შალვა ზედგინიძის სამძიმარი

ქართული რაგბი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ვეტერანი მორაგბე შალვა ზედგინიძე.

ბატონი შალვას, როგორც მოთამაშის კარიერა ხანმოკლე იყო, თუმცა ქვეყანას აღუზარდა სახელოვანი მორაგბე და ადამიანური თვისებებით გამორჩეული პიროვნება ილია ზედგინიძე, რომელმაც 1998-2011 წლებში ბორჯღალოსნების კვართით 66 მატჩი ჩაატარა და 15 ლელო გაიტანა.

ილია ზედგინიძე 6 წლის განმავლობაში იყო ეროვნული გუნდის კაპიტანი, მათ შორის 2003 და 2007 წლების მსოფლიო თასზე, ჯამში კი საქართველოს ნაკრებს 37 შეხვედრაში წარუძღვა, რაც გუნდის ისტორიაში მესამე მაჩვენებელია. მან მესამე, 2011 წლის მსოფლიო თასზეც ითამაშა, რის შემდეგაც გარკვეული პერიოდით ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო.

რაგბის კავშირი და ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას განოთქვამს შალვა ზედგინიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს.