CSR პროექტები

რაგბის კავშირი წლების განმავლობაში აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახის სოციალურ კამპანიაში, რომელთა შორის აღსანიშნავია „სახლი“ – აუტიზმის ეროვნული ცენტრისთვისს, ბორჯღალოსნების ჩართულობით პირველი კოტეჯი აშენდა; ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია; ახალგაზრდა მსჯავრდებულების ჩართვა რაგბიში და ა.შ.

მიმდინარე პროექტები:

  1. ქულაბა” – 

რაგბის ეროვნული ნაკრების კამპანია -“ქულაბა” პირველად 2023 წელს გაეშვა მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში, სადაც ბენეფიციარები იყვნენ ბერი ანდრიას და დიმიტრი ცინცაძის ფონდები.

როგორ მუშაობს ქულაბა?

ეროვნული ნაკრების მიერ ნებისმიერ აღებულ  ქულაზე (ლელო, გარდასახვა, ჯარიმა, არეკნი) მსურველი კომპანია ადებს თავისთვის მისაღებ ფასს (3-ლარიდან ზემოთ) ტურნირის ან ჩემპიონატის დასრულებისას ნაკრების მიერ შესრულებული ქულების რაოდენობა მრავლდება კომპანიის მიერ დაწესებულ თანხაზე თითო ქულაზე და გადმოირიცხება საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის ფონდში.  კომპანიების მიერ ჩარიცხული თანხა აკუმულირდება და შემდგომ გადაირიცხება ბავშვთა ჰოსპისის ანგარიშზე.

კამპანიის მიზანია, რომ კომპანიები, ნაკრები და საზოგადო სექტორი გავაერთიანოთ სოციალური ქუდის ქვეშ და ერთად შევაგროვოთ თანხა იმ ადამიანებისთვის ვისაც ყველაზე ძალიან სჭირდება.

2024 წლის კამპანიის ჩაშვებას ვაპირებთ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პერიოდში (4 თებერვალი – 17 მარტი) სადაც ვეთამაშებით მეორე ეშელონის გუნდებს (გერმანია, ჰოლანდია, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია).  მაქსიმალური ქულების რაოდენობა, რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი = 300 ქულას – 5 თამაშის განმავლობაში.

წინა წლის შედეგები და სავარაუდო შემოწირულობა თითო კომპანიიდან
2023 წელი – 225 ქულა X 3 ლარი = 675 ლარი

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად განხორციელდა “ქულაბა”, სადაც ჩაერთო 25 კომპანია და შეგროვდა 65,000 ლარი, რომელიც მოხმარდა სიმსივნით და განსაკუთრებული სენით დაავადებულ ბავშვებს.

პროექტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.qulaba.ge

 

  1. მიეცით სპორტს შანსი– პროექტის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი ახალგაზრდების ქუჩიდან მოშორება და სპორტის მეშვეობით რესოციალიზაცია.  არასრულწლოვანი კანონდამრღვევების რთული ქცევის ბავშვების, პრობაციონერების, ქუჩის ბავშვების და განრიდების პროგრამაში მყოფი ახალგაზრდების რესოციალიზაცია რაგბის და შერეული ორთაბრძოლების მეშვეობით.  დაფინანსება – GCSD, დონორი ორგანიზაცია – ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

პროექტში ჩაერთვებიან რთული ქცევის ბავშვები, განრიდების პროგრამასა და პრობაციის ეროვნულ ცენტრში აღრიცხვაზე მყოფი მოზარდები, რომელთა რაოდენობა 100-ს აღემატება.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რაგბის ისტორიაში მრავლად არიან წარჩინებული და ლეგენდარული სპორტსმენები, რომლებიც სპორტში თავის დროზე სწორედ მსგავსი პროექტების მეშვეობით მოხვდნენ.

პროექტის განხორციელებაში, რაგბის კავშირის პარტნიორი შერეული ორთაბრძოლების კლუბი „ვორიორსია“, რომელიც მსურველებს შერეულ ორთაბრძოლებში, ბრაზილიურ ჯიუ ჯითსუ-ში, ტაილანდურ კრივში, ან ძიუდოში ჩართავს.

„აუცილებელია, რომ სპორტთან წვდომა ყველა მოზარდს, ახალგაზრდას ჰქონდეს. ჩვენი სურვილია, რომ ამ ბავშვების თავისუფალი დრო სასარგებლო აქტივობებით შევავსოთ და დავეხმაროთ საკუთარი თავის პოვნაში. სპორტული აქტივობების პარალელურად, მოზარდებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ სამწვრთნელო და სამედიცინო მიმართულების სემინარები, რაც მათ სხვადასხვა კუთხით დასაქმების შესაძლებლობას მისცემს“ – აღნიშნავს პროექტის დირექტორი ნონო ანდღულაძე.

 

  1. 3.  “პარა-რაგბი” – შშმ და სსმ ბავშვებისათვის რაგბის ვარჯიშების დანერგვა და მათი რესოციალიზაცია სპორტის მეშვეობით.  პროექტი მიმდინარეობს 2022 წლის მაისიდან, სადაც ჩართულია 15 მდე მოზარდი. რაგბის კავშირისათვის მნიშნველოვანია, რომ ყველა ადამიანს ქონდეს საშუალება ითამაშოს რაგბი და უკეთ გაიცნოს ეს სპორტი თავისი ფასეულობებით.

 

  1. UN Women– რაგბის კავშირი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორობენ 2010 წლიდან.  Sportsmen UNITE to End Violence against Women and Girls, HeForShe Campaign, Empowering Women through Sports.  – ეს ის კამპანიებია რომლის მონაწილეც გახდა რაგბის კავშირი და ეროვნული ნაკრები გუნდი წლების მანძილზე.  მორაგბეებმა ჩაატარეს 300 ზე მეტი შეხვედრა რეგიონში, სადაც ისაუბრეს გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ.  წლების განმავლობაში მორაგბეები შეხვდენენ 7,000 – მდე ახალგაზრდას.  2023 წელს  რაგბის კავშირში დაინერგა სექსუალური შევიწროების პრევენციის და რეაგირების მექანიზმი. მექანიზმი უზრუნველყოფს სპორტსმენი გოგოების და რაგბიში ჩართული ქალების უსაფრთხოების გაზრდას და სტიგმატურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას. 2024 წლის თებერვლიდან დაიწყება რაგბის კავშირის და რაგბიში ჩართული გოგოების გადამზადება.

 

სამომავლო პროექტები

 

  1. ნიქოზი – საოკუპაციო ზოლის საზღვირსპირა სოფლებში არის ძალიან დიდი ახალგაზრდების კონცენტრაცია და არ აქვთ წვდომა სპორტულ აქტივობებთან. არის დიდი სურვილი რომ დაიწყონ რაგბის თამაში.  ასევე არსებობს ორი სავარაუდო მწვრთნელი, რომლებიც სიამოვნებით გაწვრთნიან ბავშვებს.  დაკავებული იქნება დაახლოებით 50-60 მოზარდი ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში.

 

  1. ხურვალეთის საკვირაო სკოლა – შიდა ქართლში, ყოფილმა მორაგბემ სანდრო ელოშვილმა მოახერხა ბავშვებისთვის სკოლის შექმნა სადაც ისწავლება სხვადასხვა ხელობა და დადიან ექსკურსიებზე და სხვა გარე აქტივობებზე.  GEORGIA RUGBY UNION – USA – ს თან ერთად იგეგმება გლობალური სოციალური კამპანია,  როდესაც ორი რაგბის კავშირი ერთიანდება მსოფლიო რაგბის გარეთ.