განცხადება საქართველოს რაგბის კავშირის რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის თაობაზე

ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით, 2024 წლის 9 ივლისს სასტუმრო „ჰოლიდეი ინის“ საკონფერენციო დარბაზში Idea Room (მისამართზე: ქ.თბილისი, ოცდაექვსი მაისის მოედანი #1) გაიმართება „სრკ“-ს რიგგარეშე საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

– შპს „ანაგი დეველოპენტ 1“-ისგან ქონების მიღებისა და განკარგვის წესის განსაზღვრა
– ცვლილებები წესდებაში: გამგეობის სხდომის მოწვევის წესი
– საინფორმაციო განახლება საკლუბო რეფორმაზე

რეგისტრაციის დაწყების დრო: 12:00 სთ; საერთო კრების დაწყების დრო: 13:00 სთ.
კლუბებს (გუნდებს) რომლებსაც შესაძლოა გაუჩნდეთ პრეტენზია გამგეობის მიერ დამტკიცებულ ნამდვილ წევრთა სიასთან და მათი პრემიალური ხმების რაოდენობასთან დაკავშირებით, უფლება აქვთ 2024 წლის 28 ივნისის 17:00 საათის ჩათვლით სრკ-ს კანცელარიაში და/ან ელექტორნულ ფოსტაზე (OFFICE@RUGBY.GE) წარმოადგინონ თავისი დასაბუთებული წერილობითი განცხადება, რომლის გადამოწმებისა და დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაში, სრკ-ს მიერ მოხდება ნამდვილ წევრთა სიისა და ხმათა რაოდენობის კორექტირება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საერთო კრებაზე (ყრილობაზე) დასწრების უფლება ექნება ნამდვილი წევრის (დელეგატის) ერთ უფლებამოსილ პირს ან უფლებამოსილი პირის წარმომადგენელს, რომელმაც თან უნდა იქონიოს სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა.
განცხადებას თან ახლავს შემდეგი დოკუმენტაცია:

1. საქართველოს რაგბის კავშირის 2024 წლის 18 ივნისის გამგეობის სხდომის ოქმი
2. ნამდვილ წევრთა სია
3. 2024 წლის 9 ივლისს გასამართი საერთო კრების რეგლამენტი