მირიან თავზარაშვილის სადისციპლინო მწვერვალი

მირიან თავზარაშვილი პირველი ქართველი სადისციპლინო ოფიცერია, რომელმაც მსოფლიო რაგბის აკრედიტაცია მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან მას უმაღლესი დონის თამაშებსა და ტურნირებზე ექნება მუშაობის შესაძლებლობა.

თავზარაშვილი უკვე წლებია აკრედიტირებული იყო რაგბი ევროპისა და EPCR-ის თამაშებზე, მაგრამ ის მიღწეულზე არ შეჩერდა, სწავლა გააგრძელა, მადრიდში როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდები ჩააბარა და სადისციპლინო კუთხით მწვერვალს უწია.

სასიხარულოა, რომ როგორც სათამაშო და სამსაჯო კუთხით, ქართული რაგბი სხვა მიმართულებითაც ვითარდება.

„მთელი ეს პერიოდი ვაგრძელებდი სწავლას, განვითარებას და გამოცდის ჩაბარების შემდეგ მსოფლიო რაგბის სადისციპლინო აკრედიტაცია მივიღე. ეს ნიშნავს მეტ ინტეგრაციას და ჩართულობას მსოფლიო რაგბის პროცესებში, რაც ქართული რაგბის პროგრესის მაჩვენებელია“ – ამბობს თავზარაშვილი.