საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის კავშირში რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები დაიწყო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის მოთხოვნით.

რაგბის კავშირი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები დაიგეგმა და განხორციელდა „მსოფლიო რაგბთან“ კონსულტაციებითა და შეთანხმებით, ორგანიზაციის ოპტიმიზაციის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირის სტრუქტურული ცვლილებები, რეორგანიზაცია და კადრების შემცირება იყო იმ მორაგბეების ერთ-ერთი მოთხოვნა და წინასაარჩევნო დაპირება, რომლებიც დღეს საპირისპირო განცხადებებს ავრცელებენ.