გამოიწვიე ქულაბასთვის

პროექტი ქულაბა საქველმოქმედო კამპანიას იწყებს. ის გამოდის ინიციატივით, რომ პროექტში ჩართულმა ყველა კომპანიამ თუ გულშემატკივარმა, გამოიწვიოს ორი კომპანია, ან მეგობარი.

ქულაბა ბორჯღალოსნების საქველმოქმედო პროექტია, რომლის მიხედვითაც ბორჯღალოსნების მიერ მსოფლიო თასზე გატანილი ყოველი ქულის სანაცვლოდ, მეგობარი კომპანიებისა და გულშემატკივრების დახმარებით მოახდინოს გარკვეული თანხის მობილიზება. შეგროვილი თანხა გადაერიცხებათ „ბერი ანდრიასა“ და „დიმიტრი ცინცაძის სახელობის“ ფონდებს და მოხმარდება ლეიკემიით დაავადებულ მოზარდებს.

პროექტი გულშემატკივრებსა და კომპანიებს ბორჯღალოსნებთან გაერთიანების საშუალებას აძლევს. მათ მიერ მოპოვებული ყოველი ქულა, აისახება თავად კომპანიის თუ გულშემატკივრის მიერ არჩეულ თანხაში, სრულად შეგროვილი თანხა კი მოხმარდება კეთილ საქმეს – სიცოცხლის გადარჩენას.

მსოფლიო თასზე ყველა ქულა მნიშვნელოვანია!

შემოუერთდი ქულაბას:

https://qulaba.ge/