2024-2025 წლის სრკ-ს მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების მსურველი კაცთა კლუბები (დიდი 10, პირველი ლიგა, რეგიონ ლიგა) ვალდებულნი არიან 2024 წლის 18 ივნისის ჩათვლით წარმოადგინონ სრკ-ს საშეჯიბრო დებულების დანართი #1-ს მიხედვით შედგენილი განცხადება (სრკ-ს მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ), დანართი #2 – ინფორმაცია გუნდზე და ორივე დოკუმენტი გამოაგზავნონ ელექტრონულად – სრკ-ს რეგისტრატორის ელ.ფოსტაზე – siebi@rugby.ge.
ჭაბუკთა ლიგებში (ა & ბ) შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების მსურველი კლუბები ვალდებულნი არიან 2024 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით წარმოადგინონ სრკ-ს საშეჯიბრო დებულების დანართი #1-ს მიხედვით შედგენილი განცხადება (სრკ-ს მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ), დანართი #2 – ინფორმაცია გუნდზე და გამოაგზავნონ ელექტრონულად – სრკ-ს რეგისტრატორის ელ.ფოსტაზე – siebi@rugby.ge.
დანართი #1 | დანართი #2 |
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
- კლუბის(გუნდის), როგორც იურიდიული პირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (განახლებული ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოს რეესტრიდან);
- კლუბის(გუნდის) წესდება;
- კლუბის(გუნდის) საბანკო რეკვიზიტები;
- კლუბის(გუნდის) ფაქტობრივი მისამართი;
- კლუბის(გუნდის) ელექტრონული ფოსტის მისამართი.
2024 – 2025 წლის სათამაშო სეზონზე კაცთა ლიგებში (დიდი 10, პირველი ლიგა, რეგიონული ლიგა) კლუბში (გუნდში) მინიმალური რეგისტრირებული მოთამაშეთა რაოდენობაა – 32 მოთამაშე, დუბლების გათამაშებაში მონაწილეობის შემთხვევაში – 45 მოთამაშე.
2024 – 2025 წლის სათამაშო სეზონზე ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგის კლუბში (გუნდში) მინიმალური რეგისტრირებული მოთამაშეთა რაოდენობაა – 25 მოთამაშე.
ტურნირის დაწყების თარიღები:
- დიდი 10: 06-08/09
- დუბლები: 23-25/08
- პირველი ლიგა: 13-15/09
- რეგიონ ლიგა: 27-29/09
- ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა: 27-29/09
- ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა: 25-26/09
დანართი #1 | დანართი #2 |
რეგისტრაციისთვის აუცილებელი ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია გადაგზავნილი უნდა იქნას ელ.ფოსტის მისამართზე – siebi@rugby.ge