთ კონფერენციაში კვლავინდებურად პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’, ესპანური ‘იბერიანსი’, ბელგიური ‘დევილსი’ და ნიდ...
საფრანგეთში შეკრებაზე მყოფმა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა (18-წლამდე), ‘სტად ფრანსეს’ ესპუართა გუნდს 30 წუთში სამის წილ 4 ლელო გაუტანა და არასტანდარტულ თამაშში დაამარცხა.
მასპინძელთა ინიციატივთ, გუნდებმა არასტანდარტული, მართვადი ვარჯიში და ორი 15-წუთიანი ტაიმი გამართეს. გახურების შემდ...
2022/2023 წლების დიდი 10-ის გათამაშების დაწყებამდე სამი დღე რჩება. 2 და 3 სექტემბერს ახალი სეზონის ორ-ორი თამაში გაიმართება, ერთი კი კვირას, 4 სექტემბერსაა ჩანიშნული.
ჩემპიონატი პარასკევს, 16:30 საათზე „ხვამლი არენაზე“ გაიხსნება, სადაც დებიუტანტი ‘ხვამლი’ ჩემპიონ ‘ბათუმს’ მასპინძ...
საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლობითი დელეგაცია საფრანგეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფება.
დელეგაციაში არიან რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი, სასწავლო ცენტრის დირექტორი გიორგი ჭუმბურიძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩევ...
საფრანგეთში შეკრებაზე მყოფი უმცროსი ბორჯღალოსნები ხვალ ‘სტად ფრანსეს’ თანატოლებთან მართვად ვარჯიშს გამართავენ, მერე კი ერთ ტაიმს ითამაშებენ.
ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა 25 აგვისტოს ამხანაგური თამაში ‘სურენსთან’ გამართეს, მეტოქეს 4 ლელო გაუტანეს და მასპინძლები 24:21 დაამარცხეს. ჩ...
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა (18-წლამდე) ფრანგულ ტურნეზე პირველი ამხანაგური თამაში გამართეს და ადგილობრივი ‘სურენსი’ 24:21 დაამარცხეს.
შეთანხმების თანახმად, მატჩში ტურნეზე მყოფმა 30-ივე მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. ის მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მეტოქე 14:0 დაწინაურდა, თუმცა უმც...
საქართველოს რაგბის კავშირი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 70 წლის ასაკში გარდაიცვალა ვეტერანი მორაგბე, ქუთაისის ‘აიას’ ლეგენდარული კაპიტანი თომა (როზბერტ) ობოლაძე.
თომა ობოლაძემ რაგბის თამაში სტუდენტობის ხანაში, ქუთაისში დაიწყო და მალევე, 1976 წლიდან რიონისპირელთა მთავარი გუნდების ...
ფრანგულ ტურნეზე მყოფი უმცროსი ბორჯღალოსნები (18-წლამდე) ხვალ პირველ ამხანაგურ თამაშს ‘სურენსის’ წინააღმდეგ, ჩვენი დროით 21 საათზე გამართავს.
სურენსი პარიზის მახლობლად, მისი ცენტრიდან 9 კილომეტრის დაშორებით მდებარე ადმინისტრაციული დანაყოფია, ‘სურენსის’ კაცთა გუნდი კი საფრანგეთის რ...
საქართველოს რაგბის კავშირის ფიზ. მომზადების ჯგუფი, 10-11 სექტემბერს გეგმავს მსოფლიო რაგბის ფიზ. მომზადების პირველი დონის სემინარის ჩატარებას თბილისში, „შევარდენის“ სარაგბო ბაზაზე.
სემინარზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული ფორმა და 30 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნონ შე...
საქართველოს 7-კაცას ჩილეში გამართული მსოფლიო სერიის შესარჩევი ტურნირის მოგებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.
ტურნირის დასკვნით დღეს, ნახევარფინალში, ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისთვის ჩვენმა გუნდმა რევანში აიღო – მასპინძელი ჩილე 31:14 დაამარცხა. მეტოქე დებიუტშივე დაწინაურდა, თუმცა...
საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად ქართული სარაგბო თემი, პირველი თაობის ვეტერან მორაგბეს, ირაკლი კიზირიას, ულოცავს 81 წლის იუბილეს.
ირაკლი კიზირია რაგბს გასული საუკუნის 60-იან წლებში თამაშობდა და ქართული რაგბის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან თამაში შუამარბად დაიწყო, მერე კი 9 და 1...
საქართველოს 7-კაცა ჩილეში მიმდინარე მსოფლიო სერიის შესარჩევი ტურნირის ნახევარფინალშია და სანუკვარ საგზურამდე ორი ნაბიჯი აშორებს.
სანტიაგოში ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის გაწვრთნილი გუნდი, ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში მასპინძელ ჩილეს შეხვდა და პირველსავე წუთზე 0:7 ჩამორჩა, თუმ...
საქართველოს 7-კაცა 12-14 აგვისტოს მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს, რომელსაც ჩილე, სანტიაგო უმასპინძლებს. თამაშები „სანტა ლაურას“ სტადიონზე გაიმართება.
მსოფლიო სერიის საგზურისთვის პლანეტის ექვსივე რეგიონის 12 გუნდი იბრძოლებს, რომლებიც სამ 4-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილე...
საქართველოს 7-კაცა 12-14 აგვისტოს მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს, რომელსაც ჩილე, სანტიაგო უმასპინძლებს. თამაშები „სანტა ლაურას“ სტადიონზე გაიმართება.
მსოფლიო სერიის საგზურისთვის მსოფლიოს ექვსივე რეგიონის 12 გუნდი იბრძოლებს, რომლებიც სამ 4-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილე...
2022-2023 წლების დიდი 10-ის გათამაშება 2 სექტემბერს დაიწყება, ხოლო პირველი ლიგა – 16 სექტემბერს.
რაგბის კავშირის გამგეობის 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, 2023-2024 წლების დიდი 10-ის გათამაშებისთვის მონაწილეთა რაოდენობა 8 გუნდამდე შემცირდება, რისი მიზანიც შიდა ჩემპიონ...
საქართველოს რაგბის კავშირი, სრულიად ქართული რაგბის თემის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის გამო.
რაგბის კავშირი მუდამ გამოხატავდა და გამოხატავს უდიდეს პატივისცემას ქართველი და მსოფლიოს მაშველების მიმართ. ისინი არიან გმირები, რომლებიც საკუთარი ჯან...
რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე გათამაშება 11 სექტემბერს ბათუმში, ქართული დერბით იწყება. თასის მოქმედი გამარჯვებული ‘შავი ლომი’ პირველ ტურში დებიუტანტს, საქართველოს ჩემპიონ ‘ბათუმს’ ეწვევა.
პირველი გათამაშების მსგავსად, ტურნირში ამჯერადაც 8 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომლებიც ჯგუფ...
საქართველოს 7-კაცა 12-14 აგვისტოს მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს, რომელსაც ჩილე, სანტიაგო უმასპინძლებს. თამაშები „სანტა ლაურას“ სტადიონზე გაიმართება.
მსოფლიო სერიის საგზურისთვის მსოფლიოს ექვსივე რეგიონის 12 გუნდი იბრძოლებს, რომლებიც სამ 4-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილე...
ბელგია, პოლონეთი და გერმანია 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში ითამაშებენ. წელს ტურნირიდან არავინ გავარდნილა, შედეგად, გაისად ის 6-ის ნაცვლად 8-გუნდიანი იქნება.
2022 წლის რაგბი ევროპის ალაფაზე ბელგიამ პირველი ადგილი დაიკავა, პოლონეთი კი მეორე იყო. რადგან რუსეთი დისკვალიფიცირებუ...
პირველი დონის სემინარის დაწყებამდე სავალდებულოდ გასავლელი მასალა
დონე-1-პრეკურსის-ტესტები-ახალი-1
https://rugby.edu.ge/?page=page&id=6
მზაობა რაგბისთვის
სახემძღვანელო დონე ერთი (სავალდებულოდ წასაკითხი და ამოსაბეჭდი)
მეორე დონის სემინარის დაწყებამდე სავალდებულოდ გასავლე...
