ალექსანდრე მამულაშვილის სამძიმარი

ქართული რაგბი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 72 წლის ასაკში გარდაიცვალა ვეტერანი მორაგბე ალექსანდრე (ალე) მამულაშვილი.

1951 წელს დაბადებულმა ალემ, რაგბის თამაში 1971 წელს ‘დინამოში’ დაიწყო და მასთან ერთად საქართველოს პირველობა მოიგო. გუნდის დაშლის შემდეგ, ის სხვადასხვა ქართული გუნდების რიგებში მესამე ხაზში თამაშობდა.

ალექსანდრე მამულაშვილს ხუთშაბათს, 14 დეკემბერს დაკრძალავენ. გამოსვენება – ქ. თბილისი, თარხნიშვილის 21, 14 საათი.

რაგბის კავშირი და ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ალექსანდრე მამულაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს.