7-კაცა ხვალ ევროპის ჩემპიონატს იწყებს

საქართველოს 7-კაცა ხვალ, 7 ივნისს, ხორვატიის ქალაქ მაკარსკაში რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპს იწყებს.

პარასკევს ჯგუფური ეტაპის ორი თამაშია – საქართველოს დროით 16:28 საათზე ერთ-ერთ კონკურენტ გერმანიას, ხოლო 22 საათზე მასპინძელ ირლანდიას ვერკინებით.

ჯგუფურ ეტაპს 8 ივნისს, 16:28 საათზე ირლანდიასთან მატჩით ვასრულებთ, რის შემდეგაც გაირკვევა რომელი ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას საქართველო და ვინ იქნება მისი მეტოქე ფლეი ოფში.

 

7-კაცას შემადგენლობა რაგბი ევროპის პირველ ეტაპზე (მაკარსკა, ხორვატია)

გიორგი ჭუაძე, სერგი ჩხაიძე, დავით იმნაძე, საბა არჩვაძე, ირაკლი სიმსივე, რომან მახათაძე, ლევან ნარიმანიძე, ლუკა ალიბეგაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი ჯობავა, ამირან შვანგირაძე, იოსებ მათიაშვილი, თემურ კოხოძე.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

ფიზ. მომზადება: გიორგი მაისურაძე

ექიმი: გიორგი გვაზავა

ფიზიო: დავით კობახიძე

ვიდეო ანალიზი: ვლადიმერ კუპრეიშვილი

მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე