რაგბი ევროპა | 2024 წლის ჩემპიონატის კალენდარი

რაგბი ევროპამ 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფები და თამაშების განრიგი ოფიციალურად დაამტკიცა.

ტურნირი 2000 წელს დაარსდა და რამდენიმეჯერ შეიცვალა მისი ფორმატი. შარშან გუნდების რაოდენობა 6-იდან 8-მდე გაიზარდა და ისინი ორ ჯგუფში გადანაწილდნენ. რადგან ერთი პერიოდი ჩემპიონი ორი წლის ჯამის შედეგად ირკვეოდა, გამარჯვებული 21-ჯერ გამოვლინდა. საქართველო 15-ჯერ გახდა ჩემპიონი, რუმინეთი 5-ჯერ, ერთხელ კი პირველი ადგილი პორტუგალიამ დაიკავა.

2006 წლიდან დღემდე, ბორჯღალოსნებმა ჩემპიონის ტიტული 14-ჯერ მოიპოვეს და მხოლოდ ორჯერ – 2010 და 2017 წელს დაუთმო პირველობა რუმინეთს.

საქართველო ა ჯგუფში

ბორჯღალოსნები 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ა ჯგუფში ესპანეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის წინააღმდეგ ითამაშებს, ბ ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ.

საქართველო პირველ შეხვედრას 4 თებერვალს ლაიფციგში, გერმანიის წინააღმდეგ გამართავს; 10-ში ნიდერლანდებს მასპინძლობს; ჯგუფურ ეტაპს კი 17 თებერვალს, ესპანეთთან საშინაო შეხვედრით ასრულებს.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გადის, დანარჩენები კი მე-5 ადგილისთვის აგრძელებენ ბრძოლას. ჯგუფის გამარჯვებულები 2/3 მარტს მეორე ჯგუფის მეორეადგილოსნებს მასპინძლობენ, ფინალი კი 17 მარტსაა ჩანიშნული.