15-წლამდელთა ჩემპიონატი ‘ლელომ’ მოიგო

შაბათ-კვირას „ხვამლი არენაზე“ 15-კაცა რაგბში 15-წლამდე მორაგბეთა საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით 16-მა საუკეთესო გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

პირველ ეტაპზე გუნდები 4 ჯგუფში გადანაწილდნენ და შაბათს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართა. რეიტინგის მიხედვით გუნდები ასე გადანაწილდნენ: ა ჯგუფი: ლელო, ჩოხატაური, ხვამლი, ლეგიონი; ბ ჯგუფი: აია, რაშები, ბათუმი, ვეფხვები; გ ჯგუფი: ლომები, ფოთი, აკადემია, ლოკომოტივი; დ ჯგუფი: აჭარა, ყოჩები, საჩხერე, ავჭალა.

თითო თამაში ორი 10-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა და ჯგუფურ ეტაპზევე რამდენიმე დაძაბული თამაში გაიმართა. ‘აიამ’ და ‘რაშებმა’ ‘ბათუმს’ მხოლოდ თითო ლელოთი აჯობეს, ურთიერთშეხვედრა კი 0:0 დასრულდა. უქულოდ დასრულდა ‘ყოჩებისა’ და ‘ავჭალას’ შეხვედრაც, ხოლო ‘ხვამლმა’ ‘ლელოს’ მხოლოდ გარდასახვით აჯობა.

თასის მეოთხედფინალში ‘ხვამლი’, ‘ლომები’, ‘ავჭალა’, ‘რაშები’, ‘ფოთი’, ‘ლელო’, ‘აია’ და ‘ყოჩები’ გავიდნენ. კვირას ფლეი ოფები და ფინალური შეხვედრები გაიმართა. მესამე ადგილი ქუთაისის ‘აიამ’ დაიკავა, რომელმაც ‘რაშებს’ კიდევ ერთ დაძაბულ ბრძოლაში 5:0 მოუგო. საინტერესო გამოდგა ფინალური შეხვედრაც. ‘ლელომ’ ‘ხვამლს’ ანგარიში ბოლო წუთზე გაუთანაბრა, დამატებით დროში კი „ოქროს ლელო“ გაიტანა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე რეზი ცხვედიანი (‘ხვამლი’) გახდა, საუკეთესო მელელოვე კი ირაკლი სულაბერიძე (‘ლელო’). საქართველოს ჩემპიონატის ყველა მონაწილეს შესაბამისი სიგელები გადაეცა, გამარჯვებულმა გუნდმა კი კუთვნილი თასი ჩაიბარა.

საქართველოს ჩემპიონატი 15-წლამდე მორაგბეთა შორის

შაბათი. 11 მაისი. ჯგუფური ეტაპი

ლელო – ლეგიონი 55:0

ჩოხატაური – ხვამლი 0:19

აია – ვეფხვები 42:0

რაშები – ბათუმი 5:0

ლომები – ლოკომოტივი 25:0

ფოთი – აკადემია 19:0

აჭარა – ავჭალა 0:15

ყოჩები – საჩხერე 37:0

ლელო – ხვამლი 5:7

ჩოხატაური – ლეგიონი 17:0

აია – ბათუმი 5:0

რაშები – ვეფხვები 30:0

ლომები – აკადემია 15:7

ფოთი – ლოკომოტივი 24:0

აჭარა – საჩხერე 29:0

ყოჩები – ავჭალა 0:0

ლელო – ჩოხატაური 35:0

ხვამლი – ლეგიონი 33:0

აია – რაშები 0:0

ბათუმი – ვეფხვები 26:7

ლომები – ფოთი 24:0

აკადემია – ლოკომოტივი 14:19

აჭარა – ყოჩები 5:12

საჩხერე – ავჭალა 0:45

კვირა. 12 მაისი. ფლეი ოფები

მე-9-მე-16 ადგილების მეოთხედფინალები

ბათუმი – აკადემია 10:7

აჭარა – ლეგიონი 37:0

ჩოხატაური – საჩხერე 34:0

ლოკომოტივი – ვეფხვები 7:0

თასის მეოთხედფინალები

ხვამლი – ფოთი 17:0

ლომები – ლელო 0:12

ავჭალა – აია 5:7

რაშები – ყოჩები 19:7

მე-13-მე-16 ადგილების ნახევარფინალები

აკადემია – ვეფხვები 25:0

ლეგიონი – საჩხერე 0:12

მე-9-მე-12 ადგილების ნახევარფინალები

ბათუმი – ლოკომოტივი 7:5

აჭარა – ჩოხატაური 12:0

მე-5-მე-8 ადგილების ნახევარფინალები

ფოთი – ყოჩები 0:5

ლომები – ავჭალა 46:7

თასის ნახევარფინალები

ხვამლი – რაშები 17:0

ლელო – აია 10:0

მე-15 ადგილისთვის

ვეფხვები – ლეგიონი 5:0

მე-13 ადგილისთვის

აკადემია – საჩხერე 22:7

მე-11 ადგილისთვის

ლოკომოტივი – ჩოხატაური 5:0

მე-9 ადგილისთვის

ბათუმი – აჭარა 5:7

მე-7 ადგილისთვის

ფოთი – ავჭალა 7:0

მე-5 ადგილისთვის

ყოჩები – ლომები 0:12

მე-3 ადგილისთვის

რაშები – აია 0:5

ფინალი

ხვამლი – ლელო 19:24 (დ.დ.)