მას შემდეგ რაც ქართული რაგბი დამოუკიდებელი გახდა, ბორჯღალოსნები პირველად ითამაშებენ ფინალს. ეს 19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში მოხდება. 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში, პორტუგალიას ჩვენი დროით 23 საათზე ვერკინებით.
1989 წლიდან, ანუ პირველი საერთაშორისო მ...
2022 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩებს საქართველო 7 დებიუტანტით ხვდება. ტრავმისა თუ სხვა მიზეზებით გუნდს რამდენიმე ლიდერი დააკლდა, რამაც მსოფლიო თასამდე ერთი წლით ადრე მწვრთნელებს ახალი სახეების საქმეში ხილვის შესაძლებლობა მისცა.
გაფართოებულ რაზმში 19 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა. გუ...
პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’ 2022/2023 წლების სეზონისთვის მზადებას შეუდგა. გუნდი განახლებული შემადგენლობით 15 აგვისტოს შეიკრიბა და ვარჯიშებს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზის დარბაზსა და რუსთავის სტადიონის მოედანზე ატარებს.
შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ‘შავმა ...
საქართველოს 18-წლამდე ნაკრები, რომელიც ოქტომბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, საფრანგეთში მიემგზავრება, სადაც ფრანგულ კლუბებთან სამ საკონტროლო თამაშს გამართავს.
ზურაბ ამონაშვილის შეგირდები 25 აგვისტოს ‘სურენსის’ თანატოლებს შეხვდებიან, 28-ში ‘რასინგ 92’-ს, ხოლო 31-...
ბორჯღალოსნები შემოდგომაზე სამ ტესტ-მატჩს გამართავენ – ორს საქართველოში და ერთსაც უელსში. სამივე მეტოქე 2023 წლის მსოფლიო თასის მონაწილეა და გულშემატკივარს საინტერესო ნოემბერი ელის.
პირველი ორი თამაში სამშობლოში გვაქვს – 6 ნოემბერს ურუგვაის ვმასპინძლობთ, რომელიც საფრან...
საქართველოს ჩემპიონი ‘ბათუმი’ რაგბი ევროპის სუპერ თასის 2022/2023 წლების ტურნირში ითამაშებს.
ქართული რაგბი ევროტურნირში მეორე ქვოტის მოპოვებას თავიდანვე ცდილობდა და დიდხანს ლოდინი არ დაჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე სეზონში მონაწილე გუნდების რაოდენობა არ გაზრდილა, ორ ახალ მონ...
10 ივლისს ბორჯღალოსნები ისტორიულ ტესტ-მატჩს გამართავენ – პირველად ითამაშებენ აჭარის რეგიონში, ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ და პირველად უმასპინძლებენ იტალიას.
შოტლანდიის შემდეგ, იტალია ექვსი ერის და ზოგადად ტიერ1-ის მეორე ნაკრებია, რომელიც სათამაშოდ საქართველოში ჩამოვიდა და ეს...
დღეს საღამოს იტალიაში 20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიები ა ჯგუფის თამაშებით იწყება, ხვალ კი საქმეში ბ ჯგუფის გუნდები ჩაერთვებიან, მათ შორის უმცროსი ბორჯღალოსნები.
დღეს 19 საათზე ინგლისი სამხრეთ აფრიკას ეთამაშება, 22 საათზე კი საფრანგეთი ირლანდიას ერკინება. 25 ივნისს 19 საა...
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის ზაფხულის ტესტებისთვის გაფართოებული, 34-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
პირველად 2015 წლის თბილისის თასის შემდეგ, ზაფხულის კამპანიას ბორჯღალოსნები სამშობლოში გაატარებენ და სამ შეხვედრას გამართავენ – ორს ქუთაისში და ერთსაც ბათუმში, ...
უმცროსი ბორჯღალოსნები ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიებზე იტალიაში გაემგზავრნენ.
მარტყოფის 5-კვირიანი შეკრების შემდეგ, მწვრთნელებმა სატურნიროდ 31 მორაგბე შეარჩიეს, რომელთაგან 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა.
ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიაზე 8 გუნდი ორ ჯგუფშია გან...
ხვალ ვილკომში, საქართველოს დროით 17 საათზე ‘შავი ლომი’ ქარის თასის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდ ‘გრიფონსს’ ეთამაშება.
მოცემულობა შესაძლოა სხვაგვარი ყოფილიყო, მაგრამ რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალსა და ფინალში თამაშის გამო, ‘შავი ლომი’ აპრილის მიწურულს სამხრეთ აფრიკაში ვერ ჩ...
პირველად 2015 წლის შემდეგ, ბორჯღალოსნები ზაფხულში სამშობლოში დარჩებიან და ქუთაისში და ბათუმში ზედიზედ სამ ტესტ-მატჩს გამართავენ.
3 ივლისს ქუთაისში არგენტინა XV-ს 18 საათზე ვეთამაშებით, 10 ივლისს პირველად ვთამაშობთ ბათუმის ახალ სტადიონზე და იტალიის ეროვნულ ნაკრებს პირველად ვიღებთ ...
ქარის თასის რეგულარული გათამაშების დასკვნით ტურში, ‘შავი ლომი’ ‘ლეოპარდს’ ეთამაშება და ბონუსით მოგების შემთხვევაში ფლეი ოფის საგზურს დაიბევებს.
შეხვედრა ხვალ, 11 ივნისს „ოლენ პარკზე“ საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.
ბოლო ტურის წინ ქართულ ფრენჩაიზს 8 თამაშიდან 24 ქულა აქვს და...
20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერია 24 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით იტალიაში, ვერონასა და ტრევიზოში ჩატარდება და მასში ექვსი ერის (საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) ქვეყნების გარდა, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებები მიიღებენ მონაწილე...
28 მაისს ‘შავი ლომი’ ქარის თასის მე-8 ტურში ერთ-ერთ კონკურენტ ‘კავალიერსს’ ველინგთონში, ჩვენი დროით 17 საათზე ერკინება.
სატურნირო თვალსაზრისით ამ მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ‘შავი ლომი’ 6 თამაშიდან 19 ქულით მე-4 ადგილზეა და დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს ‘იგლზ...
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, 21-24 მაისს ბათუმში, დასავლეთ საქართველოს სასელექციო შეკრება გამართა.
ზღვისპირეთში ქუთაისის, ბათუმის, ფოთისა და ქობულეთის მოთამაშეები შეიკრიბნენ, რომელთაც ორჯერად ვარჯიშებს უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ზურა ამონაშვ...
21 მაისს, მოლოდინისამებრ „ნაღდი“, სამოყვარულო რაგბის ზეიმი გაიმართა რაგბი პლატოზე. სამოყვარულო პერიოდის დროინდელი, ტრადიციული რაგბის ტურნეს ფარგლებში, თურქეთის უძველესი კლუბი, ‘ისტანბულ ოტომანსი’, საქართველოს უძველეს სამოყვარულო კლუბ ‘დევებს’ „რაგბი პლატოზე“ ესტუმრა.
თამაშის წინ ...
სუპერ თასის დასრულების შემდეგ და ქარის თასზე შავი ლომის თამაშების განახლებამდე, გთავაზობთ სპეციალისტის, რაგბის კავშირის სასწავლო ცენტრის დირექტორის, მსოფლიო რაგბისა და რაგბი ევროპის ტრეინერის, გიორგი ჭუმბურიძის ანალიტიკურ სტატიას, პროფესიული ფრენჩაიზის აუცილებლობის შესახებ:
დასრ...
თვენახევრიანი პაუზის შემდეგ, ‘შავი ლომი’ სამხრეთ აფრიკის ქარის თასის გათამაშებას 21 მაისს, ისთ ლონდონში ‘ბულდოგსთან’ მატჩით უბრუნდება. „პოლის პარკზე“ შეხვედრა საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.
აპრილის დასაწყისში ქართულმა ფრენჩაიზმა ორი შეხვედრა მოიგო, აქედან ერთი ბონუსით, რის...
ყაზახეთის 7-კაცა ნაკრებმა, რომელიც აზიის „ალაფისთვის“ ემზადება, ქუთაისში, „აიას“ ბაზაზე 12-დღიანი შეკრება გაიარა.
საქართველოს, როგორც სარაგბო ქვეყნის მიმართ, ინტერესს მსოფლიოს წამყვანი გუნდების გარდა ევროპისა და აზიის ქვეყნებიც იჩენენ. ყაზახებს მოეწონათ აქ არსებული ინფრასტრუქტურა...
ქართული რაგბის კლუბების, რაგბის გულშემატკივრების, რაგბის კავშირის და მისი მეგობარი კომპანიების მიერ უკრაინელი ხალხისთვის შეგროვილი დახმარება კიევში, ნიკოლაევსა და ოდესაში დარიგდა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ომით დაზარალებული მოსახლეობისთვის ...
პირველი ქართული სამოყვარულო კლუბი ‘დევები’ 21 მაისს თურქეთის პირველ და უძველეს კლუბს, Istanbul Otomans (‘სტამბოლელ ოსმალებს’) „რაგბი პლატოზე“ მიიღებს.
ნაღდი, სამოყვარულო რაგბი
მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში დაარსებული რაგბი, 1,5 საუკუნის განმავლობაში სამოყვარულო თამაში იყო. ნაკ...
‘შავი ლომი’ სამხრეთ აფრიკაში, რაგბი ევროპის სუპერ თასის ჩემპიონის რანგში დაბრუნდა, სადაც ქარის თასის რეგულარული გათამაშების ოთხ დარჩენილ შეხვედრას გამართავს.
21 მაისს ქართული ფრენჩაიზი ‘ბორდერ ბულდოგსს’ შეხვდება; 28 მაისს ‘ბოლანდ კავალიერსს’ ეთამაშება; 3 ივნისს ‘იგლსს’ ერკინება; ...
საქართველოს 7-ქალა ნაკრები ორშაბათს გამთენიისას საფრანგეთში მიემგზავრება, სადაც რაგბი ევროპის „ალაფის“ წინ, პირველ მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებს.
„პარიზის ცენტრალის“ მე-16 გათამაშება 18-19 მაისს უნივერსიტეტის ბაზაზე გაიმართება. მასში ტრადიციულად ძლიერი გუნდები იღებენ მონაწილეობა...
გუშინ უმცროსი ბორჯღალოსნები 5-კვირიან შეკრებაზე მარტყოფის სარაგბო ბაზაზე შევიდნენ, დღეიდან კი მსოფლიო რაგბის ეგიდით, იტალიაში გასამართი საერთაშორისო ტურნირისთვის მზადებას შეუდგნენ.
კოვიდ-პანდემიის გამო, 2019 წლის შემდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ვერ იმართება. 3-წლიან...
7 მაისს აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდები პორტუგალიაში, რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველი ტიტულისთვის შეიბმებიან
ლისაბონში ‘შავი ლომისა’ და ‘ლუზიტანუშის’ შეხვედრა საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება, მანამდე კი, გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა საბრძოლო რაზმები დ...
პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’, რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალური მატჩის წინ, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე შევიდა.
სუპერ თასი წელს პირველად იმართება და 9 თვის წინ დაარსებულ ‘შავ ლომს’ ისტორიაში პირველი ტიტულის მოპოვების შანსი აქვს, თუმცა იგივე ითქმის...
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ანგარიში მოისმინა, რომელიც 2022 წლის პირველ კვარტალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატს ეხებოდა.
მიზანი – 2023 წლის მსოფლიო თასზე პირველი ადგილიდან გასვლა და 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი...
საქართველოს საუკეთესო რეფერი ნიკა ამაშუკელი, 2 ივლისს პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკისა და უელსის მატჩს იმსაჯებს.
ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიო რაგბის ისტორიაში, როდესაც ტიერ2 ქვეყნის წარმომადგენელი ტიერ1-ის გუნდების სრულფასოვან ტესტს იმსაჯებს. ამაშუკელი ზაფხულის ტესტებზე სამხრეთ ...
ბორჯღალოსნებისა და იტალიის ტესტ-მატჩს ახალ ზელანდიელი რეფერი ბრენდონ პიკერილი იმსაჯებს.
32 წლის რეფერი 2016 წლიდან ზე-რაგბის (Super Rugby) მსაჯია, ხოლო 2017 წლიდან ტესტ-მატჩებს მსაჯობს. 2019 წლის მსოფლიო თასზე ის ასისტენტად მუშაობდა. პიკერილს ბორჯღალოსნების შეხვედრა აქამდე არასდრ...
რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი ფლორან მარტი და თურქეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი მურატ პაზანი ავჭალაში ‘შავი ლომისა’ და ესპანური ‘იბერიანსის’ თამაშს დაესწრნენ – გარდა ამისა, მათ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან ოფიციალური შეხვედრები გამართეს და როგორც მიმდინარე...
იმისათვის, რომ გოგონებმა ოფიციალური ტურნირებისათვის სათამაშო პრაქტიკა დააგროვონ, 7-ქალას მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ საინტერესო პრაქტიკა დანერგა – ერთობლივი ვარჯიშები დიდი 10-ის გუნდებთან.
ამ წამოწყებას მხარი აუბეს გუნდებმაც და პირველი ასეთი ვარჯიში ბოლნისის ‘ყოჩებ...
ბორჯღალოსნები შემოდგომის სერიების ერთ მატჩს კარდიფში, „პრინციფალითიზე“ 19 ნოემბერს გამართავს.
ეს იქნება მეოთხე შემთხვევა უკანასკნელ 5 წლის განმავლობაში, როდესაც საქართველო „დრაკონებს“ შეხვდება.
პირველი შეხვედრა 2017 წლის ნოემბერში, „პრინიციფალითიზე“ შედგა და 55 310-მა ქომაგმა დაძ...
7 აპრილს ‘შავი ლომი’ ქარის თასის მეორე ტურში სამხრეთ აფრიკულ ‘ისთერნ ფროვინს ელეფანტს’ ეთამაშება. შეხვედრა პორტ-ელიზაბეთში, „მადიბაზ სთედიუმზე“ საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება.
პირველ ტურში ორივე გუნდმა ბონუსით მოიგო. ‘ელეფანტსმა’ ‘იგლზს’ 5 ლელო გაუტანა, თავად 3 გაუშვა და 34...
საქართველოს რაგბის კავშირი, სრკ-ს გამგეობა და სრულიად ქართული სარაგბო თემი ვუსამძიმრებთ უკრაინულ სარაგბო ოჯახს უკრაინა-რუსეთის ომში ოლექსი ციბკოს დაღუპვის გამო.
ოლექსი ციბკო (დაიბადა 1967 წლის 19 მარტს) – უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, რაგბის კავშირის პრეზიდენტ...
‘შავი ლომი’ ქარის თასზე სადებიუტო შეხვედრას შაბათს, 2 აპრილს, საქართველოს დროით 16 საათზე ზიმბაბვეს ‘გოსჰოქსთან’ გამართავს.
დებიუტი 26 მარტს, კენიის ‘სიმბასთან’ უნდა შემდგარიყო, თუმცა კენიელები სამხრეთ აფრიკაში დროულად ვერ ჩავიდნენ.
მომავალი მატჩი ქეიფთაუნში, „ვილაჯერიზე“ გაიმართ...
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში – ეს სიტყვები კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ ქართველი რეფერის, ნიკა ამაშუკელთან მიმართებაში.
ამჯერად მან დანიშვნები საკლუბო ტურნირებიდან მიიღო და 2 აპრილს საფრანგეთის ტოპ 14-ის 22-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას (ბორდო – ლა როშელი) განსჯის, 1...
23-24 მარტს, საქართველოს რაგბის კავშირისა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პარტნიორობით, მოქმედი და დამწყები სპორტული ექიმების, ფიზიო-თერაპევტებისა და სტუდენტებისთვის, ტრავმების დიაგნოსტიკისა და მისი მკურნალობის დაგეგმვის ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგს ნიდერლანდური სამედიცინო კომპანია S3 S...
‘შავი ლომი’ 26 მარტს სამხრეთ აფრიკული ქარი ქაფის გათამაშებაში ჩაერთვება და სადებიუტო შეხვედრას კენიის წინააღმდეგ გამართავს.
ჩვენი გუნდი აფრიკაში 23-კაციანი შემადგენლობით 18 მარტს გაემგზავრა, დღეს კი სამხრეთისკენ გეზი კიდევ 8 მოთამაშემ აიღო.
ნიკა აბულაძე, ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაია...
‘შავი ლომი’ რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალურ მატჩში, ესპანურ ‘იბერიანზს’ 17 აპრილს უმასპინძლებს.
რაგბი ევროპის სუპერ თასი პირველად ტარდება და მასში 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. 2021 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციებში ჯგუფური ეტაპის შეხვედრე...
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
საქართველო 20 მარტს (18 საათზე), „დინამო არენაზე“ ესპანეთს მასპინძლობს და ტიტულის მე-14-ედ მოსაპოვებლად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.
ბუქარესტში რუმინეთთან 26:23 მოგებუ...
ქართული რაგბის გამოჩენილ მოღვაწე დავით თაქთაქიშვილს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული დავით თაქთაქიშვილს ქართული რაგბის წინსვლისა და განვითარების საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის.
მრავალმხრივი სპორტული ნიჭით დაჯილდოვებული დავით თაქთაქიშვილი...
რუმინეთთან ბუქარესტში, 12 მარტს გასამართი მატჩისთვის, ბორჯღალოსნებს რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე უბრუნდება.
დავით ნინიაშვილი, გიორგი კვესელაძე, სანდრო თოდუა, კოტე მიქაუტაძე და ბექა საღინაძე, ბორჯღალოსნების კვართით 2022 წელს პირველად ითამაშებენ. სასტარტო შემადგენლობაში ერთი დებ...
საქართველო მეთხუთმეტე ქვეყანა გახდა, რომელმაც 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.
მსოფლიო რაგბმა რუსეთისა და ბელარუსის რაგბის კავშირების საკუთარი რიგებიდან გარიცხვის შემდეგ, მსოფლიო თასის ევროპის შესარჩევი ზონის მდგომარეობა განიხილა. რუსეთს 2021 და 20...
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი დასკვნითი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
ისტორიაში თავის 250-ე ტესტ-მატჩს ჩვენი გუნდი 12 მარტს ბუქარესტში, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს, 20 მარტს კი ესპანეთს „დინამო არენაზე“ დაუხვდება. შ...
რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭომ, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის ფონზე, რუსეთისა და ბელარუსის მიმართ სანქციები ერთხმად დაამტკიცა.
მის თანახმად, რაგბი ევროპამ სრულად გაიზიარა მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილება და რუსეთისა და ბელარუსის რაგბის კავშირები თავისი რიგებიდან მოკვეთა. ორივე ქვ...
ვინც 27 თებერვალს გასამართი თამაშისთვის შეიძინეთ ბილეთები, შეგიძიათ:
არ დააბრუნოთ აღნიშული ბილეთები და 20 მარტს ესპანეთის წინააღმდეგ გასამართი, 2022 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს აღნიშნული ბილეთებით დაესწროთ;
ონლაინ შეძენლილი ბილეთების დაბრუნება:
გახსენით შეძენილ...
მსოფლიო რაგბმა რუსეთისა და ბელარუსის რაგბის კავშირები საკუთარი რიგებიდან გარიცხა, მათ ნაკრებებსა და კლუბებს კი საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობა აეკრძალათ.
„მსოფლიო რაგბის აღმასრულებელმა კომიტეტმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისა და ბელარუსის რაგბის კავშირების მიმართ სანქ...
მსოფლიო რაგბმა რუსეთისა და ბელარუსის რაგბის კავშირები საკუთარი რიგებიდან გარიცხა, მათ ნაკრებებსა და კლუბებს კი საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობა აეკრძალათ.
„მსოფლიო რაგბის აღმასრულებელმა კომიტეტმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისა და ბელარუსის რაგბის კავშირების მიმართ სანქ...
საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ბორჯღალოსნებს რუსეთთან უნდა ეთამაშათ, თუმცა რაგბი ევროპამ თამაში ჯერჯერობით უცნობი ვადით გადადო.
„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ...
27 თებერვალს, ბორჯღალოსნები 33-წლიანი ისტორიის განმავლობაში თავის 250-ე ტესტ-მატჩს გამართავენ.
წესით ეს ღირშესანიშნავი, სიმბოლური ფაქტი 2021 წელს უნდა დაფიქსირებულიყო, მაგრამ კოვიდ-პანდემიამ ბოლო ორი წელიწადია მსოფლიო რაგბის კალენდარი თავდაყირა დააყენა, გადაიდო ბორჯღალოსნების რამ...
მსოფლიო რაგბი პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზის, ‘შავი ლომის’ შექმნას, განსაკუთრებით კი მის სამხრეთ აფრიკის შიდა პირველობაში – ქარი ქაფში ჩართვას, ქართული რაგბის წინსვლისათვის უმნიშვნელოვანეს პროექტად მიიჩნევს!
„ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა საქართველოს მაღალი მიღწევები...
კოვიდ-პანდემიით გამოწვეული სამწლიანი (2020-2022) იძულებითი პაუზის შემდეგ, 20-წლამდელთა ორი მასშტაბური ტურნირი 2023 წლიდან აღდგება.
საგულისხმოა, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისა და ალაფის დაბრუნება რაგბის დაბადების 200 წლის იუბილეს ემთხვევა. გადმოცემის თანახმად, ქალაქ ...
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 27 თებერვალს, „დინამო არენაზე“ გასამართი 250-ე ტესტისთვის გაფართოებული შემადგენლობა გამოიძახა.
საქართველო 18 საათზე 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში რუსეთს ერკინება. ამ გუნდს 1993 წლიდან 26-ედ ვეთამაშებით და 24-მატჩიანი წაუგებელი ...
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა.
გასულ კვირას პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, სასტარტო 15-ში შვიდი ცვლილებაა. გუნდს დაუბრუნდნენ კოვიდ-მოხდილი მოთამაშეები. ცვლილებებია ტრავმებისა და ტა...
ქვეყანაში არსებული კოვიდ-ვითარებიდან გამომდინარე, რომელმაც ბოლო პერიოდში სრკ-ს საშეჯიბრო სამსახური აიძულა გადაედო თითქმის ყველა დაგეგმილი კალენდარული მატჩი, რაგბის კავშირის გამგეობამ გადაწყვიტა:
დარედაქტირდეს სრკ-ს COVID-19-ის რეგულაციების მე-6 მუხლი შემდეგნაირად:
იმ შემთხვევაში,...
გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში გავრცელებულ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც სამწუხაროდ იმ კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც ბოლო თვეებია ხორციელდება საქართველოს რაგბის კავშირისა და მთლიანად ქართული რაგბის დისკრედიტაციის მიზნით.
ვფიქრობთ, სწორედ ეს შედი...
ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობას, ნიდერლანდებთან მატჩის წინ რამდენიმე მოთამაშე დაუბრუნდა, რომლებიც გუნდს გასულ კვირაში კოვიდ-ინფექციის გამო დააკლდნენ.
დაბრუნებულთა შორისაა სამივე კვაჭი – შალვა მამუკაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და გიორგი ჭყოიძე, ასევე მესამეხაზელები გიორგი ...
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
6 თებერვალს „მიხეილ მესხზე“ (15 საათი), პორტუგალიასთან გასამართი შეხვედრისთვის, 23-კაციან განაცხადში ოთხი დებიუტანტია და ერთი მათგანი თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს, სამი კი მარქაფაშია.
...
ქართულ რაგბს მემატიანე აღარ ყავს. ზალიკო გიგინეიშვილი ვერაგმა ვირუსმა 60 წლის ასაკში შეიწირა…
ზალიკო რაგბს მე-4 კლასიდან, 53-ე საშუალო სკოლაში ეზიარა, მერე კი ‘ლოკომოტივსა’ და ‘უნივერსიტეტში’ თამაშობდა, პარალელურად კი თსუ-სთან არსებულ „გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში“ ...
7-წლიანი შესვენების შემდეგ, ბორჯღალოსნების ერთ-ერთი ტრადიციული მეტოქე პორტუგალია „მიხეილ მესხზე“ ბრუნდება.
საქართველოს „ლობოშთან“ დაპირისპირების ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბორჯღალოსნებს ყველაზე მეტჯერ – 25-25-ჯერ რუსეთთან და რუმინეთთან უთამაშია, მესამე-მეოთხე...
ბორჯღალოსნებმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის მზადება „შევარდენზე“, შეცვლილი შემადგენლობით დაიწყეს.
წინასწარ დაანონსებულ გაფართოებულ შემადგენლობას ხუთი მორაგბე გამოაკლდა. სამწუხაროდ, ტრავმა მიიღეს ფულბეკმა დავით ნინიაშვილმა და ბურჯმა ლუკა აზარიაშვილმა....
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გაგრძელების/შეცვლის შესახებ
გამომდინარე იქიდან, რომ სრკ-ს სატრანფერო დებულების განახლებაზე მუშაობა ჯერ არაა დასრულებული, ასევე საერთაშორისო სატრანფერო პოლიტიკის გათვალისწინებით, საქართველოს რაგბის კავშირის გამგე...
ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობაში, რომელიც 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება ცვლილებებია.
32-კაციან შემადგენლობას კვაჭი გიორგი ჭყოიძე გამოაკლდა. მის ნაცვლად პრო დე2-ის ‘ორიაკიდან’ ლუკა ნიორაძეს უხმეს, რომელიც საფრანგეთში შესანიშნავ სეზონს ატარებს.
ასევე ნაკ...
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის 32-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
6 თებერვალს საქართველო პორტუგალიას „მესხზე“, 15 საათზე მასპინძლობს, 12 თებერვალს კი ამსტერდამში ნიდერლანდებს ეწვევა.
ამ თამაშებისთვის ხუთი ...
ბორჯღალოსნების 250-ე თამაში!
27 თებერვალს, 18 საათზე, ბორჯღალოსნების ისტორიაული, 250-ე თამაში გაიმართება, რომელშიც საქართველო რუსეთს ერკინება დინამო არენაზე!
[ რაგბი ევროპის ჩემპიონატი | მსოფლიო თასის შესარჩევი ]
ბილეთები იყიდება მხოლოდ ონლაინ გვერდზე: www.tkt.ge/rugby
ბილეთის ფა...
მსოფლიო რაგბმა 2022 წლის ექვსი ერის მატჩების სამსაჯოდ კიდევ ორი ქართველი რეფერი მიიწვია. შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი 20-წლამდელთა ტურნირის ორ-ორ თამაშზე იმუშავებენ – აქედან ერთში, თევზაძე მოედნის მსაჯი იქნება.
მანამდე, 19 თებერვალს, 27 წლის რეფერი რაგბი ევროპის „ალაფაზე...
2021 წლის საქართველოს საუკეთესო მსაჯი ახალი წლიდან ახალ ისტორიას წერს. ნიკა ამაშუკელიტიერ2 ქვეყნებიდან პირველი მსაჯია, რომელიც ექვსი ერის კარს შეაღებს და თებერვალში ორ თამაშს იმსაჯებს.
6 თებერვალს, 2022 წლის ექვსი ერის პირველ ტურში, ის საფრანგეთისა და იტალიის მატჩზე რეფერის პირვე...
საქართველო – პორტუგალია, მსოფლიოს შესარჩევი თბილისში!
6 თებერვალს, 15 საათზე, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ თამაშში ბორჯღალოსნები პორტუგალიას მესხის სტადიონზე ერკინებიან.
ბილეთები იყიდება მხოლოდ ონლაინ გვერდზე: www.tkt.ge/rugby
ბილეთის ფასი: 5, 10, 15 და 20 ლარი
გაითვალი...
2021 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბემ, გულშემატკივართა რჩეულმა დავით ნინიაშვილმა, 8 იანვარს ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო გაიტანა.
19 წლის ბორჯღალოსანი ‘ლიონს’ ზაფხულში შეუერთდა და მიუხედავად ასაკისა, საკუთარი თამაშით სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი გუნდის შემადგენლობაში. საფრანგეთის ჩემ...
საშეჯიბრო კომიტეტის განცხადება
საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებული კაცთა ლიგების ჩემპიონატებში მონაწილე გუნდებს შეგახსენებთ, რომ დებულების VIII მუხლის 9 თავის შესაბამისად „ზამთრის ტრანსფერები“ განსაზღვრულია 2021 წლის 15 დეკემბრიდან 2022 წლის 15 იანვრამდე.
ჩემპიონატი...
კომპანია „სვანიძის ზეთისხილი“ დედოფლისწყაროში რაგბის მხარდამჭერი ხდება. მისი დამფუძნებელი გიორგი სვანიძე ზემო ქედს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან ერთად ეწვია და ბავშვთა გუნდ ‘მიმინოს’ მწვრთნელებსა და მოთამაშეებს შეხვდა, დაასაჩუქრა და პირობა დადო – როდესაც რეგიონს კაცთა ...
დღეს ნაშუადღევს, თბილისი „მარიოტში“ საქართველოს რაგბის კავშირის მორიგი საერთო კრება (ყრილობა) გაიმართა, რომელსაც 36 ნამდვილი წევრიდან 33 დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ ნამდვილ წევრთა სიას სარაგბო კლუბი ‘ავჭალა’ დაემატა (ერთი ხმის უფლებით). ქვეყანაში არსებული კოვიდ-პანდემიის გათვალისწ...
ხვალ ‘შავი ლომი’ 2021 წელს ბოლო თამაშს ისრაელში, ფეთაჰ’თიქვაში ‘თელავივ ჰითთან’ გამართავს. შეხვედრა ჩვენი დროით 22 საათზე დაიწყება და მის შედეგს მასპინძლებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
განვლილი ხუთი მატჩიდან ‘ჰითმა’ სამი მოიგო – ორჯერ ‘ლოკომოტივ-პენზასთან’ და ერთხელ ‘ენისე...
რაგბი ევროპის სუპერ თასის მეექვსე ტურში, ‘შავ ლომს’ ტრავმირებული ლიდერები უბრუნდებიან.
ჩვენი გუნდი 11 დეკემბერს „ავჭალაზე“, კრასნოიარსკის ‘ენისეი-სტმ’-ს 17 საათზე დაუხვდება. სამ-სამი თამაშის შემდეგ (ორივე გუნდს ორ-ორი გადადებული შეხვედრა აქვს) მათ 11-11 ქულა აქვთ და აღმოსავლეთ კო...
საქართველოს რაგბის კავშირსა და იურიდიულ კომპანია McGill-ს შორის საპარტნიორო ხელშეკრულება გაფორმდა.
„მაკგილი“ სრულად გადაიბარებს რაგბის კავშირის იურიდიულ საკითხებს და ასევე, გახდება სადისციპლინო საკითხების სააპელაციო ინსტანცია, რაც ობიექტურობის ხარისხს აამაღლებს.
„პირველად ხდება,...
ისრაელის ფრენჩაიზი ‘თელავივ ჰითი’ ‘ლოკომოტივ-პენზასა’ და ‘ენისეი-სტმ’-ს საქართველოში, შესაბამისად – რუსთავსა და თბილისში უმასპინძლებს.
კალენდარში ცვლილებები კოვიდ-პანდემიის მორიგი ტალღითაა გამოწვეული. ვირუსის გავრცელების შემცირების მიზნით, ისრაელმა მთელი რიგი ქვეყნებისთვის ...
ვეტერანი ბორჯღალოსანი შალვა სუთიაშვილი ბორჯღალოსნებს ახალი ფორმით უცვლელი ენერგიით უბრუნდება.
მისი კომპანია – SUTI POWER და საქართველოს რაგბის კავშირი პარტნიორები გახდნენ, რის შედეგადაც, ბორჯღალოსნები და ‘შავი ლომი’, ყოველი თამაშის წინ ჯანსაღი პროდუქტით დაიმუხტებიან.
შალვა ...
‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბმა 4 დეკემბერს ავჭალაში ‘ლოკომოტივ-პენზასთან’ გასამართი თამაშისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
რაგბი ევროპის სუპერ თასის მეხუთე ტურის შეხვედრა 16 საათზე იწყება და მას კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით, გულშემატკივართა მესამედი, 33 პროცენტი დაესწ...
განცხადება | ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის მორიგი საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის თაობაზე
ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით 2021 წლის 24 დეკემბერს 12:00 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში მისამართზე: ქ.თბილისი, რუსთაველის #13, წვეულებათა დარბაზში გაიმარ...
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს – დღეს თქვენ ზეიმობთ ჩვენი რაგბის კავშირის დაარსების მესამოცე წლისთავს! მე გთხოვთ გადასცეთ ჩემი აღფრთოვანება ჩემს მორაგბე ძმებს, ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს და მოთამაშეებს.
მათ შესძლეს მნიშვნელოვანი წინსვლა საკუთარი ნებისყოფის, კომპეტე...
თბილისში, კონსტიტუციისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე, იქ, სადაც 1961 წლის 1 დეკემბერს საქართველოს რაგბის კავშირის წინამორბედი ორგანიზაცია დაარსდა, დღეს უჩვეულო ხალხმრავლობა იყო.
რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა – პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, გამგეობის წევრები, ვეტერანი თუ ...
საქართველოს 7-ქალა ნაკრები 2-4 დეკემბერს დუბაიში, საერთაშორისო წვეულ ტურნირ International invitation Women-ზე ითამაშებს.
მსოფლიო სერიების დუბაის ეტაპის პარალელურად, ტრადიციულად, იქ უამრავი სხვადასხვა ასაკისა და კატეგორიის 7-კაცა ტურნირი ტარდება. წლების განმავლობაში მასში საქართვე...
საქართველოს 7-კაცა ნაკრები დუბაის საერთაშორისო ტურნირზე ბრუნდება და 2-4 დეკემბერს International Invitation Man-ზე ითამაშებს.
დუბაიში მსოფლიო სერიის ერთ-ერთი ეტაპის ჩატარება დიდი სარაგბო ზეიმია და პარალელურად სხვადასხვა კატეგორიისა თუ ასაკის არაერთი ტურნირი იმართება. მათ შორის ყვე...
რაგბი ევროპის სუპერ თასსზე შავი ლომი რუსულ კლუბებს , ლოკომოტივივ პენზას (4 დეკემბერი, 16:00) და ენისეი ეს ტე ემ-ს (11 დეკემბერი, 17:00) ეთამაშება ავჭალის სტადიონზე.
მატჩზე დასწრება მხოლოდ ელექტრონული ბილეთებით არის შესაძლებელი. ბილეთები შეიძინეთ გვერდზე 🎟 www.TKT.GE/Rugby
გაითვა...
17-18 ნოემბერს რაგბის კავშირის მოთამაშეთა კეთილდღეობის დირექტორის, ნონო ანდღულაძის ინიციატივით, „ლელო არენაზე“ სანაკრებო ვერტიკალის, დიდი 10-ის და პირველი ლიგის კლუბების შესაბამისი სპეცილისტებისთვის სემინარი გაიმართა.
სემინარს ნიდერლანდური სამედიცინო კომპანია S3 Sportservices-ის ...
ბორჯღალოსნების სამწვრთნელ შტაბმა 20 ნოემბერს არანხუესში (ესპანეთი), ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა.
თამაში საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება.
გასულ კვირას საფრანგეთთან ჯახის შემდეგ, ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. მარქაფიდან ძ...
33 წლის ვეტერანი ბორჯღალოსანი ლაშა ხმალაძე, 20 ნოემბერს ფიჯის წინააღმდეგ მეხუთედ ითამაშებს. მან კუნძულელების წინააღმდეგ მხოლოდ ერთი, შარშანდელი შეხვედრა გამოტოვა და საქართველოს ნაკრების მორაგბეებიდან მომავალ მეტოქეს ყველაზე კარგად იცნობს.
მომავალი თამაშის წინ, მსოფლიო რაგბი ხმალა...
ბორჯღალოსნები 20 ნოემბერს ცენტრალურ ესპანეთში, მადრიდიდან 25 კილომეტრით დაშორებულ არანხუესში, „ესტადიო ელ დელეიტე“-ზე ფიჯის საქართველოს დროით 18:30 საათზე ერკინება.
ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 2012 წელს გაიმართა. ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევა, როდესაც „მფრინავი ფიჯ...
ფრანგულ-ქართულ მოლაპარაკებებში ვეტერანი ბორჯღალოსანის, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრის, მამუკა გორგოძის ჩართულობა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი რომ იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო.
14 ნოემბერს, საფრანგეთთან ბორდოში გამართული ისტორიული თამაშის პარალელურად, რაგბის კ...
მსოფლიო რაგბის ვიცე პრეზიდენტმა ბერნარდ ლაპორტმა, რომელიც ამავდროულად საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტიცაა და წლების განმავლობაში საფრანგეთის სპორტის მინისტრის პოსტს იკავებდა, ბორჯღალოსნებს კარგი თამაშისთვის, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძეს კი ამბიციურ...
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საფრანგეთთან გასამართ თამაშამდე 48 საათით ადრე 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
განაცხადში 16 ლეგიონერია – თითო-თითო ინგლისიდან და რუსეთიდან, 14 კი საფრანგეთიდან. ამ 14 მოთამაშიდან 10 ტოპ 14-ის კლუბების ღირსებას იცავს, ...
საქართველოს რაგბის კავშირსა და ბრიტანულ მედია-გიგანტ Future plc-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
ინგლისი რაგბის სამშობლოა. აქ გაგორდა პირველად ოვალური ბურთი. ეს ქვეყანა მსოფლიოს ლიდერთა შორისაა პოლიტიკური, კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფერო...
საქართველოს რაგბის კავშირმა აჭარის ფილიალის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც გამგეობამ მხარი დაუჭირა და მის ხელმძღვანელად ილია ვერძაძე დაამტკიცეს.
53 წლის ვერძაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თა...
ბორჯღალოსანთა 9 ნომერს გელა აფრასიძეს, საფრანგეთში გამგზავრებამდე ვარჯიშზე მხრის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და გუნდს ნოემბრის თამაშებში ვერ დაეხმარება.
23 წლის ‘მონპელიეს’ მორაგბემ მხარი ტოპ 14-ში, ‘ტულუზთან’ მატჩში სექტემბერში დაიზიანა, რის გამოც დაახლოებით თვენახევარი იძულებით დაი...
საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტს, დამოუკიდებელი ქართული რაგბის სწრაფი აღმასვლის ერთ-ერთ ფუძემდებელ გია ნიჟარაძეს დღეს 65 წელი შეუსრულდა.
გია ნიჟარაძე რაგბს პირველად მაშინ ეზიარა, როდესაც მისმა ძმამ მერაბ ნიჟარაძემ ‘სპარტაკში’ დაიწყო თამაში. ძმისავე ინიციატივით, მე-10 ...
2021 წლის 21 სექტემბერს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომაზე მოხდა წესთა ცვლილებების მიღება, რომელიც ძალაში შევიდა დიდი 10 ის და ესპუართა ლიგებში.
აღნიშული ცვლილებები 2022 წლის დასაწყისში (მიმდინარე სეზონის მეორე წრეში) ძალაში შევა პირველ და რეგიონალურ ლიგებში, რათა სეზონის ბოლოს...
დიდი 10-ის მათჩებზე მაყურებლების დასწრების წესები
2021 წლის 19 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის დადგენილება №511 („იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) საფუძველზე საქართველოს რ...
მიმდინარე წლის გაზაფხულზე, საქართველოს რაგბის კავშირში დაიწყო მუშაობა ორგანიზაციული ოპტიმიზაციის მიმართულებით.
ამასთან დაკავშირებით, რაგბის კავშირის პრეზიდენტის #N 466/ბ (25/10/2021) ბრძანების საფუძველზე, 2021 წლის პირველი ნოემბრიდან ძალაში შევიდა ახალი საორგანიზაციო სტრუქტურა, რ...
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის 33-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
შემოდგომას ჩვენი გუნდი ორ თამაშს გამართავს:
14 ნოემბერს ბორდოში საფრანგეთს, საქართველოს დროით 17 საათზე ვეთამაშებით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ‘ლე ბლეს’ მსოფლიო თასს ...
სოჭში, რუსეთის ჩემპიონ ‘ენისეისთან’ გასამართ თამაშში ‘შავი ლომის’ შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი ძირითადშია, მესამეხაზელი იოსებ გუშარაშვილი კი თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება.
რაგბი ევროპის სუპერ თასის მეოთხე ტურში ‘შავი ლომი’ სოჭში, აღმოსავლეთ კონფე...
ორმა ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა – ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონი საოცრად დაიწყეს. მიუხედავად ასაკისა და დებიუტანტობისა, ისინი უმოკლეს დროში იქცნენ ‘ლიონის’ ნაწილად.
ეს არ გამორჩენია პოპულარულ ფრანგულ სარაგბო გამოცემა rugbyrama-ს, რომელიც ქართვე...
“არა, არავინ მიწყინოს, მაგრამ სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით რაგბის სულ სხვანაირი ეშხი და ლაზათი აქვს. რაგბი თუნდაც ერთხელ რომ ითამაშო, თავს ვეღარ დაანებებ. შემდეგ კი, იქნებ მოედანზე ვეღარც გახვიდე, ვეღარ ითამაშო, მაგრამ მისი ქომაგი სიცოცხლის ბოლომდე დარჩები”...
საქართველოს რაგბის კავშირსა და აუდიტორულ ფირმა შპს EY შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
EY დიდ ოთხეულში შემავალი გლობალური საკონსულტაციო კომპანიაა. ის იქნება კავშირის ინტელექტუალური პარტნიორი, როგორც ფინანსური ანგარიშგების და საერთაშორისო ფინანსური სტანდარტების დ...
‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბმა პენზაში ‘ლოკომოტივთან’ გასამართი რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
გასულ შაბათს ‘შავმა ლომმა’ თავის სადებიუტო თამაშში ისრაეილის ‘თელავივ ჰითი’ 33:10 დაამარცხა და სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო.
იმ თამაშის...
დღეს მარტყოფის სარაგბო ბაზაზე ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი ანდრიუს კალინდრა, რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, წარმატებით განხორციელებული განახლებადი ენერგიის პროექტს წარადგენენ.
პროექტი, რომლის ღირებულება 350 ათას ევროს შეადგენს, საქართვე...
მსოფლიო თასის დაწყებამდე ორ წელიწადზე ნაკლები რჩება და მსოფლიო რაგბიც მსაჯების კანდიდატების საბოლოო შერჩევაზე გადადის. ამ კუთხით ნოემბრის ტესტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ნიკა ამაშუკელს სამი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.
27 წლის საქართველოს საუკეთესო რეფერი ტიერ 1-ის გუნდების სამ...
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, კალინინგრადში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
3 ოქტომბერს, 1/4-ფინალში საქართველომ ჩეხეთს 76:0 სძლია და ნახევარფინალში ბელგიას 6 ოქტომბერს, საქართველოს დროით 21 საათზ...
ბორჯღალოსნები ნოემბერში საფრანგეთთან სტუმრად და ფიჯისთან ნეიტრალურ მოედანზეითამაშებენ. მიმდინარეობს მოლაპარაკება კიდევ ერთი თამაშის საქართველოში გამართვასთანდაკავშირებით.
საქართველოში ერთ-ერთი მეტოქე სავარაუდოდ 6-7 ნოემბერს გვეწვევა, საფრანგეთს ბორდოში 14 ნოემბერს შევხვდებით, ფიჯ...
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში (ინტერნატები), იქ სადაც არაერთი წარჩინებული მორაგბე აღიზარდა, გაისად ახალი სარაგბო კომპლექსის მშენებლობა დაიწყება.
რაგბის კავშირისა და ქალაქის ხელმძღვანელობამ, დღეს საზოგადოებას აცნობეს, რომ „ინტერნატებში“ ორმოედნიანი, თანამედროვე სტანდარტების სა...
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, ორკვირიანი შეკრების შემდეგ ის 26 მოთამაშე შეარჩია, რომლებიც 2-9 ოქტომბერს კალინინგრადში ევროპის ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ.
გაფართოებულმა, 43-კაციანმა ჯგუფმა შეკრება მარტყოფის ბაზაზე გაიარა და ‘იუნკერების’ ესპუართა გუნდ...
საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურისა და საშეჯიბრო კომიტეტის საერთო ძალისხმევით, საქართველოს შიდა პირველობებზე დაინერგა ახალი სტანდარტი, კერძოდ ყველა თამაშზე იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა და ასევე, თამაშის დღის ექიმი.
თამაშის დღის ექიმის მოვალეობაა:
თამაშის დღი...
ახლადარჩეული გამგეობის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, მის ყოფილ წევრებს მადლობა გადაუხადა, ახლებს კი მეტი კონტროლისკენ მოუწოდა და წარმატებები უსურვა:
„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო გამგეობის ყოფილ წევრებს, რომლ...
საქართველოს რაგბის კავშირის ახლადარჩეული გამგეობა მუშაობას შეუდგა. პირველი სხდომა „თბილისი მარიოტში“ 21 სექტემბერს გაიმართა და მთავარ საკითხს გამგეობის თავმჯდომარის არჩევა წარმოადგენდა.
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, გამგეობის თავმჯდომარის პოსტზე ვეტერანი ბორჯღალოს...
საქართველოს რაგბის კავშირისა და საქართველოს მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ დაანონსებული 100 ახალი სარაგბო მოედნების მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აჭარის რეგიონში წლის ბოლომდე სამი მოედნის მშენებლობა იწყება.
აჭარის მთავრობა ამ ინიციატივას პირველი გამოეხმაურა და პირველ ეტაპზე მშენე...
უმცროსი ბორჯღალოსნების გაფართოებული, 43-კაციანი შემადგენლობა, მარტყოფის ბაზაზე ორკვირიან შეკრებაზე შევიდა.
გუნდი კალინინგრადში 2-9 ოქტომბერს გასამართი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება.
შეგახსენებთ, ...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სპორტული ღონისძიებების ჩატარებისთვის აუცილებელია, რომ მისი მონაწილეები სამიდან ერთ-ერთ პირობას აკმაყოფილებდნენ.
„სხვადასხვა სახის სპორტული ტურნირები ჩატარდება მაყურებლის გარეშე, ხოლო მონაწილეები უნდა იყვნენ აცრილი, ან უნდა ჰქონ...
2021/2022 წლების დიდი 10-ის სეზონი წინასწარ დაანონსებულზე ორი კვირით გვიან, 24 სექტემბერს დაიწყება.
მიზეზი რა თქმა უნდა კვლავ კოვიდ-პანდემიაა, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში, სარაგბო კალენდარი არაერთხელ შეცვალა.
„მიზეზი კოვიდ-პანდემიაა, რომელთან დაკავ...
2023 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე ორი წლით ადრე, მე-10 საიუბილეო ტურნირის მასპინძელ ქვეყანაში – საფრანგეთში, განსაკუთრებული მზადებაა.
ჩემპიონატი 2023 წლის 8 სექტემბერს ‘სტად დე ფრანსეზე’ მასპინძელთა და ‘ოლ ბლექსის’ შეხვედრით გაიხსნება.
2007 წლის შემდეგ, საფრანგეთი მსოფლიო ...
45 წლის ახალ ზელანდიელი სპეციალისტი კორი ბრაუნი, ბორჯღალოსნებისა და ‘შავი ლომის’ შეტევის გაუმჯობესებაზე იზრუნებს.
ის საქართველოში გასულ კვირას ჩამოვიდა და ‘შავ ლომში’ უკვე ჩაატარა რამდენიმე ვარჯიში.
კარიერა
კორი ბრაუნი ახალ ზელანდიაში გარემარბად ‘ოტაგოსა’ და ‘ჰაილენდერსში’ თამაშო...
რაგბის კავშირის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის 100-მდე მოედანი მოეწყობა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ‘აია არენაზე’ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასა და მორაგბეებთან ...
თბილისის ‘აკადემიას’ 7-კაცა გუნდი, 4-5 სექტემბერს რაგბი ევროპის საკლუბო ჩემპიონატში ითამაშებს.
ტურნირს სანქტ-პეტერბურგი იმართება და მასში 11 ქვეყნის 12 კლუბი იღებს მონაწილეობას – პოზნანია (პოლონეთი), ბალტრექსი (ლიეტუვა), მიესნიკი (ლატვია), ვვა-პადმასკოვიე (რუსეთი), დუკლა (ჩ...
პირველი პროფესიული ქართული ფრანჩაიზი ‘შავი ლომი’, რაგბი ევროპის სუპერ თასის ჯგუფური ეტაპის სამ-სამ შეხვედრას ოქტომბერსა და დეკემბერში გამართავს.
რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებული, ახლადგამომცხვარი საკლუბო ტურნირი სექტემბერში იწყება. ‘შავ ლომს’ პირველი ორი თამაში ისრაელის ‘თელავივ ჰ...
კაცთა და ჭაბუკთა ლიგებში მონაწილე ყველა კლუბის საყურადღებოდ:
პირველი სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ აცრილი მოთამაშეებისა და შტაბის წევრების სიები შემდეგ ელ ფოსტის მისამართზე: n.andguladze@rugby.ge
იმ მოთამაშეთა და შტაბის წევრთა სიები, რომლებიც აღნიშული თარიღის შემდეგ აიცრებიან, ...
პირველ პროფესიულ ქართულ ფრანჩაიზს ‘შავ ლომს’, რომელიც სექტემბრიდან რაგბი ევროპის სუპერ თასში ჩაებმება, ლევან მაისაშვილის გამოჯანმრთელებამდე მისი ასისტენტი, უმცროსი ბორჯღალოსნების თავკაცი ილია მაისურაძე გაწვრთნის.
რადგან ‘შავი ლომი’ ბორჯღალოსნების საბაზისო გუნდია, რაგბის კავშირის...
“თბილისი მერიოტში” 15 აგვისტოს გამართულ რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა რიგგარეშე საერთო კრებაზე ახალი გამგეობა დამტკიცდა.
ყრილობას 39 კლუბის (41-იდან) წარმომადგენელი დაესწრო (72 ხმა, 74-იდან) და ის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ გახსნა.
დასაწყისში მან დ...
კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ, საქართველოში მწვრთნელთა გადამზადება „მსოფლიო რაგბის“ მიერ შემუშავებული ახალი პროგრამით განახლდა.
მანამდე, ქართველი ედუკატორები მთელი ეს პერიოდი გადიოდნენ „მსოფლიო რაგბის“ ონლაინ-სწავლებებს. კვირის დასაწყისში საქართველ...
როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია იმყოფება სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ იოჰანესბურგის კერძო საავადმყოფო „ნეთქეა მილპარკ ჰოსპიტალში“, კოვიდ ინფექციით გამოწვეული გართულებებით.
მისი მდგომარეობა, სამწუხაროდ, კვლავ კრიტიკულად მძიმეა...
დღეს, 2021 წლის 5 აგვისტოს 16:00-ზე დასრულდა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრთა კანდიდატების წარდგენის ვადა.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის იოსებ ტყემალაძის მიერ 2021 წლის 15 აგვისტოს გასამართ რიგგარეშე საერთო კრებაზე დასამტკიცებლად წარმოდგენილ იქნა გამგეობის ...
ინგლისის მთავარი მწვრთნელი, ედი ჯონსი საქართველოში ჩამოვა და ქართველ სპეციალისტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. 61 წლის ავსტრალიელი სპეციალისტი, რომელიც ქართულ რაგბთან წლებია მეგობრობს, თბილისში სამი დღე (18-20 აგვისტო) დარჩება და შეხვედრებს მაღალი მიღწევების მწვრთნელებთან გა...
საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ორგანიზებულ კაცთა ლიგის შეჯიბრებებში მონაწილე კლუბების (გუნდების) საყურადღებოდ!
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის 2021 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ორგანიზებული კაცთა ლიგების შეჯიბრებებში მონაწილე...
1 აგვისტოს საქართველოში სამხრეთ აფრიკის 18-წლამდე ნაკრები ჩამოდის, რომელთანაც უმცროსი ბორჯღალოსნები სამ ტესტ-მატჩს გამართავენ. კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, სტუმრებს და საქართელოს ნაკრებს გარკვეული დროით თვითიზოლაციაში მოუწევთ ყოფნა და თამაშები 7, 11 და 14 შევარდენზე, თელავში...
ძვირფასო გულშემატკივრებო, გვინდა დავადასტუროთ დღეს გავრცელებული ინფორმაცია ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მას სამხრეთ აფრიკაში კოვიდ 19 დაუდგინდა, რის გამოც იგი ნაკრებთან ერთად არ დაბრუნდა საქართველოში.
იგი ამ ეტაპზე იმყოფე...
გაცნობებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით 2021 წლის 15 აგვისტოს 13:00 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში მისამართზე: ქ.თბილისი, რუსთაველის #13, წვეულებათა დარბაზში გაიმართება „სრკ“-ს რიგგარეშე საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
სრკ-ს პრეზიდენტის მოხსენება/ან...
ნიკა ამაშუკელი ახალ ეტაპზე გადავიდა. „მსოფლიო რაგბმა“ ის 7-კაცა სერიებზე სამსაჯოდ მიიწვია.
ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი რეფერი ამ დონის ტურნირზე იმსაჯებს. ამაშუკელი ოთხ ეტაპზეა მივლენილი – დუბაი, სამხრეთ აფრიკა, ლონდონი და პარიზი. აქამდე ნიკას 7-კაცა რაგბში მხოლ...
სამწუხაროდ, 17 ივლისს „დინამო არენაზე“ შოტლანდიასთან გასამართი ტესტ-მატჩი ვეღარ შედგება.
მიზეზი COVID 19-ია, რომელმაც მანამდე სამხრეთ აფრიკასთან 9 ივლისს გასამართი მეორე შეხვედრა ჩაშალა.
გამოკვლევების შედეგად ბორჯღალოსნების ბანაკში ვირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა და მა...
და აი ისიც! ბევრი მუშაობისა და ლოდინის შემდეგ, წარმოგიდგენთ პირველ ქართულ პროფესიულ ფრენჩაიზს/კლუბს – შავი ლომი, რომელიც სექტემბრიდან ახალ ევროპულ საკლუბო ტურნირში – სუპერ თასში მიიღებს მონაწილეობას. გუნდი შედგება საქართველოს რაგბის კავშირის მიერ დაკონტრაქტებული მორაგ...
პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’, სექტემბრიდან ახალ საკლუბო ტურნირში ჩაერთვება, რომელიც რაგბი ევროპის ეგიდით ტარდება და მას ევროპის სუპერთასი ეწოდება.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ევროპული კლუბები, ასევე ფრენჩაიზები. უკვე ცნობილია, რომ პირველი სუპერთასისთ...
17 ივლისი | დინამო არენა
ცხადდება აკრედიტაციების მიღება ბორჯღალოსნების ზაფხულის ტესტების დასკვნით თამაშზე
საქართველო vs შოტლანდია | დინამო არენა
სააკრედიტაციო განაცხადის გასაკეთებლად გადადით ამ ბმულზე www.tkt.ge/media
სააკრედიტაციო განაცხადები მიიღება 6 ივლისიდან 14 ივლისამდე....
უმცროსი ბორჯღალოსნები 3 ივლისს 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მეოთხე მატჩში ურუგვაის, მესამე ადგილისთვის ერკინებიან.
სტელენბოშში შეხვედრა საქართველოს დროით 15 საათზე დაიწყება და ლადო კილასონიას შეგირდები მეორე რაუნდში განცდილი მარცხისთვის (15:20) რევანშის აღებას ეცდებიან.
პირვე...
2 ივლისს პრეტორიაში, მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გასამართი მატჩის წინ, ბორჯღალოსნების 23-კაციან განაცხადში ერთი ცვლილებაა.
მცირე ტრავმა მიიღო და ამ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე. მის ნაცვლად მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდა ილია სპანდერაშვი...
საშეჯიბრო კომიტეტის განცხადება
კაცთა ყველა (დიდი-10, I, რეგიონალური და დუბლიორთა) და ჭაბუკთა („ა“ და „ბ“) ლიგების საყურადღებოდ:
2021-2022 წლების საქართველოს ჩემპიონატის განაცხადების მიღების ვადებია: 2021 წლის 17 აგვისტოდან 23 აგვისტომდე.
კლუბები, რომლებიც ზემოხსენებულ ვადებში ვერ...
მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან 2 და 9 ივლისს გასამართი მატჩების წინ, მსოფლიო რაგბი ბორჯღალოსანთა ცენტრ გიორგი კვესელაძეს ესაუბრა:
„გიორგი კვესელაძე აღიარებს, რომ სამხრეთ აფრიკასთან სტუმრად გასამართი ტესტ-მატჩები ისტორიულია ქართული რაგბისათვის.
ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების...
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და შერკინების მწვრთნელმა ილია მაისურაძემ სამხრეთ აფრიკაში პირველი პრესკონფერენცია გამართეს და მსოფლიოს ჩემპიონთან 2-მატჩიანი სერიის მოლოდინებზე ისაუბრეს.
საქართველო ‘სპრინგბოკსს’ 2 ივლისს პრეტორიაშია, ხოლო 9 ივლისს იოჰანესბურგშ...
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გასამართი პირველი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
თამაში 2 ივლისს, პრეტორიაში საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება. ეს პირველი თამაშია, რომელსაც ‘ბოკე’ მსოფლიო თასის ფინალუ...
სამოყვარულო კლუბმა თბილისის ‘დევებმა’, ბათუმის რაგბის სტადიონზე ბრიტანელ სამხედრო მეზღვაურებთან ამხანაგური მატჩი გამართეს და 26:0 გაიმარჯვეს.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ერთ-ერთი ფლაგმანი ხომალდი HMS DEFENDER ბათუმის პორტში შემოვიდ...
კავკასიონი არენაზე ნიდერლანდების 48:15 დამარცხების შემდეგ, ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრნენ, სადაც მსოფლიოს ჩემპიონ ‘სპრინგბოკთან’ 2 და 9 ივლისს ტესტ-მატჩებს გამართავენ.
განვლილ შეხვედრაში მუხლი დაიზიანა და გაფართოებულ რაზმს გამოაკლდა მიხეილ გაჩეჩილაძე.
„გაჩეჩილაძის მუ...
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, სტელენბოშში (სამხრეთ აფრიკა) მიმდინარე 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მესამე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
28 ივნისს, ჩვენი დროით 15 საათზე საქართველო მასპინძელს, სამხრეთ აფრიკას ეთამაშება, რომელმაც პირველ ტურში ურუგვაის 29:10, ხო...
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ნიდერლანდებთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მასში ერთი დებიუტანტია – მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი.
2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის (რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა) დასკვნითი შეხვედრა 26 ...
საქართველოს 7-კაცა ნაკრები ხვალ გამთენიისას მოსკოვში მიემგზავრება, სადაც 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე, დასკვნით ეტაპზე ითამაშებენ.
ლისაბონში სამი თამაშის მოგების და მე-5 ადგილის დაკავების შემდეგ, ჩვენი გუნდი „ა“ ჯგუფში ესპანეთის, პორტუგალიისა და პოლონეთის ნაკრებებთან...
7-ქალა ნაკრებთან სამოტივაციო შეხვედრის შემდეგ, რაგბის კავშირის ვიცე პრეზიდენტი ნიკა ალავიძე და მოთამაშეთა კეთილდღეობის კოორდინატორი ნონო ანდღულაძე 7-კაცა ნაკრებს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ეწვივნენ.
გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის ემზადება, რომელიც 26-27 ივნის...
უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მეორე მატჩში 27-კაციანი განაცხადით ითამაშებენ.
23 ივნისს მათი მეტოქე ურუგვაის 20-წლამდელთა გუნდი იქნება (საქართველოს დროით 15 საათი), რომელმაც პირველ რაუნდში მასპინძელ სამხრეთ აფრიკას დიდი ბრძოლა გაუმართა და 10:29 დამარცხდა.
...
ზაფხულის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში გამართავენ და კვართებზე UN Women-ის (გაეროს ქალთა ორგანიზაცია) წარწერით ითამაშებენ.
2 და 9 ივლისს ბორჯღალოსნების მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა იქნება და ამ შეხვედრას მთელ...
თითქმის 16-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნები 18 ივნისს მოედანზე გავლენ და არგენტინელი თანატოლების წინააღმდეგ 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის პირველ შეხვედრას გამართავენ, რომელიც სამხრეთ აფრიკაში, სტელენბოშში იმართება.
ხანგრძლივი პაუზა კოვიდ-პანდემიამ განა...
საქართველოს 7-ქალა ნაკრები დღეს ღამით ხორვატიაში მიემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატის „ალაფის“ პირველ ეტაპზე ითამაშებს.
ზაგრებში ტურნირი 19-20 ივნისს გაიმართება და ის პირვანდელისგან განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. ბოლო მომენტში მონაწილე გუნდების რაოდენობა 10-იდან 8-მდე შემცი...
ბორჯღალოსნების 37-კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა, ზაფხულში გასამართი ოთხი თამაშისთვის მოსამზადებლად შეკრებაზე „მარტყოფის“ ბაზაზე შევიდა.
26 ივნისს საქართველო 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ნიდერლანდებს თელავში უმასპინძლებს და თასს ოფიციალურად ჩაიბარეს; 2...
შოტლანდია რჩება ერთადერთ ტიერ1-ის გუნდად, რომელიც ბორჯღალოსნებთან სათამაშოდსაქართველოს უკვე მეორედ ეწვევა. 17 ივლისს, 19 საათზე ბორჯღალოსნები შოტლანდიას დინამო არენაზე უმასპინძლებენ!
მატჩის ბილეთები იყიდება აქ: TKT.GE/RUGBY
მეექვსედ შოტლანდიასთან
უკანასკნელ ათწლეულში ბორჯღალოსნებ...
სპორტული ეკიპირების წამყვანი იტალიური მწარმოებელი მაკრონი (MACRON) საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორი გახდა.
5-წლიანი ხელშეკრულების თანახმად, მაკრონი საქართველოს რაგბის კავშირს ყოველწლიურად უფასოდ მიაწვდის სრულ სანაკრებო ეკიპირებას (ღირებულება300 ათას ევროს შეადგენს) და ტექნიკუ...
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის მორაგბეები შეარჩია, რომლებიც 13 ივნისს გამთენიისას, სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიაზე სათამაშოდ გაემგზავრნენ.
შეგახსენებთ, კოვიდ-პანდემიის გამო, 2019 წლის შემდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი არ ჩატარებულა და ...
ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი, მსოფლიო რაგბის ისტორიაში პირველი ტიერ2 ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც ტიერ1 ქვეყნის ნაკრებების მატჩს იმსაჯებს.
ის 3 ივლისს კარდიფში, 80-ათასიან „პრინციფალითი სთედიუმზე“ უელსისა და კანადის ნაკრებების შეხვედრას განსჯის, იქიდან კი რუმინეთში ჩავა და...
მსოფლიო რაგბმა ზაფხულში გასამართი ტესტ-მატჩებისთვის, მათ შორის ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის, მსაჯები და ოფიციალური პირები დანიშნა.
ივლის-აგვისტოში 44 მატჩი მატჩი შედგება და მათ ჯამში 8 ქვეყნის 21 რეფერი მოემსახურება. სასიხარულოა, რომ მათგან ერთ-ერთი...
30 წლის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონი ქუთაისში გამოვლინდება. 12 ივნისს, 17 საათზე დიდი 10-ის დიდ ფინალში ქუთაისის ‘აია’ ‘ბათუმს’ ერკინება!
ბილეთები
დიდი ფინალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
ონლაინ: WWW.TKT.GE/DIDI10
აია არენას სალაროში: (ყოველდღე 11:00-...
ამსტერდამიდან თელავში! 26 ივნისს, ბორჯღალოსნები თელავში, ‘კავკასიონი არენაზე’ ნიდერლანდებს დაუხვდებიან და ზაფხულის სანაკრებო სეზონს მათთან შეხვედრით გახსნიან. ესაა2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი, რის შემდეგაც საქართველო მე-13-ედჩაიბარებს მთავარ ჯილდოს.
ბილლეთე...
საქართველოს რაგბის კავშირსა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
ამ ეტაპზე შეთანხმება ერთწლიანია, თუმცა მხარეები იმედოვნებენ, რომ პარტნიორობა გრძელვადიანი იქნება. „ბენეფიტსი“ იზრუნებს როგორც ნაკრები გუნდების მოთამაშეების...
რაგბის კავშირის პრეზიდენტი, იოსებ ტყემალაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს. მინისტრმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ერთად ქართულ რაგბშიმიმდინარე პროცესები განიხილეს. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა თეა წულუკიანს რამდენიმე თვიანიმუშაობის ანგარი...
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, სექტემბრიდან შიდა ჩემპიონატებში ოფიციალურად ამოქმედდება მსოფლიო რაგბის სადისციპლინო წესები, მატჩებს კი სადისციპლინო-კომისრები დაესწრებიან.
მანამდე, საიტინგ ოფიცრები, როგორც რაგბის კავშირის ოფიციალური წარმომადგენლები, დიდი 10-...
ამსტერდამიდან თელავში! 26 ივნისს, ბორჯღალოსნები თელავში, ‘კავკასიონი არენაზე’ ნიდერლანდებს დაუხვდებიან და ზაფხულის სანაკრებო სეზონს მათთან შეხვედრით გახსნიან. ესაა2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი, რის შემდეგაც საქართველო მე-13-ედჩაიბარებს მთავარ ჯილდოს.
ბილლეთე...
საშეჯიბრო კომიტეტის განცხადება
საქართველოს 2021-2022 წლის ჩემპიონატებში მონაწილე ყველა ლიგების („დიდი-10“, I, რეგიონალური, ჭაბუკთა „ა“ და „ბ“) კლუბების საყურადღებოდ:
ყველა ზემოთჩამოთვლილ ლიგებში ზაფხულის სატრანსფერო ვადები განისაზღვროს 2021 წლის 8 ივლისიდან – 16 აგვისტომდე....
30 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი ქუთაისში გამოვლინდება. 12 ივნისს, 17 საათზე “აია არენაზე” დიდი 10-ის დიდი ფინალი იმართება
ბილეთები
დიდი ფინალის ბილეთების შეძენა ტრადიციულად ონლაინ და სტადიონის სალაროებში იქნებაშესაძლებელი.
ონლაინ: WWW.TKT.GE/DIDI10
აია არენას სალარო...
უმცროსი ბორჯღალოსნები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის მზადებას განაგრძობენ.
ვარჯიშის ფოტო-გალერეა
20-წლამდელთა საერთაშორისო სერიას სტელენბოში 18 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს და მასში ოთხი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, თითოეულ მათგანს კი, ოთხი თ...
ბორჯღალოსნები ნოემბერში საფრანგეთს მსოფლიო თასს მიღმა, 14 წლის შემდეგ პირველად ითამაშებენ.
ისტორიული შეხვედრა 14 ნოემბერს ბორდოში, „სტად მატმუტ-ატლანტიკზე“ გაიმართება. ევროპის წამყვანი სარაგბო ქვეყნებიდან საფრანგეთი ერთადერთია, ვისთანაც მსოფლიო თასს მიღმა ჯერ არ გვითამაშია.
2021 ...
ლიეტუვას რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ირმანტას კუკულსკისის წერილი:
განცხადების ორიგინალი
სიტუაციის შეფასების შედეგად, მსურს ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ლიეტუვას და საქართველოს რაგბის ფედერაციები ყოველთვის იჩენდნენ ერთმანეთის მიმართ მხარდაჭერას და ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ჩვე...
საქართველოს 7-კაცა ნაკრები 3 ივნისს პორტუგალიაში მიემგზავრება, სადაც 5-6 ივნისს ლისაბონში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპს ითამაშებს.
ევროპული რაგბი 7 კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ივნისში, სახეცვლილი სტრუქტურით განახლდება და უმაღლეს დივიზიონ...
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით და რაგბის კავშირის მხარდაჭერით, „ავჭალაზე“ 13-წლამდე მორაგბეთა ფესტივალი გაიმართა.
მასში 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა – აკადემია, წიქარა, მამონტები, ავჭალა, რაშები, ხულიგანა, არმია და იუნკერები...
ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკასთან ტესტებს 3 და 10 ივლისის ნაცვლად ერთი დღით ადრე, 2 და 9 ივლისს გამართავს.
ეს ცვლილება სამხრეთ აფრიკაში ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნემ განაპირობა. უორენ გეთლანდის შეგირდები 3 ივლისს ‘გოლდენ ლაიონსს’, ხოლო 10 ივლისს ‘ბულსს’ ეთამაშება. ბორჯღალ...
საშეჯიბრო კომიტეტის განცხადება: “რეგიონალური ლიგის“ საქართველოს 2021-22წ. ჩემპიონატში მონაწილე გუნდების საყურადღებოდ:
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მზაობა ზემოაღნიშნულ ლიგაში მონაწილეობის შესახებ განცხადების სახით, ა/წ. 7 ივნისიდან 5 ივლისამდე.
5 ივლისის შემდეგ განცხადებები აღარ მ...
ნიდერლანდებმა 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფში ბელგია 23:21 დაამარცხა და 19 წლის შემდეგ უმაღლეს დივიზიონს დაუბრუნდა.
შესაბამისად, 26 ივნისს, ბორჯღალოსნები თელავში, ‘კავკასიონი არენაზე’ ნიდერლანდებს დაუხვდებიან და ზაფხულის სანაკრებო სეზონს მათთან შეხვედრით გახსნიან. ე...
დიდი 10-ის ნახევარფინალურმა შეხვედრებმა და დიდმა ფინალმა ერთი კვირით გადაიწია.
მატჩების გადადების მიზეზი სამსაჯო კორპუსის პროტესტია, რომელმაც ბოლო წლებში მსაჯებზე გახშირებული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა.
რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ უ...
ბორჯღალოსანთა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ გუშინ ფრანგული ტოპ 14-ის ‘ბაიონთან’ ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.
29 წლის მორაგბე ბასკურ კლუბს მიმდინარე სეზონის დაწყების შემდეგ, ოქტომბერში „სამედიცინო ჯოკერის“ სტატუსით შეუერთდა და გუნდის უცვლელ წევრად მალევე იქცა. კო...
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ზღვაზე 13-წლამდელთა ტურნირი გაიმართა, რომელიც აფხაზეთში დაღუპული ტყუპი ძმების, ნუკრი და ვასკა წიკლაურების ხსოვნას მიეძღვნა. ‘რაშების’ ინიციტივით, ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და რაგბის კავშირის ხელშეწყობით, 6-გუნდიანი ტ...
30 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი ქუთაისში გამოვლინდება. 5 ივნისს, 17 საათზე “აია არენაზე” დიდი 10-ის დიდი ფინალი იმართება
ბილეთები
დიდი ფინალის ბილეთების შეძენა ტრადიციულად ონლაინ და სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი.
ონლაინ: www.tkt.ge/rugby
აია არენას სალაროში: 1 ივნი...
20-წლამდელთა საერთაშორისო სერიაში მონაწილეობის მისაღებად, უმცროსი ბორჯღალოსნები ივნისში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან!
აღსანიშნავია, რომ 3 და 10 ივლისს ბორჯღალოსნები მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან ორ ტესტ-მატჩს გამართავენ, მანამდე კი, ეს ქვეყნები ერთმანეთს 20-წლამდელთა ნაკ...
30 წლის შემდეგ, საქართველოს უმაღლესი ლიგის, დიდი 10-ის დიდი ფინალი ქუთაისში, “აია არენაზე” ჩატარდება.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში ფინალური შეხვედრა ერთადერთხელ, 1991 წელს გაიმართა და ‘ლოკომოტივის’ 11:6 ძლევით, მასპინძელმა ‘აიამ...
26 ივნისს, ბორჯღალოსნები, თელავში და ზოგადად კახეთში პირველად ითამაშებენ. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კახეთის რეგიონში სანაკრებო (სათამაშო სპორტის სახეობაში) მატჩი გაიმართება.
ეს იქნება 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი და მისი დასრულების შემდეგ, ბორჯღა...
17 მაისიდან უმცროსი ბორჯღალოსნები 46-კაციანი შემადგენლობით „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 3-კვირიან შეკრებაზე შევიდნენ.
მსოფლიო რაგბის ზედიზედ ორი 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჩაშლის (კოვიდ პანდემია) შემდეგ, მწვრთნელები აქცენტს 2022 წლის ჩემპიონატზე აკეთებენ და შეკრებაზეც 2002-2003 წლ...
შაბათ-კვირას „ხვამლი არენაზე“ საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა 15-წლამდე მორაგბეთა შორის 12-კაცა რაგბში.
დასავლეთ საქართველოდან თბილისში 5 გუნდი ჩამოვიდა – ქუთაისიდან ‘აია’ და ‘არესი’, აჭარიდან ‘ბათუმი’, სამეგრელოდან ‘ფოთი’ და ‘გურია’. შედეგად, აღმოსავლეთ საქ...
მადლობა ირაკლი! დიდი 10-ის 2020-2021 წლის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში ვეტერანმა ბორჯღალოსანმა, რუსთავის ხარების კვაჭმა, ირაკლი ნატრიაშვილმა სპორტული კარიერა დაასრულა!
2006-2015 წლებში ირაკლიმ ბორჯღალოსნების რიგებში 40 კეპი მოიხვეჭა და 4 ლელო გაიტანა! 2011-13 წლებში თამაშობდა ბ...
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მის თანახმად, საქართველოს ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრების წევრებს, შეღავათიან ფასებში შეეძლებათ განათლების მიღება და ისარ...
საქართველოს რაგბის კავშირსა და კავკასიის მედიცინის ცენტრს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებში „ევექსი ჰოსპიტალების“ ფლაგმანი კლინიკა ქართველი მორაგბეების ჯანმრთელობასა და რეაბილიტაციაზე იზრუნებს.
1-წლიან ხელშეკრულებას ხელი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმ...
ივლისის ტესტებზე მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან სტუმრად გასამართ ორ ტესტს და საქართველოში შოტლანდიასთან თამაშს, ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე დიდ გამოცდად და გამოწვევად მიიჩნევს
‘სპრინბოქსს’ 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალის შემდეგ არ უთამაშია. მათ ბრიტანელ და ირლანდი...
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ‘სპრინბოქსი’ ივლისში ბორჯღალოსნებს ორ მატჩიან ტესტ სერიაში სამხრეთ აფრიკაში უმასპინძლებს. სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩები 3 და 10 ივლისს გაიმართება.
ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასს მიღმა შევხვდებით. აქამდე ‘ბოკეს’ ერთადერთხე...
დიდი 10-ის 2020/2021 წლების გარდამავალი ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. დარჩენილია ორი გადადებული მატჩი, რეგულარული გათამაშების დასკვნითი ტური და ფლეი ოფები.
იმისათვის, რომ შიდა ჩემპიონატის დონე და ხარისხი ამაღლდეს, საქართველოს რაგბის კავშირი გარკვეული ღონისძიებების გატარებას გე...
საქართველოს რაგბის კავშირისა და მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობას შორის, ზუმით საქმიანი შეხვედრა გაიმართა და ის კონკრეტული, პოზიტიური შედეგებით დასრულდა.
რამდენჯერმე გადადებული რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებისა, მენეჯმენტში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზებისა და გაურკვევლობის გ...
ორმა ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა – მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ და ფულბეკმა დავით ნინიაშვილმა, ტოპ 14-ის ერთ-ერთ ლიდერ ‘ლიონთან’ 3-წლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი.
22 წლის ‘ლელო-სარასენსის’ აღზრდილი ბექა საღინაძე ქართული რაგბის ქომაგმა უმცროს ბორჯღალოსნებში თამაშით გაიცნო (18-წლ...
შოტლანდია რჩება ერთადერთ ტიერ1-ის გუნდად, რომელიც ბორჯღალოსნებთან სათამაშოდ საქართველოს უკვე მეორედ ეწვევა.
შოტლანდიელებმა ეს ნაბიჯი პირველად 2019 წლის მსოფლიო თასის წინ გადადგეს და ბორჯღალოსნებთან 31 აგვისტოს თბილისში „დინამო არენაზე“ ითამაშეს, წელს კი 17 ივლისს გვეწვევიან. ჯერჯ...
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 2002-2003 წელს დაბადებული 49 მორაგბე „შევარდენზე“, ერთკვირიან სასელექციო შეკრებაზე შეიყვანა.
გუნდი იწყებს მზადებას 2022 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის, რომელიც კოვიდ-პანდემიის გამო ბოლო ორი წელია არ გამართულა.
პანდემიის...
გასულ შაბათ-კვირას „რაგბი ჭალამ“ 15-წლამდე მორაგბეთა საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს უმასპინძლა აღმოსავლეთ ზონაში.
12-კაცა რაგბში დასკვნითი ტურნირი 15-16 მაისს გაიმართება. მასში აღმოსავლეთიდან 10 და დასავლეთიდან 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
აღმოსავლეთ საქართველოში შესარ...
პირველი ლიგის რეგულარული სეზონის ბოლოსწინა შეხვედრას ასპინძამ უმასპინძლა. სამცხე-ჯავახეთი ასპინძის ომის ისტორიული გამარჯვების 250-ე წლისთავს აღნიშნავდა.
მეოთხედი ათასწლეულის წინ, მეფე ერეკლე II-ს სარდლობით, 3 ათასამდე მეომარისგან შემდგარმა ქართულმა ლაშქარმა, რიცხოვნობით 3-ჯერ მეტ...
ბორჯღალოსანი ნიკოლოზ ხატიაშვილი ჩრდილო ამერიკის პროფესიონალური სარაგბო პირველობის, Major League Rugby-ის მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
28 წლის ბორჯღალოსანმა, ამერიკული პროფესიული ლიგის ‘ჰიუნსთონ საბერქეთსთან’ 3-წლიანი კონტრაქტი შარშან გააფორმა და ახალ გუნდს იანვარში შეუე...
დიდი 10-ის 2020/2021 სეზოონის დიდი ფინალი 30 მაისს ჩაინიშნა. საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტმა რეგულარული სეზონის დარჩენილი და ფლეი ოფის მატჩების განრიგი გაწერა.
კალენდრის შედგენისას საშეჯიბრო კომიტეტმა ზაფხულის საერთაშორისო (სანაკრებო) ფანჯრის განრიგით იხელმძღვანელ...
სოფელ ატოცში (ქარელის რაიონი) სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის სკოლის მოსწავლეებთან ერთად, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ, ბორჯღალოსნების კაპიტანმა მერაბ შარიქ...
ბორჯღალოსანთა მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი დაასრულა და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება. ის ‘ორიაკის’ მარქაფაშია და 9 აპრილს ‘ნევერის’ წინააღმდეგ ითამაშებს.
24 წლის მორაგბეს ბოლო ორი წელია ტრავმები მოუმრავლდა. მან ჯერ 2019 წლის მსოფლიო თასის წინ...
ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე, ბავშვთა რაგბის გუნდ ‘მართვეს’ ეწვია და როგორც თავად აღნიშნა, „მომავალ ბორჯღალოსნებთან“ ერთად ითამაშა.
კაპიტანსა და დამწყებ მორაგბეებს შორის, უხერხულობის მომენტი პრაქტიკულად მისალმებისთანავე გაიფანტა. გასახურებლად შარიქაძემ ბავშვებს რამდენიმ...
ვეტერანი ბორჯღალოსნების, მერაბ კვირიკაშვილისა და ირაკლი ყიასაშვილის ინიციატივით, რაგბის კლუბ ‘ყაზბეგის’ მორაგბეები მცხეთა-მთიანეთის გარაგბიანებას იწყებენ.
გუნდის კაპიტანმა ვაჟა მაისურაძემ, ასევე მისმა თანაგუნდელმა ზურაბ კორკელიამ პირველი ნაბიჯი სოფელ ქანდაში და მის შემოგარენში გა...
