წინ, ერთად, უდიდესი გამარჯვებებისკენ

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, სრულიად სარაგბო თემის სახელით, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ულოცავს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლას.

“ვულოცავ ყველას ამ დიდ გამარჯვებას, მთელი ქვეყანა დღეს არის გამარჯვებული.
ყოველთვის ვამბობდი, რომ პირველ რიგში სპორტი მოუტანდა ჩვენს ერს დამსახურებულ წინსვლას და ახლაც მითუმეტეს მჯერა, რომ სწორედ სპორტი გაგვაერთიანებს გამარჯვებისთვის, მშვიდობისა და სიყვარულისთვის”.

იოსებ ტყემალაძე – საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი