სრკ-ს საშეჯიბრო სამსახურის განცხადება

2024-2025 წლის სრკ-ს მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში მონაწილეობაზე მომატებული დაინტერესების და სრკ-ს მიდგომიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს, რომ სრულიად რაგბის მოცულობა ქვეყნის მასშტაბით გაიზარდოს, რეგიონალურ ლიგაში მონაწილეობის შესახებ განცხადებების მიღების ვადა კვლავ გაგრძელდება, ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი კვირით – 18 ივლისის (18/07) ჩათვლით, მოგიწოდებთ ყველა დაინტერესებულ კლუბს, დაიცვათ აღნიშნული ვადები.

2024-2025 წლის სრკ-ს მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების მსურველი კაცთა კლუბები (რეგიონ ლიგა) ვალდებულნი არიან 2024 წლის 18 ივლისის ჩათვლით წარმოადგინონ სრკ-ს საშეჯიბრო დებულების დანართი #1-ს მიხედვით შედგენილი განცხადება (სრკ-ს მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ) და დანართი #2 – ინფორმაცია გუნდზე

დანართი #1 დანართი #2

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

  • კლუბის(გუნდის), როგორც იურიდიული პირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (განახლებული ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოს რეესტრიდან);
  • კლუბის(გუნდის) წესდება;
  • კლუბის(გუნდის) საბანკო რეკვიზიტები;
  • კლუბის(გუნდის) ფაქტობრივი მისამართი;
  • კლუბის(გუნდის) ელექტრონული ფოსტის მისამართი.

რეგისტრაციისთვის აუცილებელი ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია გადაგზავნილი უნდა იქნას ელ.ფოსტის მისამართზე – siebi@rugby.ge