სრკ-ს საშეჯიბრო სამსახურის განცხადება

2023-2024 წლის სრკ-ს მიერ ორგანიზებულ ყველა დონის (კაცთა, ჭაბუკთა) შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების მსურველი კლუბები (გუნდები) ვალდებულნი არიან 2023 წლის 27 ივნისამდე წარმოადგინონ სრკ-ს საშეჯიბრო დებულების დანართი #1-ს მიხედვით შედგენილი განცხადება (სრკ-ს მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ) და გამოაგზავნონ ელექტრონულად – სრკ-ს საშეჯიბრო კომიტეტში ელ.ფოსტა – siebi@rugby.ge

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

  • კლუბის (გუნდის), როგორც იურიდიული პირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოს რეესტრიდან);
  • კლუბის(გუნდის) წესდება;
  • კლუბის(გუნდის) საბანკო რეკვიზიტები;
  • კლუბის(გუნდის) ფაქტობრივი მისამართი;
  • კლუბის(გუნდის) ელექტრონული ფოსტის მისამართი.

2023 – 2024 წლის სათამაშო სეზონზე სატრანსფერო პერიოდი განისაზღვროს 2023 წლის 28 ივნისიდან – 2023 წლის 28 ივლისის ჩათვლით.

2023 – 2024 წლის სათამაშო სეზონზე კაცთა ლიგებში (დიდი 10, პირველი ლიგა, რეგიონული ლიგა) კლუბის (გუნდის) მოთამაშეთა რეგისტრაციის პერიოდი განისაზღვროს 2023 წლის 28 ივლისიდან – 2023 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით. კლუბში (გუნდში) მინიმალური რეგისტრირებული მოთამაშეთა რაოდენობაა – 32 მოთამაშე (ესპუარების ყოლის შემთხვევაში 45).

ყურადღება – ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგის მოთამაშეების კლუბებში (გუნდებში) რეგისტრაციის პერიოდი განისაზღვროს 2023 წლის 28 ივლისიდან – 2023 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით. კლუბში (გუნდში) მინიმალური რეგისტრირებული მოთამაშეთა რაოდენობაა – 25 მოთამაშე.

რეგისტრაციისთვის აუცილებელი ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია გადაგზავნილი უნდა იქნას ელ.ფოსტის მისამართზე siebi@rugby.ge

ზემოაღნიშნული ვადების დაცვა სავალდებულოა.