დიდი 10 | აია 47:7 ყოჩები

ქუთაისის ‘აიამ’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ 47:7 სძლია, ბონუსიც აიღო და მე-12 ტურის დღევანდელი მატჩების დასრულებამდე სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აღზევდა.

ამ მოგების შემდეგ ‘აიას’ 44 ქულა მოუგროვდა და 4-ით უსწრებს ‘ლელო სარასენსს’, რომელიც დღეს კიდევ ერთ ქუთაისურ გუნდ ‘არესს’ მასპინძლობს. ‘ყოჩებს’ 32 ქულა დარჩა და მე-4 პოზიციაზეა.

ქუთაისელები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და პირველ ტაიმში 28 უპასუხო ქულა აიღეს. გიორგი სინაურიძემ ორი ლელო გაიტანა, ერთხელ თავი ჯოსევანი ნდრავამ გამოიჩინა, ხოლო გიორგი ბაბუნაშვილმა ორი გარდასახვა და სამი ჯარიმა გაიტანა – 28:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ნიკოლაძემ და ამირან შვანგირაძემ ლელოებით უპირატესობა გაზარდეს, ბაბუნაშვილმა კი გარდასახვით მონაგარს კიდევ 2 ქულა შემატა. ‘ყოჩებმა’ რომან მახათაძის ერთადერთი ლელოთი და სერგი ჩხაიძის გარდასახვით 56-ე წუთზე უპასუხა. მატჩის მიწურულს თავისი მეორე ლელო შვანგირაძემ გაიტანა და ბაბუნაშვილმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 47:7.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯიუტა მბიაუ მბატირერენგა გახდა.