საქართველოს რაგბის კავშირის ვაკანსია ‘ბ’ ლიგის ტურნირის მენეჯერის თანამდებობაზე

საქართველოს რაგბის კავშირი აცხადებს ვაკანსიას ბ ლიგის ტურნირის მენეჯერის თანამდებობაზე.

ბ ლიგის ტურნირის მენეჯერი ლიგის ფარგლებში, უზრუნველყოფს რაგბისთან დაკავშირებული საკითხების მართვას საქართველოს რაგბის კავშირისთვის. როლი შემოიფარგლება და უზრუნველყოფს ბ ლიგის კლუბების და სრკ-ს პერსონალის მხარდაჭერას და სერვისს.

აღნიშნული პიროვნება ეფექტური უნდა იყოს ტურნირის გათამაშების დაგეგმვასა და მართვაში. კომუნიკაცია უნდა ქონდეს ყველა მონაწილე გუნდთან და სრკ-ს შემადგენელ ნაწილებთან: მსაჯებთან, ექიმებთან, მატჩის კომისრებთან და სტატისტიკის სამსახურთან. ყოველივე ზემოაღნიშნული ბმაში უნდა მოდიოდეს საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების სტრატეგიასთან, განსაკუთრებით კი ყურადღება უნდა გამახვილდეს ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებაზე და უზრუნველყოფილი უნდა იყოს კოორდინაცია საქართველოში მოზარდ მოთამაშეთა განვითარების სისტემასთან.

ვასანსიის სრული აღწერილობა იხილეთ: https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=525244

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: office@rugby.ge