
განვითარების ჯგუფის განცხადება | მწვრთნელთა ლიცენზირების II დონე და აუცილებლად საკითხავი მასალა
საქართველოს რაგბის კავშირის სასწავლო ცენტრი 2022 წლის 1 ივნისიდან აცხადებს მსურველების რეგისტრაციას მწვრთნელთა მომზადების მეორე დონის კურსებზე. კურსის ხანგძილობაა 4 დღე. აღნიშნული კურსი ფასიანია და ღირებულება შეადგენს 185 ლარს (მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის რაგბის კავშირი სრულად ახდენს აღნიშნული გადასახადის სუფსიდირებას).
რეგისტრაციისათვის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- უნდა ფლობდეს პირველი დონის მოქმედ ლიცენზიას, გაცემულს არა უგვიანეს 2021 წლისა.
- უნდა წარმოადგინოს „მსოფლიო რაგბის“ მიერ დადგენილი ონლაინ ტესტების ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატები (იხ. თანდართული სია)
- უნდა წარმოადგინოს სწავლების საფასურის (185 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შევსებული განაცხადის ფორმა (იხ. დანართი) უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: (development@rugby.ge) ჯგუფები დაკომპლექტდება განაცხადების შემოსვლის თარიღისა და მსურველების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მეორე დონის სემინარის დაწყებამდე სავალდებულოდ გასავლელი მასალა
სახელმძღვანელო დონე ორი (სავალდებულოდ წასაკითხი და ამოსაბეჭდი)
პირველი დონის სემინარის დაწყებამდე სავალდებულოდ გასავლელი მასალა
https://rugby.edu.ge/?page=page&id=6
სახემძღვანელო დონე ერთი (სავალდებულოდ წასაკითხი და ამოსაბეჭდი)
ფ.მ 1 დონე ბავშვი შესავალი 1 ნაწილი
ფ.მ პირველი დონის კურსის_მეორე ნაწილი
სრკ. სასწავლო ცენტრი