U18 ევროპის ჩემპიონატი | უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა 1/4-ფინალისთვის

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა საქართველოში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო პირველად მასპინძლობს, მასში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ის ფლეი ოფის სისტემით გაიმართება. შეხვედრები თბილისში „რაგბი პლატოსა“ და რუსთავში „ხარები არენაზე“ ჩატარდება.

მონაწილე გუნდები არიან: საქართველო, პორტუგალია, ესპანეთი, ბელგია, ნიდერლანდები, რუმინეთი, გერმანია და ჩეხეთი.

ბოლო სამი ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველო ტიტულის დაცვას 1/4-ფინალში ჩეხეთთან მატჩით იწყებს. შეხვედრა 2 ოქტომბერს, „ხარები არენაზე“ 16:15 საათზე დაიწყება. ამავე დღეს, რუსთავში, ესპანეთი რუმინეთს 12:45 საათზე ეთამაშება, ხოლო „რაგბი პლატოზე“ პორტუგალია გერმანიას (11:00) და ბელგია ნიდერლანდებს (14:30) შეხვდება.

5 ოქტომბერს დამარცხებული გუნდები მე-5 ადგილის, ხოლო გამარჯვებულები თასის ნახევარფინალებს გამართავენ. საქართველო გამარჯვების შემთხვევაში ბელგია-ნიდერლანდების წყვილს შორის უკეთესს „რაგბი პლატოზე“ 16:15 საათზე ერკინება. ფინალები 9 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

სამატჩო განაცხადში 26-ივე მორაგბეა, თუმცა მარქაფიდან შეცვლაზე მხოლოდ 8 მოთამაშე შევა.

18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი. 1/4-ფინალი
2 ოქტომბერი. რუსთავი. „ხარები არენა“. 16:15 საათი
საქართველო – ჩეხეთი
საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. ზურა ნინიძე (ბათუმი), 13. ლუკა კეშელავა (არმია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. გელა ხელაძე (ლელო), 9. ლადო ტყაბლაძე (აია);

შერკინება: 1. ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), 2. შოთა ხელაძე (აია), 3. გიგა თუთისანი (აია), 4. კახა შეყილაძე (ხვამლი), 5. ჯაბა ოდიშარია (ლელო), 6. ნიკა აბესაძე (ლელო), 7. გიორგი გერგედავა (აია, კაპ.), 8. ანდრო დვალი (ლელო).

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. გიორგი მჭედლიშვილი (აკადემია), 18. დავით მჭედლიძე (ტულონი), 19. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 20. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ლუკა ჭინჭარაული (ლელო), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 24. ლუკა კობაური (აკადემია), 25. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 26. ნიკა ლომიძე (ხარები).

მთავარი მწვრთნელი: ზურა ამონაშვილი