ჯაბა მალაღურაძე – ტურში გამოჩნდა, რომ ბიჭებთან ერთობლივად თამაშები წაგვადგა

საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა გასულ უქმეებზე საფრანგეთში, ქალაქ ტურში საერთაშორისო ტურნირზე ითამაშა, რომელიც ბოლო მოსამზადებელი ეტაპია რაგბი ევროპის „ალაფის“ წინ.

გოგონებმა ხუთი თამაში გამართეს და მათგან სამი მოიგეს – CLV sevens-თან და Sevens of LOT-თან ერთნაირი ანგარიშით 25:0, ხოლო Les V’ aura-სთან 17:14. ორ თამაშში – France millitaire sevens-თან (10:26) და Rugbans-თან (0:42) გამარჯვება მეტოქეებს დარჩათ.

„ეს იყო მოსამზადებელი ტურნირი, სადაც შედეგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ქონდა. ასეთი ტურნირების მიზანია, რომ მივიღოთ გამოცდილება, დავუშვათ შეცდომები, რათა ოფიციალურ თამაშებამდე მათი მინიმუმამდე დაყვანა მოვახერხოთ. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიჭებთან (დიდი 10-ის კლუბებთან) ერთობლივმა ვარჯიშებმა და თამაშებმა, ჩვენი სათამაში ტემპი აწია. უკეთ ვბურთაობთ და უკეთესობა გვაქვს ორგანიზების კუთხითაც. დაცვაში გვქონდა გარკვეული პრობლემები, რომლებიც გავაანალიზეთ და ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე ნაკლები შეცდომები გვექნება“ – განაცხადა 7-ქალას მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ.