დიდი 10 | არწივები 10:41 ხვამლი

თბილისის ‘ხვამლმა’ ოზურგეთის ‘არწივებს’ დიდი სხვაობით, 41:10 სძლია და შინ დაგეგმილი 5 ქულით ბრუნდება.

ფოთის „პარკი არენაზე“ სტუმრები თავიდანვე დაუფლნენ ინიციატივას და პირველი ტაიმის მიწურულს 31-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. გიორგი კვაბზირიძემ, ჰამლეტ გოგიამ, მიხეილ თაყაიშვილმა და გიორგი ჯობავამ ლელოები გაიტანეს, ნიკა ცინცაძემ კი ოთხივე გარდასახვის გარდა ჯარიმაც გაიტანა.

‘არწივებმა’ პირველი ტაიმის ბოლოს საკიუსა მბასეისეის ლელოთი ჩამორჩენა შეამცირეს. მეორე ტაიმის შუაში საბა კურტანიძემ თავისი გუნდის მეხუთე ლელო გაიტანა, ხოლო ცინცაძემ გარდასახვების 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნა. გურამ სანიკიძეს მეორე საპასუხო ლელოს გასატანად სულ 5 წუთი დაჭირდა. რადგან ლელოების სხვაობა 5/2-ზე იყო, ‘ხვამლმა’ აღარ გარისკა, გაწითლებულ დროზე ცინცაძემ ჯარიმა გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 41:10.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ჯობავა გახდა. მის „ხვამლს“ 36 ქულა მოუგროვდა და სანამ მე-14 ტურის დანარჩენი თამაშები გაიმართება მე-4 ადგილზეა. ‘არწივები’ 16 ქულით მე-9 პოზიციაზეა და 16 ქულა აშორებს როგორც საფლეიოფო მეექვსე, ასევე გასავარდნ ბოლო ადგილს.