7-კაცა | ევროპულ თამაშებზე მეტოქეები გაირკვა

საქართველოს 7-კაცა ევროპულ თამაშებზე ბ ჯგუფში, ესპანეთის, ბელგიისა და ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

ა ჯგუფში ირლანდია, გერმანია, იტალია და პოლონეთი, ხოლო გ ჯგუფში დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, ლიეტუვა და რუმინეთი მოხვდნენ.

7-კაცას ევროპული თამაშები პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 25-27 ივნისს გაიმართება. გამარჯვებული გუნდი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებს, მეორე და მესამე გუნდი კი მიზნის მიღწევას საკონტინენტთაშორისო შესარჩევი ტურნირის მოგებით ეცდება.