გამგეობის გადაწყვეტილება | საერთო კრების გამართვასთან დაკავშირებით

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ, 3 ივლისს განმეორებითი საერთო კრების ჩატარებასთან დაკავშირებით იმსჯელა:

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის

2020 წლის  3 ივლისის

სხდომის ოქმი

 

2020 წლის 3 ივლისს  საქართველოს რაგბის კავშირის (რეგისტრაციის ნომერი, თარიღი: 00015/12/0013; 25/01/1999 წ. საიდენტიფიკაციო №204874911) (შემდგომში, სრკ) ცენტრალურ ოფისში, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის 6,  გაიმართა სრკ-ს გამგეობის სხდომა (შემდგომში, სხდომა).

სხდომას ესწრებოდა გამგეობის 15 წევრიდან 7 წევრი.  სრკ-ს წესდების შესაბამისად, სხდომა გამოცხადდა გადაწყვეტილებაუნარიანად.

სხდომაზე დამსწრე გამგეობის წევრები:

1)  გიორგი გორგასლიძე (დაბადებული 01.12.1962 წ.  პირადი №01007002890, რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, გ. ქუჩიშვილის ქუჩა №18, ბინა №23);  

2)  ალექსანდრე ხვედელიძე (დაბადებული 21.10.1965 წ.  რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ბ. ხმელნიცკის ქუჩა №147, ბინა №36, პირადი №01014002287);

3) გიორგი ღლონტი  (დაბადებული 08.08.1958  წ.  რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ად. მიცკევიჩის ქუჩა №18, ბინა №9, პირადი №01024026522);

 4) გოჩა მაჭავარიანი (დაბადებული 03.01.1964  წ.  რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ს. ჭიაურელის ქუჩა №9, ბინა №9, პირადი №01026000757);

 5)   გაიოზ მონიავა (დაბადებული 04.03.1958  წ.  რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის ქუჩა №25, კორპუსი №4, ბინა №41, პირადი №01009006606);

6) გიორგი გეგენავა (დაბადებული 12.03.1957  წ.  რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ნ. ჟვანიას ქუჩა №10, ბინა №36, პირადი №01009002058);

7) ვასილ კევლიშვილი (დაბადებული 13.10.1948 წ, წ.  რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ. №17, ბინა 11,  პირადი №01025003532)

სხდომის თავმჯდომარე: გიორგი გორგასლიძე

სხდომის მდივანი: ხატია შელია.

სხდომამ განიხილა  დღის წესრიგში შევამალი შემდეგი საკითხები:

 

  1. კავშირის განმეორებითი საერთო კრების ჩატარების საკითხის განხილვა.
  2. მორაგბე გიორგი თედორაძის განცხადების განხილვა.

 

 

სხდომამ გადაწყვიტა:

 

  1. პირველ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა კავშირის განმეორებითი საერთო კრების ჩატარების საკითხს, გამგეობის წევრებმა იმსჯელეს 2020 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით გადადებული განმეორებითი საერთო კრების ჩატარების საკითხზე. როგორც აღინიშნა, განმეორებითი საერთო კრების გადადება განაპირობა ქვეყანაში შექმნილმა რთულმა პანდემიურმა სიტუაციამ, რომლის მართვის და ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად სამთავრობო უწყებების მიერ გატარდა მთელი რიგი შემზღუდავი ღონისძიებები და გაიცა კონკრეტული რეკომენდაციები ადამიანების თავშეყრასთან დაკავშირებით. განმეორებითი საერთო კრების გამართვა გამგეობამ დაუკავშირა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული რთული მდგომარეობის აღმოფხვრას ან ისეთი გაუმჯობესების დადგომას, როდესაც ზედმეტი საფრთხის გარეშე, შესაძლებელი გახდება ადამიანების შეკრება, რის შესახებაც ცნობილი გახდებოდა საქართველოს მთავრობის ან/და უფლებამოსილი შესაბამისი უწყების/პირის გადაწყვეტილებიდან ან/და რეკომენდაციიდან. 2020 წლის  23 მაისს ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის #322 დადგენილება „იზოლაციის და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“. აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის მიხედვით  აკრძალულია სასპორტო შეჯიბრებები, ასევე სპორტის თემასთან დაკავშირებული ტრენინგები, სემინარები, კონფერენციები. გამომდინარე იქედან, რომ გარკვეული დაურწმუნებლობა არსებობდა სპორტის სფეროსთან დაკავშირებულ შეკრებასთან მიმართებაში, რადგან კავშირის საერთო კრება სწორედ რაგბის (სპორტი) სფეროს წარმომადგენლების შეკრებაა, კავშირმა წერილობით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს ბატონ, შალვა გოგოლაძეს და ითხოვა რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად შესაძლებელი იყო მიმდინარე წლის ივნისის თვეში კავშირის განმეორებითი საერთო კრების ჩატარება, რაზეც პასუხი არ მიუღია. მთავრობის აღნიშნული დადგენილება მოქმედებს 2020 წლის 15 ივლისამდე, შესაბამისად, თუკი მისი მოქმედება არ იქნება გაგრძელებული, დასახელებული დროიდან დასაშვები ხდება სპორტთან დაკავშირებული შეკრებებიც. გამომდინარე იქედან, რომ კავშირის საერთო კრებაზე უნდა ჩატარდეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები, გამგეობა მიიჩნია მიზანშეწონილად პრეზიდენტობის სამივე კანდიდატის მოსაზრების მოსმენა არჩევნების ჩატარების დროის, ადგილის და წესის შესახებ და შეძლებისდაგვარად მათი პოზიციების გაზიარება. აღნიშნულ მსჯელობაზე დაყრდნობით, გამგეობამ ერთხმად გადაწყვიტა:

ა/ საქართველოს რაგბის  კავშირის 2020 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის სამივე კანდიდატს გაეგზავნოს კითხვა 2020 წლის საერთო განმეორებითი კრების ჩატარების წესის, თარიღის და ადგილის შესახებ და განესაზღვროთ ვადა მიმდინარე თვის 10 რიცხვამდე საკუთარი მოსაზრების წერილობით წარმოსადგენად.

  1. მეორე საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა მორაგბე გიორგი თედორაძის განცხადების განხილვას, გამგეობა გაეცნო მორაგბის განცხადებას, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ მიმდინარე წლის 30 ივნისამდე ირიცხებოდა ბათუმის სარაგბო კლუბი „ბათუმი“-ს ძირითად შემადგენლობაში, ხოლო კონტრაქტის დასრულების შემდგომ აიღო განთავისუფლების ცნობა. განმცხადებლი აღნიშნავს, რომ იგი გეგმავს სწავლის გაგრძელებას ესპანეთში, სევილიას უნივერსიტეტში “Pablo Olavide” და არ გამორიცხავს ამავე უნივერსიტეტის სარაგბო კლუბი „Ciencias Rugby”-ს შემადგენლობაში თამაშს. მორაგბე მიმართავს გამგეობას, რათა გათვალისწინებული იქნას მისი მდგომარეობა და სალიცენზიო მოწმობა გაიცეს ანაზღაურების გარეშე, რადგან დასახელებული რაგბის კლუბი, მისი განმარტებით, ვერ გადაიხდის ლიცენზიის საფასურს. გამგეობის წევრებმა იმსჯელეს აღნიშნულ საკითხზე და ერთხმად მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება:

 

ა/ სალიცენზიო მოწმობის საფასურთან დაკავშირებით  გამგეობა მიიღებს გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც განმცხადებელი წარმოუდგენს:

  1. ოფიციალურ ცნობას უნივერსიტეტიდან ჩარიცხვასთან/სწავლასთან დაკავშირებით;
  2. ოფიციალურ ცნობას ესპანეთის უფლებამოსილი ორგანიზაციიდან (ფედერაცია) მასზედ, რომ მის მიერ დასახელებული რაგბის კლუბი არ წარმოადგენს პროფესიონალურ რაგბის კლუბს/არ შედის პროფესიონალური კლუბების სიაში.

 

 

გამგეობის სხდომის თავმჯდომარე,

გიორგი გორგასლიძე