ჩაერთე რაგბიში 2.0 | გოგონების ფესტივალი აჭარასა და გურიაში

შემოდგომის ბოლოს, 18 და 26 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოში გოგონათა შორის თაგ რაგბის ფესტივალები გაიმართა. ფესტივალები პროექტ “ჩაერთე რაგბიში 2.0 (Get into Rugby 2.0)” ორგანიზებით ჩატარდა, რისი მთავარი მიზანიც სკოლის ასაკის გოგონათა და ვაჟთათვის რაგბის გაცნობა, პოპულარიზება და ჩართულობაა.

18 ნოემბერს ბათუმის რაგბის სტადიონმა გოგონათა ფესტივალს უმასპინძლა. ერთ დღიან სარაგბო ზეიმში მე-5-6 კლასელმა 180-მა გოგონამ მიიღო მონააწილეობა, რომლებიც აჭარის რეგიონის 11 სკოლის მოსწავლეები არიან:

  • ქობულეთის №1, №5, №6 საჯარო სკოლა
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლა
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლა
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის №2 საჯარო სკოლა
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლა
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის №1 საჯარო სკოლა
  • ბათუმის №9, №14, №22 საჯარო სკოლა

ფესტივალის შემდეგ ბათუმის რაგბის სტადიონზე დიდი 10-ს თამაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ბათუმის „ბათუმი“ და რუსთავის „ხარები“ შეერკინნენ. ფესტივალის მონაწილე ბავშვები, მათი პედაგოგები და მშობლები თამაშს დაესწრნენ და მთლიანი სარაგბო დღესასწაულის მონაწილენი გახდნენ.

ერთი კვირის შემდეგ, 26 ნოემბერს ფესტივალი გურიაში, ჩოხატაურშიც გაიმართა. ფესტივალს ქალაქ ჩოხატაურის “ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა” უმასპინძლა, სადაც მონაწილეობას 10 სკოლის მოწაფეები იღებდნენ:

  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლა
  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის საჯარო სკოლა
  • ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლა
  • ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლა
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლა
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლა
  • ოზურგეთის №1, №2, №4 საჯარო სკოლა

საერთო ჯამში ჩოხატაურის თაგ რაგბის ფესტივალზე 100-მა გოგონამ მიიღო მონაწილეობა.

მეორე ეტაპზე რეგიონალური კლუბები მიიღებენ ახალ ეკიპირებას და ბავშვებს საშუალება ექნებათ ვარჯიში ახლომდებარე სარაგბო კლუბში დაიწყონ. პროექტის მთავარი სამიზნეა გოგონათა საფესტივალო გუნდების ჩამოყალიბება, რაც საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტოა.

პროექტის შესახებ

განათლების და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს რაგბის კავშირი ერთობლივად უპრეცენდენტო პროექტს ახორციელებენ – “ჩაერთე რაგბიში”. სრკ აქტიურად აგრძელებს მუშაობას სასკოლო რაგბის მიმართულებით. სრკ-მ „მსოფლიო რაგბის“ ერთწლიანი გრანტი მოიპოვა, პროექტის ფარგლებში “ჩაერთე რაგბიში 2.0”.  პროექტი ორიენტირებულია გურიაში და აჭარაში სასკოლო რაგბიში ჩართული ბავშვებისთვის ადგილობრივ სარაგბო კლუბებზე წვდომის უზურნველყოფაზე და რაგბში გოგონების ჩართულობის ზრდაზე.

პირველ ეტაპზე ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ სასკოლო პროგრამაში და ჩატარდა უკონტაქტო თაგ რაგბის ფესტივალები გურიასა და აჭარაში. პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან: World Rugby, განათლების და მეცნიერების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, ბათუმის მერია, საქართველოს რაგბის კავშირი და რაგბის კავშირის აჭარის ფილიალი.