7-კაცა დუბაიში თასის ნახევარფინალშია

საქართველოს განვითარებადი 7-კაცა დუბაის საერთაშორისო წვეული (International Invitation Men) ტურნირის თასის ნახევარფინალშია.

International Invitation Men დუბაიში მსოფლიო სერიის პარალელურად იმართება და მასში წვეული გუნდები იღებენ მონაწილეობას. განვითარებადი საქართველო დუბაის ტურნირს მსოფლიო სერიის ჩელენჯერისთვის მოსამზადებელად იყენებს, რომელიც სამ ეტაპად 2024 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.

ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა პირველ მატჩში ახალ ზელანდიური Matakesi 26:21 დაამარცხეს. ლელოები სოსო მათიაშვილმა, ირაკლი სიმსივემ, ლუკა ალიბეგაშვილმა და სერგი ჩხაიძემ გაიტანეს.

მეორე მატჩში Speranza-ს ლელოები ნიკოლოზ რეხვიაშვილმა და გიორგი ჭუაძემ დაუდეს, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა – 12:29. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში განვითარებადმა საქართველომ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ნაკრებს 17:12 სძლია და თასის 1/4-ფინალში გავიდა. ფრანგულ ჯარს ლელოები რეხვიაშვილმა, გაგა ქევხიშვილმა და იაგო გელაძემ გაუტანეს.

მეოთხედფინალში ქართველების მეტოქე R10C Selects იყო. დაძაბული ბრძოლის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა და ჩვენმა გუნდმა 19:12 იმარჯვა. რეხვიაშვილმა მეტოქეს ორი ლელო გაუტანა, ერთხელ კი თავი საბა არჩვაძემ გამოიჩინა.

საქართველოს 7-კაცა დუბაიში: ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, ირაკლი სიმსივე, იაგო გელაძე, დავით კენჭოშვილი, სოსო მათიაშვილი, გიორგი კოშაძე, სერგი ჩხაიძე, საბა არჩვაძე, რომა მახათაძე, ლუკა ალიბეგაშვილი, გაგა ქევხიშვილი, ოთარ მეტრეველი.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე