რა კრიტერიუმით ხვდება ნივთერება ან მეთოდი აკრძალულ სიაში?

აკრძალულ სიაში შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი ნივთიერება ან მეთოდი რომელიც აკმაყოფილებს სამიდან ორ კრიტერიუმს:

  1. აქვს პოტენციალი გაუმჯობესების ან სპორტული შედეგის გაუმჯობესების;
  2. წარმოადგენს ფაქტობრივ ან პოტენციურ საფრთხეს სპორტსმენის ჯანმრთელობისთვის;
  3. არღვევს სპორტული სულის კრედოს (ეს განსაზღვრება გაწერილია კოდექსში).

ნივთერებები ან მეთოდები რომლებიც ნიღბავენ ეფექტს ან აკრძალული ნივთიერების ან მეთოდის აღმოჩენას ასევე აკრძალულია. ასევე, ნივთერება რომელიც არ არის დადასტურებული ადამიანის მოხმარებისთვის ასევე შეიძლება იყოს აკრძალული.

აკრძალული სიის გადახედვა ხდება ყოველწლიურად მეცნიერებთან, სამედიცინო და ანტი–დოპინგ ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე რათა შეესაბამებოდეს მიმდინარე სამედიცინო და სამეცნიერო მტკიცებულებებს და დოპინგის პრაქტიკას.

აკრძალული ნივთიერებები

მსოფლიო ანტი–დოპინგური სააგენტოს მიერ გამოცემული აკრძალული სია ორგანიზებას უკეთებს აკრძალულ ნივთიერებებს სხვადასხვა კლასის მიხედვით. ქვემოთ არის მოცემული ინფორმაცია თითოეული კლასის ნივთიერების შესახებ (აღწერა, ეფექტი, გვერდითი მოვლენა).

ყველა დროს აკრძალული ნივთიერებები (როგორც საშეჯიბრო ისე არასაშეჯიბრო პერიოდში)

S1 ანაბოლიკები

ანაბოლიკები არის სტეროიდული ჰორმონი, როგორიცაა ტესტოსტერონი და სხვა ნივთიერებები, მსგავსი მამაკაცური ჰორმონის ეფექტით. ეს აღვივებს ანაბოლურ მეტაბოლურ მდგომარეობას. ანაბოლური აგენტების ჯგუფი (ანაბოლური=ქსოვილის აშენება) იყოფა შემდეგნაირად:

  1. ეგზოგენური და ენდოგენური ანაბოლური ანდროგენული სტეროიდებ(აას) – ეს მოიცავს ჰორმონალურ სტეროიდებს როგორიცაა მამაკაცური ჰორმონი ტესტოსტერონი და ნივთიერებები იგივე ეფექტით როგორიცაა ტესტოსტერონი (ანდროგენული=მამაკაცური). ეს ნივთიერებები ან გამომუშავდება სინთეტიურად და ხდება შეყვანა სხეულში გარედან (ეგზოგენური) ან სხეული გამოიმუშავებს ბუნებრივად (ენდოგენური)
  2. სხვა ანაბოლური აგენტები, როგორიცაა ბეტა–2 აგონისტები კლენბუტეროლი და ზილპატეროლი, რომელსაც აქვს ანაბოლური ეფექტი კუნთოვან სისტემაზე, ან ანდროგენული რეცეპტორების სელექტიური მოდულატორები (არსმ–ები), რომლის ეფექტია იგივეა რაც ანაბოლური ანდროგენული სტეროიდების.

გვერდითი მოვლენები: ანაბოლურ აგენტებს აქვთ საკმაოდ ფართო სპექტრი გვერდითი მოვლენებისა, რამოდენიმე მათგანი სახიფათო, როგორიცაა გულსისხლ ძარღვთა სისტემის ზიანი, ღვიძლის დაავადება ან ღვიძლის კიბო, ლიპიდური მეტაბოლიზმის ცვლილება რომელსაც მიყავს არტერიების გამაგრებამდე (არტერიოსკლეროზისი), წყლის დაგროვება სხეულის ქსოვილში, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები (დეპრესია, აგრესია, ლიბიდო), მოზარდებში ზვლოვანი მასის ნაადრევი ჩამოყალიბება ან ეფექტი რეპროდუქციულ სისტემაზე.