გივი ჭიჭინაძე – თითქმის ნახევარი საუკუნე ქართულ რაგბში
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეს, გივი ჭიჭინაძეს, ქართულ რაგბთან თითქმის ნახევარი საუკუნე – 47 წელი აკავშირებს.
ის 1959 წლის 2 ივლისს დაიბადა და ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ, ორი წლით უფროს მეგობ...
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ, 29 მარტს გამართულ სხდომაზე რაგბის კავშირის სამი ვიცე-პრეზიდენტები დაამტკიცა.
ფინანსურ და მარკეტინგულ მიმართულებებს ნიკოლოზ ალავიძე უხელმძღვანელებს. ის 1977 წლის 28 ნოემბერს დაიბადა. 1994-2000 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბი...
2021 წლის 29 მარტს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის ახლადარჩეული გამგეობის პირველი სხდომა. სხდომას პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე თავმჯდომარის სტატუსით გაუძღვა. გამგეობის წევრებმა თავისი რიგებიდან გამგეობის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს გივი ჭიჭინაძე.
თორნიკე გოგებაშვილმა, რომელ...
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის პირველი საშინაო მატჩისთვის 23-კაციანი რაზმი გამოაცხადა.
შეგახსენებთ, 28 მარტს, 15 საათზე, „მიხეილ მესხზე“ რუმინეთს ვმასპინძლობთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტრიბუნებზე ქომაგთა ტევადობის 30% დაიშვება.
წინა თა...
კალინინგრადიდან შინ დაბრუნებულმა ბორჯღალოსნებმა ორი დღე დაისვენეს და 28 მარტს რუმინეთთან გასამართი მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ.
შეგახსენებთ, 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩი თბილისში, კვირას, 28 მარტს „მიხეილ მესხზე“ 15 საათზე დაიწყება და რაც მთავარია, მას გულშემ...
მსოფლიო რაგბმა და რაგბი ევროპამ იოსებ ტყემალაძეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს და ქართულ რაგბს წარმატებები უსურვეს:
„ბატონო იოსებ, გილოცავთ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევას. მივესალმები ყველა თვენს განზრახვას საქართველოს რაგბის კავშირის ეფ...
ძვირფასო მეგობრებო 28 მარტს, 15 საათზე ბორჯღალოსნები რუმინეთის ნაკრებს მესხის სტადიონზე ეთამაშებიან.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მატჩზე გულშემატკივრების დასწრება შეიძლება, თუმცა სტადიონზე გულშემატკივრების მხოლოდ 30 პროცენტი დაიშვება.
ქვეყანაში მოქმედი კოვიდ რეგულაციებიდან გამო...
თამაშია! 28 მარტს 15 საათზე ბორჯღალოსნები მესხის სტადიონზე რუმინეთს ერკინებიან!
რაც მთავარია მატჩზე გულშემატკივრები ესწრებიან! ქვეყანაში მოქმედი კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე სტადიონზე გულშემატკივრების მხოლოდ 30 პროცენტი დაიშვება.
ბილეთები შეიძინეთ ამ ბმულზე TKT.GE/Rugby...
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, პირველ სამუშაო დღეს ბორჯღალოსნებს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეხვდა რუსეთთან გამარჯვება მიულოცა, რუმინეთთან წარმატებები უსურვა და საკუთარ გეგმებზე ესაუბრა.
პრეზიდენტი ნაკრების წევრებს დაპირდა, რომ მათი წარმომადგენელი აუცი...
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
პირველ სამუშაო დღეს ის კავშირის თანამშრომლებს შეხვდა და საკუთარი გეგმები გააცნო:
„დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა საქართველოს რაგბის კავშირში. სიკეთის მეტი არსად არაფერი შემიტანია და ვიმედოვნებ, ...
ქვეყანაში მოქმედი Covid 19-ის რეგულაციების თანახმად, საქართველოს რაგბის კავშირი აცხადებს სააკრედიტაციო განაცხადების მიღებას საქართველო-რუმინეთის მატჩზე, რომელზეც მედიის წარმომადგენლები შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან.
რეგულაციების მიხედვით მესხის სტადიონის მედია ტრიბუნაზე აუცილებ...
ბორჯღალოსნებმა წელს გამართული მატჩებიდან კალინინგრადში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და რუსეთი 25-ე რკენში 23-ედ, აქედან ზედიზედ მე-20-ედ დაამაცხეს – 23:6.
დაახლოებით თვენახევრის წინ, თბილისში ტაიმის 0:0 დასრულების და უწინდელზე მცირე სხვაობით (7:16) წაგების შემდეგ, მეტოქე საკ...
სახელი და გვარი: იოსებ ტყემალაძე
დაბადებული: 25 დეკემბერი 1976
ეროვნება: ქართველი
მოქალაქეობა: საქართველო
რელიგია: მართლმადიდებელი
განათლება: უმაღლესი, ძირითადი მიმართულება – ბიზნესის ადმინისტრირება ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მშობლები: მამა – ინჟინერ მშ...
საჯარო რეესტრმა იოსებ ტყემალაძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა. ის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვალს ქვორუმის არარსებ...
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 20 მარტს რუსეთთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
„ესპანეთთან მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში დიდი როტაცია არ გაგვიკეთებია. ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე, ტრავმის გამო რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა. სამწუხაროდ, ვერ გამოჯანმ...
მადრიდში ესპანეთთან 25:19 მოგების შემდეგ, ბორჯღალოსნები სამშობლოში გუშინ, გვიან ღამით დაბრუნდნენ და „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე დაბინავდნენ.
გუნდი 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 20 მარტს საქართველოს დროით 15 საათზე) კალინინგრადში რუსეთთ...
20 მარტს ბუქარესტში, რუმინეთსა და ესპანეთს შორის გასამართ მატჩს ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ პრინციპულ მატჩში, მოედნის მსაჯი გამოცდილი ნიკა ამაშუკელია, რომელსაც კიდეებიდან ქუთაისელი არბიტრები – გიგა მშვენიერაძე და პაპუნა ჭ...
გასულ შაბათს 2020/2021 წლების დიდი 10-ის გარდამავალი სეზონი დასრულდა. გაირკვა ის ექვსეულები, რომლებიც 10 დღეში საჩემპიონო რბოლას, ასევე უძლიერესთა შორის დასარჩენად ბრძოლას გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, კოვიდ-პანდემიის გამო 2019/2020 წლების სეზონი შეწყდა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ დ...
ესპანელმა „ლომებმა“ მადრიდში ბორჯღალოსნებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და თამაშში ბოლო წამებამდე დარჩნენ, თუმცა ქართველ მორაგბეებს თავდადება დაუფასდათ და 25:19 მოიგეს.
ეს იყო 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრა, რომელიც ასევე 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპია...
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 14 მარტს მადრიდში გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
გასულ შაბათს პორტუგალიაში 29:16 მოგებული მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 10 ცვლილებაა. მათგან ერთი ტრავმითაა გამოწვეული – ბექა საღინაძე გასულ შაბათს დაშავდა და...
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს.
განმეორებითი არჩევნები, რომელიც 24 თებერვალს ქვორუმის არ არსებობის გამო გადაიდო, 10 მარტს გაიმართა. იმისათვის, რომ განმეორებით არჩევნებზე ქვორუმი შემდგარიყო, საჭირო იყო ნამდვილ წევრთა ნახევარზე მეტის რეგისტრაცია (50...
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან, ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ განხორციელებული დესტრუქციული ქმედებებისა და განცხადებებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მათ, რომ დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში! თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და მისცენ საქართველოს რაგბის კავშირს კანონიერ...
ბორჯღალოსნებმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი და 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო და მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც ჩაიწერა.
მასპინძლებმა პირველ ნახევარში ჩვენი შეცდომებით და უდისციპლინობით ისარგებლეს და პირველი ნახევარი 3 ქულის სხ...
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ორ წლიანი ციკლის პირველი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და მასში სამი დებიუტანტია.
6 მარტს საქართველო ლისაბონში პორტუგალიას, საქართველოს დროით 19 საათზე ეთამაშებ...
2023 წლის მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტი, 15 მარტს, ევროპის ცენტრალური დროით 12 საათზე ბილეთების გაყიდვას დაიწყებს.
მე-10, საიუბილეო მსოფლიო თასზე სარეკორდო რაოდენობის, 2,6 მილიონი ბილეთი გაიყიდება. გულშემატკივრებისთვის, რომლებიც სპეციალურ პორტალზე – 2023 Family, 13 მ...
2021 წლის 27 თებერვალს ZOOM-ის მეშვეობით გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:
2021 წლის 24 თებერვალს ჩანიშნული ა(ა)იპ „საქართველოს რაგბის კავშირის“ საერთო კრება (ყრილობა) განმეორებით მოწვეულ იქნეს 2021 წლის 10 მარტს,...
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 32 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ოთხი თამაშისთვის მოემზადება.
„ეს შემადგენლობა ოთხივე თამაშისთვის მოიაზრება, თუმცა შესაძლოა იყოს მცირე ცვლილებები. ესპანეთთან მატჩისთვის შემოგვიერთდება მიხეილ ნარიაშვილი. ...
საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრება (ყრილობა), რომელზეც პრეზიდენტის არჩევნები უნდა შემდგარიყო, ქვორუმის არარსებობის გამო ამ ეტაპზე ვერ შედგა.
დღევანდელ საერთო კრებაზე 24 სუბიექტი დარეგისტრირდა, ხმების საერთო რაოდენობით – 42 (74-იდან). რადგან ქვორუმი R...
2021 წლის 19 თებერვალს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა იოსებ ტყემალაძე, რომელიც 24-მა ნამდვილმა წევრმა წარადგინა.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვალს ნამდვილ წევრთა მორიგ საერთო კრებაზე (ყრილობა) გაიმართება.
იოსებ ტყემალაძე წარადგინეს:
სარაგბო კლ...
„რეაბილიტაცია ისე კარგად მიდის, რომ უკეთესს ვერც ვინატრებდი და ძალიან გახარებული ვარ“ – ამბობს ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე, რომელიც 29 ნოემბერს, „შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიასთან მატჩში დაშავდა.
მორაგბეს, რომელსაც წოტა ხნის წინ 25 წელი შეუსრულდა, ჯვარედინი მყესები ჰქონდა გ...
ბორჯღალოსნები 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოთხ შეხვედრას მარტში გამართავენ, ერთს კი ივნისის მიწურულს.
შეგახსენებთ, COVID-19-ის მსოფლიო პანდემიამ რაგბის კალენდარი თავდაყირა დააყენა და შარშან რაგბი ევროპის 2020 წლის გათამაშება ვერ დასრულდა. ბოლო ტურის ორი გადადებული მატჩი ამ...
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 7 თებერვალს რუსეთთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა, რომელიც აქამდე ორჯერ გადაიდო, „მიხეილ მესხზე“ 15 საათზე დაიწყება. სამწუხაროდ, კოვიდ-პანდემიით გამოწვეული შეზღუდვე...
4 თებერვალს 15:30-ზე, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე მედია საშუალებებისთვის გაიმართება ბორჯღალოსნების ღია ვარჯიში.
მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის ფოტო-ვიდეო გადაღება ნებადართულია ვარჯიშის დაწყებიდან პირველი 15 წუთის განმავლობაში. COVID 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, ფოტო...
რაგბის კავშირის განცხადება 2021 წლის მორიგი საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის შესახებ
ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით 2021 წლის 24 თებერვალს, 13:00 საათზე, ავჭალის რაგბის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში, მისამართზე: თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. 27, გაიმართებ...
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 7 თებერვალს რუსეთთან გასამართი მატჩისთვის გაფართოებული რაზმი დაასახელა.
შეგახსენებთ, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი, ორჯერ გადადებული მატჩი, „მიხეილ მესხზე“ 15 საათზე დაიწყება.
პირველად დიდი ნაკრების შეკრებაზე
ტრავმებისა და თუ სხვა...
საქართველოს რაგბის კავშირი ხაზგასმით ავღნიშნავთ მედია საშუალებების დიდ როლს საქართველოში რაგბის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერაში. ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ მათ შრომას და კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ მედიის როლი რაგბის პოპულარიზაციაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია.
ბორჯღალოს...
ბორჯღალოსნები 2021 წლის პირველ მატჩში რაგბი ევროპის 2020 წლის დასკვნითი ტურის მატჩს თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ 7 თებერვალს გამართავენ. რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ შედგება და 15 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, კოვიდ-პანდემიის გამო ეს თამა...
ბორჯღალოსანი მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი ინგლისში დაბრუნდება და კარიერას პრემიერშიფის ‘უოსფსში’ გააგრძელებს.
‘უოსფსი’ 153 წლის წინ დაარსდა და საშინაო შეხვედრებს „რიკო არენაზე“ (Ricoh Arena) მართავს, რომელიც 32 609 მაყურებელს იტევს. გუნდი ექვსჯერ გახდა პრემიერშიფის გამარჯვებული და ასე...
საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად ქართული სარაგბო თემი გილოცავთ ახალ, 2021 წელს!
ახალ წელს გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და რაც მთავარია, სავსე ტრიბუნებს!
2021 წელს ჩვენ ცვლილებებით, შემართებით და ახალი ძალით ვხვდებით. გამოწვევები, რომლებიც 2020-მა წელმა დატოვა, 2021 წე...
2020 – მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არასტანდარტული წლის ბოლო დღეს, გავიხსენოთ განვლილი 365 დღის მნიშვნელოვანი მოვლენები.
ახალი ხელმძღვანელობით
2020 წლის ბოლოს, 30 დეკემბერს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრება (ყრილობა), რომელზეც ბორჯღალო...
რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტის წევრი ლაშა მაჭავარიანი პირველი ქართველია, რომელიც მსოფლიო რაგბის სადისციპლინო კომიტეტის წევრი გახდა.
32 წლის სპეციალისტი მსოფლიო რაგბის პანელზე დაახლოებით ერთი წლის წინ წარადგინეს. შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ, ლაშას ტესტირებას ირლანდიე...
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრება (ყრილობა) 30 დეკემბერს, თბილისში, “ლოკომოტივის სარაგბო ბაზაზე” გაიმართება.
ყრილობა, რომელიც კოვიდ-პანდემიის გამო თითქმის ერთი წლით გადაიდო 13 საათზე დაიწყება.
დღის წესრ...
ბორჯღალოსანთა შუამარბი გიორგი კვესელაძე დეკემბრის ბოლომდე ინგლისში ჩავა და პრემიერშიფის ‘გლოსთერს’ შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ კვესელაძე პირველი ქართველი უკანახაზელია, რომელიც პრემიერშიპში ითამაშებს.
„შემოდგომის ერთა თასზე“ ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, როგორც შეტევაში ასევე დაცვა...
რაგბი ევროპამ ხანგრძლივი და დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის და ახალი, 2021 წლის სეზონის ჩატარების თარიღები დაასახელა.
მოლაპარაკებების შემდეგ რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭომ შემდეგი განრიგი დაამტკიცა:
2021 წლის 6-7 თებერვალს, 2020 წ...
„შემოდგომის ერთა თასზე“ დებიუტის შემდეგ (შოტლანდია-საფრანგეთზე გვერდით მსაჯად), 2019 წლის საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი უკვე კარგად ნაცნობ ჩელენჯ ქაფზე გადაერთო. 26 წლის რეფერის ამ ტურნირზე დებიუტი ორი წლის წინ ჰქონდა და ერთი თამაში იმსაჯა. შარშან მას ჯგუფური ეტაპის ექვსი შეხვე...
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. 2021/2022 წლების რაგბი ევროპის ჯამური ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, საქართველო საფრანგეთში ევროპა 1-ის სტატუსით „გ“ (Pool C) ჯგუფში უელსთან, ავსტრალია...
2023 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებს დიდი ალბათობით იმავე მეტოქეებთან მოუწევთ თამაში, რომელთაც 2019 წლის მსოფლიოზე იაპონიაში ეთამაშა.
პარიზში გამართულ კენჭისყრისას ევროპა1, ანუ 2021/2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გ ჯგუფში (Pool C) უელსთან, ავსტრალიასთან, ფიჯი...
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა იმ სარგებლებზე ისაუბრა, რაც „შემოდგომის ერთა თასმა“ ქართულ რაგბს მისცა.
ისტორიული ტურნირი 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა და საქართველომ ინგლისის, უელსის, ირლანდიისა და ფიჯის წინააღმდეგ ითამაშა. მანამდე სამი კვირით ად...
9 დეკემბერს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამეგეობის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს რაგბის კავშირის გადადებული საერთო კრების (ყრილობის) გამართვის საკითხი. სხდომაზე მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილაბა:
კოვიდ-19-ის პანდემიის გამო უვადოდ გადადებული საერთო კრება (ყ...
ქუთაისის ‘აიას’ ლეგენდარულ კვაჭს და ერთ-ერთ პირველ ბორჯღალოსანს თენგიზ ტურძელაძეს, დღეს, 9 დეკემბერს 60 წელი შეუსრულდა.
თენგიზ ტურძელაძე „მსხვილი ბავშვი“ იყო და ჭაბუკობაში ორი წელი ჭიდაობაზე იარა, მერე კი მეზობლის, დუგლას კავთელიშვილისა და მეგობრების რჩევით, რაგბზე მივიდა, მაგრამ...
ბორჯღალოსანთა ცენტრის, გიორგი კვესელაძის მიერ ირლანდიასთან გატანილი ლელო, გულშემატკივართა ხმათა უმრავლესობით შემოდგომის ერთა თასის საუკეთესო ლელოდ აღიარეს.
24 წლის მორაგბემ ლელო მესამე რაუნდში გაიტანა. მან საკუთარ ნახევარზე, ცენტრის სიახლოვეს შექცეული პასის შემდეგ გაჭრა ხაზი, ერთ...
საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად ქართული რაგბის თემი, მწუხარებას გამოთქვამთ ვეტერანი მორაგბის, გიორგი კეშელავს მეუღლის, ნინო კეშელავას გარდაცვალების გამო, რომელიც 6 დეკემბერს კოვიდ 19-ით გარდაიცვალა.
საქართველოს რაგბის კავშირი და ქართული რაგბის თემი უთანაგრძნობს მის ოჯახს და...
„შემოდგომის ერთა თასის“ დასკვნით რაუნდში, ბორჯღალოსნებმა ფიჯის სამი ლელო გაუტანეს, მაგრამ მეტოქემ ორჯერ მეტის გატანა მოახერხა და 38:24 მოიგო.
თამაშს მოშიებული ფიჯელი ინდივიდუალისტები, ტრადიციულად ძლიერები იყვნენ კონტაქტის არეში უკეთ გამოიყენეს ჩვენი შეცდომები. სტატისტიკას თუ გადა...
რაგბი ევროპის ახლადარჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, რომელიც ამავდროულად მსოფლიო რაგბის საბჭოში საქართველოს წარმომადგენელია, „შემოდგომის ერთა თასზე“ ბორჯღალოსნების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ის ამბობს, რომ გუნდმა თამაშიდან თამაშამდე უდიდესი პროგრესი განიცადა და...
რაგბი ევროპას 2024 წლამდე კვლავ რუმინელი ოქტავიან მორარიუ უხელმძღვანელებს, სამიდან ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი კი საქართველოს რაგბის კავშირის ყოფლი პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაძე იქნება.
რაგბი ევროპის გენერალური ასამბლეა, რომლის მთავარ საკითხსაც ორგანიზაციის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტ...
ბორჯღალოსნებმა „შემოდგომის ერთა თასზე“ უკვე სამი მაღალი დონის შეხვედრა გამართეს – ინგლისთან, უელსთან და ირლანდიასთან, ასევე წინა სატურნირო ტესტ-მატჩი შოტლანდიასთან.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის სამივე განვლილ მატჩში თვალშისაცემი ქართველი მორაგბეების საუკეთესო ფიზიკური მომზადე...
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 5 დეკემბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“ ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა.
დუბლინში ირლანდიასთან გამართული მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. ცვლილებებია მარქაფაშიც.
ტრავმების გამო ფიჯისთ...
