მალხაზ დავითაშვილის სემინარი – სტრესის მართვა
საქართველოს სპორტის ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, რაგბის კავშირის ფსიქოლოგი მალხაზ დავითაშვილი 18 და 19 დეკემბერს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე სემინარს გამართავს, თემაზე – სტრესის მართვა.
ორდღიანი სემინარი ორივე დღეს 14:30 საათზე დაიწყება და მასზე დასწრების უფლება რაგბში ჩართულ ყველა ადამიანს შეეძლება – მწვრთნელებს, მენეჯერებს, ექიმებს, მორაგბეებს და ა.შ.
სემინარებზე დასწრების მსურველებს გთხოვთ დარეგისტრირდეთ მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერთან სიმონ მაისურაძესთან (რათა ზუსტად განვსაზღვროთ მსმენელთა რაოდენობა) ელექტრონულ მისამართზე: s.maisuradze@rugby.ge