2016 წელს ართურ ბუვერი თამაშობდა ნამიბიის სახელით 2016 წლის მსოფლიო რაგბის ერთა თასზე ბუქარესტში, სადაც დოპინგ ტესტის შედეგად მის სინჯზე იყო პოზიტიური პასუხი აკრძალულ ნივთიერებაზე – ქლოროდეჰიდრომეთილტესტოსტერონი (S1 ანაბოლიკი). მსოფლიო რაგბის სანქციის მიხედვით დისკვალიფიცირებულ იქნა 4 წლით.

 

S2 ერითროპოიეტინი (ეპო)

ერითროპოიეტინი (ეპო) არის ჰორმონი წარმოქმნილი თირკმელის მიერ, რომელიც ახდენს ერითროციტების წარმოქმნის სტიმულირებას ძვლის ტვინში. საბოლოო ეფექტი არის ფიზიკური დატვირთვის გამძლეობის გაუმჯობესება და აღდგენის დროის შემცირება. მისი არასწორი გამოყენება დოპინგის მიზნებისთვის აკრძალულია.

გვერდითი მოვლენები: (ეპო)–ს მიერ გამოწვეული ერითროციტების წარმოქმნის გაზრდა სისხლში (ჰემატოკრიტი) შეფუთული უჯრედის მოცულობის ზრდის შედეგია. სისხლი უფრო ბლანტი ხდება და სისხლის წნევა მატულობს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება სპორტსმენის გაუწყლოვანება, ფიზიკური დატვირთვის გარკვეული პერიოდის შემდეგ სისხლის გასქელებამ შეიძლება გამოიწვიოს თრომბი, გულის შეტევა და შესაძლებელია სიკვდილიც. ასევე არსებობს კიბოს განვითარების რისკიც.

 

S2 ზრდის ჰორმონი (hGH)

ზრდის ჰორმონი არის პეპტიდური ჰორმონი რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმის მიერ. ზრდის ჰორმონი ახდენს უჯრედების დაყოფის და ზრდის სტიმულირებას და შესაბამისად აქვს ანაბოლური (კუნთის შენების) ეფექტი.

გვერდითი მოვლენები: ზრდის ჰორმონმა შეიძლება ხელი შეუწყოს შინაგანი ორგანოების ზრდას (მაგ: გული, ფილტვი) და გამოიწვიოს მათი სერიოზული ზიანი. გადიდებულმა გულმა და მომატებულმა სისხლის წნევამ შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი. ზრდის ჰორმონს ასევე მიჰყავს ხელების, ფეხების, ასევე ნიკაპის, ცხვირის და ყურების (აკრომეგალია) არაპროპორციულ ზრდამდე. ეს ცვლილებები გარდაუვალია რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია. შესაძლო შედეგები ასევე არის ნაწლავის კიბო ან დიაბეტი.

 

S3 ბეტა–2 აგონისტები

ბეტა–2 აგონისტები ფილტვებში აფართოვებენ ბრონქებს. მაღალი დოზის მიღებისას ხდება კუნთის ზრდის სტიმულირება.

გვერდითი მოვლენები: გადამეტებული ოფლიანობა, მოუსვენრობა, კუნთის არაკონტროლირებადი ტოკვა (ტრემორი/კანკალი) და ჩქარი გულისცემა (ტაქიკარდია). ჟანგბადის მოხმარების გაზრდილმა რაოდენობამ იწვევს ჩქარ გულისცემას და შედეგად გულის კუნთების უჯრედებს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი, რაც იწვევს სტენოკარდიას (გულმკერდის არეში პაროსკიზმალური ტკივილი, გამოწვეული გულის მუშაობის დარღვევით). სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები არის კალიუმის კონცენტრაციის შემცირება სისხლის შრატში (შესაძლო შედეგი: გულის არითმია) ან გლუკოზის დონის მომატება გამოწვეული გლიკოგენის სწრაფი დაშლისგან თირკმელში.

 

S4 ჰორმონები და მეტაბოლური მოდულატორები

ნივთიერებები რომლებიც კლასიფიცირებულია როგორც „ჰორმონები და მეტაბოლური მოდულატორები“, ცვლიან ჰორმონების მოქმედებას და აჩქარებენ ან ანელებენ სპეციფიურ ფერმენტულ რეაქციებს.

