ქალთა თაგ-რაგბი – ზეიმი „რაგბი პლატოზე“ ყველა მსურველისთვის

საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივით, მარტში, აპრილსა და ივლისში, ქალთა თაგ-რაგბის სამი ფესტივალი გაიმართება და მასში 14 წელს გადაცილებულ ყველა მსურველ გოგონასა თუ ქალბატონს შეეძლება მონაწილეობის მიღება.

თაგ-რაგბი სრულიად უსაფრთხო, უკონტაქტო თამაშია და ფესტივალებსაც ზეიმის სახე ექნება, თუმცა გამოვლინდება და სპეციალური პრიზი გადაეცემა როგორც გამარჯვებულ გუნდს, ასევე საუკეთესო მოთამაშეს და მელელოვეს. როგორც მონაწილეებს, ასევე ქომაგებს დახვდებათ სპორტული გარემო, იქნება მუსიკა და იმუშავებს კვების ობიექტები.

16 მარტს ფესტივალი ნუცუბიძეზე, „რაგბი პლატოზე“ 13 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ ქვევით მითითებული სარეგისტრაციო ფორმა. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 8 მარტი.

https://form.jotform.com/240321293903449