6 ერის და ჩემპიონთა თასის კლასიკურმა მატჩებმა რაგბის მომავალი თვალნათლივ გამოკვეთა

 

ავტორი: რობერტ ქითსონი

საუკეთესო თამაშები:
1. ლენსთერი 26 – ლა როშელი 27, ავივას სტადიონი, ხარისხითა და დაძაბულობით შეუდარებელი.
2. ირლანდია 32 საფრანგეთი 19, ავივას სტადიონი. საუკეთესო მატჩი 6 ერზე? გამორჩეულად ეპიკური პირველი 40 წუთით.
3. ექსეტერი 33 – მონპელიე 33 (დამატებით დროში), სენდი პარკი, ხრიკებით სავსე სახალისო დრამა

მატჩები ყველაზე თავშესაქცევი გარემოთი
1. ინგლისი – საფრანგეთი: ქალთა 6 ერი, თვიქნემი, სადაც ქალთა რაგბისთვის რეკორდული დასწრება იყო – 58.498 მაყურებელი. კაცების პრემიერშიფის ფინალს, ოდნავ მოგვიანებით, სულ 3500-ით მეტი მაყურებელი ჰყავდა.
2. უელსი-ინგლისი: ქალთა 6 ერი, კარდიფი, არმს პარკი. მზიანი და პოზიტიური განწყობით სავსე დღე, უელსის რაგბისთვის პირქუში სეზონის ფონზე.
3. ლონდონის სქოთიში – რიჩმონდი, ათლეთიკ გრაუნდი. სულაც არ ყოფილა აუცილებელი 10 ათასიანი სავსე სტადიონი რომ სასიამოვნო დრო გაატარო.

ყველაზე მუდმივად სანდო მოთამაშეები
1. გრეგორი ალდრიტი, ლა როშელი და საფრანგეთი
2. ანტუან დუპონი, ტულუზა და საფრანგეთი
3. ლეპანი მბოთია, ლა როშელი

რაგბის შთამაგონებელი ხალხი
ედ სლეიტერი, რობ ბაროუ, კევინ სინფილდი, სტივ ტომფსონი

მოთამაშეები, რომლებიც პრემიერშიპზე კარგად გამოიყურებოდნენ
ტომ პირსონი (ლონდონ აირიში), ბენ ლოუდერი (ლონდონ აირიში),
ჩანდლერ ქუნინგჰემი (ლონდონ აირიში)

სასწაული მომენტები
1. დუან ვან დერ მერვეს ორი ლელო, შოტლანდია-ირლანდი თვიქნემზე
2. ჯექ ქროულის გამარჯვების მომტანი არეკნი, მანსთერი-ლენსთერი იუ-არ-სის ნახევარფინალში
3. ქრისტ ჩიუნზას ბოლო წუთზე გამარჯვების მომტანი ლელო, ექსეტერი-ჰარლიქვინზი, პრემიერშიპი

სეზონის საუკეთესო მწვრთნელები
1. რონან ო’გარა, ლა როშელი
2. ენდი ფარელი, ირლანდია
3. გრემ როუნთრი, მანსთერი, – მარკ მაქქოლი, სარასენსი

 

“ამომავალი” მსაჯები
1. ნიკა ამაშუკელი, საქართველო
2. ლუკ პირსი, ინგლისი
3. ჰოლი დევიდსონი, შოტლანდია

2022-23 წლის სამწუხარო ისტორიები
1. ვუსთერი
2. ვოსფსი
3. ლონდონ აირიში (სავარაუდოდ)

ზაფხულის რაგბის გამორჩეული მომენტები
1. ქალთა ალიანზ პრემიერ XV-ის საფინალო ეტაპები
2. ფრანგული ტოპ 14-ის ფინალი. შეეძლო ლა როშელს “დუბლის” მოგება?
3. ახალი ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკას შორის მსოფლიო თასამდე მოთელვითი მატჩი თვიქნემზე. სიტყვა “მეგობრულს” ნამდვილად ვერ უწოდებდი

მათ გარეშე რაგბი ასეთი ვერ იქნებოდა
1. ალუნ ვინ ჯუონზი
2. სარა ჰანტერი
3. სტუარტ ჰოგი, ქრის ეშტონი

ნათელში ამყოფოს – დევიდ დუკჰამი, დოდი ვეიერი, ედი ბათლერი, კენ შოტლანდი, ტომ კირნანი, რეი მაკლაფინი, ბერნარ ლაპასე, იან მაკინტოში, პიტ ვისაგი, ბრიუს რობერტსონი, ტომ ტირნი, რეი მეგსონი, პიტერ ტომასი, ტონი ბრაუნი

სეზონის საუკეთესო სარაგბო პოდკასტი
“The Rugby Pod”

მომდევნო 12 თვის მნიშვნელოვანი კითხვები რაგბიზე
1. რაგბის მსოფლიო თასი ახალგაზრდების თუ მისცემს მოტივაციას რათა მომდევნო თაობას ჩაერთოს ამ სპორტში?
2. თამაშის უსაფრთხოებისთვის კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს ისე რომ ჯახიც არ მოგვაკლდეს, რაც რაგბის მთავარი მუღამია?
3. რამდენ ხანში გახდება ინგლისის საკლუბო რაგბი ფინანსურად თვითკმარი?

სეზონის ფრაზები
“არ მგონია ისტორიას ძალიან კეთილად დაამასხოვრდეს ინგლისური რაგბის ეს პერიოდი – სერ კლაივ ვუდვორდის კომენტარი ინგლისის ეროვნული ნაკრების ედი ჯონსის მწვრთნელობისას.

“ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული ძლიერი და სუსტი მხარეც ისაა, რომ როლის თამაში არ შემიძლია” – რონან ო’გარა, ლა როშელის დაუღალავი და კონკურენტული მთავარი მწვრთნელი

“ჩვენ ვუყურეთ ირლანდიისა და ინგლისის მატჩს. ის ინგლისს ძლივს ცნობდა. ენდი ფარელი, ოუენ ფარელი, – რომელი – არ იცოდა. მან იცოდა ჯონი სექსტონი, თუმცა სახელს ვერ იხსენებდა. სულ იმეორებდა, აი შენი კაცი, აი შენი კაცი, მაგრამ სახელს ვერ იხსენებდა” – მარგო სლეტერი, დიადი ფერგუს სლეტერის მეუღლე, სანდი თაიმსთან ინტერვიუში ქმრის ბრძოლაზე დემენციასთან”