გვერდითი მოვლენები: ჰორმონები და მეტაბოლური მოდულატორები გავლენას ახდენენ ორგანიზმის მეტაბოლურ სისტემაზე და შესაბამისად იზრდება სერიოზული დაავადებების რისკი.

 

S4 ინსულინი

ინსულინი არის პეპტიდური ჰორმონი რომელიც გამოიყოფა (იწარმოება) ორგანიზმის მიერ და არის ერთერთი აკრძალული ნივთიერება. ის აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში და ასევე გავლენას ახდენს ცხიმის მეტაბოლიზმზე და ამინომჟავებზე.

გვერდითი მოვლენები: დოპინგ–ინსულინი შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს! ხელოვნური ინსულინის პერედოზირება იწვევს გულის კანკალს, აჟტაციას და თრთოლას. თუ სისხლის შაქრის დონე დაეცემა სწრაფად და ნერვულ სისტემას არ მიეწოდება საკმარისი ენერგია, შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიადგეს ტვინს. უკიდურეს შემთხვევაში შედეგი შეიძლება იყოს სიკვდილი. გარდა ამისა, ინსულინის ბოროტად გამოყენების შედეგად არის საშიშროება განვითარდეს დიაბეტი.

 

S5 შარდმდენები (დიურეტიკები) და სხვა შემნიღბველი აგენტები

შემნიღბველი საშუალებები ძირითადად გამოიყენება რათა დაიფაროს სხვა აკრძალული ნივთიერებების არსებობა ან დამახინჯდეს დოპინგ კონტროლის შედეგები.

გვერდითი მოვლენები: დიურეტიკი ორგანიზმს ართმევს დიდი რაოდენობით სითხეს და მინერალებს, ამავე დროს არღვევს წყლის და მარილის ბალანსს. ამან შეიძლება გამოიწვიოს კუნთის სერიოზული სპაზმი, მწვავე ჰიპოთენზია, გულის არითმია და სისხლის ცირკულაციის შოკი. გარდა ამისა სისხლის გასქელების შედეგად არის თრომბის საშიშროება. დიურეტიკის ბოროტად გამოყენების სხვა გვერდითი მოვლენა არის კუჭნაწლავის პრობლემები და თირკმლის დაზიანება.

 

S6 სტიმულანტები

სტიმულანტები აძლიერებენ ფიზიკურ და მენტალურ აქტივობას. ის თრგუნავს დაღლილობის შეგრძნებას და შესაბამისად აუმჯობესებს პროდუქტიულობას. სტიმულანტის ჯგუფში ასევე შედის აკრძალული ნარკოტიკი როგორიცაა კოკაინი და ექსტაზი.

გვერდითი მოვლენები: სტიმულანტები ახდენენ წნევას განსაკუთრებით გულსისხლძარღვთა სისტემაზე. არტერიული წნევა და სხეულის ტემპერატურა იწევს მაღლა სისხლძარღვების შევიწროვების გამო. საშიშია სიცოცხლისთვის და შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება. სხვა გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს გულის არითმია, კრუნჩხვა და გულის უკმარისობა. ამ გვერდითმა მოვლენებმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სუნთქვის პარალიჩი განსაკუთრებით როდესაც სპორტით არის დაკავებული ადამიანი.

 

S7 ნარკოტიკები

ნარკოტიკები არის ოპიოდი (სინთეტური ნარკოტიკული პრეპარატი) და ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც აკრძალულია სპორტში. გამოიყენება ძლიერი ტკივილის გასაყუჩებლად.

გვერდითი მოვლენები: ნარკოტიკის მოხმარება ასოცირდება ნარკომანიის (შესაძლო დამოკიდებულების განვითარების) რისკთან და იწვევს სერიოზულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას. ნარკოტიკები ძირითადად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამგვარად აუარესებს კონცენტრაციის და კოორდინაციის შესაძლებლობას. მაღალი დოზით მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების პარალიჩი.

 

S8 კანაბინოიდები

კანაბინოიდები შეიცავენ ნატურალურ ნივთიერებებს მოპოვებული ინდური კანაფისგან ასევე ამ ნივთერებების სინთეტიური ანალოგები. მთავარი აქტიური ნივთერება არის ტეტრაჰიდროკანაბინოლი (ტჰკ).

