დიდი 10 | არწივები 21:46 ყოჩები

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ დიდი 10-ის ახალი სეზონის სტარტზე ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და 9 საცხრილო ქულით ‘ბათუმს’ გაუტოლდა.

დიდი 10-ის დებიუტანტმა ოზურგეთის ‘არწივებმა’ მეტოქეს ფოთში, „პარკი არენაზე“ უმასპინძლა და სამი ლელო გაუტანა, თუმცა თავად 7 გაუშვა და ‘ყოჩებს’ ბონუსიც გაატანა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, თუმცა ანგარიში მე-17 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. ‘არწივებმა’ პირველივე შეტევისას ორჯერ გაჭრა ხაზი და მართალია პასები არაზუსტი იყო, მაგრამ ის კოტე გაზაშვილის ლელოთი მაინც დასრულდა და მარვინ ფრედერიქსმა გარდასახა.

‘ყოჩებმა’ 5 წუთში უპასუხა ყოჩებმა, სოსო მათიაშვილი ლელოში შეცურებულ ბურთს შეყვა და დაამიწა. ამის შემდეგ ბოლნისელების უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და შესვენებამდე სამი ლელო გავიდა – სერგი ჩხაიძის გარღვევის შემდეგ გიორგი მელაძე ფრთაზე უყურადღებოდ დარჩა და გრძელი პასი შეირგო; მერე ომარ ბალიაშვილი არშემდგარ მოლს დროულად მოწყდა, ბოლოს კი ხელდახელ შეტევა ნიკოლოზ რეხვიაშვილმა დაასრულა. ლაშა მალაღურაძემ ყველა გარდასახვა ზუსტად შეასრულა – 7:28.

ასეთი უპირატესობის მიუხედავად, მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა კარის წინიდან ჯარიმით 3 ქულა მიითვალა. საათის თავზე ‘არწივების’ ლეგიონერებმა თავისი 22-იდან ხელდახელ სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს და ის აიდან ჯოსეფას ლელოთი დასრულდა, ბახვა კობახიძემ კი გარდასახა.

პირველი ტაიმის მსგავსად, გაშვებულმა ლელომ ‘ყოჩები’ გამოაცოცხლა და მათი მოლი ბექა გვარამიას ლელოთი დასრულდა, რასაც ალექსანდრე ტატიშვილის დუბლი მოყვა. შეხვედრის მიწრულს ჯამბა ულენგომ თავისი წილი ლელო გაიტანა, კობახიძემ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა, თუმცა სტუმრებს ამ მომენტისთვის ბონუს-ქულა უკვე დაბევებული ქონდათ – 21:46.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სოსო მათიაშვილი დასახელდა.