დიდი 10 | აკადემია 12:91 ყაზბეგი

სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ თბილისის ‘აკადემიას’ 13 ლელო გაუტანა, 91:12 დაამარცხა და საჩემპიონო ფლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს, რადგან დარჩენილ 4 ტურში უშუალო კონკურენტებს ეთამაშება.

მე-14 ტურის დასკვნით შეხვედრას „რაგბი პლატომ“ უმასპინძლა. დავით მოძღვრიშვილმა, მათე ჩქარეულმა და გიორგი ნათელაშვილმა ორ-ორი ლელო გაიტანეს, ლუკა ალიბეგაშვილმა, რეზი მარგალიტაძემ, ლევან ქუშაშვილმა, ვანო ბერიკაშვილმა, გიორგი ჭავჭავაძემ, ნოშრე ფაფიაშვილმა და ბექა გუგეშაშვილმა კი 5-5 ქულა მიითვალეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე დავით მოძღვრიშვილმა 9, ხოლო გიორგი ჭავჭავაძემ 4 გარდასახვა შეასრულა.

„მხატვრებიდან“ თითო ლელო ორივე ტაიმის მიწურულს დაჩი ზამბახიძემ და ერეკლე თათარაშვილმა გაიტანეს. თათარაშვილმა ერთი გარდასახვაც გამოიყენა.

‘ყაზბეგს’ 14 თამაშის შემდეგ 31 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა, თუმცა საფლეიოფი მე-6 ადგილს მხოლოდ 3, მე-4 ადგილს კი 5 ქულა აშორებს, რისი დაძლევაც ერთ თამაშშიც შესაძლებელია. ‘აკადემია’ კვლავ უქულოდაა, ‘არწივებს’ 16 ქულით ჩამორჩება და მომდევნო ტურში განცდილი მარცხი, მას პირველ ლიგაში ოფიციალურად დააქვეითებს.