დიდი 10 | აკადემია 0:89 ხვამლი

დიდი 10-ის მე-4 ტურის დასკვნით შეხვედრაში, თბილისის ‘ხვამლმა’ თანაქალაქელ ‘აკადემიას’ „რაგბი პლატოზე“ 13 უპასუხო ლელო გაუტანა და 89:0 დაამარცხა.

სამი ლელო მიითვალა გიორგი კურტანიძემ, ორ-ორი მიხეილ თაყაიშვილმა, საბა არაგველმა, ნიკა ცინცაძემ და გიორგი ჯობავამ, თითოჯერ კი თავი ნაპოლიონი მბეკევამ და ბაჩანა ბაიხოიძემ გამოიჩინეს. ნიკა ცინცაძემ 12 გარდასახვა გამოიყენა და ჯამში გუნდს 34 ქულა შესძინა.

ამ მოგების შემდეგ ‘ხვამლი’ 10 ქულით მე-6 პოზიციაზე აღზევდა, უქულო ‘აკადემია’ კი კვლავაც ბოლო ადგილზეა.