ბორჯღალოსნები | ცვლილება შემადგენლობაში

ავსტრალიასთან მატჩის წინ ბორჯღალოსნების შემადგენლობაში ერთი ცვლილება განხორციელდა.

მატჩისწინა ვარჯიშზე დაშავდა გუნდის კაპიტანი ბექა გორგაძე და ის „ვოლაბების“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში გიორგი ცუცქირიძე დაწინაურდა, მარქაფაში კი უკანახაზელი თორნიკე კახოიძე გამოჩნდა.

საქართველოსა და ავსტრალიის მატჩი სიდნეიში საქართველოს დროით 09:45 საათზე დაიწყება. ბორჯღალოსნებს ბექა საღინაძე უკაპიტნებს.

 

2024 წლის ზაფხულის ტესტ-მატჩი

20 ივლისი. სიდნეი (ავსტრალია). „ალიანს სთედიუმი“.

საქართველო – ავსტრალია (09:45 საქ. დრო)

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 4. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 5. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 6. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი);

მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ კოკერილი