ბორჯღალოსნების ცენტრმა გიორგი კვესელაძემ, „შემოდგომის ერთა თასის“ მესამე რაუნდის შემდეგ, ერთი მეორეს მიყოლებით სამი აღიარება მიიღო.
დუბლინში ბორჯღალოსნებმა ირლანდიას დიდი ბრძოლა გაუმართეს, პირველი ტაიმის შუაში კი, 24 წლის ცენტრმა 50-მეტრიანი გარღვევა შესანიშნავი ინდივიდუალური ლელ...
დუბლინში “ავივაზე“ ირლანდიასთან ნაბრძოლმა ბორჯღალოსნებმა ორშაბათს დაისვენეს, სამშაბათს დაბალი ინტენსივობით ივარჯიშეს და უმეტესი ყურადღება ძალების აღდგენას დაეთმო.
საქართველო 5 დეკემბერს ედინბურგში ფიჯის, „შემოდგომის ერთა თასზე“ მე-7 ადგილისთვის ერკინება.
„რადგან ირლანდიას კვირას ...
“შემოდგომის ერთა თასის” დასკვნით მატჩში, ბორჯღალოსნებს ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე დააკლდება.
საქართველო 5 დეკემბერს, ჩვენი დროით 16 საათზე ფიჯის ედინბურგში მე-7 ადგილისთვის ერკინება.
24 წლის გორგაძემ, რომლის ანგარიშზე 31 კეპია, მუხლი კვირას, ირლანდიასთან დაიზიანა. ბ...
„შემოდგომის ერთა თასის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მესამე რაუნდი ციფრებით შეაფასა და ბოჭვებში ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე გამოარჩია.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ვერ შეძლო ტურნირზე პირველი გამარჯვების მოპოვება, მან ირლანდიას მძლავრი და დაუნდობელი თამაში შესთავაზა, რა...
ბორჯღალოსანთა ცენტრი გიორგი კვესელაძე „შემოდგომის ერთა თასის“ მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
23 წლის მორაგბემ, ირლანდიას პირველ ტაიმში შესანიშნავი, ინდივიდუალური ლელო გაუტანა. მან ხაზი ცენტრში გაჭრა და ლელომდე 50 მეტრი ირბინა. გარდა ამისა, ის კარგად ირჯებოდა დაცვაში და 17...
„შემოდგომის ერთა თასის“ მესამე რაუნდში, საქართველომ ირლანდიასთან ტურნირზე ჯერჯერობით საუკეთესო თამაში აჩვენა და „სამყურების“ მოქმედი და ვეტერანი მორაგბეებისგან ქება დაიმსახურა.
ირლანდიელთა ლეგენდარულმა კაპიტანმა ბრაიან ო’დრისკოლმა, რომელსაც ნაკრების კვართით ყველაზე მეტჯერ –...
ბორჯღალოსნებმა „შემოდგომის ერთა თასზე“ ჯერჯერობით საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს, ირლანდიასთან ბოლომდე დარჩნენ თამაშში და რომ არა შეცდომები, შედეგიც სხვა იქნებოდა. მეტოქემ პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანა და ორივე შემთხვევაში, შეტევა ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს მოყვა. პირველ ტაიმში ...
„შემოდგომის ერთა თასზე“ ბორჯღალოსნების გამოსვლას სარაგბო სამყარო დიდი ინტერესით აკვირდება. რაგბის სპეციალისტები და სხვადასხვა სარაგბო გამოცემები საქართველოს თამაშს და პროგრესს დადებითად აფასებენ. ქართული რაგბის განვითარების ეტაპებზე და სამომავლო ხედვებზე, ბორჯღალოსნებისა და ‘ბორდ...
ორი ახალგაზრდა მორაგბისთვის – მიშიკო ალანიასა და დავით ნინიაშვილისთვის 29 ნოემბერი განსხვავებულად გათენდება.
20 და 18 წლის მორაგბეები, ამ დღეს პირველად მოირგებენ ეროვნული გუნდის კვართს და სადებიუტო მატჩი დუბლინში, ლეგენდარულ ‘ავივა სთედიუმზე’ ირლანდიის ნაკრებთან ექნებათ. მა...
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, „შემოდგომის ერთა თასის“ მესამე ტურის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
რვა ერის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველო 29 ნოემბერს დუბლინში, „ავივა სთედიუმზე“ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს და ის საქართველოს დროით 18 სა...
ნიკა ამაშუკელის ისტორია ლამაზ ზღაპარს გავს. 26 წლის ქართველმა რეფერიმ, 2007 წელს პირველ სარაგბო მატჩს უყურა – მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებმა ირლანდიას ბორდოში დიდი ბრძოლა გაუმართეს და ტურნირზე პირველი, ისტორიული ქულა მოიპოვეს (10:14). იმ მატჩს უეინ ბარნსი მსაჯობდა. გავიდა 13 ...
ბორჯღალოსნები ინგლისში, ლონდონის მახლობლად რჩებიან და 29 ნოემბერს დუბლინში, ირლანდიასთან გასამართი მატჩისთვის ინტენსიურად ემზადებიან.
შემოდგომის ერთა თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი მომავალ კვირას, ავივა სთედიუმზე საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება.
უელსთან ჰლანეჰლიში შეხვ...
რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის და სამედიცინო სამსახურის გადაწყვეტილებით, გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ჭაბუკთა ‘ა’და ‘ბ’ ლიგის გათამაშებები (მინიმუმ) თებერვლამდე შეჩერდა.
„გამომდინარე იქიდან, რაც ქვეყანაში ხდება, მივიღეთ გადაწყვეტილება ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგ...
30 წლის მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ, უელსთან მატჩში ნეკნი დაიზიანა და ირლანდიასთან მისი თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია.
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბი იმედოვნებს, რომ მისი აღდგენითი პროცესი კარგად წარიმართება და კოტე ბოლო ტურში შეძლებს. მაისაშვილის თქმით, არის პატარ-პატარა ტრ...
სარაგბო პორტალმა Planetrugby-მ, ბორჯღალოსანთა შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე „შემოდგომის ერთა თასის“ მაორე ტურის სიმბოლურში შეიყვანა.
სიმბოლურში რვა მორაგბე მოხვდა ინგლისის ნაკრებიდან, სამი საფრანგეთიდან, ორი უელსიდან, თითო-თითო შოტლანდიიდან და საქართველოდან, ირლანდიიდან კი არ...
ბორჯღალოსანთა გამოცდილი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე ამბობს, რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე ვითარდება და თუ მსგავსი მაღალი დონის შეხვედრები ხშირი იქნება, შორს არაა დრო, როდესაც საქართველო ტიერ1-ის ქვეყნებთან გამარჯვებას იზეიმებს.
„შემოდგომის ერთა თასის“ მეორე ტურში, უელსთან ჰლანეჰლიში გამა...
ჰლანეჰლიში უელსთან ნაბრძოლი ბორჯღალოსნები ინგლისში, ბანაკში დაბრუნდნენ და „შემოდგომის ერთა თასის“ მესამე მატჩისთვის ემზადებიან.
კვირას მგზავრობასთან ერთად დასვენების და აღდგენის დღეა. ორშაბათს ცნობილი უნდა გახდეს ტრავმირებული მორაგბეების მდგომარეობა, მათ შორის კოტე მიქაუტაძესი, რ...
საქართველოს ნაკრებმა ჰლანეჰლიში უელსს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და გამარჯვებას მოწყურებული მეტოქე მხოლოდ ორ ლელოს დააჯერა.
შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურში, „პარკ ი სკარლეთსზე“ უელსმა 6-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, თუმცა ამისათვის ბრძოლა დაჭირდა. ბორჯღალოსნებმა შეტევაში უფრ...
საქართველოს რაგბის კავშირსა და სპორტულ პორტალ Live.ge-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პროექტი ქართული რაგბის პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით, ბავშვთა რაგბის სრულფასოვან გაშუქებას გულისხმობს. პროექტის მთავარი მიზანია, მომავალ თა...
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, „შემოდგომის ერთა თასის“ მეორე მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობის ხუთი მორაგბე შეცვალა.
რვა ერის მეორე რაუნდში საქართველო 21 ნოემბერს, საქართველოს დროით 21:15 საათზე ჰლანეჰლიში, „პარკ ი სკარლეთსზე“ უელსს ეთამაშება.
პირველ რაუნდშ...
საქართველოს რაგბის კავშრი და არქი დავმეგობრდით – შემოდგომის ერთა თასზე არქი ბორჯღალოსნების სპონსორი იქნება.
„პირველ რიგში, ამაყი ვარ, როდესაც ასეთ უპრეცედენტო, მსოფლიო დონის ტურნირში, ჩვენი საამაყო ბორჯღალოსნები მონაწილეობას იღებენ და მსოფლიოში ...
2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 7-ქალა რაგბში შარლოტ ქესლიკი, „ხობის საკვირაო სკოლას“ დაუმეგობრდა და ცენტრალური გათბობის სისტემის დასამონტაჟებლად 1000 დოლარი გამოუგზავნა.
დაუღალავი ენთუზიასტი
„ხობის საკვირაო სკოლა“, ჟურნალისტის, რაგბის დაუღალავი ენთუზიასტის და მოყ...
შემოდგომის ერთა თასის პირველ რაუნდში, თვიქენჰემზე ინგლისთან გამართული მატჩის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. გუნდმა ხარისხობრივად უკეთესი თამაში აჩვენა, ვიდრე სამი კვირით ადრე მარიფილდზე, შოტლანდიასთან, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. ბურთის ფლობა 55%-45%-ზე იყო ექვსი ერის მოქმედი ჩემ...
‘ბაიონის’ მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე უკვე ინგლისშია და ბორჯღალოსნებთან ერთად „შემოდგომის ერთა თასის“ მომავალი თამაშებისთვის ემზადება.
29 წლის ბორჯღალოსანმა წლის დასაწყისში აქილევსზე ურთულესი ტრავმა მიიღო, რის გამოც რვა თვე გაუცდა და ‘მონპელიემაც’ კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა. მან...
ექვსი ერის ჩემპიონმა ინგლისმა, „შემოდგომის ერთა თასის“ პირველ მატჩში ბორჯღალოსნებს „თვიქენჰემზე“ უმასპინძლა და 40:0 იმარჯვა. ბორჯღალოსნებს რაგბის სამშობლოს, ინგლისის წინააღმდეგ აქამდე მხოლოდ ორჯერ უთამაშიათ, ორივეჯერ მსოფლიო თასებზე 2003 და 2011 წლებში – პირველ ჯერზე ინგლის...
ინგლისთან გასამართი მატჩის წინ, ბორჯღალოსნების 23-კაციან განაცხადში ერთი ცვლილებაა. მარქაფაში უკანახაზელი დემე თაფლაძის ნაცვლად მაორეხაზელი გიორგი ჯავახია იქნება.
ლევან მაისაშვილის თქმით, მეტოქისა და ამინდის გათვალისწინებით, თავიდანვე სურდა, რომ შეცვლაზე ექვსი ფორვარდი ყოლოდა და ...
საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის განცხადება
2020-2021 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება 2020 წლის 16 ნოემბერს და დაიხურება 2021 წლის 15 იანვარს 18:00 საათზე.
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში განხორციელებული ტრანსფერის დროს მორაგბეები საქართველოს ჩემპიონ...
მარნეულის ‘არმაზის’ უკანახაზელი სანდრო სვანიძე, 2020 წლის ექვსი ერის ჩემპიონ ინგლისთან პირველ სანაკრებო კეპს მოიხვეჭს.
22 წლის მორაგბე, რომელიც ქომაგმა უმცროს ბორჯღალოსნებში თამაშით გაიცნო, ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ადრეც არაერთხელ მოხვდა, თუმცა ტრავმების გამო თამაშის ს...
[ცვლილება მარქაფაში ] ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, „შემოდგომის ერთა თასის“ პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
„რვა ერის“ პირველ რაუნდში საქართველო 14 ნოემბერს, ჩვენი დროით 19 საათზე ლეგენდარულ „თვიქენჰემზე“ ექვსი ერის მოქმედ ჩემპიონსა და 2019 წლის...
ბორჯღალოსანთა მეორეხაზელი გიორგი ჯავახია იმედოვნებს, რომ ნატკენ მხარს უმოკლეს პერიოდში მოირჩენს და „შემოდგომის ერთა თასის“ პირველ მატჩს მზადყოფნაში შეხვდება.
24 წლის მორაგბემ ტრავმა 7 ნოემბერს, პრო დე2-ის მე-9 ტურში ‘პროვანსთან’ მატჩში მიიღო და უკვე მე-3 წუთზე შესაცვლელი შეიქმნა,...
14 ნოემბერს ბორჯღალოსნები „შემოდგომის ერთა თასის“ (8 ერი) პირველ მატჩში ინგლისს, ლეგენდარულ „თვიქენჰემზე“ ერკინებიან. მომდევნო შეხვედრაში, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება, საქართველო უელსს ჰლანეჰლიში, „პარკ სკარლეტზე“ ეთამაშება. ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ირლანდიას 29 ნოემბერს, „...
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, თორნიკე გოგებაშვილის და საშეჯიბრო კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, აგრეთვე მთავრობის რეკომენტაციით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიის გავრცელების მკვეთრი გაუარესების გამო, გადაწყდა 2020-21 წლის ჩემპიონატების შეწყვეტა...
მარნეულის ‘არმაზის’ შუამარბი სანდრო სვანიძე რამდენჯერმე იყო გამოძახებული ეროვნულ გუნდში, მაგრამ მიზეზთა გამო პირველი კეპის მოხვეჭა ჯერ ვერ მოახერხა.
„ხან ტრავმები იყო და ხან ცუდი პერიოდი დაემთხვა, რის გამოც აქამდე ეროვნულ გუნდში ვერ ვითამაშე“ – ამბობს 22 წლის მორაგბე, რომელ...
ბორჯღალოსნებისა და ‘ბორდოს’ შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე მიიჩნევს, რომ შოტლანდიასთან 23 ოქტომბერს გამართული მატჩი კარგი გაკვეთილი იყო „შემოდგომის ერთა თასის“ წინ.
„შოტლანდიის მატჩმა დაგვანახა რა გველოდება „შემოდგომის ერთა თასზე“ და რისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს განსაკუთრებით კ...
დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირის მეორე და მესამე ტურის გადადებული შეხვედრები ახლახანს გაიმართა, მაგრამ კოვიდ-ინფექციამ კიდევ სამ გუნდში შეაღწია და „ბ“ ჯგუფის მე-4 ტური სრულად გადაიდო.
Covid19 დადასტურდა ‘ბათუმში’, მარნეულის ‘არმაზსა’ და ქუთაისის ‘არესში’. შედეგად, გადაიდო 6 ნოემბე...
„შემოდგომის ერთა თასისთვის“ გამოძახებულ მორაგბეებს შორის, სამი ახალგაზრდა დებიუტანტია – 19 წლის ‘ორიაკის’ 9 ნომერი მიხეილ ალანია, ‘არმაზის’ 19 წლის მგეზავი ლუკა მატკავა და ‘ხვამლის’ 18 წლის ფულბეკი დავით ნინიაშვილი.
ეროვნულ გუნდში თამაში ყველა სპორტსმენის ოცნებაა და როდესაც...
ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე, მუხლის ტრავმით გამოწვეული 1-წლიანი და 12-დღიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, მოედანზე პირველად გავიდა.
23 ოქტომბერს, მან „მარიფილდზე“ შოტლანდიის წინააღმდეგ პირველიდან 58-ე წუთამდე ითამაშა.
„ნაკრებთან ერთად რთული, მაგრამ ეფექტური რეაბილიტაცია...
ქართულ კლუბებში მოთამაშე ბორჯღალოსნები, თავიანთ გუნდებს დიდი 10-ის მომავალ მატჩებში ვერ დაეხმარებიან. “ექვსი ერის” ტესტირებების ზედამხედველობის ჯგუფის (TOG) რეკომენდაციით, ისინი „შემოდგომის ერთა თასის“ დაწყებამდე „შევარდენის“ ბაზაზე რჩებიან.
ბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელ ლევან მ...
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მოსამზადებლად 35 მორაგბე შეარჩია. შოტლანდიასთან გამართული ტესტ-მატჩის შემდეგ, გაფართოებულ შემადგენლობას დაემატა 9 ნომერი მიხეილ ალანია, მგეზავი ლუკა მატკავა, მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე და უკანახ...
ედინბურგიდან შინ დაბრუნებული ბორჯღალოსნები, დიდი 10-ის მე-4 ტურში თავ-თავიანთი კლუბების შემადგენლობაში ითამაშებენ, რის შემდეგაც „შევარდენზე“ შეიკრიბებიან და კოვიდ-ტესტირების შემდეგ ინგლისში გაემგზავრებიან.
ბორჯღალოსნებს 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, „შემოდგომის ერთა თასი“ ელ...
საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების ტესტ-მატჩამდე ერთი დღე რჩება. ბორჯღალოსნები საფრანგეთიდან ედინბურგში გუშინ ჩავიდნენ, დღეს კაპიტნის ვარჯიში აქვთ, ხვალ, 23 ოქტომბერს, საქართველოს დროით 22:30 საათზე კი, „მარიფილდზე“ თამაში იწყება.
მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კიდევ ერ...
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“, შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
შერკინება
23-კაციან რაზმში ერთი დებიუტანტია – ‘ბორდოს’ 28 წლის მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, რომელსაც მარცხენა ბურჯადაც...
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც პირველ ნოემბერს, მესხის სტადიონზე უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით გადაიდო.
რაგბი ევროპის განცხადებით:
„ევროპაში COVID-19 პანდემიის განახლებისა და ადგილობრივი ხელისუფლებისშე...
ბორჯღალოსანთა ყოფილი კაპიტანის, ამჟამად ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით, თბილისის N156 ბაგა-ბაღში რაგბის მინი-მოედანი გაიხსნა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებაში მსგავსი მოედანი მოეწყო და მისი მიზანია, რომ პატარებს ქონდეთ მეტ...
საფრანგეთში შეკრებაზე მყოფი ბორჯღალოსნები 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“, შოტლანდიასთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის მზადებას აგრძელებენ.
საქართველოში მყოფი მორაგბეები და სამწვრთნელო შტაბის წევრები მანდელიუში 11 ოქტომბერს გაემგზავრნენ. მსოფლიო რაგბის მე-9 რეგულაციის თანახმად, ორშაბათიდან...
დიდი 10-ის ორი და პირველი ლიგის ერთი კლუბის თითო-თითო მორაგბეს COVID-19 დაუდგინდა, რის გამოც ამ კვირაში გასამართი სამი თამაში გადაიდო.
გადადებულია დიდი 10-ის „ა“ ჯგუფის მეორე ტურის ორი შეხვედრა – ‘ხარებს’ რუსთავში კიკეთის ‘იუნკერებისთვის’ 16 ოქტომბერს, ხოლო ‘ლელო-სარასენსს’...
საქართველოს რაგბის კავშირმა, აუტიზმის ეროვნული კვლევის ცენტრს, სოციალური პროექტი „სახლის“ ფარგლებში აშენებული კოტეჯი გადასცა.
პროექტი შარშან მაისში დაიწყო და მასში ჩართულები იყვნენ საქართველოს ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრების მორაგბეები – პირველი კაცთა მსოფლიო თასისთვის, ხ...
COVID-19-ის რეგულაციები კაცთა და ჭაბუკთა ლიგების რეგულარული ჩემპიონატებისთვის
(2021 წლის განახლებული ვერსია)
2020-21 წლის სრკ-ს ეგიდით მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატებში შექმნილი სახეშეცვლილი ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე ქვეყანაში ბოლო დროს აპრობირებული COVID-19...
საქართველოს რაგბის კავშირი გაცნობებთ, რომ მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც შექმინლია აჭარაში Covid-19-თან დაკავშირებით, რაგბის კავშირის ეგიდით, ქ. ბათუმში, დაგეგმილი ყველა ღონისძიება – კონკრეტულად ეს შეეხება როგორც დიდი-10 ის მატჩებს, ასევე „ა“, “ბ“ ლი...