ბორჯღალოსნების ტრიუმფალურ გამარჯვებას იტალიასთან (28:19), ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ცნობილი ბიზნესმენი, წიგნების ავტორი და მსოფლიო ბიზნეს-ტელეარხების ანალიტიკოსი მარკ ჰეინს დენიელი ესწრებოდა.
მან საქართველოსთან ერთად იზეიმა ეს უდიდესი წარმატება, ჩვენთან ინტერვიუში კი იმ ეკონომიკ...
საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი 2022 წლის ოთხი ერის ორ თამაშზე იმსაჯებს.
სამხრეთ ნახევარსფეროს უმთავრეს ტურნირზე მისი დებიუტი 27 აგვისტოს, ახალი ზელანდიისა და არგენტინის მატჩზე შედგება. ქრაისთჩერჩში ნიკა მთავარი მსაჯი იქნება. ამაშუკელი ზელანდიაში დარჩება და 3 სექტემბერ...
პორტუგალიასთან ქუთაისში, „აია არენზე“ გამართული ტესტ-მატჩი მე-100 იყო 34 წლის ფრთის მოთამაშე სანდრო თოდუასთვის. მერაბ კვირიკაშვილის, დავით კაჭარავასა და გიორგი ჩხაიძის შემდეგ, ის მეოთხე ქართველი ცენტურიონია.
თოდუას სანაკრებო დებიუტი 20 წლის ასაკში, 2008 წელს ჩეხეთთან 22:3 მოგებულ...
საქართველოს 7-კაცა ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო თასის საგზურამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.
რუმინეთში, ბუქარესტში გამართული შესარჩევი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მსოფლიო თასის მომავალ მონაწილეებთან – გერმანიასთან და უელსთან მოუწია შეხვედრა და ორივე შემთხვევაში გამარჯვება მეტო...
ბორჯღალოსნებმა 2022 წლის ზაფხულის სერიის დასკვნით მატჩში პორტუგალია 23:14 დაამარცხა და ბათუმში, იტალიის ძლევით (28:19) გამოწვეული ზეიმი ქუთაისში გაგრძელდა.
ეს იყო ამ გუნდების 24-ე დაპირისპირება, რომელთაგან 17 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, 3 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. აღსანიშნ...
მიხეილ ბაბუნაშვილს და ბექა შვანგირაძეს პორტუგალიის წინააღმდეგ სანაკრებო დებიუტი ექნებათ.
ზაფხულის სერიის დასკვნითი მატჩის წინ, რომელსაც ბორჯღალოსნები დღეს, 18 საათზე „აია არენაზე“ გამართავენ, გუნდის რამდენიმე მოთამაშეს სიცხე მისცა. მათ შორის არიან ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე, რ...
ბორჯღალოსნები ზაფხულის სერიებს 16 ივლისს ქუთაისში, „აია არენაზე“ კარგად ნაცნობ პორტუგალიასთან მატჩით ასრულებენ.
„ლობუში“ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მეტოქეა და აქამდე მასთან 23-ჯერ გვითამაშია (10-ჯერ შინ, 12-ჯერ სტუმრად და ერთხელ ნეიტრალურ მოედანზე). მომავალ მეტოქესთან 16 გამ...
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, საქართველოს ჩემპიონ ‘ბათუმს’ და მთელს ქვეყანას გუნდის რაგბი ევროპის სუპერ თასზე მიწვევა მიულოცა:
„ვულოცავ ‘ბათუმს’ დიდ აღიარებას, – რაგბი ევროპის სუპერთასის ჩემპიონატზე მიწვევას, – ეს დიდი სიხარულია მთელი ქართული სარაგბო ო...
ზაფხულის სარაგბო ზეიმის მესამე კვირა ბათუმიდან კვლავ ქუთაისში ბრუნდება. ივლისის ტესტ-სერიის დასკვნით შეხვედრას ბორჯღალოსნები 16 ივლისს 18 საათზე, პორტუგალიასთან „აია არენაზე“ გამართავენ.
