გამგეობის გადაწყვეტილება | ვარჯიშების განახლებასთან დაკავშირებით

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ, COVID-19-ის პანდემიის ფონზე კაცთა გუნდებში ვარჯიშების განახლების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი პირობების დაცვის შემთხვევაში, გუნდებს მზადების დაწყების უფლება 29 ივნისიდან მიეცემათ:

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის

2020 წლის  23 ივნისის

 გადაწყვეტილება

 

2020 წლის 23 ივნისს  საქართველოს რაგბის კავშირის (რეგისტრაციის ნომერი, თარიღი: 00015/12/0013; 25/01/1999 წ. საიდენტიფიკაციო №204874911) (შემდგომში, სრკ) ცენტრალურ ოფისში, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის 6,  გაიმართა სრკ-ს გამგეობის სხდომა (შემდგომში, სხდომა).

სხდომას ესწრებოდა გამგეობის 15 წევრიდან 7 წევრი.  სრკ-ს წესდების შესაბამისად, სხდომა გამოცხადდა გადაწყვეტილებაუნარიანად.

სხდომაზე დამსწრე გამგეობის წევრები:

1) გიორგი გორგასლიძე (დაბადებული 01.12.1962 წ.  პირადი №01007002890, რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, გ. ქუჩიშვილის ქუჩა №18, ბინა №23);  

2) ალექსანდრე ხვედელიძე (დაბადებული 21.10.1965 წ.  რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ბ. ხმელნიცკის ქუჩა №147, ბინა №36, პირადი №01014002287);

3) გიორგი ღლონტი  (დაბადებული 08.08.1958  წ.  რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ად. მიცკევიჩის ქუჩა №18, ბინა №9, პირადი №01024026522);

4) გოჩა მაჭავარიანი (დაბადებული 03.01.1964  წ.  რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ს. ჭიაურელის ქუჩა №9, ბინა №9, პირადი №01026000757);

5) გიორგი გეგენავა (დაბადებული 12.03.1957  წ.  რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ნ. ჟვანიას ქუჩა №10, ბინა №36, პირადი №01009002058);

6) გაიოზ მონიავა (დაბადებული 04.03.1958  წ.  რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის ქუჩა №25, კორპუსი №4, ბინა №41, პირადი №01009006606);

7) სერგო რამიშვილი (დაბადებული 07.03.1950 წ.  რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ვ. სარაჯიშვილის ქუჩა №50, პირადი №01017021528);

 

სხდომის თავმჯდომარე: გიორგი გორგასლიძე

სხდომის მდივანი: ხატია შელია.

 

სხდომამ განიხილა  დღის წესრიგში შევამალი შემდეგი საკითხი:

  1. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო პანდემიის გამოცხადებასთან დაკავშირებით  შეჩერებული სპორტული ვარჯიშების განახლების საკითხის განხილვა.

 

სხდომამ გადაწყვიტა:

 

  1. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო პანდემიის გამოცხადებასთან დაკავშირებით შეჩერებული სპორტული ვარჯიშების განახლების საკითხს, გამგეობის წევრებმა მოუსმინეს სხდომაზე დამსწრე პირებს: სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელს, ბესიკ ჩადუნელს და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიაზ მამრიკიშვილს. სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა გამგეობის წევრებს გააცნო მოქმედი ჯანდაცვის  რეგულაციები სპორტულ ვარჯიშებთან დაკავშირებით. არსებული რეგულაციების მიხედვით, გამგეობის სხდომის გამართვის დღისათვის შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვებით და წესების დაცვით მოხდეს სავარჯიშო პროცესის აღდგენა იმ პირობით, რომ ვარჯიშები ჩატარდება ღია სივრცეში, არ იქნება გამოყენებული დახურული სივრცის გასახდელები, საშხაპეები, სავარჯიშო ტრენაჟორები და სხვა ობიექტები. ასევე, მსოფლიო რაგბის რეკომენდაციების შესაბამისად, აუცილებელია გუნდებს ჰყავდეთ კოვიდ-მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოთამაშეთა სქრინინგს. როგორც აღინიშნა, დასახელებულ ძირითად მოთხოვნებთან ერთად, არსებობს სხვა მოთხოვნებიც, რომელთა დაცვა სავალდებულოა ინტერაქციაში მყოფი პირების მხრიდან. საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნ. მამრიკიშვილმა მოახსენა გამგეობის წევრებს ჩემპიონატის სავარაუდო გრაფიკიც, თუმცა შესაბამისი სამთავრობო დაშვების გარეშე, ამ ეტაპზე შეუძლებელია ჩემპიონატის გრაფიკზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება.

გამგეობის წევრებმა მოისმინეს მოსაზრებები, იმსჯელეს საკითხის ირგვლივ და ერთხმად გადაწყვიტეს:

ა) 2020 წლის 29 ივნისიდან დიდი-10, პირველი და რეგიონალური ლიგების კაცთა გუნდებს შეუძლიათ განაახლონ ვარჯიშები მხოლოდ ღია სივრცეში, გასახდელების გარეშე იმ პირობით, რომ

  • ყოველი გუნდი გამოყოფს სულ ცოტა ერთ ადამიანს კოვიდ-მენეჯერად, რომელიც გაივლის სპეციალურ მომზადებას კავშირის სამედიცინო სამსახურის მიერ ჩატარებულ ტრეინინგზე:
  • აღმოსავლეთი საქართველოს გუნდებისათვის – 2020 წლის 27 ივნისს თბილისში, ნუცუბიძის პლატოს სარაგბო სტადიონზე, 13:00.
  • დასავლეთი საქართველოს გუნდებისათვის – 2020 წლის 28 ივნისს, ქუთაისში „აია“-ს არენაზე 13:00.
  • გუნდები დაიცავენ სტადიონების მმართველთან (შპს „რაგბის განვითარების ჯგუფი“) გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ წესებს.

ბ) ვარჯიშების სრულყოფილად აღდგენის შესახებ ინფორმაციას გუნდების დროული ინფორმირებულობის მიზნით,  კავშირი გამოაქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

გ) რაგბის ჩემპიონატის გაგრძელების ან ახალი ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას გამგეობა მიიღებს შესაბამისი სამთავრობო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ.

 

გამგეობის სხდომის თავმჯდომარე

გიორგი გორგასლიძე