ბორჯღალოსანთა ნაწილმა შემოდგომის ტესტ-მატჩებისთვის მზადების პირველი ეტაპი დაასრულა. თბილისში მყოფი მორაგბეები და სამწვრთნელო შტაბის წევრები 11 ოქტომბერს საფრანგეთში გაემგზავრნენ, სადაც მათ მსოფლიო რაგბის მე-9 რეგულაციის თანახმად, სამი დღით ლეგიონერები შეუერთდებიან.
ნაკრების მთავა...
ფრანგულ შეკრებაზე ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს სამი მაღალი დონის სპეციალისტი დაემატება და ისინი გუნდში „შემოდგომის ერთა თასის“ დასრულებამდე დარჩებიან.
ახალი მწვრთნელები იქნებიან: ფრანგი შერკინების მწვრთნელი, საფრანგეთის ნაკრები ყოფილი კვაჭი და შერკინების მწვრთნელი 2019 წლის მ...
საქართველოს რაგბის კავშირსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო.
მემორანდუმს ხელი რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე გოგებაშვილმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა მოაწერეს.
პარტნიორობა მიზნად...
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, შემოდგომის პირველი ორი ტესტ-მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
საქართველოს ნაკრები 23 ოქტომბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრებს ეთამაშება, ხოლო 1 ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში...
ბორჯღალოსანთა გამოცდილი კვაჭი შალვა მამუკაშვილი, ხვალ ‘ლესთერ თაიგერსის’ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩს გამართავს.
მამუკაშვილმა, რომელსაც 2 ოქტომბერს 30 წელი უსრულდება, ‘ლესთერ თაიგერსთან’ კონტრაქტი წლის დასაწყისში გააფორმა, ბრიტანეთში კი აგვისტოში ჩავიდა და თვითიზოლაციის შემდეგ,...
საქართველოს რაგბის კავშირი, სრულად ითვალისწინებს ეპიდემიოლოგების და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს და ჯერჯერობით, შიდა ჩემპიონატის მატჩები, ყველა დივიზიონში, მაყურებელთა დასწრების გარეშე ჩატარდება.
მთავრობის დადგენილებით, ღია სივრცეში არაუმეტეს 200 კაცის შ...
დიდი 10-ის ახალი, გარდამავალი სეზონის დაწყებამდე 10 დღე რჩება. გუნდებმა უკვე დაასრულეს შემადგენლობების დაკომპლექტება და პირველი ოფიციალური მატჩებისთვის ემზადებიან.
შეგახსენებთ, COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის გამო, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, სპორტული ღონისძიებები მარტში აიკრძალ...
COVID-19-ით გამოწვეული ექვსთვიანი, იძულებითი შესვენების შემდეგ, საქართველოში რაგბი რეგიონალ-ლიგის გათამაშებით ბრუნდება.
რანგით მესამე დივიზიონში წელს რვა გუნდი ითამაშებს და ისინი დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებად არ დაიყოფიან. გუნდები ორ წრედ ითამაშებენ და პირველ ადგილზე გასული გუნდ...
26 სექტემბერს, 21 საათზე, საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსი (სრკ-ს COVID-მენეჯერი), ბესიკ ჩადუნელი გამართავს ვებინარს საქართველოს ჩემპიონატების ყველა ლიგებში მონაწილე კლუბის COVID მენეჯერებისთვის.
ვებინარზე დასწრება ზემოაღნიშნული კლუბების COVID-მენეჯერებისთ...
2019 წლის საქართველოს საუკეთესო რეფერი ნიკა ამაშუკელი, „შემოდგომის ერთა თასის“ ორ მატჩში იმსაჯებს.
22 ნოემბერს ის „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და საფრანგეთის შეხვედრაში უეინ ბარნსის თანამსაჯი იქნება, ხოლო 28 ნოემბერს, იმავე „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და ფიჯის მატჩში ენდრიუ ბრისს დაეხ...
მსოფლიო რაგბმა შემოდგომის ტესტებისთვის, ასევე ექვსი ერის გადადებული და „შემოდგომის ერთა თასის“ მატჩებისთვის მსაჯები დანიშნა.
COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბორჯღალოსნები პირველ მატჩს 23 ოქტომბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრებს ეთამაშებიან...
„შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის მეორე რაუნდში, ბორჯღალოსნები უელსს ქალაქ ჰლანეჰლიში, „პარკ ი სკარლეტს“-ზე ერკინებიან.
უელსის რაგბის კავშირის ცნობით, მანამდე, 31 ოქტომბერს, „დრაკონები“ ამავე სტადიონზე შოტლანდიას მიიღებენ (ექვსი ერის გადადებულ მატჩში).
უელსელთა მთავარი არენა „მილენი...
მას შემდეგ, ბორჯღალოსნებმა პირველი ტესტ-მატჩი (საერთაშორისო მატჩი) გამართეს (1989 წლის 12 სექტემბერი, ზიმბაბვეს წინააღმდეგ ქუთაისში), 31 წელი გავიდა და წელს შემოდგომაზე, მსოფლიო თასს მიღმა, საქართველოს ნაკრები ტიერ1-ის (პირველი ეშელონის ნაკრები) ქვეყნებთან პირველად გამართავს მიჯრ...
საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები, დღეიდან „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე შევიდნენ და 11 ოქტომბრამდე შემოდგომის მატჩებისთვის მზადების პირველ ეტაპს გაივლიან.
COVID-19-ის პანდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით ამ პერიოდის განმავლობაში ბორჯღალოსნ...
სააქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა, ისევე როგორც მთელი ქართული საზოგადოება, შეძრა რაგბის კავშირის ოფისთან 16 სექტემბერს მომხდარმა ფაქტმა. ჩვენ, გამგეობის წევრები, ვგმობთ ამ საქციელს და მიგვაჩნია, რომ ეს დაუშვებელია არა მარტო ზოგადად, არამედ ქართულ სპორტში, მითუმეტეს – რა...
ბორჯღალოსანმა ვიტო კოლელიშვილმა, ტრავმით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, მოთამაშის კარიერა ოფიციალურად დაასრულა. მაგრამ 30 წლის სპორტსმენი რაგბში რჩება და სამომავლოდ მწვრთნელობას გეგმავს, რათა საკუთარი გამოცდილება მომავალ თაობებს გაუზიაროს.
ბრძოლა დაბრუნებისთვის
მოედანზე სრული...
წლევანდელი შემოდგომა ბორჯღალოსნებისა და ზოგადად მსოფლიო რაგბისთვის განსაკუთრებული იქნება. ექვსი ერისა და მსოფლიო რაგბის შეთანხმებით, ტრადიციული, ნოემბრის ტესტ-მატჩების ნაცვლად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში „შემოდგომის ერთა თასი 2020“ ჩატარდება, რომელშიც ექვსი ერის ქვეყნებთან ერთად, სა...
‘შემოდგომის ერთა თასი 2020’-ის პირველ ტურში ბორჯღალოსნები ინგლისს, ლეგენდარულ „თვიქენჰემზე“ 14 ნოემბერს ერკინებიან (იხილე ტურნირის შესახებ აქ).
ხოლო გათამაშების პირველ ტურამდე საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები ედინბურგში,ასევე ლეგენდარულ „მარიფილდზე“ წინა სატურნირო გასახურებელ...
სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშე...
ბორჯღალოსანთა რეკორდსმენმა ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით, ცენტურიონმა დავით კაჭარავამ მოთამაშის კარიერა დაასრულა.
35 წლის მორაგბე დაემშვიდობა სანაკრებო და საკლუბო რაგბს, მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, ოჯახს, მშობლიურ კლუბ ‘ყოჩებს’, ნაკრებს და ზოგადად რაგბს… იმ...
ბოლო დროს, სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შემოდგომაზე გასამართ, ეგრეთ წოდებულ 8-ერის ტურნირში, იაპონიის ნაცვლად საქართველო მიიღებს მონაწილეობას.
ამ ეტაპზე მხოლოდ იმის დადასტურება შეგვიძლია, რომ საქართველოს რაგბის კავშირი, საქართველოს პრემიერ ...
რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, ბორჯღალოსნებისა და რუსეთის ნაკრების გადადებული, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრა თბილისში პირველ ნოემბერს გაიმართება.
ლევან მაისაშვილის შეგირდები „დათვებს“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში 14 მარტს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა COVID...
დიდი 10-ის 2020/2021 წლების გარდამავალი, 12-გუნდიანი ტურნირი 9 ოქტომბერს დაიწყება, ქვეყნის ჩემპიონი კი მაისში გამოვლინდება.
COVID-19-ის პანდემიის გამო შეწყვეტილი შარშანდელი ჩემპიონატის შემდეგ, დიდ 10-ში გუნდების რაოდენობა ერთი წლით 12-მდე გაიზარდა. ისინი 2019/2020 წლების სეზონის ...
2020 წლის 9 სექტემბრიდან – 18 სექტემბრამდე ცხადდება განაცხადების შემოტანის ვადები, დიდი 10-ის, პირველი, რეგიონალური, ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგებში მოასპარეზე კლუბებისთვის.
2020 წლის 19 სექტემბრიდან განაცხადები აღარ მიიღება. მითითებულ ვადებში განცხადებების არ შემომტ...
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ, 2019-2020 წლების საქართველოს კაცთა და ჭაბუკთა ლიგების ჩემპიონატების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, საჭირო გახდა საშეჯიბრო დებულებაში დროებითი ცვლილებების შეტანა, რომლებიც ერთი წელი იმოქმედებს.
2020-2021 წლების სეზონში დიდ 10-ს ...
საქართველოს ჩემპიონატის ყველა ლიგებში მონაწილე კლუბების საყურადღებოს:
2020/21 წლების სეზონში მონაწილეობის განცხადებების წარსადგენად განისაზღვრა შემდეგი ვადები: 2020 წლის 21 აგვისტოდან 28 აგვისტომდე;
ყველა ლიგებში სატრანსფერო ვადებად განისაზღვრა შემდეგი ვადები: 2020 წლის 24 აგვისტ...
2020 წლის 20 აგვისტოს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა. გამგეობის წევრებმა ცნობად მიიღეს გიორგი გორგასლიძის განცხადება კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
ამავე სხდომაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვ...
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გორგასლიძემ თანამდებობა დატოვა.
მისი განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში, მართვის შემოთავაზებულმა ფორმამ ვერ გაამართლა.
...
ბორჯღალოსანთა კვაჭი შალვა მამუკაშვილი ლესთერში ჩავიდა და ორკვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ, გუნდს 24 აგვისტოს შეუერთდება.
29 წლის მორაგბემ ინგლისის პრემიერშიფის ‘ლესთერ თაიგერსთან’ 2-წლიანი კონტრაქტი მარტის დასაწყისში, ჯერ კიდევ მაშინ გააფორმა, სანამ პანდემიის გამო მსოფლიო გაჩერდებ...
რაგბის კავშირი და სრულიად სარაგბო თემი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა მორაგბეების, იაკობოთხოზორიასა და ლევან მაქაცარიას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.
რაგბის კლუბ ‘ზუგდიდის’ ახალგაზრდა მორაგბეების სიცოცხლე ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზემომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვე...
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის უფლებამოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემ, დღეს ამ რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა და მედიის კითხვებს უპასუხა.
„გუშინ შედგა გამგეობის სხდომა, სადაც წესდების თანახმად, გოჩა სვანიძის განცხადება ცნობად მივიღეთ. გამგეობამ კენჭისყ...
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გორგასლიძე აირჩიეს, რომელიც რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტად 2008 წლიდან მუშაობს.
დღეს, 4 აგვისტოს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელზეც გამგეობამ ცნობად მიიღო რაგბის კავშირის ყოფილი ...
საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2019/2020 წლების სეზონის დუბლშემადგენლობების, ჭაბუკთა და საფესტივალო ჩემპიონატები აღარ განახლდება, კაცთა ლიგებში კი, სავარაუდოდ, ტურნირები აგვისტოში განახლდება, მკაცრად გაწერილი და აუცილებლად შესასრულებელი პირობების...
6 მაისს რუსთავში მომხდარ ავტოკატასტროფაში, ტრაგიკულად გარდაიცვალა რუსთავის ხარების 23 წლის კვაჭი ნიკა კევლიშვილი.
ქართული სარაგბო თემის სახელით ვუსამძიმრებთ ნიკას ოჯაღს და ვიზიარებთ მათ ტკივილს
...
ინტერვიუს მეორე ნაწილში ბორჯღალოსანი მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი ‘მონპელიეში’ გატარებული 10 წლის შესახებ გვიყვება. ის იხსენებს განსაკუთრებით გამორჩეულ სეზონებს და საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც ამ კლუბში განსაკუთრებით უყვართ ქართველი მორაგბეები.
29 წლის მორაგბემ ბორჯღალოსნ...
PHOTO: Tamuna Kulumbegashvili, Levan Verdzeuli, Jan Perlich, Getty Images, Rugbyrama.fr
მიხეილ ნარიაშვილი იმ მორაგბეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ და თავის საქმეს ჩუმად აკეთებენ. მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი, საუკეთესო პირველი ნომერის ინტერვიუს იშვიათად...
PHOTO: Tamuna Kulumbegashvili, Getty Images, Rugbyrama.fr
ყველა დროის საქართველოს საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე რაგბიდან მიდის, თანაც ისე, რომ მსოფლიო პანდემიის გამო, გამოსამშვიდობებელ მატჩში ვერ ვიხილავთ.
საფრანგეთის რაგბის კავშირმა, მთავრობასთან შეთანხმებით, მიმდინარე სპორტუ...
იხილეთ რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის განცხადება/რეკომენდაციები
მსოფლიოში გავრცელებულ დღევანდელ ინფორმაციაზე დაყრდნობით და ასევე, ჩვენს უცხოელ კოლეგებთან კომუნიკაციის გათვალისწინებით გთავაზობთ რამდენიმე დამატებით რეკომენდაციას, რაც ჩვენს კონტექსტში მეტად საყურადღებოა:
მიუ...
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის, ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, 2020 წლის საერთო კრება (ყრილობა) გადაიდო საფრთხის დასრულებამდე.
>>> 20 მარტის გამგეობის გადაწყვეტილება 2020 წ
...
მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის (COVID-19) გლობალური პანდემიის გამო, 2020 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი აღარ გაიმართება.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოლაპარაკებები იტალიის რაგბის კავშირთან და საორგანიზაციო კომიტეტთან.
20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის 28 ივ...
ბორჯღალოსანი ოთარ გიორგაძე ერთ-ერთია იმ ქართველი ლეგიონერებიდან, რომელიც მსოფლიო პანდემიის გამო უცხო ქვეყანაში, კერძოდ საფრანგეთში ჩარჩა და ტრავმას, რომელიც ერთი თვე გაუგრძელდა კარანტინის პირობებში, თვითიზოლაციაში მკურნალობს.
„საფრანგეთში 15-დღიანი კარანტინი გამოცხადდა და სახლიდა...
ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე, მუხლის მძიმე ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესს აგრძელებს. მან ერთი ეტაპი უკვე დაასრულა და გასულ პარასკევს დარბაზს გარეთ პირველად ირბინა.
საქართველოს ნაკრებისა და ‘ორიაკის’ შუამარბი, მარჯვენა მუხლმა ჯერ კიდევ გასულ სეზონში შ...
პოპულარულმა სარაგბო პორტალმა Rugbypass-მა ამ მომენტისთვის 50 საუკეთესო 20-წლამდე მორაგბე გამოარჩია. რჩეულთა შორის სამი უმცროსი ბორჯღალოსანია და მათგან ორს, უკვე კაცთა ნაკრებშიც უთამაშიათ.
23 ადგილზე ‘ბეიონის’ მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი მოხვდა და გამოცემა მას ასე ახასიათებს:
...
ვეტერანმა ბორჯღალოსანმა შალვა სუთიაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. 36 წლის მორაგბე ნაკრებთან დამშვიდობებას რუსეთთან მატჩის შემდეგ გეგმავდა, თუმცა კორონავირუსის გამო, ეს შეხვედრა გადაიდო.
სუთიაშვილმა ბორჯღალოსნების კვართით პირველი შეხვედრა 2005 წლის 12 ნოემბერს, ჩილეს წინააღმდე...
ძვირფასო მეგობრებო!
ევროპაში კორონავირუსის (COVID – 19) ეპიდემიის გავრცელების გამო, ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაცია „რაგბი ევროპამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ასევე მის მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირი შეჩერდეს მინიმუმ 15 აპრილამდე.
შესაბამისა...
იმის გამო, რომ ქვეყანაში შეიქმნა კორონავირუსის (COVID – 19) ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული საშიშროება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ასევე პრემიერ მინისტრთან მოქმედი უწყებათშო...
ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 14 მარტს „მიხეილ მესხზე“ (16 საათზე) რუსეთთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ერთი კვირის წინ „სტად ჟან ბუენზე“ პორტუგალიასთან ბონუსით მოგებული შეხვედრის შემდეგ, სასტარტო 15-ში 8 ცვლილებაა.
ტრავმა მოიშუშ...
ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მედია საშუალებები 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩზე არ დაიშვებიან.
მატჩის ტრანსლიაცია მოხდება იმედზე, რაგბი თივიზე და www.rugbyeurope.tv-ზე
...
2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში, ბორჯღალოსნებმა ოთხ შეხვედრაში 19 ქულა მოაგროვა და ნაადრევად გახდა ტურნირის გამარჯვებული – უკვე 12-ედ და პირველად ლევან მაისაშვილის თავკაცობით.
გუნდმა ტიტული გასულ შაბათს, „სტად ჟან ბუენზე“ პორტუგალიის ბონუსით, 39:24 მოგებით დაიბევა, თუმც...
პარიზში პორტუგალიის ნაკრების 39:24 დამარცხების შემდეგ, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონები – ბორჯღალოსნები, „შევარდენზე“ ტურნირის დასკვნითი შეხვედრისთვის ემზადებიან.
14 მარტს საქართველოს ნაკრები „მიხეილ მესხზე“ რუსეთს, 16 საათზე უმასპინძლებს და მისი მიჯრით მე-19 დამარცხებით,...
დღეს დილით ბორჯღალოსნებმა, რომლებიც 7 მარტს პარიზში პორტუგალიასთან გასამართი მატჩისთვის ემზადებიან, „სტად ჟან ბუენზე“ ბოლო, კაპიტნის ვარჯიში გამართეს.
23-კაციან განაცხადთან დაკავშირებით გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს:
„გვყავს გაფართოებული შემადგენლობა, სადაც არი...
7 მარტს, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში პორტუგალიასთან გასამართ მატჩში, ბორჯღალოსანთა რიგებს კიდევ ორი მორაგბე შეემატება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, პარიზში, „სტად ჟან ბუენზე“ (19 საათზე) გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა ...
ბორჯღალოსანმა კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა, ინგლისის პრემიერშიფის ‘ლესტერ ტაიგერსთან’ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 29 წლის მორაგბე ახალ გუნდს ზაფხულში შეუერთდება.
ქართველმა კვაჭმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება მომავალი სეზონის დაწყებას და მზადაა კლუბისთვის 100%-ით დაიხარჯოს:
„ეს შ...
იმის გამო, რომ ქვეყანაში შეიქმნა გრიპის ეპიდემიის გავრცელების საშიშროება, რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის რეკომენდაციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დროებით შეწყდეს საშეჯიბრო პროცესი შემდეგ ლიგებში:
საფესტივალო, ჭაბუკთა ‘ა’ და ‘ბ’
შეზღუდვა მოქმედებს 2020 წლის 2 მარტიდან...
ბორჯღალოსნები პარიზში, ‘რასინგ 92’-ის ბაზაზე შეიკრიბნენ და 7 მარტს პორტუგალიასთან გასამართი მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ.
მორაგბეთა ნაწილი საფრანგეთში გუშინ დილით, ხოლო ნაწილი ღამით გაემგზავრა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მათ გუნდებში უწევდათ თამაში.
„მწვრთნელებისა და ფიზ.მომზადების ...
