ვაჟა აზარაშვილის სამძიმარი

სრულიად ქართული სარაგბო თემი, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მუსიკოსის, სახელოვანი კომპოზიტორისა და პედაგოგის, ღირსების ორდენის კავალერის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო.

იოსებ ტყემალაძე: „ბატონი ვაჟას კომპოზიციები და სიმღერები გულში ჩამწვდომია ყველა ქართველისთვის. ის იყო ქართული სპორტის დიდი მეგობარი და ამის ნათელი მაგალითია „დინამო, დინამო“, რომელიც ქართული ფეხბურთის დიდ გამარჯვებას დღემდე აცოცხლებს. მან ასევე სხვა მრავალთან ერთად, საოცარი სიმღერა დაწერა რაგბზე“.

„ხელოვნებას ძალიან დიდი როლი აქვს როგორც სპორტის, ასევე ქვეყნის ცხოვრებაში და ბატონი ვაჟა ამის შემოქმედი და ნათელი მაგალითი იყო. ქართული რაგბის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი ვაჟას ოჯახს, მის ახლობლებს და მთელს ქვეყანას ამ უდიდეს დანაკლისს“.