დიდი 10 | აკადემია 13:75 არწივები

ოზურგეთის ‘არწივებმა’ თბილისის ‘აკადემიას’ 11 ლელო გაუტანა და დიდ 10-ში პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – 75:13.

„რაგბი პლატოზე“ მასპინძლებმა სტუმრებს მეტნაკლები წინააღმდეგობა პირველ ტაიმში გაუწიეს. 25-ე წუთამდე ისინი 10:7-საც იგებდნენ, მაგრამ ტაიმი 13:26 დათმეს, შესვენების შემდეგ კი ‘არწივებმა’ გაილაღეს, განსაკუთრებით მისმა ლეგიონერებმა.

„მხატვრებიდან“ ერთადერთი ლელო ლუკა კეკელიას ანგარიშზეა, ერეკლე თათარაშვილმა კი გარდასახვა და ორი ჯარიმა გაიტანა. სტუმრები მხოლოდ ლელოზე თამაშობდნენ და ანგარიში ჯაბულანი მკულვანიმ გახსნა, ხოლო თენგიზ სკამკოჩაშვილმა, ლუკა კობიამ და გიგი გიგინეიშვილმა სტუმრების უპირატესობა გამოკვეთეს. მარვინ ფრედერიქსმა სამი გარდასახვა გამოიყენა.

შესვენების შემდეგ აიდინ ჯოსეფამ და მკულვანიმ ორი, სერჯიო სტალმესტერმა, გურამ სანიკიძემ და ლაშა დონაძემ კი თითო ლელო გაიტანეს. ბახვა კობახიძემ 4 გარდასახა, ფრედერიქსმა ორი, ხოლო სტელმესტერმა ერთი – 75:13.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯაბულანი მკულვანი გახდა. ‘არწივებმა’ პირველ გამარჯვებასთან ერთად ბონუსიც ჩაიწერა.