პირველად 2015 წლის შემდეგ, საქართველომ ზაფხულის სამივე თამაში სამშობლოში გამართა. 3 ივლისს ქუ...
საქართველოს 7-კაცა ნაკრები 16-17 ივლისს 2022 წლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიო თასის (რაგბი7-ში) შესარჩევ ტურნირში ითამაშებს, რომელსაც ბუქარესტი (რუმინეთი) უმასპინძლებს.
ჩვენი გუნდის მწვრთნელებმა ბესიკ ხამაშურიძემ და გია ლაბაძემ, რაგბი ევროპის ეტაპებისგან განსხვავებული შემადგენლობა და...
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 20-წლამდე ექვსი ერის ზაფხულის სერიებში ირლანდიას და შოტლანდიას გადაასწრეს და მე-6 ადგილი დაიკავეს.
ლადო კილასონიას შეგირდებს მე-5 ადგილისთვის საფრანგეთის დამარცხების შანსი ქონდათ, მაგრამ შეცდომები დაუშვეს, მატჩის დებიუტში მოპოვებული 10-ქულიანი უპირატესობა ...
ხვალ, 12 ივლისს უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა ზაფხულის სერიების დასკვნით შეხვედრას მე-5 ადგილისთვის, საფრანგეთთან გამართავენ.
მატჩი ჩვენი დროით 17 საათზე დაიწყება.
ფრანგებმა ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიას 42:21 მოუგეს, ინგლისთან 20:29, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან 27:42 დამარცხდნენ და მ...
ბათუმის „აჭარაბეთ არენას“ სავსე ტრიბუნებიდან გულშემატკივრების შეძახილებით გამხნევებულმა ბორჯღალოსნებმა, იტალიას ერთის პასუხად სამი ლელო გაუტანეს და ისტორიაში პირველად ტიერ1-ის გუნდი დაამარცხეს – 28:19.
იტალიასთან მანამდე ოთხჯერ გვქონდა ნათამაშები, ოთხივეჯერ სტუმრად და ყველა...
პირველად დამოუკიდებელი ქართული რაგბის 33-წლიან ისტორიაში, საქართველომ ტიერ1-ის გუნდი დაამარცხა!
ბორჯღალოსნებმა ბათუმში პირველად ითამაშეს და სამდღიანი სარაგბო ზეიმი ახალ, „აჭარაბეთ არენაზე“ ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულეს. მათ იტალიას 3 ლელო (თოდუა, აბჟანდაძე 2) გაუტანეს, თედო აბ...
დღეს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ბორჯღალოსნებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პრესკონფერენცია გამართეს.
ლევან მაისაშვილი: „ლოგიკურია, რომ ჩვენგან ყველა ფიზიკურ, ძალისმიერ თამაშს ელოდება და ალბათ, ი...
რაგბის კავშირის ხელშეწყობით, რეგიონული ლიგის კლუბ ფოთის ‘კოლხ რაინდებსა’ და კომპანია „აისბერგ ფოთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ფოთს ზოგადად სპორტში და მათ შორის რაგბში დიდი ტრადიციები აქვს. ბორჯღალოსნების კვართით ამ ქალაქის აღზრდილთაგან დიმა ბასილაიას, ზურა...
10 ივლისს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ გასამართ ისტორიულ ტესტ-მატჩთან დაკავშირებით, აჭარის ზღვისპირა დედაქალაქში სამდღიანი სარაგბო ზეიმი გაიმართება.
ქართული რაგბი გულშემატკივართა განწყობის ამაღლებას 8 ივლისიდან იწყებს. ბათუმის ევროპის მოედანზე 20 საათზე დაიწყება მიუზიკლი „გაყრა“, ა...
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ექვსი ერის ზაფხულის სერიების მესამე მატჩში შოტლანდიას 8 ლელო გაუტანეს და სარეკორდო სხვაობით, 55:17 დაამარცხეს.
20-წლამდელთა დონეზე შოტლანდიას ზედიზედ მესამედ მოვუგეთ, თუმცა ასეთი სხვაობა არასდროს დაფიქსირებულა. 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონ...