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში პორტუგალიასთან გასამართი მატჩისთვის 30 ბორჯღალოსანს უხმო.
თამაში 7 მარტს პარიზში, „სტად ჟან ბუენზე“ საქართველოს დროით 19 საათზე დაიწყება.
ერთი კვირის წინ ბელგიასთან ქუთაისში მოგებული მატჩ...
რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურში ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს მესხის სტადიონზე ერკინებიან. დაანონსებული 18 საათის ნაცვლად, მატჩი 16 საათზე დაიწყება.
მატჩის დაწყების დროის ცვლილება გამოიწვია მესხის სტადიონის (რომელსაც სპეციალურად ამ მატჩისთვის არენდით იღებს საქარ...
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საფრანგეთის 20-წლამდელთა განვითარებად ნაკრებთან სერიის პირველი მატჩი გამართეს. ბერგში მასპინძლები ყველა კომპონენტში დომინირებდნენ და 42:5 გაიმარჯვეს.
თამაში რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში წარიმართა. პირველ ტაიმში ილია მაისურაძის შეგირდები ზურგქარში თამაშობდნ...
უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ხვალ საფრანგეთის 20-წლამდელთა განვითარებად ნაკრებთან პირველ საკონტროლი შეხვედრას დაიწყებს.
ჩვენი გუნდი ზედიზედ მეხუთე, 2020 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება, რომ...
საქართველოს რაგბის კავშირწყვეტილებით, ა.წ. 4 მარტიდან (როდესაც განახლდება ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგების ჩემპიონატის გათამაშება), ძალაში შეიტანოს ახლად დანერგილი სამედიცინო “ლურჯი ბარათის“ (გაიცემა მხოლოდ ტვინის შერყევის დროს) საცდელი პროექტი.
“ლურჯი ბარათის” წარდგენის უფლება აქვს მხ...
ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 22 თებერვალს ბელგიასთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი რაზმი დაასახელა. წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, შემადგენლობა მნიშვნელოვნადაა გადახალისებული, ორ მორაგბეს კი, ბორჯღალოსანთა კვართით დებიუტი ექნება.
რაგბი ევროპის ჩემპი...
საქართველო – ბელგიის მატჩის ბილეთები შეიძინეთ აქ
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, 22 თებერვალს ქუთაისში, „აია არენაზე“ ბელგიის ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის, 29 მორაგბე გამოიძახა.
„შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე, ო...
2019 წლის საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, გახდა პირველი რეფერი მეორე დონის სარაგბო ქვეყნებიდან, რომელმაც პრო 14-ის მატჩი იმსაჯა. მან ირლანდიაში, ქორქში, „აირიშ ინდეფენდენთ პარკზე“ ‘მანსთერისა’ და სამხრეთ აფრიკული ‘კინგსის’ შეხვედრა განსაჯა.
მიმდინარე სეზონში ქართველი ...
22 წლის აკაკი ტაბუცაძემ 9 თებერვალს ბორჯღალოსნების კვართით პირველი შეხვედრა ჩაატარა და ეს ფაქტი მადრიდში, ესპანეთის ნაკრებთან მე-20 წუთზე გატანილი ლელოთი აღნიშნა.
პირველ კეპზე და სადებიუტო ლელოზე ტაბუცაძე ამბობს:
„ნაკრებში დებიუტს თან ახლდა პასუხისმგებლობა და ცოტა ნერვიულობაც, რო...
უმცროსი ბორჯღალოსნები 2020 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც 28 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით იტალიაში გაიმართება.
ილია მაისურაძის შეგირდებმა სექტემბრიდან დღემდე რამდენიმე შეკრება გაიარეს და დეკემბრის დასაწყისში სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან თბილისში ორი სა...
მედია საშუალებების საყურადღებოდ! დაიწყო სააკრედიტაციო განაცხადების მიღება რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩზე: საქართველო – ბელგია | 22/02/20, აია არენა, ქუთაისი
განაცხადები მიიღება 19 თებერვლამდე. დასტურისა თუ უარყოფის შეტყობინებას 20 თებერვალს.
სააკრედიტაციო განაც...
დიდი 10-ის ზამთრის შესვენება დასასრულს უახლოვდება და მიმდინარე კვირაში 2019/2020 წლების გათამაშება მე-12 ტურის შეხვედრებით განახლდება.
წლის პირველი მატჩი პარასკევს, 14 თებერვალს 16 საათზე, ავჭალაში გაიმართება. ერთმანეთს აუტსაიდერები, კიკეთის ‘იუნკერები’ და ბოლნისის ‘ყოჩები’ სატურ...
ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე იმედოვნებს, რომ ჩვენი ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში უკეთესი ხარისხის რაგბს ითამაშებს, ვიდრე ერთი კვირის წინ რუმინეთთან და მადრიდიდან ქართველ ქომაგს გაახარებს.
1 თებერვალს ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა „მუხებს“ 6 ლელო გაუტანა...
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში მადრიდში, უნივერსიტეტის ცენტრალურ სტადიონზე ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
პირველ ტურში რუმინეთთან 41:13 გამარჯვების შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 5 ც...
მატჩის მეთვალყურეთა (კომისრები) საყურადღებოდ:
6 თებერვალს, 14 საათზე რაგბის კავშირში (ჭაბუა ამირეჯიბის 6) გაიმართება მატჩის მეთვალყურეთა (კომისარი) საერთო კრება.
დასწრება სავალდებულოა
რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტი
...
2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში 41:13 მოგების შემდეგ, „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში ბორჯღალოსნები მე-13 ადგილზე დაწინაურდნენ.
რადგან სხვაობა 15 ქულაზე მეტი იყო, ჩვენმა გუნდმა 0,36 სარეიტინგო ქულა მიიღო, რითაც ჯამში 71,63 ქულა მოაგროვეს, ტონგა უკან მოიტოვეს და ერთი ...
ბორჯღალოსანი ვასილ ლობჟანიძე კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიოს რეკორდსმენი. 2015 წელს ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელმაც მსოფლიო თასზე ითამაშა, ახლა კი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც 50-ე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა.
1 თებერვალს, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ...
რაგბის კავშირის განცხადება 2020 წლის მორიგი წევრთა საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის შესახებ
ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის მოწვევით 2020 წლის 24 თებერვალს, 13:00 საათზე, ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანი #4 (სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“), გაიმართება საქართველოს რაგბი...
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის 23-კაციანი, სამატჩო შემადგენლობა დაასახელა.
წლის პირველ შეხვედრას, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მთავარ კონკურენტ რუმინეთის ნაკრებთან, ჩვენი გუნდი 1 თებერვალს თბილისში, „დინამ...
საქართველოს რაგბის კავშირი და ქართული სარაგბო თემი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ქართველი მორაგბის, ბექა ბურდიაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
27 წლის მორაგბე საფრანგეთში 2013 წლიდან თამაშობდა. ის ერთი წელი პრო დე2-ს ‘კარკასონის’ ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც ფედერალ 1-ის ‘გრ...
2020 წლის პირველ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, ბორჯღალოსნები დღეს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე შევიდნენ.
საქართველოს ნაკრები წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში 1 თებერვალს „დინამო არენაზე“ რუმინეთს ეთამაშება. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ...
1997 წელს საქართველოს რაგბის კავშირისთვის ვერეს ხეობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში საზოგადოებაში გაჩენილი მაღალი ინტერესის გამო, ხელმეორედ გთავაზობთ საქართველოს რაგბის კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ 2019 წელს გაკეთებულ განცხადებას:...
ჩასწორებული | 24 იანვარს, 23:45-ზე (არგენტინის დროით 16:45-ზე) საქართველო XV ზე-რაგბის ვიცე-ჩემპიონ ‘ხაგუარესთან’ 2 მატჩიანი სერიის მეორე შეხვედრას გამართავს. სერიის პირველ შეხვედრაში არგენტინელებმა დიდი სხვაობით, 66:3 იმარჯვეს.
პირველი მატჩის მიმოხილვა და შეფასება
პირველი მატჩი...
ქართული რაგბის თემმა და სპორტულმა სამყარომ დიდი დანაკლისი განიცადა. 74 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ღვაწლმოსილი სპორტული მოღვაწე, ქუთაისის კოლორიტი სოსო დიაკონიძე გარდაიცვალა.
ქუთაისის მკვიდრი სოსო დიაკონიძე სპორტში აქტიურად სიყრმის პერიოდიდანვე ჩაერთო. მართალია, ყმაწვი...
გთავაზობთ ცნობილი სამხრეთ აფრიკელი მედია სპეციალისტისა და ციფრული მარკეტოლოგის ჯეი ბოეთესის სტატიას ქართული რაგბის მომავალი გეგმების შესახებ
წყარო
საქართველოში რაგბი იმ დონეზე უყვართ და ისე უჭერენ მხარს, რომ მსგავს რამეს სხვა ქვეყნებში ძნელად თუ წააწყდებით. მიუხედავად იმისა, რომ ...
2020 წლის 22 იანვრის მდგომარეობით 30 იანვარს გასამართ საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე კლუბების მიერ წარმოდგენილია სამი კანდიდატი:
გოჩა სვანიძე კანდიდატად წარადგინეს შემდეგმა კლუბებმა: ლელო, აკადემია, აია, ჯიქი, ყოჩები, იუნკერები, ბაგრატი, არესი, დინამო...
გუშინ, 21 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირში შემოვიდა ბატონების – ირაკლი აბუსერიძის და ბაჩო ხურციძის განცხადებები საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო კანდიდატებად წარდგენების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის 2020 წლის 9 იანვრის გადაწყვეტ...
ფოტო: Getty Images
გასული კვირა განსაკუთრებულად ლელოუხვი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. სამ სხვადასხვა ტურნირზე, ექვსმა ქართველმა ლეგიონერმა ჯამში 8 ლელო გაიტანა.
ორ-ორი ლელო გაიტანეს ჩელენჯ ქაფზე ბექა გიგაშვილმა და ოთარ გიორგაძემ, ხოლო ბექა გორგაძემ და ვასილ ლობჟანიძემ თავი...
წარმოგიდგენთ საქართველოს რაგბის კავშირის 2020 წლის 30 იანვრის საერთო კრებაზე (ყრილობა) გასატანი წესდების ცვლილებების პროექტს.
იხილეთ აქ: საწესდებო ცვლილებები 30/01/2020 ყრილობისათვის
...
ინგლისელი სპეციალისტი პიტერ დრუიტი საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერად დაინიშნა.
61 წლის სპეციალისტი ექსეთერში დაიბადა და რაგბს ცხოვრების უდიდესი ნაწილი დაუთმო. ის 9 ნომრის პოზიციაზე ‘ექსეთერსა’ და ‘ლონდონ უელსში’ თამაშობდა, მოთამაშის კარიერის დასრულე...
საქართველო XV-მა არგენტინულ ‘ხაგუარესთან’ სერიის პირველი მატჩი დიდი სხვაობით, 3:66 დათმო.
საქართველოს ჩემპიონატის, დიდი 10-ის მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, როგორც მოსალოდნელი იყო, სუპერ რაგბის ფინალისტს ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
წინ სერიის მეორე მატჩია, რომელიც ბ...
ბორჯღალოსნები 2020 წლის პირველ შეკრებას 20-22 იანვარს საფრანგეთში გაივლიან და რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის მომზადებას შეუდგებიან.
საქართველოში მყოფი მორაგბეები კვირაში რამდენიმე დღე „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე იკრიბებოდნენ და უნარების დასახვეწად ვარჯიშობდნენ...
საქართველოს რაგბის კავშირის მარკეტინგის დირექტორმა მიხეილ ხარატმა, მედიას ის თასები წარუდგინა, რომელთა შესანარჩუნებლად ბორჯღალოსნები უახლოესი ორი თვის განმავლობაში იბრძოლებენ.
2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატს ბორჯღალოსნები 1 თებერვალს თბილისში, „დინამო არენაზე“ რუმინეთთან მატჩი...
18 იანვარს, დილის 4 საათზე (არგენტინის დროით 17 იანვარს 21 საათზე) საქართველო XV, ზე-რაგბის ვიცე-ჩემპიონ ‘ხაგუარესთან’ 2-მატჩიანი სერიის პირველ თამაშს გამართავს.
არგენტინელები სუპერ რაგბის ახალი სეზონისთვის ემზადებიან, რომელიც 1 თებერვალს იწყება და გენერალურ რეპეტიციას დიდი 10-ის...
ცხადდება აკრედიტაციების მიღება 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ საშინაო მატჩზე: საქართველო – რუმინეთი, 1 თებერვალი, 18:00, დინამო არენა.
სააკრედიტაციო განაცხადები მიიღება 15 იანვრიდან 27 იანვრამდე.
დასტურისა თუ უარყოფის შეტყობინებას მიიღებთ არაუგვიანეს 29 იანვრ...
2020 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში, უმცროსი ბორჯღალოსნები „ბ“ ჯგუფში ავსტრალიის, უელსისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან ითამაშებენ.
მე-13 ტურნირს 28 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით იტალია უმასპინძლებს. იტალიელები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს მესამედ მასპინძლობენ...
დღეს, 2020 წლის 13 იანვარს, საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილმა წევრებმა (დიდი 10 კლუბები) საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სახელზე შემოიტანეს განცხადება – 2020 წლის სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გოჩა სვანიძის კანდიდატურის წარდგინების შესახებ.
განცხადებაზე ხელ...
შეხსენება ზამთრის სატრანსფერო ვადების შესახებ:
საქართველოს რაგბის კავშირით ეგიდით მოასპარეზე კაცთა გუნდების საყურადღებოდ:
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა (მხოლოდ შემოდინება) მოქმედებს 2019 წლის 25 ნოემბერიდან 2020 წლის 7 თებერვლამდე.
საქართველოს რაგბის კავშირის
საშეჯიბრო კომიტეტი
...
აჩიკო გეგენავას ფოტოები
საქართველო XV-მა (საქართველოს მეორე ოროვნული ნაკრები) ქუთაისში ორ ეტაპიანი შეკრება დაასრულა და 12 იანვარს (გამთენიას) არგნეტინაში მიემგზავრება, სადაც 2 მატჩიან სერია გამართავს ზე-რაგბის ვიცე-ჩემპიონ ხაგუარესთან (Jaguares).
სერიის პირველი მატჩი 17 იანვარს მ...
რაგბის კავშირის გამგეობის განცხადება
2020 წლის ნამდვილ წევრთა მორიგი საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის შესახებ:
ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის მოწვევით 2020 წლის 30 იანვარს, 13:00 საათზე, ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანი #4 (სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“), გაიმართება საქართვ...
ბორჯღალოსნების 2020 წლის პირველ მატჩამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ტრადიციულად, ჩვენიგუნდი წლის დასაწყისში რაგბი ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება და ტიტულის მე-12-ედ მოპოვებასეცდება.
ქართული რაგბის ქომაგებს პირველი ორი საშინაო მატჩების ბილეთების შეძენა უკვე შეუძლიათ. ტრადიციულად ბილე...
გოგიტა ბუხაიძის ფოტოები
ბორჯღალოსნების 2020 წლის პირველ მატჩამდე 23 დღე დარჩა. ტრადიციულად, ჩვენი გუნდი წლის დასაწყისში რაგბი ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება და ტიტულის მე-12-ედ მოპოვებას ეცდება.
5-თვიანი შესვენების შემდეგ, ბორჯღალოსნები საკუთარი ქომაგის წინაშე პირველად 1 თებერვალს...
აჩიკო გეგენავას ფოტოები
საქართველო XV 4 იანვრიდან ქუთაისში, აია არენაზე მეორე შეკრებაზე შევიდა და არგენტინული ტურნესთვის მზადებას განაგრძობს.
მწვრთნელმა უკვე შეარჩია ის 30 მორაგბე, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრებიან. საზარდულის ტრავმის გამო გუნდს დააკლდა აკაკი ტაბუცაძე, რო...
საქართველოს რაგბის კავშირი და ქართული რაგბის თემი, ყველა გულშემატკივარსა და სრულიად საქართველოს გილოცავთ ახალ, 2020 წელს!
მომავალი წელი ქართული რაგბისთვის საინტერესო იქნება. ბორჯღალოსნები ივნისში სამხრეთ აფრიკასთან, ხოლო ნოემბერში საფრანგეთთან ტესტ-მატჩებს გამართავენ. ამ გუნდებთა...
2019 წელი დასასრულს უახლოვდება და ტრადიციულად, ქართულმა სარაგბო თემმა, გულშემატკივრებმა და სარაგბო მედიამ წლის საუკეთესოები გამოავლინეს:
2019 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე – ბექა გორგაძე
ქართული რაგბის გულშემატკივრებმა, ქართულმა კლუბებმა და სარაგბო მედიამ, ხმათა უმრავლ...
2020 წლის დასაწყისში ბორჯღალოსნები ტრადიციულად რაგბი ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვებიან და ტიტულის მე-12-ედ მოპოვებას ეცდებიან.
წელს ჩვენს გუნდს სამი თამაშის შინ ჩატარება მოუწევს, ესპანეთს და პორტუგალიას კი სტუმრად შეხვდება.
დინამოზე რუმინეთთან
5-თვიანი შესვენების შემდეგ, გულშემატკ...
ფოტოები: აჩიკო გეგენავა
საქართველო XV-ის გაფართოებული, 33-კაციანი შემადგენლობა მეოთხე დღეა ქუთაისში, შეკრებაზე იმყოფება და იანვარში დაგეგმილი არგენტინული ტურნესთვის ემზადება.
წინდაწინ გამოცხადებულ გაფართოებულ რაზმს ორი მორაგბე გამოაკლდა – კვაჭი გიორგი ჭყოიძე და გარემარბი კო...
შეპირებისამებრ, რაგბის გულშემატკივრებს გვსურს ვაცნობოთ სასიხარულო ინფორმაცია:
2019 წლის 18 დეკემბერს ხელი მოეწერა საქართველოსა და სამხრეთი აფრიკის რაგბის კავშირებს შორის ურთიერთანამშრომლობის 11-წლიან ხელშეკრულებას.
ხელშეკრულება ითვალისწინებს:
2020 წლის 1 იანვრიდან საქართვ...
17 იანვარს მარ-დელ-პლატაში, 24 იანვარს ბუენოს აირესში
საქართველო XV 2020 წლის იანვარში დაგეგმილი არგენტინული ტურნეს მეორე მატჩს სუპერ რაგბის ვიცე-ჩემპიონ ‘ხაგუარესთან’ ქვეყნის დედაქალაქში, ბუენოს აირესში გამართავს.
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ უკვე დაასახელა...
საქართველო XV-ის სამწვრთნელო შტაბმა ის 35 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2020 წლის იანვარში, არგენტინული ტურნესთვის მოემზადებიან.
გაფართოებულ შემადგენლობაში 21 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. აქცენტი ამჯერადაც დიდი 10-ის კლუბების მორაგბეებზე გაკეთდა, თუმცა წინა მატჩებისგან განსხვავებ...
საქართველოს რაგბის კავშირსა და ლიდერბეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი და დიდი 10-ის გენერალური სპონსორი გახდა.
ლიდერბეთსა და რაგბის კავშირს შორის თანამშრომლობა დაახლოებით 1,5 წლის წინ დაიწყო. მხარეები ამ თან...
2020 წლის 7 ნოემბერს ბორჯღალოსნები საფრანგეთის ნაკრებთან მეორე ტესტ-მატჩს გამართავენ, პირველს მსოფლიო თასს მიღმა.
საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებების პირველი შეხვედრა 2007 წლის მსოფლიო თასზე, 30 სექტემბერს მარსელში გაიმართა და მასპინძლებმა 64:7 მოიგეს.
View this...
რუქა: დავით მაჭავარიანის სახელოსნო
უმცროსი ბორჯღალოსნების 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, გუნდის შენების კამპანია დასასრულს მიუახლოვდა. ამ კამპანიის მსვლელობისას, 20-წლამდელებმა მონაწლიობა მიიღეს სოციალურ პროექტ ‘სახლის’ პირველ ნაწილში. პროექტი აუტიზმის ე...