ბორჯღალოსნები | ისევ იძულებითი ცვლილება

ბორჯღალოსნების შემადგენლობაში ავსტრალიასთან თამაშის წინ კიდევ ერთი იძულებითი ცვლილება მოხდა.

დაშავებული სანდრო თოდუას ნაცვლად ფრთაზე დემე თაფლაძემ გადაინაცვლა, ცენტრში კი თორნიკე კახოიძე დაწინაურდა. მარქაფაში მისი ადგილი დებიუტანტმა იოანე იაშაღაშვილმა დაიკავა.

 

2024 წლის ზაფხულის ტესტ-მატჩი

20 ივლისი. სიდნეი (ავსტრალია). „ალიანს სთედიუმი“.

საქართველო – ავსტრალია

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 11. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), , 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 4. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 5. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 6. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი);

მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. იოანე იაშაღაშვილი (მონ-დე-მარსანი), 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ კოკერილი