45 წლის ჯო ვურზლი ერთ-ერთია იმ სამი ახალი სპეციალისტიდან, რომელიც ბორჯღალოსნებს ზაფხულის ტესტ-სერიებისთვის დაემატა.
ინგლისელ დაცვის მწვრთნელს მთლად ახალი არ ეთქმის, რადგან 2019 წლის მსოფლიო თასზე ის უკვე მუშაობდა საქართველოს ნაკრებში. დასრულებულ საკლუბო სეზონში ის ტოპ 14-ის ფინალ...
ბორჯღალოსანთა პირველხაზელი მიხეილ ნარიაშვილი შემოდგომაზე ორ ოპერაციას გაიკეთებს, სარეაბილიტაციო პერიოდის დასრულების შემდეგ კი მოედანს დაუბრუნდება.
ფრანგულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 32 წლის მორაგბემ მოთამაშის კარიერა დაასრულა და ფედერალ3-ის ‘უზესის’ მწვრთნელი გახდა, რაც სი...
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიების მესამე მატჩში შოტლანდია რეკორდული სხვაობით, 55:17 დაამარცხა და ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა.
თუ არ ჩავთვლით საწყის 20 წუთს, საქართველო სრულ უპირატესობას ფლობდა და ტაიმში 4-4 ლელო გაიტანა. ამ გამარჯვების შე...
ბორჯღალოსნების ახალ ზელანდიელი დერეფნის მწვრთნელი პოლ ტიტო იმედოვნებს, რომ სამწვრთნელო შტაბში მისი და სხვა ახალი სპეციალისტების მუშაობის შედეგს ქართველი გულშემატკივარი ზაფხულის სერიების დასრულებამდე დაინახავს.
44 წლის შერკინების მწვრთნელი, რომელსაც მეორე ხაზის პოზიციაზე ‘ჩიფსში’,...
უმცროსი ბორჯღალოსნები ხვალ, საქართველოს დროით 19 საათზე 20-წლამდე ექვსი ერის ზაფხულის სერიების ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას შოტლანდიასთან გამართავენ.
პირველ ორ შეხვედრაში საქართველომ მასპინძელ იტალიას და უელსს სამ-სამი ლელო გაუტანა, მაგრამ ორივე შემთხვევაში გამარჯვება მეტოქე...
რაგბის კავშირის ინიციტივით და საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით, 10 ივლისს ბათუმში, საქართველოსა და იტალიას შორის გასამართი მატჩისთვის დამატებითი რეისი დაინიშნა.
3 ივლისს ქუთაისში დაწყებული სარაგბო ზეიმი ბათუმში გაგრძელდება. ისევე, როგორც არგენტინა XV-თან მატჩამდე, ზღვისპირა ქალა...
საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე, კრაკოვის ეტაპზე მე-6 ადგილი დაიკავა, ორი ეტაპის ჯამში კი მე-8 ადგილზე გავიდა.
პოლონეთში გამართული ტურნირის პირველ დღეს, პირველი ეტაპის გამარჯვებულმა გერმანიამ 22:12, ხოლო ბელგიამ 19:10 გვაჯობა. მეორე დღეს საფრანგეთმა 28...
ბორჯღალოსნებმა არგენტინა XV-ს პირველ ტაიმში ორი ლამაზი ლელო გაუტანეს და 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება სამხრეთელ სტუმრებს დარჩათ – 30:24.
ეს იყო ორი განსხვავებული ტაიმის მატჩი. პირველ ნახევარში მასპინძლები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მაღალ ტ...
რამდენიმე საათში „აია არენაზე“ ზაფხულის სერიის პირველი მატჩი დაიწყება, რომელშიც ბორჯღალოსნები არგენტინა XV-ს ეთამაშებიან.
მატჩის დღის ფარგლებში ქუთაისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი, რაც თამაშის დაწყებამდე ქალაქში საზეიმო განწყობას შექმნის.
14:00 საათზე საქართველოს რაგბის კავშ...
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის ზაფხულის ტესტ-სერიის პირველი მატჩისთვის უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა.
3 ივლისს საქართველო ქუთაისში, „აია არენაზე“ არგენტინა XV-ს 18 საათზე ეთამაშება.
ეს ამ გუნდების მეოთხე შეხვედრაა. არგენტინა XV-ს პირველად ქართული რაგბის 50 წლის იუ...
„არგენტინა XV დამოუკიდებელი გუნდი რომ იყო, მერწმუნეთ, მსოფლიო რეიტინგის მოწინავე 15-ეულში აუცილებლად იქნებოდა“ – დარწმუნებულია ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე.
საქართველო არგენტინა XV-ს, რომელიც წელს განსაკუთრებით ძლიერი შემადგენლობითაა დაკომპლექტებული 3 ივლისს ქუთაის...
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა უელსელ თანატოლებს პირველ ტაიმში სამი ძალისმიერი ლელო გაუტანეს და 21:13 დაწინაურდნენ, მაგრამ გაწითლებულ დროზე მეტოქის ლელოდან 6 მეტრში საკუთარი დერეფანი პირველად ვერ მოიგეს და მხოლოდ ნუგეშის ქულას დასჯერდნენ – 24:30.
იტალიასთან მატჩის მსგავსად, უელსთა...
საქართველოს 7-კაცა ნაკრები ხვალიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე, კრაკოვის ეტაპზე ითამაშებს.
ჩვენი გუნდი „ა“ ჯგუფში გერმანიის, ბელგიის, საფრანგეთის და ჩეხეთის ნაკრებებთან მოხვდა, „ბ“ ჯგუფში კი ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, ლიეტუვა და პოლონეთი მოხვდნენ.
1 ივლისს ტურნირი 16:28 ს...
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიების მეორე მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობის 9 მოთამაშე შეცვალა.
ხაზის მოთამაშეებიდან ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს ცენტრმა თორნიკე კახოიძემ და ფრთებმა – გაგა ქევხიშვილმა და შალვა აფციაურმა. სრულ...
მეოთხე დღეა ბორჯღალოსნები ქუთაისში, ‘აიას’ ბაზაზე ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის მზადებას გადიან.
გუნდმა შეკრება 26 ივნისს, 33-კაციანი შემადგენლობით დაიწყო. გამოძახებულთაგან ერთი – გელა აფრასიძე გუნდს დღეს შეუერთდა. 24 ივნისს მისმა ‘მონპელიემ’ ტოპ 14-ის ფინალში ‘კასტრი’ დაამარც...
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა, ‘ბათუმს’ ჩემპიონობა მშობლიურ ქალაქში მიულოცეს.
დიდი 10-ის 2021/2022 წლების ფინალში, ‘ბათუმმა’ ‘ყოჩები’ 23:14 დაამარცხა და ტიტული მეოთხედ მოიპოვა. დაძაბულმა შეხვედრ...
ზაფხულის ტესტ-სერიებზე ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბი სამი მაღალი დონის სპეციალისტით გაძლიერდება.
დაცვის მწვრთნელი ჯო ვურზლი, ფორვარდების მწვრთნელი პოლ ტიტო და სპორტის მეცნიერი, ფიზ. მომზადების კონსულტანტი ბენ პოლარდი, ჯერჯერობით გუნდში საცდელი ვადით იმუშავებენ. არაა გამორიცხულ...
უმცროსი ბორჯღალოსნების 9 ნომერი კოტე იაშვილი დარწმუნებულია, რომ ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიების მომდევნო ორ მატჩში გუნდი წარმატებას მიაღწევს.
ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იტალიას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, ნიკა სუთიძისა და პაატა გალდავას ლელოებით...
საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა რაგბი ევროპის პირველ, ლისაბონის ეტაპზე მხოლოდ ერთი თამაში მოიგო და მე-9 ადგილი დაიკავა.
წელს ჩემპიონატი განსხვავებული სისტემით ჩატარდა. 10 გუნდი ორ ჯგუფად გაიყო და თითოეულ მონაწილეს ჯგუფურ ეტაპზე ოთხი თამაშის გამართვა უწევდა, დაკავებული ადგილის მიხედვი...
ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიების პირველ მატჩში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იტალიას სამი ლელო გაუტანეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მეტოქემ 36:19 იმარჯვა.
2022 წლის ექვს ერზე იტალიელებს ორივე მომავალი მეტოქე დამარცხებული ყავთ – შოტლანდია 27:13 და უელსი 27:20. გარ...
მიხეილ ნარიაშვილისა და გელა აფრასიძის ‘მონპელიემ’ ტოპ 14-ის ფინალში ლევან ჩილაჩავას ‘კასტრი’ 29:10 დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.
‘მონპელიეს’ ტოპ 14-ის ფინალი ორჯერ ქონდა ნათამაშები – 2011 და 2018 წლებში, თუმცა წინა ორივე შემთხვევაში მარცხი განიცადა, ახლა კი სანუკ...
საქართველოს 7-კაცა ნაკრები 13-კაციანი შემადგენლობით ლისაბონში გაემგზავრა, სადაც 25-26 ივნისს რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ითამაშებს.
წელს ჩემპიონატი ორ ეტაპად იმართება და მასში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საქართველო „ა“ ჯგუფში ესპანეთის, პორტუგალიის, ჩეხეთის და ბელგ...
„იტალიასთან თამაშს 2018 წლიდან ველოდები, როდესაც მათ ბოლოს ვეთამაშეთ“ – ამბობს ბორჯღალოსანთა მესამეხაზელი ბექა საღინაძე, რომელიც უკვე საქართველოშია და ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის ემზადება.
3 ივლისს საქართველო „აია არენაზე“ არგენტინა XV-ს დაუხვდება (18:00); 10 ივლისს ბათუმში ...
კიდევ ორი ბორჯღალოსანი – ‘ტულონის’ ბურჯი ბექა გიგაშვილი და ‘ლიონის’ ფრთა დავით ნინიაშვილი მე-10 და მე-11 ბარბაროსები გახდნენ.
1890 წელს დაარსებული წვეული გუნდის შემადგენლობაში ბორჯღალოსნებიდან უთამაშიათ: დავით ქუბრიაშვილს, გოდერძი შველიძეს, დავით კაჭარავას, მამუკა გორგოძეს,...
ბორჯღალოსანმა გელა აფრასიძემ საკუთარი ნახევრიდან ორი ჯარიმა გაიტანა და ‘მონპელიე’ 2022 წლის ტოპ 14-ის ფინალში გაიყვანა.
მისი გუნდი ნახევარფინალში ‘ბორდოს’ ეთამაშებოდა და პირველი ტაიმის შემდეგ 13:10 იგებდა. მეორე ტაიმის უდიდესი ნაწილი ანგარიში არ შეცვლილა და მაშინ, როდესაც დაძაბულ...
საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა რაგბი ევროპის „ალაფის“ ორი ეტაპის ჯამში მეშვიდე ადგილი დაიკავა.
გოგონებმა ზაგრების ეტაპი მე-7, ხოლო ბუდაპეშტის მე-8 ადგილზე დაასრულეს, ჯამში 14 ქულა დააგროვეს და საბოლოოდ, შარშანდელის მსგავსად მე-7 ადგილზე გავიდნენ.
მეორე ეტაპის მეორე სათამაშო დღეს გოგ...
ქარის თასის ნახევარფინალში ‘შავი ლომისა’ და ‘გრიფონსის’ შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 31:31 დასრულდა, დამატებით დროში კი მასპინძლებმა 41:38 იმარჯვეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
‘გრიფონსი’ ქარის თასის საუკეთესო გუნდი იყო. მან რეგულარული ჩემპიონატი დაუმარცხებლად განვლო და ‘შავ ლომს...
საქართველოს 7-ქალა ნაკრები, რაგბი ევროპის მეორე, ბუდაპეშტის ეტაპზეც ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და თასის მეოთხედფინალში მეტოქედ კვლავ პორტუგალია ერგო.
ზაგრების ეტაპის შემდეგ გუნდს ტრავმების გამო ნათია გავაშელი და მარიამ ბერანძე დააკლდა, შევსების სახით კი ანა ხაბულიანი დაემატა და ...