გიორგი (გია) კეშელავას სამძიმარი

ქართული რაგბი ღრმა მწუხარებით იწუყება, რომ 68 წლის ასაკში გარდაიცვალა ვეტერანი მორაგბე გიორგი (გია) კეშელავა.

გია კეშელავა 1955 წლის 30 მარტს თბილისში დაიბადა და რაგბში ხელბურთიდან მივიდა. ის ხელბურთს ‘განთიადსა’ და ‘ტონუსში’ წარმატებით თამაშობდა, იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, საბჭოთა კავშირის სპარტაკიადის პრიზიორი.

გია კეშელავამ რაგბის თამაში 1973 წელს თბილისის ‘სპარტაკში’ დაიწყო და კლუბის დაშლამდე, ანუ 1982 წლამდე მისი ერთგული დარჩა. უნივერსალი მორაგბე თამაშობდა როგორც შერკინების მესამე, ასევე უკანა ხაზში.

იყო საქართველოს ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრი, საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული, საბჭოთა კავშირის პროფკავშირების ჩემპიონატის მესამეადგილოსანი, სპარტაკის ცეესის პრიზიორი, ამიერკავკასიის ჩემპიონთა თასის ჩემპიონი. მონაწილეობა აქვს მიღებული ორ საერთაშორისო მატჩში პრაღის გუნდის წინააღმდეგ.

აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ, ის რეგულარულად მონაწილეობდა ვეტერან მორაგბეთა შეხვედრებში.

გია კეშელავას ხუთშაბათს, 24 აგვისტოს დაკრძალავენ. გამოსვენება – ქ. თბილისი, წიწამურის 16, 14 საათი.

რაგბის კავშირი და ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას განოთქვამს გია კეშელავას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს.