განცხადება საქართველოს რაგბის კავშირის მორიგი საერთო კრების მოწვევის თაობაზე

ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით, 2023 წლის 23 დეკემბერს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტის წვეულებათა დარბაზში (მისამართზე: ქ.თბილისი, თავისუფლების მოედანი #4)  გაიმართება „სრკ“-ს მორიგი საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

– სრკ-ს პრეზიდენტის ანგარიში;
– სრკ-ს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა;
– სრკ-ს 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცება;
– სრკ-ს წესდებაში ცვლილებების შეტანა

რეგისტრაციის დაწყების დრო: 12:00 სთ; საერთო კრების დაწყების დრო: 13:00 სთ.

კლუბებს (გუნდებს) რომლებსაც შესაძლოა გაუჩნდეთ  პრეტენზია გამგეობის მიერ დამტკიცებულ ნამდვილ წევრთა სიასთან და მათი პრემიალური ხმების რაოდენობასთან დაკავშირებით, უფლება აქვთ 2023 წლის 15 დეკემბრის 17:00 საათის ჩათვლით სრკ-ს კანცელარიაში და/ან ელექტორნულ ფოსტაზე (OFFICE@RUGBY.GE) წარმოადგინონ თავისი დასაბუთებული წერილობითი განცხადება, რომლის გადამოწმებისა და დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაში, სრკ-ს მიერ მოხდება ნამდვილ წევრთა სიისა და ხმათა რაოდენობის კორექტირება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საერთო კრებაზე (ყრილობაზე) დასწრების უფლება ექნება ნამდვილი წევრის (დელეგატის) ერთ უფლებამოსილ პირს ან უფლებამოსილი პირის წარმომადგენელს, რომელმაც თან უნდა იქონიოს სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა.

განცხადებას თან ახლავს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. საქართველოს რაგბის კავშირის 2023 წლის 24 ნოემბრის გამგეობის სხდომის ოქმი;
  2. ნამდვილ-წევრთა-სია-2023-2024-04.12.2023
  3. 2023 წლის 23 დეკემბრს გასამართი საერთო კრების რეგლამენტი (დანართი #2)