დიდი 10 | აკადემია 12:54 არესი

ქუთაისის ‘არესმა’ სტუმრად ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. ამჯერად ‘არესმა’ თბილისში, „რაგბი პლატოზე“ უიმედო აუტსაიდერი ‘აკადემია’ 54:12 დაამარცხა.

სტუმრებმა ჯამში 8 ლელო გაიტანეს და ბონუსიც აიღეს. პირველ ტაიმში ნგლენ თაკაუტინმა და გიორგი თევდორაძემ ორ-ორი ლელო გაიფორმეს. თევდორაძემ ყველა გარდასახვა ზუსტად შეასრულა – 0:28.

მეორე ტაიმში თაკაუტინმა მესამე ლელოც გაიტანა, ლაშა ხურცილავამ, ლევან კუჭავამ და ბონდო აბაშიძემ კი თითო მიითვალეს. ‘აკადემიელთაგან’ ლელოები გუგა ჯინჯოლავამ და ლადო ეფხოშვილმა გაიტანეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი თევდორაძე გახდა.

‘არესს’ 11 ქულა მოუგროვდა და ‘ყაზბეგთან’ მე-7-მე-8 ადგილებს იყოფს. ‘აკადემია’ ჯერაც უქულოდაა.