გვერდითი მოვლენები: კანაბინოიდები პირველ რიგში მოქმედებს ტვინზე და შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გვერდითი მოვლენა. მოკლე ვადის პერსპექტივაში იწვევს ფიზიკური მონაცემების დაქვეითებას და ასევე გავლენას ახდენს აღქმაზე და მეხსიერებაზე. მაღალი დოზით მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიური შეტევები, მოუსვენრობა, შფოთვა, პანიკა და დაბნეულობა.

 

S9 გლუკოკორტიკოიდები

გლუკოკორტიკოიდების არის სტეროიდული ჰორმონები რომელიც გამომუშავდება ორგანიზმის მიერ ან იწარმოება სინთეტიურად და გავლენას ახდენს ორგანიზმის მეტაბოლიზმზე, აქვს ტკივილგამაყუჩებლის და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

გვერდითი მოვლენები: გლუკოკორტიკოიდების მოქმედებს სხეულის სხვადასხვა მონაკვეთზე, ამიტომ მათ აქვთ მრავალი პოტენციური გვერდითი მოვლენა, როგორიცაა ენდოგენური გლუკოკორტიკოიდების წარმოების ბლოკირება (შეჩერება), ეფექტი ცნობილი როგორც „ნეგატიური უკურეაქცია“; იმუნური სისტემის ჩახშობა; ან კატაბოლური ეფექტი რომელიც იწვევს ძვლის სიმკვრივის დაქვეითებას (ოსტეოპოროზი) და კუნთის გამოფიტვას.

 

აკრძალული მეთოდები

მსოფლიო ანტი–დოპინგური სააგენტოს მიერ გამოცემული აკრძალული სია განსაზღვრავს სამ აკრძალულ მეთოდს.

ყველა დროს აკრძალული მეთდები (როგორც საშეჯიბრო ისე არასაშეჯიბრო პერიოდში)

 

M1 სისხლის მანიპულაცია

აკრძალულ ნივთერებებთან ერთად აკრძალულ სიაში ასევე შედის აკრძალული მეთოდები. მათ შორის არის სისხლის და სისხლის კომპონენტების მანიპულაცია. აკრძალულია, რადგან აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას ორგანიზმისთვის.

გვერდითი მოვლენები: დარეგისტრირებულ იქნა რამოდენიმე შემთხვევა სადაც სპორტსმენები იყვნენ ჯანმრთელობის სერიოზული საფრთხის წინაშე, რადგან სისხლი იქნა არასწორად გადასხმული ან მიღებული. ამან შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში სისხლის მოწამლვა. ალოგენური დოპინგის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს უფრო სერიოზული გართულება, მაგალითად უცხო პათგენების გადაცემა როგორიცაა ჰეპატიტი ან აივ–შიდსი ან სისხლის შეუთავსებლობა რაც იწვევს ანაფილაქტურ შოკს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

 

M2 ქიმიური და ფიზიკური მანიპულაცია

გაყალბება ან გაყალბების მცდელობა, ანუ დოპინგ კონტროლის დროს აღებული სინჯების ინტაქტურობის და ვარგისიანობის შეცვლა ან შეცვლის მცდელობა. მათ შორის შარდის შეცვლა ან/და ფალსიფიკაცია, მაგ. პროტეაზების გამოყენება.

100 მლ–ზე მეტი მოცულობის სითხის ინტრავენური  ინფუზია ან/და ინექცია 12 საათის განმავლობაში გარდა იმ შემთხვევებისა როცა აღნიშნული ქმედება ლეგიტიმურად ხორციელდება ჰოსპიტალიზაციის, ქირურგიული პროცედურის ან კლინიკური გამოკვლევის პროცესში.

 

M3 გენური დოპინგი

არსებითი განსხვავება გენურ დოპინგსა და ტრადიციულ დოპინგს შორის არის რომ დოპინგური ნივთიერების ნაცვლად ორგანიზმში შეყავთ გენეტიკური ნივთერება.

გვერდითი მოვლენები: გენური დოპინგით გამოწვეული გენეტიკური ნივთიერების ცვლილება შეუძლებელია გამოსწორებულ იქნას დღევანდელი სამედიცინო ცოდნის საფუძველზე. გარდა ამისა არსებობს სხვა მრავალი რისკი (პროდუქტიულობის რისკი, გადაცემის რისკი, გენეტიკური რისკი და სხვა).