ლევან მაისაშვილის ონლაინ-სემინარი (II ნაწილი)

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე და დაცვის მწვრთნელი 2016-2019 წლებში, საქართველოს 6-გზის ჩემპიონი და თასის 3-გზის მფლობელი თბილისის ‘ლელო-სარასენსის’ მთავარი მწვრთნელის რანგში ლევან მაისაშვილი, ორშაბათს, 4 მაისს 20 საათზე, გამართავს ონლაინ-სემინარის მეორე ნაწილს თემაზე – დაცვის სისტემა.

მასალის მოცულობიდან გამომდინარე, ვებინარი ორ ნაწილად გაიყო და მის პირველ ნაწილზე დასწრების მსურველები 1 მაისს 20 საათზე, ეწვიეთ ბმულს:

https://us02web.zoom.us/j/83410192702?status=success

 

4 მაისს, ასევე 20 საათზე, ვებინარის მეორე ნაწილზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს:

https://us02web.zoom.us/j/82817858640?status=success