დიდი 10 | აკადემია 6:45 ხარები

რუსთავის ‘ხარებმა’ თბილისის ‘აკადემია’ ბონუსით, 45:6 დაამარცხა და ახალ წელს საფლეიოფო ექვსეულში ხვდება.

საქართველოს ჩემპიონმა „რაგბი პლატოზე“ მასპინძლებს 7 ლელო გაუტანა. „მხატვრები“ მე-5 წუთზე საბა ხურცილავას ჯარიმით დაწინაურდნენ. ‘ხარებმა’ 21-ე წუთზე პაატა ბურჭულაძის ლელოთი და გიორგი ელოშვილის გარდასახვით უპასუხა. ელოშვილმა ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ რუსთაველებმა ცოტნე უსენაშვილისა და თაზო ჭამიაშვილის ლელოებით უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდეს – 6:19.

მეორე ტაიმი სრულად ხარების იყო. საბა ლიპარტელიანმა 5 წუთის ინტერვალით ორი ლელო გაიტანა, შეხვედრის მიწურულს კი თავი რეზი წიკლაურმა და გიორგი ელოშვილმა გამოიჩინეს. ელოშვილმა 5 გარდასახვაც მიითვალა.

‘ხარებს’ 6 მოგება აქვს და 27 ქულით მე-5 ადგილზეა. ‘აკადემია’ კვლავ უქულოდაა.