საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილების თანახმად, მოთამაშეთა სტატუსის, კონტრაქტების, ტრანსფერისა და რეგისტრაციის შესახებ რეგულაციის მუხლი 2.4 იცვლება შემდეგნაირად:

სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში სრკ-მიერ ორგანიზებულ კაცთა ერთი და იგივე ლიგაში მონაწილე ერთ კონკრეტულ კლუბში (გუნდში) ნებადართულია მეორე კონკრეტული კლუბიდან (გუნდიდან) არაუმეტეს სამი (3) მოთამაშის ტრანსფერი. გამშვებ და მიმღებ კლუბებს (გუნდებს) შორის წერილობითი შეთანხმების შემთხვევაში, ნებადართულია დამატებით ორი (2) მორაგბის ტრანსფერი.

დადგენილ ლიმიტი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეთა გადაადგილება ხდება მაღალი ლიგიდან დაბალ ლიგებში.