დიდი 10 | აკადემია 3:73 ბათუმი

‘ბათუმმა’ თბილისის ‘აკადემიას’ 11 უპასუხო ლელო გაუტანა და სეზონის პირველ მატჩში ბონუს-ქულით გაიმარჯვა – 73-3.

„რაგბი პლატოზე“ გამართულ მატჩში სტუმრებს თავდაპირველად ორი ლელო გაუუქმდათ და „მხატვრები“ერეკლე თათარაშვილის არეკნით მე-16 წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ ამის შემდეგ მონაგარს ვეღარაფერი შემატეს.

განახლდა თუ არა შეხვედრა ედვინ სასმა ზღვისპირელთა პირველი ლელო გაიტანა, რასაც ორიოდე წუთში გიორგი წიკლაურის ლელო მოყვა, შესვენებამდე კი თავი ლაშა ფოფხაძემ და მამუკა ნინიძემ გამოიჩინეს. ნინიძემ პირველ ტაიმში სამი გარდასახვაც შეასრულა – 26-3.

მეორე ტაიმში ფოფხაძემ დუბლი შეასრულა. ორ-ორი ლელო გაიტანეს ვიტალი ირემაძემ და ლუკა ვადაჭკორიამ, თულანი ენჯენჯემ და გიორგი მენაბდემ კი თითოჯერ გამოიჩინეს თავი. 6 გარდასახვა დურმიშხან ჯაბნიძემ შეასრულა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი მენაბდე გახდა.