დიდი 10 | ბათუმი 89:5 აკადემია

‘ბათუმმა’ დიდი 10-ის მე-10 ტურში თბილისის ‘აკადემიას’ 13 ლელო გაუტანა და 89:5 დაამარცხა.

სტუმართა ერთადერთი საპასუხო ლელო მატჩის დებიუტში მუსლიმ კოცოვმა, მე-8 წუთზე გაიტანა და იმ მომენტისთვის სხვაობა 7 ქულამდე დაიყვანა. სხვა მხრივ მასპინძლები სრულად დომინირებდნე. ლუკა ვადაჭკორიამ, მატეუ სეკელემ და ზურა ნინიძემ ორ-ორი ლელო გაიტანეს, ხოლ თორნიკე გაბელაიამ, მამუკა ნინიძემ, აუსტინ პრინსმა, ლაშა ფოფხაძემ, გიორგი წიკლაურმა, გიორგი მენაბდემ და ტატო კეშელავამ 5-5 ქულა მიითვალეს. მამუკა ნინიძემ 12 გარდასახვა გამოიყენა.

‘ბათუმმა’ „სარბიელის სინი“ შეინარჩუნა და 34 ქულით ‘ლელოს’ (მეორე-მესამე ადგილები) გაუტოლდა, რომელიც ტურის დასკვნით მატჩში ‘ხვამლს’ ეთამაშება. ‘აკადემია’ 10 თამაშის შემდეგ უქულოდაა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა ვადაჭკორია გახდა.