„ქართული რაგბი ევროპული საკლუბო ოჯახის წევრი გახდა“

‘შავი ლომი’ უკვე წელს, დეკემბრიდან ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის, EPCR-ის ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაერთვება. ჯგუფურ ეტაპზე მისი მეტოქეები ფრანგული ‘კასტრი’ და ‘კლერმონი’, ინგლისური ‘გლოსთერი’, შოტლანდიური ‘ედინბურგი’ და უელსური ‘სქარლეთსი’ იქნებიან.

„მადლობა ევროთასების ტურნირის პრეზიდენტ დომენიკ მაკკეის, მადლობა მსოფლიო რაგბის, საქართველოს მთავრობას მუდმივი მხარში დგომისთვის, მადლობა რაგბის კავშირის გუნდს, ჩვენს საამაყო მორაგბეებს საოცარი თამაშისთვის, რამაც დიდწილად განაპირობა საქართველოს მოხვედრა ევროპის ელიტაში;  საკლუბო დონეზე ჩვენი საერთო ოცნება ახდა, გილოცავთ, ვირაზმებით მომდევნო ოცნების ასახდენად“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე EPCR-ის გადაწყვეტილებას.