7-კაცა | რუმინეთთან აუცილებლად მოსაგებია

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპის პირველ დღეს, საქართველოს 7-კაცამ ჯგუფური ეტაპის ორი თამაში დათმო, თუმცა ხვალ, რუმინეთთან გამარჯვების შემთხვევაში, ის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება და თასის 1/4-ფინალში გავა.

პირველი თამაში საქართველოს იტალიასთან ჰქონდა, თითქმის მთელი პირველი ტაიმი ბურთს აკონტროლებდა და გიორგი ჭუაძის დუბლით და სერგი ჩხაიძის გარდასახვებით 14:0 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. მეტოქემ 7 ქულა პირველი ტაიმის გაწითლებულ დროზე გაქვითა, მეორე ტაიმში კი კიდევ ორი ლელო მიითვალა და 17:14 გაიმარჯვა.

მეორე მატჩში გერმანია 19 ქულით დაწინაურდა, რაზეც საქართველომ თავისი ნახევრიდან დაწყებული შეტევით და ნიკოლოზ რეხვიაშვილის ძელებსშუა გატანილი ლელოთი უპასუხა. მეორე ტაიმში ტექნიკურმა წუნმა სხვაობის შემცირების შესაძლებლობა არ მოგვცა, ბოლოს გერმანიამ ერთი ლელოც გაიტანა და 26:7 დაწინაურდა.

ხვალ საქართველო 15:36 საათზე რუმინეთს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებს, თანაც ისე, რომ 8 მოწინავეს შორის მოხვდება.

7-კაცას შემადგენლობა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე (ალგარვე):

ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), ბექა გელხვიძე (ლელო), საბა კურტანიძე (ხვამლი), ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), სერგი ჩხაიძე (ყოჩები), სოსო მათიაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯობავა (ხვამლი), ალექსანდრე ტატიშვილი (ყოჩები), ირაკლი სიმსივე (აია), გაგა ქევხიშვილი (ლელო), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), გიორგი კურტანიძე (ლელო).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე